მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 8642 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ საბავშვო ველოსიპედითუ ამ მასალის გაცნობამდე მერყეობდით და თავს უსვამდით შეკითხვას - შეგეძინათ თუ არა ველოსიპედი თქვენი ბავშვისთვის, ამ შეკითხვაზე არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი - დიახ!

ველოსიპედით მოძრაობა აჩვევს ბავშვს აქტიური ცხოვრების წესს, ხელს უწყობს მოზარდის სოციალიზაციას და მიზანსწრაფულ ურთიერთობას თანატოლებთან, აკაჟებს მთელს ორგანიზმს და ავითარებს ლიდერის თვისებებს.

როდესაც ბავშვი სწავლობს ველოსიპედით გადაადგილებას, მას უვითარდება ვესტიბულარული აპარატი და იწყებს წონასწორობის შენარჩუნების უნარების ათვისებას.

მას მომავალშიც ძალიან გამოადგება ველოსიპედის სრულყოფილად ფლობა.

ამიტომ, და იმიტომაც, რომ უკვე მასალას კითხულობთ, როგორც ჩანს გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ.

მაგრამ როგორ მოიქცეთ, თუ ველოსიპედებში ვერ ერკვევით და ამ საკითხში არაფერი გაგეგებათ?

შევეცდებით დაგეხმაროთ:

საბავშვო ველოსიპედის შერჩევა მშობლებისთვის ის საკითხია, რომელიც განსაკუთრებულად ფაქიზ და ფრთხილ მიდგომას მოითხოვს, რადგან საქმე ეხება მომავალი თაობის კომფორტსა და უსაფრთხოებას.

ამ მასალაში დეტალურად განვიხილოთ ყველაზე აქტუალური საკითხები - დაწყებული ბავშვის ველოსიპედის ზომების კლასიფიკაციიდან  -  დამთავრებული იმ აუცილებელი ნიუანსებით, რომელთა შესახებ შეკითხვები ყველაზე ხშირად ისმის მშობლების მხრიდან.

მასალა დავყოთ ოთხ ძირითად ნაწილად:

არჩევანი ბავშვის ასაკისა და სიმაღლის მიხედვით;

საბავშვო ველოსიპედების კლასიფიკაციები და თავისებურებები;

ხშირად დასმული კითხვები;

მნიშვნელოვანი მომენტები;

 

საბავშვო ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - BLUE ELF 1.0 Aura.Ge - Trinx - BLUE ELF 2.0 Aura.Ge - Trinx - RED ELF 2.0
BLUE ELF 1.0 BLUE ELF 2.0 RED ELF 2.0

 

— არჩევანი ბავშვის ასაკისა და სიმაღლის მიხედვით —

 

ზრდასრული ადამიანებისთვის ველოსიპედის ზომის შერჩევა ძირითადად ხდება ჩარჩოს ზომის შესაბამისად.

საბავშვო ველოსიპედების არჩევის პრინციპი კი რამდენადმე განსხვავებულია და ზომის არჩევა საბურავების დიამეტრის მიხედვით ხდება.

ბავშვებისა და მოზარდებისთვის ველოსიპედის ზომის არჩევის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათ სიმაღლესა და ასაკს:

 

 

ქვემოთ ცხრილში მოყვანილია ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი ველოსიპედის ზომები სწორედ სიმაღლისა და ასაკის გათვალისწინებით.

ეს მონაცემები შედგენილია საბავშვო ველოსიპედების მწარმოებელთა კლასიფიკაციების და 1-დან 15 წლამდე ბავშვების ზრდის მონაცემების მიხედვით.

 

    _  _     საბავშვო ველოსიპედები

ბავშვის
ასაკი

ბავშვის სიმაღლე
(სანტიმეტრებში)

საბურავების დიამეტრი
(დიუმებში)

1-3 წელი 75-95 სმ. < 12
3-4 წელი 95-101 სმ.    12
4-5 წელი 100-110 სმ    14
4-6 წელი 110-120 სმ.    16
6-9 წელი 120-135 სმ.    20
9-12 წელი 135-150 სმ.    24
12-14 წელი 145-168 სმ.    26
14-15 წელი 165-175 სმ    26/27.5

 

თუ თქვენი ბავშვი იზრდება უფრო სწრაფად, ან უფრო ნელა და მისი სიმაღლე ზუსტად არ ემთხვევა ცხრილში მოყვანილ მონაცემებს, სანერვიულო არაფერია, შეგიძლიათ შეიძინოთ შესაბამისად ერთი ზომით პატარა ან ერთი ზომით დიდი ველოსიპედი.

 

— საბავშვო ველოსიპედების კლასიფიკაციები და თავისებურებები —

 

—1-დან 3 წლამდე —

 

საბავშვო ველოსიპედების კლასიფიკაციები და თავისებურებები - 1-დან 3 წლამდეეს არის ველოსიპედები ყველაზე პატარა ბავშვებისთვის. 

ამ ჯგუფში შედის თვითმგორავი ველოსიპედები (პედლების გარეშე), ტრიციკლები და ჩვეულებრივი მოდელები პედლებით წინა საბურავებზე.

თვითმგორავ ველოსიპედებს როგორც ავღნიშნეთ არა აქვს პედლები და აქვს ფართო საბურავები. ასეთი ველოსიპედი შესანიშნავად ავითარებს ბავშვის კუნთებს და წონასწორობის გრძნობას.

მისი საშუალებით მოძრაობა მარტივია, ბავშვი ფეხების გრუნტზე დარტყმის საშუალებით მიაგორებს ველოსიპედს. პედლების არარსებობა მას საშუალებას აძლევს კონცენტრაცია გააკეთოს საჭის მოძრაობაზე, რითაც თავისებური წარმოდგენა ექმნება თუ როგორ ატაროს პედლებიანი ველოსიპედი,

რაც შეეხება ტრიციკლებს, ეს არის სამ საბურავიანი  ველოსიპედი სპეციალური სახელურით, რომლის საშუალებითაც მშობლები აკორექტირებენ მოძრაობის მიმართულებას და ეხმარებიან პატარებს მართვაში.

ზოგჯერ ტრიციკლები აღჭურვილია დასაკეცი სახურავით, რონელიც იცავს ბავშვს მზისა და წვიმის ზემოქმედებისგან, რითაც იგი წააგავს პედლებიან საბავშვო ეტლს.

კლასიკური, სამ საბურავიანი ველოსიპედი კი ალბათ თავადაც გახსოვთ ბავშვობიდან - პედლები განთავსებულია წინა საბურავზე და ბავშვი მარტივად და უსაფრთხოდ მართავს ველოსიპედს.

 

— 3-დან 4 წლამდე —

 

3-დან 4 წლამდეამ ასაკში ბავშვები ხდებიან უფრო აქტიურები და პირველად იღებენ შესაძლებლობას დამოუკიდებლად ისეირნონ საყვარელი ველოსიპედით.

ამიტომ, აღნიშნული კატეგორიის ველოსიპედები უკვე აღჭურვილია სრულფასოვანი, კამერიანი საბურავებით და ორი პატარა დამხმარე (სასწავლო) პატარა საბურავით, რომელიც მიმაგრებულია უკანა საბურავზე.

ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნები უსაფრთხოებაზე, ამიტომ  ველოსიპედის საჭე აღჭურვილია სპეციალურ დამცავით (რომელიც იცავს ბავშვს საჭეზე თავის დარტყმისაგან). ასევე სრულად დაცულია ჯაჭვი და ვარსკვლავი (რომ ბავშვის სამოსი არ მოყვეს ჯაჭვში).

ასეთ ველოსიპედები აღჭურვილია:

 რბილი ან მაგარი სკამებით;

 12 დიუმიანი საბურავებით;

 ერთი სიჩქარით;

 უკანა ფეხის მუხრუჭით;

 უკანა დამხმარე საბურავებით;

ამ კატეგორიის ველოსიპედების ჩარჩო დადაბლებულია, რათა ბავშვმა მარტივად შეძლოს ველოსიპედზე დამოუკიდებლად დაჯდომა და გადმოსვლა.

 

— 4-დან 6 წლამდე —

 

4-დან 6 წლამდეგარეგნული იერ-სახით და მაკომპლექტებლებით ველოსიპედების ეს ჯგუფი ძალიან წააგავს წინა ჯგუფის ველოსიპედებს.

განსხვავება მხოლოდ საბურავის დიამეტრშია, რომელიც 12-ის ნაცვლად არის 16 დიუმი.

ამ ჯგუფის  ველოსიპედის მახასიათებლებია:

 16 დიუმიანი საბურავები;

 ერთი სიჩქარე;

 უკანა დამხმარე საბურავები (რომელთა მოხსნა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია);

 უკანა ფეხის მუხრუჭი ან V-brake ტიპის მუხრუჭები.

 

— 6-დან 9 წლამდე —

 

6-დან 9 წლამდეამ ჯგუფის ველოსიპედები გამოირჩევა მრავალფეროვანი დიზაინით. მათ შორის ნახავთ როგორც წინა ჯგუფის მსგავს ველოსიპედებს, ასევე მთის, კრუზიული და სხვა ტიპის ველოსიპედების „შემცირებულ კოპიებს“.

ანუ ეს არის ფაქტიურად დიდებისთვის განკუთვნილი ველოსიპედები, მხოლოდ მინიატურული ზომობით.

ამ ასაკის კატგორიისთვის გადაადგილების თვისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს სრული უარი უკანა სასწავლო პატარა საბურავებზე.

დიდი ზომის საბურავების დამსახურებით (20 დიუმი), ამ ზომის ველოსიპედებს გააჩნიათ მეტი შესაძლებლობები:

 რამდენიმე სიჩქარე (1-დან 6-მდე);

 წინა და უკანა V-Brake ტიპის ხელის მუხრუჭები, (ზოგჯერ უკანა მუხრუჭები);

 ზოგჯერ წინა ამორტიზატორი;

 

— 9-დან 13 წლამდე —

 

9-დან 13 წლამდეამ ჯგუფის ველოსიპედები უკვე არაფრით ჩამორჩება დიდებისთვის განკუთვნილ ველოსიპედებს. განსხვავება მხოლოდ ჩარჩოს ზომებში და 24 დიუმიან საბურავებშია.

თუ თქვენი ვაჟის ან გოგონას სიმაღლე აღემატება 135 სმ-ს, თამამად შეგიძლით შეიძინოთ ველოსიპედი 26 დიუმიანი საბურავებით ან ჩარჩოს პატარა ზომებით  13" (XS) ან 14" (XS).

ამ ჯგუფის ველოსიპედების მახასიათებლებია:

 24 დიუმიანი საბურავი;

 1-დან 24-მდე სიჩქარე;

 წინა და უკანა ხელის მუხრუჭები (კრუიზერებში - უკანა მუხრუჭი);

 გვხდება მოდელები წინა ამორტიზატორით;

 

საბავშვო ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - SMART 1.0 Aura.Ge - Trinx - SMART 2.0 Aura.Ge - Trinx - SMART 1.0
SMART 1.0 SMART 2.0 SMART 1.0

 

— BMX (Bicycle MotoXtreme) ველოსიპედები —

 

BMX (Bicycle MotoXtreme) ველოსიპედებიცალკე გამოვყოთ მოტო კროსისა და მოტო ფრისტაილისთვის განკუთვნილი საბავშვო ველოსიპედები.

ეს არის მცირე ზომის 20 დიუმიანი საბურავებით აღჭურვილი ველოსიპედები, რომლის საშუალებითაც აკეთებენ სხვადასხვა სახის „ტრიუკებს“ (ბზრიალი, ხტომები და ა.შ).

ეს საკმაოდ კარგი ველოსიპედებია, რომლებიც სულ უფრო იხვეჭს პოპულარობას მარტივი კონსტრუქციის, გამძლეობის და ხელმისაწვდომი ფასის გამო.

ამიტომ, მათი განხილვა, როგორც კლასიკური ველოსიპედების ალტერნატივა სრულიად დასაშვები და შესაძლებელია.

 

— აქსესუარები —

 

საბავშვო ველოსიპედის აქსესუარებიბავშვის ველოსიპედით გასეირნება გახდება გაცილებით კომფორტული, თუ  შეიძენთ ფუნქციონალურ აქსესუარებს:

ზარი - დამწყებ ველოსიპედისტებს გამოადგებათ ზარი, რომლითაც ამცნობს გარშემომყოფებს ვველოსიპედის მიახლოებას.

ფრთები (კრილოები) - პატარა რეიდერების სამოსს ჭუჭყის ან წვიმის შხეფებისგან დაიცავს პლასტმასის ფრთები.

ფარები - ღამით სეირნობის მოყვარულთათვის ზედმეტი არ იქნება სპეციალური ფარები, რომელიც  ერთდროულად შეასრულებს ფანარისა და გაბარიტული შუქების ფუნქციას.

ფეხსადგამი - ეს არის ველოსიპედის ჩარჩოზე მიმგრებული დასაკეც/გასაშლელი სპეციალური ფეხი, რომელიც უზრუნველყოფს გაჩერების დროს ველოსიპედის დგომას. (თითქმის ყველა მოდელს იგი მოყვება კომპლექტში).

ჩაფხუტი (შლემი) - მსუბუქი, მოხერხებული და ბავშვის საყვარელ ფერებში შერჩეული ჩაფხუტი უზრუნველყოფს პატარას უსაფრთხოებას დაცემის შემთხვევაში.

მუხლების დამცავი - საკმაოდ საჭირო ნივთია (სპეციალურ ხელთათმანებთან ერთად) თუ ბავშვი კარგად ვერ ფლობს ველოსიპედს და ხშირად ეცემა.

საბარგული - საბარგული საკმაოდ მოსახერხებელი აქსესუარია, რომლის საშუალებითაც შეიძლება ბავშვისთვის საჭირო და აუცილებელი ზოგიერთ ნივთის გადატანა.

და სხვა...

 

— ხშირად დასმული კითხვები —

 

ხშირად დასმული კითხვები ველოსიპედებზერომელი ფირმის ველოსიპედი შევიძინოთ?

ყველა ცნობილი ფირმა უკვე ძალიან ბევრი წლების განმავლობაში აწარმოებს საბავშვო ველოსიპედებს და მათი ხარისხი თითქმის ერთნაირად მისაღები და დამაკმაყოფილებელია.

ამიტომ, ამ პარამეტრით ველოსიპედების შედარება აზრს მოკლებულია.

რა თქმა უნდა ყველა კონკრეტულ მარკას აქვს თავის დამახასიათებელი პლუსები - მაგალითად: რბილი საჭის სახელურები Author-ის ბრენდის ველოსიპედებს, გამოკვეთილად თვალში საცემი დიზაინი Trinx-ის ბრენდებს და ა.შ, მაგრამ ეს წვრილმანებია. 

მთავარია შეარჩიოთ ველოსიპედი, რომელიც ფასის, ფერისა და ოფციების მიხედვით იქნება თქვენი პატარისთვის საჭირო და მისაღები.

როგორ გავარკვიოთ რომელი მწარმოებელია სანდო?

საკმაოდ გავრცელებული და ლოგიკური კითხვააა, რადგან ბევრი ვერ ერკვევა ველოსიპედის ბრენდებში და ამ დროს შეცდომის დაშვება არ არის გამორიცხული.

თუმცა საბედნიეროდ, დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია კომპანია Google, რომლის ძებნაშიც შეგიძლიათ ჩაწეროთ იმ ბრენდის სახელი, რომლის ველოსიპედის შეძენასაც აპირებთ, მიუწეროთ მას სიტყვა bikes (ინგლისურიდან - ველოსიპედები).

მაგალითად Schwinn bikes, Trinx bikes, Author bikes და ა.შ.

თუ ძებნაში პირველ-მეორე პოზიციაზე ნახავთ იმ ბრენდის უცხოურ საიტს, ესე იგი ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თუ ბრენდი ყალბია, მისი საიტი სავარაუდოდ არ მოიძებნება, რადგან ფალსიფიცირებულ ველოსიპედებს არ გააჩნიათ წარმომადგენლობა და ოფიციალური საიტები ინტერნეტში.

რატომ არის პატარა, საავშვო ველოსიპედების ღირებულება მაღალი?

საქმე იმაშია, რომ მაღალი ფასის გადახდის შემთხვევაში თქვენ იღებთ არა მხოლოდ ლამაზ დიზაინის და ბრენდული მარკის ველოსიპედს, არამედ: ხარისხიან საბურავებს, ჩანგალს, სიჩქარეებს და სხვა დეტალებს, რომლებიც არის ისეთივე უმაღლესი ხარისხის როგორც დიდებისთვის განკუთვნილ ველოსიპედებზე.

სამაგიეროდ, თქვენი ბავშვის ველოსიპედს ექნება დაბალი წონა, პედლების მოძრაობა მსუბუქი და მისი ყველა საკვანძო დეტალი იქნება სანდო და გამძლე, რაც პირდაპირ დამოკიდებულია პატარას უსაფრთხოებასთან.

გარდა ამისა, როცა ბავშვი გაიზრდება, ველოსიპედი სრულიად გამოდგება მისი პატარა ძმისთვის ან დისთვის. შეგიძლიათ გააჩუქოთ, რადგან ეს იქნება შესანიშნავი საჩუქარი, უკიდურეს შემთხვევაში კი გაყიდოთ საკმაოდ მაღალ ფასადვე, რასაც ვერ გააკეთებთ ფალსიფიცირებული ბრენდის დაბალფასიანი ველოსიპედის შემთხვევაში.

ჩემი ბავშვის სიმაღლე 136-140 სმ-ია, იგი სწრაფად იზრდება. როგორ მოვიქცე? 

მართლაც, როცა ბავშვი ძალიან სწრაფად იზრდება, მშობელს არ სურს შეიძინოს ველოსიპედი, რომელიც 1-2 წლის შემდეგ მისთვის იქნება პატარა და საჭირო გახდება ახელი ველოსიპედის შეძენა.

ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ შეიძინოთ ველოსიპედი 26 დიუმიანი საბურავებით, რომელსაც ექნება მცირე ზომის ჩარჩო - 13" ან 14" დიუმი (XS).

მივაქციოთ თუ არა ყურადღება ველოსიპედის წონას? 

ველოსიპედის საერთო წონა შედგება ყველა მისი შემადგენელი ცალკეული დეტალების და დამატებით დაყენებული მოწყობილობების წონისაგან.

გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ველოსიპედის ჩარჩოს მასალა. საბავშვო ველოსიპედებში მასალად ძირითადად გამოიყენება ფოლადი და ალუმინი.

რა თქმა უნდა უმეტეს შემთხვევაში ალუმინი მსუბუქია ფოლადზე, მაგრამ წონაზე უფრო მეტ გავლენას ახდენს: ჩანგალი, საბურავები, ბარბაცა სისტემა, ასევე დაყენებული აქსესუარების სიმრავლე: ფარები, ზარი, საბარგული, ფეხსადგამი, ფარები და ა.შ.

მართალია საერთო ჯამში უკეთესი და კომფორტულია (გადასატანადმსუბუქი ველოსიპედი, მაგრამ ზოგადად, წონა არ არის ის კრიტერიუმი, რომლის გამოც შეიძლება უარი თქვათ თქვენს მიერ მოწონებულ საბავშვო ველოსიპედზე, რადგან შეიძლება ნახოთ დაბალი წონის, მაგრამ ამასთან ერთად დაბალი ხარისხის კომპონენტებით აღჭურვილი ველოსიპედი.

ბოლოს და ბოლოს, ველოსიპედმა უნდა ატაროს ბავშვი და არა ბავშვმა ველოსიპედი.

 

— მნიშვნელოვანი მომენტები —

ველოსიპედის არჩევის მნიშვნელოვანი მომენტები როგორი ველოსიპედიც არ უნდა შეარჩიოთ, იგი არ უნდა იყოს არც დიდი და არც პატარა. ბავშვის ფეხისგულები ძალდატანების გარეშე უნდა წვდებოდეს პედლებს, ხელები კი საჭეს.

არავითარ შემთხვევაში მოძრაობის დროს ბავშვის მუხლები არ უნდა ეხებოდეს საჭეს. ხერხემალი უნდა იყოს სწორი და არა მოხრილი. 

ველოსიპედი აირჩიეთ აუცილებლად ბავშვთან ერთად, რადგან მან უნდა „მოირგოს“ ველოსიპედი, რაც აუცილებელია სწორი ზომის განსასაზღვრად.

ამ დროს მისი მოსაზრება - მოსწონს თუ არა ველოსიპედი, მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ბავშვი თავს უნდა გრძნობდეს კომფორტულად და არა ის, ვინც მის ნაცვლად აკეთებს არჩევანს.

საბურავების ზომის გარდა მნიშვნელოვანია ველოსიპედის ჩარჩოს სიგრძეც.

ოპტიმალური დაშორება საჭესა და სკამის ვიწრო ნაწილს შორის = იდაყვიდან თითების წვერებამდე მანძილს.

ველოსიპედი, რომელიც აღჭურვილია სიჩქარეებით, რეკომენდებულია 10 წლის და ზემოთ ასაკის ბავშებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარიანი ველოსიპედები გვხვდება 6-დან 9 წლამდე ჯგუფის ბაიკებში, 10 წლამდე ასაკის ბავშვები ფიზიკურად არ არიან მზად ასეთი ფუნქციებისთვის.

10 წლამდე ასაკის ბავშვისთვის უფრო მოსახერხებელია ფეხის მუხრუჭები, როცა ველოსიპედი ამუხრუჭებს პედლების უკუ მიმართულებით დატრიალების შედეგად. ბავშვების უმრავლესობისთვის ხელის მუხრუჭები მოუხერხებელია, რადგან ისინი აგვიანებენ ხოლმე რეაქციას, რაც შესაძლოა მცირე "ავარიის" მიზეზი გახდეს. ფეხის მუხრუჭებს კი ისინი გაცილებით უკეთ ეუფლებიან.

აირჩიეთ ველოსიპედი, რომელსაც აქვს დადაბლებული ჩარჩო. როცა ბავშვი დგას და ველოსიპედი მოქცეულია მის ფეხებს შორის, მანძილი ჩარჩოსა და ბავშვის შორისის მიდამოს შორის უნდა იყოს დაახლოებით 5-10 სმ.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ ბავშვმა ადვილად შეძლოს ველოსიპედიდან ჩამოხტომა, განსაკუთრებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში.

თუ საჭის მდებარეობა ან ველოსიპედის სიმაღლე არ შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს, ნუ აღელდებით, შეგიძლიათ მდგომარეობა გამოასწოროთ საჭისა და სკამის საჭირო სიმაღლეზე რეგულირებით.

ველოისპედის ზომა აირჩიეთ ზუსტად ბავშვის სიმაღლისა და ასაკის შესაბამისად. თუ იხელმძღვანელებთ პრინციპით - „მომავალ წელსაც გამოადგება“, ბავშვი ვერ მიიღებს სიამოვნებას და განიცდის დიკოფორტს, უარეს შემთხვევაში კი შეიძლება დაიმტვრეს კიდეც.

სამვლიანი ველოსიპედი დიდი რეზინის საბურავებით ავითარებს მაღალ სიჩქარეს, რასაც ბავშვი შესაძლოა ვერ გაუმკლავდეს. პლასტმასის საბურავებიანი ველოსიპედი კი ამ მხრივ უსაფრთხოა, მაგრამ პლასტმასი ასფალტზე მალე ცვთება. ამიტომ შეარჩიეთ საშუალო სისქის საბურავებიანი ველოსიპედი.

ბავშვის პირველი ველოსიპედის სკამი უნდა იყოს ოპტიმალურად მყარი და ფართო. იგი უნდა მოგაგონებდეთ კომფორტულ საბავშვო სკამს.

პატარამ პედლები უნდა ატრიალოს ლაღად და მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ბავშვის ველოსიპედების შეძენა რეკომენდებულია სპეციალიზირებულ ან სპორტულ მაღაზიებში ან ინტერნეტ მაღაზიებში.

იქ თქვენ მიიღებთ კომპეტენტურ კონსულტაციას, რჩევებს, ხარისხიან მაკომპლექტებლებს, ხოლო მომავალში ისარგებლებთ კვალიფიციური ტექნიკური მომსახურებით.

 

— პს —

 

საბავშვო ველოსიპედებიმიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საკითხს შევეხეთ, შესაძლოა მასალამ მაინც გაგიჩინათ უკმარისობის განცდა, რადგან აქ დეტალურად არ აღვწერეთ ველოსიპედის მასალის (ფოლადი, ალუმინი, ტიტანი და ა.შ) თვისებები, არ ვისაუბრეთ სკამისა და საჭის ხარისხზე, ფორმაზე და მათ რეგულირებაზე.

ასევე არ გვისაუბრია სიჩქარეებზე, ველოსიპედ-ველოსიპედისტის აქსესუარებზე და ა.შ.

მაგრამ, ამ საკითხებზე უკვე არსებობს ამომწურავი მასალა (დიდებისთვის განკუთვნილ ველოსიპედებზე) და უბრალოდ აღარ განვმეორდით.

პრინციპი თითქმის ერთი და იგივეა.

ამიტომ, თუ გსურთ გაერკვეთ ამ ყველაფერში და საერთო წარმოდგენა შეგექმნათ ველოსიპედებზე (შესაძლოა სულაც არ გეგმავდეთ და თავადაც მოისურვოთ ველოსიპედის შეძენა)...

შეგიძლიათ გაეცნოთ მასალას:

 

საბავშვო ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - JUNIOR 1.0 Aura.Ge - Trinx - JUNIOR 4.0 Aura.Ge - Trinx - JUNIOR 3.0
JUNIOR 1.0 JUNIOR 4.0 JUNIOR 3.0

 

— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ —

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ