მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4935 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ველოსიპედის საბურავების ყიდვასაბურავი ნებისმიერი ველოსიპედის კონსტრუქციის უმნიშვნელოვანეს დეტალს წარმოადგენს. სწორედ იგი იღებს თავის თავზე ველოსიპედისა და ველოსიპედისტის წონის დატვირთვას და უდიდეს ზეგავლენას ახდენს ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა - ველოსიპედის მასა, აჩქარება, სიჩქარე, მანევრირება, გამავლობა, გრუნტთან მოჭიდება და ა.შ.

ერთი სიტყვით, სწორედ საბურავები განსაზღვრავს ველოსიპედით გადაადგილების ხარისხს, უზრუნველყოფს კომფორტსა და უსაფრთოებას. ამიტომ, აუცილებელია სრული სერიოზულობით და ყურადღებით მიუდგეთ საბურავების შერჩევის საკითხს.

საბურავი შედგება ისეთი კომპონენტებისგან, როგორიცაა:  - დისკი, სპიცები (ჩხირები), კამერა, მილისები (“ტულკები“), რეზინები.

მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ საბურავების არჩევისას, არის მისი ზომა, წონა და სიმტკიცე.

თუ წონასთან და სიმტკიცესთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია (რაც უფრო მსუბუქია და მტკიცე, მით უფრო უკეთესი), ზომასთან მიმართებაში დაფიქრება და საკითხში კარგად გარკვევაა საჭირო.

სანამ ზომებს განვიხილავდეთ, გავერკვეთ რაზეა დამოკიდებული საბურავის მასა და სიმტკიცე.

საბურავების წონა და სიმტკიცე საბურავების წონა და სიმტკიცე, დამოკიდებულია ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა: - დისკის პროფილის ფორმა და მასალა, ჩხირების (სპიცების) სისქე და საბურავის რეზინის ხარისხი.

TPI - საბურავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს - TPI წარმოადგენს. ეს არის საბურავის კორდზე ერთ დიუმზე ძაფების რაოდენობა .

რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო სქელია ძაფები და მეტია მანძილი მათ შორის. ასეთი მაჩვენებლები აქვს დაბალაფასიან საბურავებს, რომელთაც გააჩნიათ მაღალი მგრძნობელობა ნახვრეტების მიმართ.

მაღალხარისხიანი და ბრენდული საბურავები შეიცავს უფრო თხელ და მტკიცე ძაფებს, შესაბამისად მაღალია TPI მაჩვენებელიც.

დისკის პროფილი - ველოსიპედის დისკს შეიძლება გააჩნდეს ერთმაგი, ორმაგი ან სამმაგი პროფილი. ასევე არსებობს სპეცილური მოდიფიკაცია უკამერო საბურავებისთვის (უკამერო საბურავების დისკები  მზადდება ტექნოლოგიით UST (Universal System Tubeless) ან BST (Bead Socket Technology).

პროფილის ფორმის არჩევის დროს, რეკომენდებულია ყურადღება გაამახვილოთ ორმაგი პროფილის დისკებზე. სწორედ ასეთი დისკებით არის დაკომპლექტებული ბრენდული ველოსიპედების უმრავლესობა, რადგან ის გაცილებით მტკიცეა ვიდრე ერთმაგი პროფილი, უფრო მსუბუქია და შეესაბამება ნებიმიერი ტიპის მუხრუჭებს.

მაღალი სიმტკიცის უზრუნველყოფა ხდება პროფილში მეორე ტიხარის არსებობით, ხოლო დაბალი წონა - პროფილში ალუმინის შენადნობების გამოყენებით, რომელიც გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ერთმაგი პროფილი, რომელიც ძირითადად მძიმე ფოლადითაა დამზადებული.

რაც შეეხება სამმაგ პროფილს, ეს ყველაზე მტკიცე, მაგრამ ამასთან ყველაზე მძიმე მოდიფიკაციია, რომელიც გვხვდება ძალიან იშვიათად.

velosipedis saburavebis kidvaსაბურავის სიმტკიცეზე ასევე მოქმედებს დისკის პროფილის სიმაღლე და სიგანე. რაც უფრო მაღალია პროფილი, მით უფრო მტკიცეა იგი გადაადგილების დროს და ფრონტალური დარტყმის მიღების შემთხვევაში, ხოლო ფართო პროფილი დისკის ტორსის სიმაგრეს უზრუნველყოფს.

მაღალი პროფილის საბურავის დისკი ნაკლებად ზიანდება ორმოებზე და ბორცვებზე გადაადგილების დროს. ამიტომ იგი რეკომენდებულია მათთვის ვისაც ხშირად უწევს ცუდ გზაზე გადაადგილება. ან ჰარდტეილით (ველოსიპედი უკანა საკიდარის („პადვესკა“) გარეშე) მსუბუქი უგზოობის დროს.

ფართო და მაღალი პროფილის საბურავის დისკები რეკომენდებულია ასევე მათთვის, ვისაც უყვარს ექსტრემალურ სიტუიაციაში, ძლიერ უგზოობაში გადაადგილება, ველოსიპედით ხტომებისა და სხვადასხვა ტრიუკების კეთება.

დისკის მასალა - ველოსიპედის საბურავის დისკის დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი მასალები:

 ალუმინი;

 ფოლადი;

 ქრომირებული მოლიბდენი (ქრომომოლიბდენი)

 კარბონი;

დამწყებ ველომოყვარულთა უმრავლესობისთვის რეკომენდებულია ალუმინის შენადნობით დამზადებული საბურავების დისკები. ისინი მსუბუქია, ზოგჯერ ფოლადზე მტკიცეც კი, რაც მიიღწევა პროფილის სპეციალური ფორმით და თერმული დამუშავებით.  ასეთი დისკებს რა თქმა უნდა აქვს ჩვეულებრივ, მეტალის დისკებზე უფრო მაღალი ფასიც.

ფოლადის დისკები საკმარისად მტკიცე და არც მაღალი ფასით გამოირჩევა, ამასთან ადვილად ექვემდებარება დეფორმაციის სემთხვევაში გასწორებას, თუმცა აქვს მინუსებიც, რას მის მაღალ წონაში და კოროზიისადმი მიდრეკილებაში გამოიხატება.

ფოლადის დისკები კარგი ვარიანტია ბიუჯეტური, ერთსიჩქარიანი ველოსიპედებისთვის, რომლებსაც სამუხრუჭე დოლიანი ფეხის მუხრუჭები გააჩნიათ.

ფოლადში ქრომისა და მოლიბდენის შენადნობების დამატება საგრძნობლად აუმჯობესებს დისკების ხარისხს და თვისებებს.

ამიტომ, ქრომომოლიბდენის შენადნობებისგან დამზადებული და თერმულად დამუშავებული დისკები შესანიშნავი ვარიანტია ექსტრემლაური ტრიუკების, ხტომების, უგზოობაში გადაადგილების, მთიდან მაღალი სიჩქარით დაშვების მოყვარულთათვის.

აღსანიშნავია, რომ  BMX ტიპის (Bicycle Moto Xtreme - ორმაგი საკიდარიანი) ველოსიპედების უმრავლესობა სწორედ ქრომომოლიბდენის შენადნობისგან დამზადებული დისკებით არის აღჭურვილი.

ველოსიპედის დისკების კარბონის მოდიფიკაციები  - იდეალური ვარიანტია და ძირითადად გვხვდება კიდეც ველომრბოლელებისთვის განკუთვნილ ველოსიპედებში.

კარბონი ძალიან მსუბუქი და მტკიცე მასალაა, შესაბამისად მისი ღირებულებაც ძალიან მაღალია და გვხვდება მხოლოდ ძვირადღირებულ მოდელებში.

 

ველოსიპედები 24 დიუმიანი საბურავებით - TRINX.GE
Trinx - Aura.Ge - MAJESTIC M114 Aura.Ge - Trinx - STRIKER K014 Aura.Ge - Trinx - MAJESTIC M134
MAJESTIC M114
STRIKER K014 MAJESTIC M134

 

— საბურავების წნევა —

 

ველოსიპედის საბურავების წნევაწნევა საბურავებში - უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტია, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება.

საბურავებში წნევის დონე პირდაპირ მოქმედებს ველოსიპედის გადაადგილების კომფორტულობაზე და გამავლობაზე, ამიტომ წნევა საბურავებში უნდა იყოს ზუსტი.

»» რაც უფრო კარგად არის არის დაბერილი საბურავი, მით უკეთესად დაგორავს ველოსიპედი და ნაკლებია დაღლილობა;

»» რაც უფრო მძიმეა ველოსიპედი, მით უფრო მეტი უნდა იყოს წნევა საბურავებში;

»» რაც უფრო მეტად არის დაბერილი საბურავები, მით უფრო მეტია რყევა უსწორმასწორო და ცუდ გზებზე;

»» თუ საბურავებში წნევა საჭიროზე დაბალია, ბორდიურიდან ჩამოსვლის დროს მეტია დისკის კიდეების დაზიანებისა და კამერის გახეთქვის რისკი.

ზოგადად, თითქმის ყველა ბრენდული ველოსიპედის საბურავებზე დატანილია რეკომენდებული ატმოსფერული წნევის მარკირება.

ეს შეიძლება იყოს:

 ATM (ატმოსფერო),

 BAR (ბარი) - 1 bar (bar = atm * 0.980655);

 PSI (წნევა ფუნტებში) - 1 psi = 0.068 atm ან პირიქით - 1 atm = 14.706 psi - ანუ, თუ თქვენი ველოსიპედის საბურავზე მითითებულია მაგალითად 29 psi, იგი უნდა გაყოთ 14.706-ზე - atm = 29 / 14.706 = 1.972 ≈ 2 atm.

ზოგიერთ შემთხვევაში საბურავზე მითითებულია რეკომენდებული წნევის დიაპაზონი. იშვიათად, მაგრამ მაინც გვხდება მხოლოდ წნევის მაქსიმალური მნიშვნელობა.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოყვანილია ატმოსფერული წნევის რეკომენდებული მნიშვნელობა, რომლითაც შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად განსაზღვროთ საჭირო მნიშვნელობა საკუთარი წონის შესაბამისად.

 

ველოსიპედისტის წონა
(კგ)

წნევა საბურავებში
(ATM)

წნევა საბურავებში
(PSI)

50 1.8-2.0 26-30
65 2,1-2.2 31-33
75 2.3-2.4 34-35
90 2.5-2.8 36-42
105 3.1-3.3 45-48
115 3,2-3,4 47-50

 

აუცილებელი რეკომენდაციები

 ველოსიპედის ტიპი - წნევა ველოსიპედში უნდა არეგულიროთ ველოსიპედის ტიპის მიხედვით. მაგალითად, მთის ველოსიპედებისთვის ეს მნიშვნელობა უნდა იყოს უფრო დაბალი, ვიდრე სპორტულ (ტრასის) ველოსიპედებში.

აქ მოქმედებს პრინციპი - რაც უფრო ვიწროა საბურავი, მით უფრო მეტი უნდა იყოს ატმოსფერული წნევა და პირიქით.

 ტემპერატურა - ზაფხულში, როცა ჰაერის ტემპერატურა მაღალია, არ არის რეკომენდებული საბურავების მაქსიმალურ მნიშვნელობამდე დაბერვა, რადგან ჰაერი საბურავებში ცხელდება და წნევა ისედაც იმატებს.

ხოლო ზამთარში (თოვლში მოძრაობის დროსაც კი) წნევა საბურავებში არ უნდა იყოს საშუალო მაჩვენებელზე დაბალი, რათა პროტექტორის მოჭიდება გრუნტზე იყოს მაქსიმალური.

 გრუნტის ზედაპირი - თუ მოძრაობთ უგზოობაში ან გადაადგილდებით მთის პირობებში, საკმარისია საბურავები დაბეროთ მინიმალურზე ოდნავ მაღალ მნიშვნელობამდე. ამგვარად, გზაზე მოჭიდება იქნება გაცილებით უკეთესი.

რაც შეეხება სწორ გზაზე და ასფალტის (ან ბეტონის) საფარზე გადაადგილებას, ამ დროს უკეთესია თუ წნევა საბურავებში იქნება მაქსიმალურთან მიახლოებული, რადგან ეს აუმჯობესებს სწრაფ და ეფექტურ გორვას გზის ზედაპირზე.

 ველოსიპედისტის წონა - რაც უფრო მეტია ველოსიპედისტის მასა (ან გადაგაქვთ მძიმე ტვირთი), მით უფრო მეტი წნევა უნდა იყოს საბურავებში.

 ავტომობილის კომპრესორი - საბურავის დასაბერად არ გამოიყენოთ ავტომობილის კოპრესორი (ბენზოგასამართ სადგურებზე და საბურავების სერვის ცენტრებში).

ეს ძალიან მძლავრი კოპრესორებია, რომლებიც აწვდიან დიდი მოცულობით დაწნეხილ ჰაერს და სწრაფად ბერავს საბურავს, რამაც შეიძლება კამერის გახეთქვა გამოიწვიოს.

 კომპაქტური ტუმბო () - საბურავებიში წნევის დასარეგულირებლად მუდამ თან იქონიეთ კომპაქტური ტუმბო მანომეტრით, რათა საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგეძლოთ საბურავებში წნევის დაყენება რეკომენდებულ ან აუცილებელ მნიშვნელობამდე.

 გაფრთხილება :

ა) არასოდეს დაამატოთ საბურავებში რეკომენდებულ მონაცემებზე მეტი წნევა. ამ მაჩვენებელზე მეტი ჰაერის დატუმბვამ შესაძლოა გამოწვიოს საბურავის დისკიდან გადაძრობა, რაც სერიოზული ტრამვების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ბ) თუ ცვლით საბურავის კამერას, დარწმუნდით, რომ დისკს გააჩნია სპეციალური დისკის ლენტა. შეამწმეთ, აქვს თუ არა დისკს შიგნიდან მეტალის შვერილები და სხვა ხარვეზები, რამაც შეიძლება კამერის დაზიანება გამოიწვიოს.

 

ველოსიპედები 26 დიუმიანი საბურავებით - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - MAJESTIC M500 Aura.Ge - Trinx - DVR D500 Aura.Ge - Trinx - MAJERSTIC M600
MAJESTIC M500
DVR D500 MAJERSTIC M600

 

— საბურავების ზომები და მარკირება —

 

 

ველოსიპედის საბურავების შეძენაარ შეიძლება ერთმნიშვნელოვანად ვთქვათ, რომ ყველა შემთხვევაში საბურავის ერთი ან მეორე ზომა უკეთესია, ვიდრე სხვა ზომები.

გამონაკლისს წარმოადგენს დასაკეცი ველოსიპედები, რადგან ისინი ძირითადად ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთი ზომის და გათვლილია საშუალოსტატისტიკურ ადამიანზე ზომით: 155-დან 185 სმ-მდე.

ეს პარამეტრი დამოკიდებულია ველოსიპედის გამოყენების სფეროზე, ანუ რა მიზნით გსურთ ველოსიპედის გამოყენება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბურავის ზომა შეესაბამებოდეს ველოსიპედის ჩანგლისა და ჩარჩოს ზომებს.

ამ ამოცანების გასამარტივებლად სპეციალისტებმა შეადგინეს სპეციალური ცხრილები და დანერგეს მარკირების ტრადიციული სისტემა. გავერკვეთ, თუ რაში მდგომარეობს იგი.

ველოსიპედის საბურავების ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრებია:

 შიდა დიამეტრი;

 დისკისა და საბურავის სიგანე;

ზომის ერთეულებად ძირითადად გამოიყენება დიუმები. (1 დიუმი=2.54 სმ). ზოგჯერ გვვხვდება მარკირება მილიმეტრებშიც (ძირითადად მთის, ტრასის და ზოგჯერ ქალაქის მოდელებში).

ველოსიპედის საბურავის ყველაზე გავრცელებული დიამეტრებია:  20″, 24″, 26″, 27″, 27.5”, 28″ და 29″.

მარკირების დატანა ხდება საბურავის გვერდითა მხარეს. მაგარითად, წარწერა 26х1.75 ნიშნავს, რომ საბურავის დიამეტრია 26 დიუმი, სიგანე კი 1,75 დიუმი.

იხილეთ ვრცლად როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის ზომა

 

— უკამერო საბურავები —

 

ველოსიპედის უკამერო საბურავებიველოსიპედის მოედრნიზირება უსასრულოდ არის შესაძლებელი, მაგრამ თუ მასზე დამონტაჟებულია უხარისხო საბურავები, შესაძლოა მოგზაურობა ძალიან მალე დასრულდეს.

ეს საკითხი განსაკუთრებით აქტიურია ყველგანმავალი, MTB დისციპლინის ველოსიპედებში. ამიტომ, კამერიანი საბურავების უკამეროთი ჩანაცვლება კარგი არჩევანია.

თუმცა, საჭიროა უკამერო საბურავის გონივრული შერჩევა, რათა შემდგომში ველოსიპედისტმა არ ინანოს საკუთარი არჩევანი.

პირველ რიგში, უკამერო საბურავის შეძენამდე უნდა მოხდეს შედარება - თუ რამდენად თავსებადია ველოსიპედის დისკი და უკამერო საბურავი.

უკამერო საბურავებს ძირითადად გააჩნია ოთხი ძირითადი სტანდარტი:

UST

TLR

BST

Getto-Tubeless

UST სტანდარტი (Universal System Tubeless) - ეს არის უკამერო საბურავების პირველი თაობა, რომელიც შეიმუშავა ფრანგულმა კომპანიამ Mavic - სპეციალური დისკებისთვის და ჰერმეტიკის გამოყენების გარეშე.

ასეთი დისკები და საბურავები უმატებს მასას ველოსიპედს, მაგრამ თუ ველოსიპედისტს აქვს დიდი წონა, ეს იდეალური ვარიანტია, რადგან მყარი და საიმედო კონსტრუქცია გაუძლებს დატვირთვას.

უარყოფითი მომენტებია: მაღალი ფასი (თუ დისკი პოპულარული ბრენდის ნაწარმია) და აგრეთვე ის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლებელია სტანტარტული სპიცების დაყენება.

TLR  - ეს არის უნივერსალური სტანდარტი. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც უკამერო, ასევე კამერიან საბურავზე. 

საბურავის რეზინს აქვს გამორჩეული ფორმა, რომელიც დაფარულია ბუტილით დისკზე ჰერმეტულად დამაგრებისთვის.

უკამერო საბურავის დასაყენებლად გამოიყენება სპეციალური ჰერმეტიკი, რომელიც აუმჯობესებს საბურავის ჰერმეტულობას.

BST სტანდარტი (Bead Socket Technology) - მეთოდი შეიმუშავა ცნობილმა ფირმამ Stan’s NoTubes. ტექნოლოგია საშუალებას იძლევა საბურავი დაყენდეს ველოსიპედის პრქტიკულად ყველა დისკზე, რომლის წონა არის 300 გრამამდე. 

შესაძლებელია სტანდარტული სპიცების გამოყენება, რაც ამაღლებს საბურავის რემონტის შესაძლებლობას. ასეთი საბურავი უფრო მსუბუქია, ხოლო გვერდითა კედლები დაბალია, რაც ზრდის მის ცვთამედეგობას.

Getto-Tubeless - ეს არ არის ტექნოლოგია, უფრო სტანდარტია, როცა რაიდერები საკუთარი ხელით ახდენენ კამერიანი საბურავის უკამეროდ გადაკეთებას.

ამისთვის ისინი ჭრიან კამერას მთელს გარშემოწერილობაზე, გადმოაბრუნებენ მას და გადაჭიმავენ დისკის შიდა მხარეს.

ამგვარად კამერა ასრულებს დისკისთვის ჰერმეტიკის როლს და ახდენს ნიპელის იზოლირებას ახალი ვაკუუმური კამერისგან.

შემდეგ კი ყველაფერი ისეა, როგორც სხვა სისტემებში - ჰერმეტიკი, პრესტა ნიპელი, რეზინი და ტუმბო, რომლითაც იქნება თერმოდარტყმები. 

უკამერო საბურავებს  კამერიანთან შედარებით გააჩნია როგორც პლუსები, ასევე მინუსები

უკამერო საბურავების პლუსები:

რა თქმა უნდა პირველი პლუსი არის გამძლეობა წვრილმანი ნახვრეტების მიმართ. იქ სადაც კამერიან საბურავს შეერჭობა რაიმე ნივთი (მინის ნამტვრევი, მავთულის ნაგლეჯი და სხვა ბასრი საგნები) საბურავი დაიშვებს, უკამერო საბურავზე იზრუნებს ჰერმეტიკი და არ საურავის შეკეთება ან გამოცვლა არ გახდება საჭირო.

უკამერო საბურავში შეიძლება წნევის მინიმუმამდე დაყვანა, რაც განსაკუთრებით მოეწონებათ იმ რაიდერებს, რომლებიც ძირითადად ქვიშაზე და ქვის ზედაპირზე გადაადგილდებიან.

გამორიცხულია კამერის ჩათრევა დისკის შიგნით, რის გამოც ნიპელი რჩება დაუზიანებელი.

ველოსიპედის წონა იქნება უფრო ნაკლები (BST სტანდარტის გამოყენების შემთხვევაში). თუ შევადარებთ კამერიან საბურავს, თითო საბურავზე წონა იქნება მინიმუმ 100 გრამით ნაკლები.

უკამერო საბურავების მინუსები:

ძირითადი მინუსი არის უკამერო საბურავის მონტაჟის სირთულე ყველა ეტაპზე.

საქმე იმაშია, რომ მონტაჟისთვის საჭირო ხდება გარკვეული ინსტრუმენტისა და სხვა ატრიბუტების შეძენა.

გარდა ამისა, თუ ველოსიპედისტს აქვს მცირე გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოახდინოს თუნდაც კამერიანი საბურავის ბორტირება, უკამერო საბურავის დაყენება მისთვის რთული და ხანგრძლივი სამუშაო იქნება (თუ საერთოდ მოახერხა ეს).

საბურავის დაზიანების შემთხვევაში, თუ ძლიერად გადაიჭრა რეზინი, ან საბურავი გადაძვრა დისკიდან, გადასატანი ტუმბო და ან საკერებელი („ლატკა“) ვერ გიშველით. თუმცა არის გამოსავალიც, რომ ველოსიპედის ხელით ტარება არ მოგიწიოთ - ეს არის  ნახშირმჟავა გაზის(CO2) ბალონი ან თუ შემთხვევით თან გაქვთ სათადარიგო კამერა.

საკმაოდ მაღალფასიანია უკამერო საბურავების სრული კომპლექტი. იმის გამო, რომ კამერიანი საბურავების ნიმუში არ ემთხვევა, საჭირო ხდება დისკის შეძენაც, რაც ზრდის ხარჯებს,

გარდა ამისა, საჭირო გახდება ჰერმეტიკის, ნიპელის და დისკის ლენტის შეძენა.

დროთ განმავლობაში ჰერმეტიკი შრება, ამიტომ პერიოდულად საჭიროა მისი გაწმენდა. ჰერმეტიკის ახალი შრის დამატება კი არ ღირს, რადგან ჰერმეტიკის მოცულობა გაიზრდება, რაც საგრძნობლად გაზრდის კონსტრუქციის მასას.

დასკვნა - კამერიანი საბურავების უარყოფითი მხარეა ფაქტი, რომ კამერა შესაძლოა გაიხვრიტოს და საბურავმა დაიშვას.

თითქოსდა უკამერო საბურავებს ეს პრობლემა არ გაააჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ გახვრეტის შემთხვავაში უკამერო საბურავი ზუსტად ისევე დაიშვებს როგორც კამერიანი.

ამ შემთხვევაში შესანიშნავი „მხსნელია“ სპეციალური თხევადი ჰერმეტიკი, რომელიც ისხმება საბურავში მონტაჟამდე.

ნახვრეტის შემთხვევაში, ჰერმეტიკი უპრობლემოდ ახდენს საბურავის შეწებებას და ჰაერის (და წნევის) დაკარგვა აღარ ხდება. შესაძლოა მფლობელმა არც იცოდეს საბურასი ნახვრეტის შესახებ და მოძრაობის დასრულების შემდეგ აღმოაჩინოს პროტექტორზე მცირე ზომის ლაქა.

ამგვარად, სანამ საბურავის შეძენას დააპირებთ, პირველ რიგში უნდა დაფიქრდეთ, რამდენად გჭირდებათ უკამერო საბურავი.

ფაქტია, რომ ყველა ველომოყვარული არ გადაადგილდება მთიან ტერიტორიებზე და ქვიან რელიეფზე. 

მაგრამ ამავდროულად, თუ მოგბეზრდათ კამერების რეგულარული ცვლა გზაში საბურავის მორიგი დაზიანების შემდეგ, უკამერო საბურავი უბრალოდ ხსნაა ასეთ შემთხვევებში.

დღესდრეობით უკამერო საბურავები ხელმისაწვდომია არა მხოლოდ მთის და ექსტრემალური გადაადგილებისთვის განკუთვნილი, არამედ ტრასის ველოსიპედებისთვისაც.

 

ველოსიპედები 27.5 დიუმიანი საბურავებით - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - STRIKER K016 ELITE Aura.Ge - Trinx - MAJESTIC M500 ELITE Aura.Ge - Trinx - DVR D700 ELITE
STRIKER K016 ELITE
MAJESTIC M500 ELITE DVR D700 ELITE

 

— ცვლადი რეზინები —

 

ველოსიპედის ცვლადი რეზინებითავგამოდებულ ველომოყვარულებს ხშირად უხდებათ საბურავების შეცვლა მოსალოდნელი მგზავრობის პირობებიდან გამომდინარე.

ამ ფაქტორის გამო, ბევრმა მწარმოებელმა სამომხმარებლო ბაზარზე წარმოადგინა ელვა-შესაკრავიანი სხვადასხვა პროტექტორების მქონე ცვლადი რეზინების ნაკრები.

მაგალითად ნორვეგიული კომპანია reTyre-ს ასეთი ნაკრები იწონის 568 გრამს.

ასეთი ნაკრების საბურავზე მონტაჟი ძალიან მარტივია. ამორჩეული და წინასწარ მომზადებული საჭირო პროტექტორის მქონე რეზინი ეცმება საბურავს რამოდენიმე წამის განმავლობაში და იკვრება ელვა-შესაკრავით.

გამორიცხულია, რომ ცვლადი რეზინი გადაადგილების დროს გადაძვრეს საბურავს, რადგან იგი დაფიქსირებულია საბურავზე სპეცალური საფენით.

კომპანია აანონსებს ასეთი საბურავების უკამერო ვერსიებს, დიოდებით და ელექტრონიკით აღჭურვილ რეზინებს, რომელიც სმარტფონით დაუკავშირდება ველოსიპედისტის სმარტფონს.

ასევე - ზამთრის საბურავებს კარბიდის კოტებით („შიპებით“) და მოდელებს რომლებიც დამზადებულია დამუშავებული რეზინისა და ქოქოსის ბოჭკოების ნაზავისგან.

 

— უჰაერო საბურავები —

 

ველოსიპედის უჰაერო საბურავებიუჰაერო საბურავები - იგივე Airless საბურავები ან Energy Return Wheels, რომელიც საბურავები რთულ ამორტიზირებად კონსტრუქციას სხვადასხვა ტიპის დამაკავშირებელი ზღუდეებით.

ასეთ საბურავები არ ზიანდება (მაგალითად არ იხვრიტება) არ სჭირდება დაბერვა და შეცვლა, ხოლო ამოტიზაცა ხდება დამაკავშირებელი ზღუდეების შეკუმშვით.

შესაძლოა ამ ტექნოლოგიამ მომავალში შესაძლებელი გახადოს უკამერო საბურავებით გადაადგილება, რომელსაც ექნება გამძლეობის პრაქტიკულად ამოუწურავი რესურსი.

მაგალითად, კომპანიამ -  BigRep 3D პრინტერის დახმარებით შექმნა თერმოპლასტიური ელასტომერისგან (PRO FLEX Filament) დამზადებული ველოსიპედის საბურავები.

მასალას გააჩნია მდგრადობა მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ, ასევე შესანიშნავი საამორტიზაციო და დინამიური მახასიათებლები.

ხოლო სამხრეთ კორეულმა კომპანიამ - Hankook - გაავრცელა ინფორმაცია უჰაერო საბურავების - IFlex წარმატებით გამოცდის შესახებ.

ეს არის ახალი თაობის საბურავები, რომელიც არათუ არ გააჩნნია უჰაერო კამერები, არამედ მთლიანად დამზადებულია მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიური მასალისგან, რომლის შემადგენლობაც გასაიდუმლოებულია.

 

ველოსიპედები 29 დიუმიანი საბურავებით - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - MAJESTIC M500 PRO Aura.Ge - Trinx - M1000 PRO Aura.Ge - Trinx - X-TREME X1 PRO
MAJESTIC M500 PRO
M1000 PRO X-TREME X1 PRO

 

— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ —

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ