თუ გაგივლია კახეთის ზვრებში და გიკრეფია მტევანი მწიფე, თუკი ყოფილხარ კამბეჩოვანში დაგილევია ნაჟური სითხე. თუ ხორნაბუჯსაც შეავლე თვალი თუ სიღნაღიდან განცვიფრებულხარ ქიზიყისა და ჰერეთის ცქერით, თუ ყვარლის გზაზე მთვარიან ღამით შენც მოხიბლულხარ მეურმის მზერით. ილიას მიწას დადგი ფეხი, თუ გინახია ვაზთან დახრილი ხელდაკოჟრილი კახელი გლეხი. თან მოგყვებოდა გრილი ნიავი, თუ იქ ჩაგესმა ყურში საამოდ ზეზვას ლუხუმის ხმლების შრიალი. თუკი გიგრძვნია გულის ტკივილი, განთიადისას ალაზნის პირას მოგისმენია ხოხბის ყივილი. დიდი არსენი თავის ამალით, თუ იქ იხილე შარავანდედი დიდი შოთას და დიდი თამარის. თელაველების სითბო თვალებში, თუ ერთხელ მაინც დაგინახია ყაყაჩოები პურის ყანებში. გაგიტეხია კახელთან პური მაშინ ნუ მკითხავ თუ მე კახეთზე რატომ ვარ ასე შეყვარებული. |