აურას ფეისბუქ გვერდი გატეხილია. მიმდინარეობს დაბრუნების პროცედურები. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 378 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

— ველოსიპედისტის ჩაფხუტების კლასიფიკაცია —

 

ველოსიპედისტის ჩაფხუტების კლასიფიკაციაველოსიპედისტის ეკიპირების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია თავის დამცავი ჩაფხუტი. მან შესაძლოა არა მხოლოდ სერიოზული ტრამვებისგან დაიცვას მფლობელი, არამედ იხსნას კიდეც მისი სიცოცხლე.

დამცავი ჩაფხუტი იცავს თავს ვარდნის დროს და რეკომენდებულია ყველა ველოსიპედისტისთვის, თუმცა მისი ტარება აუცილებელია მათთვის, ვინც ველოსიპედით რეგულარულად გადაადგილდება დიდ დისტანციებზე, განსაკუთრებით ექსტრემალურ პირობებში.

როგორი უნდა იყოს ველოსიპედის ჩაფხუტი? - მნიშვნელოვანია, რომ ჩაფხუტი იყოს მსუბუქი, მტკიცე და ჰქონდეს კარგი ვენტილაცია, რომ თავი არ გაოფლიანდეს და არ შექმნას დისკომფოტს მგზავრობის დროს.

ჩაფხუტები მზადდება თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პოლიმერების შენადნობებისგან, რომლებიც ეფექტურად ახშობენ დარტყმებს, ხოლო კონსტრუქციას აქვს ისეთი აგებულება, რომ გააჩნია ყოველმხრივი ვენტილაცია.

თანამედროვე ბაზარზე შეხვდებით მრავალფეროვანი ჩამფუტების ასორტიმენტს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით, მასალით, მწარმოებელი ფირმით და ა.შ.

მოკლედ მიმოვიხილოთ ხარისხიანი ჩაფხუტის შერჩევისთვის საჭირო ნიუანსები.

არსებობს, მთის, სპორტული, დაუნჰილის, სპორტული, ВМХ-ჩაფხუტები და სხვა კლასიფიკაციის ველო ჩაფხუტები. ყველა ტიპის ჩაფხუტიმსუბუქია, კომფორტული, მოდური და არაც მთავარია უზრუნველყოფს დარტყმის მიმართ გამძლეობას.

სარბოლო ჩაფხუტები - გამოირჩევა დაბალი წონით, შესანიშნავი ვენტილაციით და აეროდინამიკური დიზაინით (აეროდინამიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე რბოლას ეხება, სადაც წამები წყვეტს ყველაფერს).

სარბოლო ჩაფხუტებს გააჩნია მოგრძო ფორმა და დიდი რაოდენობით სავენტილაციო არხები.

ქალაქის/სპორტული ჩაფხუტები - დაბალფასიანი და ყველაზე გავრცელებული მოდელებია. კარგია როგორც ქალაქში, გზატკეცილზე ან თუნდაც მთაში გადაადგილებისთვის, არამედ სკეიბორისტებისთვის და როლიკებზე სეირნობისთვის.

დაუნჰილის ჩაფხუტები - ძალიან წააგავს მოტოციკლეტისტის ჩაფხუტს, თუმცა გააჩნია გაცილებით ნაკლები წონა. განკუთვნილია აგრესიული სტილის მოძრაობისთვის, ამიტომ ეს ჩაფხუტები ითვალისწინებს ნიკაპის დაცვასაც.

მზადდება არა მხოლოდ პენოპოლისტიროლის მასალისგან, არამედ კარბონისგან და მინაბოჭკოვანი პოლიმერებისგან.

ВМХ-ჩაფხუტები - თითქმის ანალოგიურია, როგორც დაუნჰილის ჩაფხუტები - დაბალი წონით და ნიკაპის დამცავით, თუმცა მისგან განსხვავებით წინ გააჩნია დიდი ოთკუთხედის ფორმის კეპი.

მთის (МТВ) ველოსიპედების ჩაფხუტები - უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას, კარგ ხილვადობას. ისინი ძალიან წააგავს ტრასის ველოსიპედის ჩაფხუტებს, მხოლოდ ერთი უმნიშვნელო განსხვავებით - წინა მხარეს არსებული კეპით.

ასეთ ჩაფხუტებს გააჩნია სპეციალური დამაგრების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მყარ და მტკიცე დამაგრებას გზის ოღროჩოღრო და მთიან მონაკვეთებზე. ხშირად გამოიყენებენ ციკლური კროსით დაკავებული მრბოლერები.

 

ველოსიპედის ჩაფხუტები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - TT05 Helmet Aura.Ge - Trinx - TT07 Helmet Aura.Ge - Trinx - TT06 Helmet
TT05 Helmet TT07 Helmet TT06 Helmet

 

— ჩაფხუტის დეტალები და მახასიათებლები —

 

ჩაფხუტის დეტალები და მახასიათებლები კორპუსი - ძირითადად მზადდება პენოპოლისტიროლის პენოპლასტისგან. მისი დანიშნულებაა ენერგიის გაფანტვა დარტყმის შემთხვევაში, რასაც წარმატებით უმკლავდება და იცავს ველოსიპედის თავს ტრამვებისაგან.

შეძენის წინ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ჩაფხუტი კომფორტულად თავსდება თავზე, არ არის დაზიანებული ან დაკბილული.

გარსი - ველოსიპედის ჩაფხუტების უმეტესობა დაფარულია პლასტმასის გარსით, რომელიც ხელს უშლის ჩაფხუტის რღვევას, მის გატეხას და საშუალებას აძლევს ისრიალოს დარტყმის დროს. სრიალის უნარს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როცა ავარიის დროს ველოსიპედისტი ეცემა, იგი მაინც აგრძელებს ინერციით მოძრაობას, ხოლო თუ ჩაფუტი ამ დროს სრიალებს გრუნტზე (ასფალტზე, ბეტონზე), რითაც ამცირებს დატვირთვას თავსა და კისერზე.

ამიტომ, ჩაფხუტის შეძენის წინ, კარგად დააკვირდით, რომ გარსის მთლიანობა არ იყოს დარღვეული.

ასევე - სწორედ გარსი განსაზღვრავს ჩაფხუტის დიზაინს. იგი უნდა იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ნათელი, გამოკვეთილი ფერის, რათა მიიქციოს ავტომობილის მძღოლების ყურადღება, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ვენტილაცია - სავენტილაციო სივრცე აუმჯობესებს თავის ვენტილაციას, აგრილებს მას და მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის. რაც უფრო მეტია სავენტილაციო ნახვრეტები, მით უფრო გრილია (და ძვირადღირებული) ჩაფხუტი.

ვენტილაცია წარმოქმნის ჰაერის ნაკადებს თავის ირგვლივ, რომელიც ხელს უწყობს გაგრილებას ყველაზე ცხელ ამინდში, თაკარა მზის ქვეშაც კი.

კეპი - ველოსიპედების ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ჩაფხუტებს, რომელთაც გააჩნიათ მზისგან დამცავი კეპები. მეორე ნაწილს კი ასეტი კეპები არ მოსწონს ზედმეტი წონისა და ქარში ვიბრაციის გამო.

დაშტამპული კონსტრუქცია - დაშტამპულ მოდელებში ჩაფხუტის გარე გარსი და შიდა პენოპლასტი ერთმანეთთან დამაგრებულია წებოს გამოყენების გარეშე, რაც ამსუბუქებს კონსტრუქციას და უფრო მდგრად ხდის მას.

თასმა/დამაგრების სისტემა - ჩაფხუტის თასმებით დამაგრების თანამედროვე სისტემა კომფორტული და მარტივი მოსახმარია. მისი შერჩევა უნდა მოხდეს მოძრაობის სტილიდან გამომდინარე - მასიური - ცუდი გზებზე და მთაში გადაადგილებისთვის და უფრო რბილი - ტრასაზე და ალაქის პირობებში გადაადგილებისთვის.

შეგიძლიათ მოსინჯოთ ჩაფხუტები სხვადასხვა დამაგრების სისტემით - დღედღეობით მწარმოებლები იყენებენ ქუდის დამაგრების მრავალფეროვან სისტემებს: Roc Loc; GPS; Acu-Dial; Half Nelson და სხვა.

ეს სახელწოდები განსაზღვრავს ჩაფხუტის რეგულირებადი შესაკრავის რეალიზაციას (თასმაზე მცოცავი, ან დისკოში ჩახვეული).

ოპტიმალურ ვარიანტად მიიჩნევა ჩაფხუტი თასმებით, რომლებიც მაგრდება არა გვერდიდან, არამედ ზემოდან.

სივრცე თმებისთვის - ძირითადად გამოიყენება ქალის ჩაფხუტებისთვის, რომელშიც გათვალისწინებულია თავისუფალი სივრცე ნაწნავებისთვის ან კიკინებისთვის.

ჩაფხუტის წონა - ყველაზე თანმაედროვე მსუბუქი ჩაფხუტების წონა არ აღემატება 200 გრამს. ეს უკვე სავსებით საკმარისია ველოსიპედისტმა ვერ იგრძნოს რომ თავზე ახურავს აღჭურვილობა.

სხვათა შორის, ასეთი წონის მიღწევა ისე, რომ ჩაფხუტი შეესაბამებოდეს ყველა სხვა სტანდარტს (პირველ რიგში უსაფრთხოების), არც ისე იოლია. ამისათვის საჭიროა მაღალტექნოლოგიური მასალები და უზუსტესი დიზაინი.

არსებობს კიდევ უფრო მსუბუქი ბრენდული ჩაფხუტები, რომლებიც აღჭურვილია მინიმალური რეგულირების სისტემებით, და ძალიან მსუბუქი თასმებით. ეს საკმაოდ მაღალტექნოლოგიური და ძვირადღირებული ჩაფხუტებია.

 

 

ველოსიპედისტის ჩაფხუტის ზომა

— ჩაფხუტის ზომა —

 

ველოსიპედისტის თავის დაცვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩაფხუტის ზომა. არასწორი ზომის ჩაფხუტი ვერ დაიცავს თავს ტრამვის შემთხვევაში.

პატარა ზომის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია - ძალინ პატარა ჩაფხუტს უბრალოდ ვერ დაიხურავთ, მაგრამ თუ ჩაფხუტი ოდნავ პატარაა და გიჭერთ, უმჯობესია იგი არ ატაროთ, რადგან ჩაფხუტი, რომელიც მუდმივად გიჭერთ, კარგად არ იმოქმედებს თქვენს თავის ტვინსა და  სისხლძარღვების სისტემაზე.

რაც შეეხება დიდ ჩაფხუტს, თუ იგი მყარად არ დგას თავზე - ფართობი, რომელზეც ნაწილდება დარტყმის ენერგია, მნიშვნელოვნად მცირეა, ვიდრე როცა ჩაფხუტი მყარად და ზუსტად ეკვრის თავის მთელ ფართობს.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ დარტყმის ძალა თავზე გაცილებით მცირეა ზუსტად შერჩეული ზომის ჩაფხუტის შემთხვევაში.

ზოგადად კი ჩაფხუტი კარგად უნდა გაისინჯოთ და მოირგოთ. არჩევის დროს არ იჩქაროთ და საბოოლოოდ დარწმუნდით, რომ ჩაფხუტი ზუსტად თქვენი ზომისაა, არც გიჭერთ, არც ირყევა და მისი ტარებისგან არ განიცდით დისკომფორტს.

ქვემოთ მოყვანილი ცხრილი დაგეხმარებათ ჩაფხუტის ზომის შერჩევაში. საკმარისია მხოლოდ აიღოთ სანტიმეტრი და გაიზომოთ თავის გარშემოწერილობა, რომლის მიხედვითაც მარტივად მოირგებთ თქვენი ზომის ჩაფხუტს

 

ჩაფხუტის ზომების ცხრილი
თავის გარშემოწერილობა ჩაფხუტის ზომა
48 სმ. 4XS
50 სმ. 3XS
51-52 სმ. 2XS
53-54 სმ. XS
55-56 სმ. S
57-58 სმ. M
59-60 სმ. L
61-62 სმ. XL
63-64 სმ. 2XL
65-66 სმ. 3XL

 

— როგორ დავიხუროთ სწორად ჩაფხუტი —

 

როგორ დავიხუროთ სწორად ჩაფხუტიჩაფხუტი თავზე სწორად უნდა დაიმაგროთ. იგი არ უნდა დაცურავდეს და ირყეოდეს. 

პრაქტიკულად ყველა ჩაფხუტი აღჭურვილია რეგულირებადი რგოლით. განსაკუთრებით მაშინ, თუ  ჩაფხუტის ზომის რეგულირება შესაძლებელია. რგოლის უკან კი მდებარეობს სპეციალური მარეგულირებელი დისკო.

ჩაფხუტი უნდა დაიხუროთ და მარეგულირებელი დისკოს ატრიალოთ მანამდე, სანამ ჩაფხუტი თავს მჭიდროდ არ მოერგება. თუმცა ამავდროულად იგი არ უნდა გიჭერდეთ და გაწუხებდეთ.

ზოგიერთ მოდელს მარეგულირებელი დისკოს ნაცვლად აქვს სქელი, ძლიერი რეზინი.

ჩაფხუტში თავს კონფორტულად უნდა გრძნობდეთ. თასმები არ უნდა გიჭერდნენ, ხოლო ჩაფხუტი არ უნდა გიფარავდეთ ხედვის არეს.

ჩაფხუტის წინა მხარე წარბს ზემოთ 2-3 სმ-ით მაღლა (დაახლოებით ორი თითის დადება) უნდა იყოს დაფიქსირებული.

სცადეთ და დაიხურეთ ჩაფხუტი, მარჯვენა, მარცხენა, წინა და უკანა მიმართულებით. იგი ზედმეტად არ უნდა მოძრაობდეს.

მოჭიმეთ ყველა თასმა და გააღეთ პირი, დაატრიალეთ თავი ყველა მხარეს..  ჩაფხუტი ხელს არ უნდა გიშლიდეთ საუბარში, თავის ნებისმიერი მიმართულებით მიტრიალებაში.

თასმების გვერდითა ნაწილი უნდა იყოს ყურებს ქვემოთ და არა თავად ყურებზე.

 

ველოსიპედის ჩაფხუტები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - TT05 Helmet Aura.Ge - Trinx - TT07 Helmet Aura.Ge - Trinx - TT06 Helmet
TT05 Helmet TT07 Helmet TT06 Helmet

 

— მნიშვნელოვანი მომენტები —

 

ველოსიპედის ჩაფხუტის არჩევის მნიშვნელოვანი მომენტები თუ ჩაფხუტს მოყვება ექსპლუატაციის ინსტრუქცია, კარგად წაიკითხეთ გადაადგილების წინ. ზოგიერთი ჩაფხუტი გამოიყენება სპეციალური დანიშნულებისთვის. მაგალითად ჩაფხუტი ფულფეისი (Fullface) ხშირად გამოიყენება მთის ველოსიპედებში.

არ გაწმინდოთ ჩაფხუტი ქიმიური საწმენდი საშუალებებით და გამსხნელებით. თითქმის ყველა მწარმოებლის რეკომენდაციია ჩაფხუტის გაწმენდა საპნიანი წყლით და რბილი ტილოთი ან ღრუბლით.

ნუ შეინახავთ ჩაფხუტს სხვენზე, ავტოფარეხში, ავტომობილის საბარგულში და მზიან ადგილებში. მაღალი ტემპერატურის პირობებში იგი შესაძლოა გაიბეროს და შეიცვალოს ფორმა. თუ ასე მოხდა, არარ აგამიყენოტ ასეთი ჩაფხუტი.

არ ათხოვოთ საკუთარი ჩაფხუტი სხვას და არც თქვენ ითხოვოთ იგი. ასევე, არასოდეს შეიძინოთ ნახმარი, გამოყენებული ჩაფხუტი. შესაძლოა იგი ვიზუალურად იდეალურად გამოიყურებოდეს, მაგრამ თქვენ არ იცით როგორ იყენებდა მას წინა მფობელი. შესაძლოა ჩაფხუტს არ ეტყობოდეს დარტყმის კვალი, მაგრამ გააჩნდეს მიკრო ბზარები, ან იყოს შებერილი (ანუ გამოუსადეგარი).

თუ თქვენ ერთხელ უკვე მოხვდით ავარიაში, იცოდეთ, რომ ჩაფხუტის რემონტი შეუძლებელია, რადგან მან მიიღო დაზიანება, რომელიც შეიძლება არ ჩანდეს ვიზუალურად. შესაბამისად, შემდეგ დარტყმებს იგი ვეღარ გაუძლებს და გადასკდება.

ამიტომ, ჩაფხუტი უნდა შეიცვალოს ნებიმიერი სერიოზული დარტყმის შემდეგ, თუნდაც იგი შესანიშნავად გამოიყურებოდეს. ზოგადად, ჩაფხუტის შეცვლა რეკომენდებულია ყოველ 5 წელიწადში მაშინაც კი, თუ მას არ გადაუტანია ავარია, რადგან შესაძლოა იგი უვარგისი იყოს დაცვის თვალსაზრისით გარე ფაქტორების ზემოქმედებით - დაბინძურება, ულტრაიისფერი გამოსხივება, არახელსაყრელი მეტეროლოგიური პირობები (მზე, წვიმა, ქარი).

კეპიანი ჩაფხუტის არჩევისას, დააკვირდით რომ კეპი რაც შეიძლება მჭიდროდ მაგრდებოდეს კორპუსზე. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთ მოდელებს აქვს ლუფტი მიმაგრების ადგილზე. ქარში ან დიდი სიჩქარის დროს მოგზაურობისას, კეპი იწყებს ვიბრირებას ჰაერის ძალის ზემოქმედებისას ან ველოსიპედის რყევის გამო, რაც ქმნის არასასიამოვნო განცდას.

თუ  ქარიან ამინდში მოგზაურობთ, ჩაფხუტის ქვეშ თხელი კუდი ან ბენდენა დაიხურეთ.

ველოჩაფხუტზე შეგიძლათ სპეციალური უკანა ხედვის სარკის ან GoPro ს ტიპის  ვიდეოკამერის  მიმაგრება. თუ რა თქმა უნდა ეს თქვენთვის პრაქტიკულია.

 

— საყელური ⁄ დასაკეცი ჩაფხუტები—

 

ველოსიპედისტის ჩაფხუტი - საყელურისაყელური - პირველ ჯერზე  ჰოვდინგის ეს გამოგონება  საეჭვოდ გამოიყურებბოდა, თუმცა მალე მოიპოვა პოპულარობა.

საყელურის ტარება ძალზედ მოსახერხებელია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჩაფხუტის ტარება არ სიამოვნებთ.

საყელური მოქმედებს აირბაგის პრინციპით და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიქმნება სრულყოფილ უსაფრთხოების ბალიშად, რომელიც იცავს ველოსიპედისტის მთელს თავს.

ბალიში ადამიანის თავზე წამოცმულ ღრუბელს ემსგავსება, თუმცა თავი აბსოლიტურად დაცულია. საყელურში  მდებარე სენსორი გრძნობს რა საავარიო სიტუაციას, - მომენტალურად იბერება.

9 საათის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია ბალიშის ჩაფუშვა და კვლავ დაკეცვა ისე, რომ რომ მისი გამოყენება კვლავ შესაზლებელია.

დასაკეცი ჩაფხუტებიდასაკეცი ჩაფხუტები - თუ თქვენ არ მოგწონთ დიდი ჩაფხუტები, რომელიც არც ზურგჩანთაში და არც ველოჩანთაში თავსდება, დასაკეცი ჩაფხუტი თქვენთვის ზედგამოჭრილია.

არსებობს სხვადასხვა ბრენდის, კონსტრუქციის და განსხვავებული დიზაინის დასაკეცი ჩაფხუტები. მათი ასორტიმენტი იმდენად დიდია, რომ სასურველი არჩევანის გაკეთება სირთულეს არ წარმოადგენს.

მაგალითად - MORPHER FOLDING HELMET - ბრენდის ჩაფხუტები მარტივად იკეცება და იკავებს მცირე ადგილს.

სიმყარის, გამძლეობის, კომპაქტურობისა და ეფექტურობის გამო მან აღიარება და ბევრი ჯილდო დაიმსახურა.

 

— ველოსიპედის ჩაფხუტების სერტიფიკაცია —

 

ველოსიპედის ჩაფხუტების სერტიფიკაციაკვლევებით დადგენილია, რომ ველოსიპედების ავარიების დროს სიკვდილანობის ძირითად მიზეზს თავის არეში მიყნებეული ტრამვები წარმოადგენს.

ველოსიპედისტების ჩაფხუტები კი 30-60%-ით ამცირებს თავის, კისრის და სახის არეების დაზიანების რისკს.

ამიტომ, კანონის თანახმად, ყველა თანამედროვე ჩაფხუტი უნდა შეესაბამებოდეს სამომხმარებლო ნივთების უსაფრთხოების კლასის სტანდარტებს.

მაგალითად, ამერიკაში ამ სერთიფიკატს ანიჭებს საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტი (CPSC).

გატესტვის შედეგები საშუალებას იძლევა შეიქმნას მსუბუქი და მტკიცე ჩაფხუტები, რომლებიც უძლებს იმაზე გაცილებით დიდ ტრამვებს, ვიდრე საშუალოსტატისტიკურმა ველოსიპედისტმა შეიძლება მიიღოს ავარიის დროს.

შესაბამისად, დაბალფასიანი სერთიფიცირებული ჩაფხუტებიც კი უსაფრთხოების თვალსაზრისით არაფრით ჩამოუვარდება ძვირადღირებულ ჩაფხუტებს.

ამიტომ, თუ ჩაფხუტი იქნება ცნობილი ბრენდის წარმოებული, იგი აუცილებლად იქნება სერტიფიცირებული და მის ხარისხთან შედარებით კითხვები არ იარსებებს.

რაც შეეხება კომფორტსა და დიზაინს, ამ მასალის გაცნობის შემდეგ, არ უნდა გაგიჭირდეთ თქვენთვის ყველაზე რეკომენდებული და მოსახერხებელი ჩაფხუტის არჩევა.

მსოფლიოში ველოსიპედის ჩაფხუტების მწარმოებელი ყველაზე ცნობილი ბრენდებია: Lazer, Giro, Specialized, Zero, Kask, MET, Bell, Author, Smith, Bontrager, POC, BBB, Scott, Catlike, Bern, Bontrager, Cannondale, Cratoni და სხვა...

 

ველოსიპედის ჩაფხუტები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - TT05 Helmet Aura.Ge - Trinx - TT07 Helmet Aura.Ge - Trinx - TT06 Helmet
TT05 Helmet TT07 Helmet TT06 Helmet

 

— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ —

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

Loading...

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ