მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2376 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

დაფუძნება

 

ტრინქსის დაფუძნებაველოსიპედების ბრენდი - TRINX საქართველოში ჯერ-ჯერობით ნაკლებად ცნობილია, თუმცა მას საკუთარი „ჟანრის“ საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია გააჩნია.

ტრინქსის ისტორია დაიწყო 1992 წელს, როცა ჩინეთში დაფუძნდა კომპანია, რომელიც ფლობდა და ანვითარებდა ნახშირბადის ბოჭკოების ქარხნებს. 

კომპანია თავდაპირველად აწარმოებდა მხოლოდ ველოსიპედის ჩარჩოებს, სხვადასხვა კომპონენტებს და ამარაგებდა სხვა ველომწარმოებლებს.

2006 წელს, არსებული წარმოების ბაზაზე კომპანიამ შექმნა საკუთარი ველოსიპედის ბრენდი  - TRINX და დაიწყო „რკინის ბედაურების“ წარმოება.

აღსანიშნავია, რომ ტრინქსის ველოსიპედები უპირატესად აღჭურვილია ველოსიპედის კომპონენტების იაპონური მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი კომპანიის - Shimano-ს დეტალებით.

კომპანიის სათაო ოფისი განთავსებულია პროვინციაში Guangzhou (გუანჯოუ) - რაიონში - Huadu (ჰუადუ).

 

განვითარება

 

ტრინქსის განვითარებაკომპანია დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა ველოსიპედების ბაზარს და ხვეწდა საკუთარ მოდელებს. მუშაობა ერთდროულად მიმდინარეობდა ტაივანის, ფილიპინების, ირანისა და ამერიკის ოფისებში.

დღესღეობით, ქარხნები One Trinity, რომელიც აწარმოებს ველო პროდუქციას TRINX-ის ბრენდის ქვეშ, მუშაობენ - ოთხ ძირითად ოფისში -  ტაივანში, ინდოეთში, ფილიპინებში და რუსეთში, ხოლო მისი დისტრიბუტორები ეწევიან წარმატებულ საქმიანობას მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში.

ტრინქსის მოდელების კონსტრუქციას სრულყოფენ წამყვანი ინჟინრები, ხოლო ბრენდის დიზაინზე მუშაობს რამოდენიმე იტალიური ტოპ დიზაინერული ბიურო.

ტრინქსი გაყიდვების მიხედვით შედის იმ ლიდერების სამეულში, რომლებიც ჩინეთის ნაციონალური ბრენდების ბაზარზე ახდნენ საკუთრი პროდუქციის რეალიზაციას.

ეს ბაზარი ითვლის 1000-ზე მეტ გაყიდვის ტერმინალს, რომელიც მოიცავს 30-ზე მეტ პროვინციას, ქალაქსა და ავტონომიურ რაიონს.

 

მისია

 

ტრინქსის მისიაფირმა საკუთარ მისიას განმარტავს ამგვარად: - დაიხარჯოს ნაკლები ძალები და ფინანსები სხვა მსხვილ ველომწარმოებლებთან „კონკურენტულ ომებში“ და ეს რესურსები მოხმარდეს ტრინქსის განვითარებას იმგვარად, რომ მომხმარებელმა მიიღოს მაღალი ხარისხის ველოსიპედი მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად.

ამ ამოცანის შესრულებაში ტრინქსს საკუთარი ნახშირბადის ბოჭკოების ქარხნებიც ეხმარება, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას უძვირესი და პრესტიჟული კარბონის ჩარჩოთი აწყობილი ველოსიპედები აწარმოოს რიგითი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ ფასად.

აღსანიშნავია, რომ კომპანია წელიწადში აწარმოებს:

− 2 000 000 ველოსიპედს;

1 500 000 ჩარჩოს;

1 000 000 ჩანგალს;

ეს მონაცემები ყოველწლიურად იზრდება.

TRINX ერთ-ერთი ის ჩინური კომპანიაა (სხვა გიგანტ ჩინურ კომპანიებთან ერთად), რომელმაც დაამსხვრია სტეროტიპები, რომ MADE IN CHNA - პროდუქციაში შესაძლებელია თუნდაც რაიმე სახის ეჭვის შეტანა.

ტრინქსი რეგულარულად ატარებს პროფესიონალურ და არაპროფესიონალურ მასობრივ ღონისძიებებს როგორც ჩინეთში, ასევე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

კომპანია კონცენტრაციას ახდენს ველო სპორტის განვითარებაზე და ცდილობს ფართოდ გაავრცელოს ველოსიპედების კულტურა ფართო მასებში. ხოლო მაღალი ხარისხით და დემოკრატიული ფასებით ფასებით მიანიჭოს სიამოვნება მომხმარებლებს მთელს მსოფლიოში.

 

აღიარება

 

ტრიქნქსის აღიარებატრინქსს მიღებული აქვს მრავალი აღიარება:

»» ჩინური სერთიფიკაციის უმაღლესი სტანდარტი - CQC;

»» საერთაშორისო სტანდარტების ბიურო - სერთიფიკატი (ISO) 9001;

»» საერთაშორისო სერთიფიკაციების ცენტრი - სერთიფიკატი IQNet;

»» და სხვა...

აღსანიშნავია, რომ ტრინქსი ერთადერთი კომპანიაა ჩინეთში, რომელსაც ჰყავს საკუთარი გუნდი - TRINX UCI MTB და აქტიურად მონაწილეობს - UCI MTB World Cup (მთის ველოსიპედების რალის მსოფლიო ჩემპიონატი).

2017 წელს ტრინქსმა დააფუძნა ჩინეთის საერთაშორისო ველოსიპედიებისა და ელექტრო ველოსიპედების საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმა -  iVelos.

ტრინქსი არის მსოფლიო ველო ტურის - On Rocky Roads-ის სპონსორი, ტურნირმა სტარტი აიღო 2005 წელს და მრავალი წლის მანძილზე ტარდებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ირლანდია, სინგაპური, მალაიზია და ავსტრალია.

ხაზგასასმელია, რომ ტურნირი ტარდებოდა Trinx A380 მოდელის ველოსიპედებით.

 

ფასისა და ხარისხის ჰარმონია

 

ტრინქსი - ფასისა და ხარისხის ჰარმონიამართლაც, თუ გადავხედავთ TRINX-ის ველოსიპედების ასორტიმენტს, მაშინვე ცხადი ხდება, რომ საკუთარი არჩევანის გაკეთებას ძალიან ხელსაყრელ ფასად შეძლებს პრაქტიკულად ნებისმიერი ასაკისა და მოთხოვნილებების მქონე ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა მაღალი ხარისხის ველოსიპედის შეძენა:

ქალაქის ველოსიპედები - ქალაქის პირობებში გადასაადგილებლად;

ჰიბრიდული ველოსიპედები - სწორ და უსწორმასწორო გზებზე გადასაადგილებლად;

მთის (ყველგანმავალი) ველოსიპედები - ერთ და ორ ამორტიზატორიანი - ექსტრემალურ სიტუაციებში გადაადგილებისთვის.

ტურისტული ველოსიპედები ხანგრძლივი მოგზაურობისთვის - დიდ დისტანციებზე გადასაადგილებლად.

ტრასის ველოსიპედები ჩქაროსნული გადაადგილებისთვის ხარისხიან გზის საფარზე.

ველოსიპედები ქალბატონებისთვის განკუთვნილი ჩარჩოს კონსტრუქციით.

ბავშვებისა და მოზარდების ველოსიპედები.

დასაკეცი ველოსიპედები, რომლეთა შენახვა და გადატანა ძალიან მარტივია.

ელექტრო ველოსიპედები.

და სხვა...

 

ტრინქსი საქართველოში

 

ტრინქსის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გაიხსნა 2018 წელს.

ტრინქსი ჯგუფის მისამართი: ვაჟა-ფშაველას N30 ა

ოფიციალური ვებსაიტი: www.trinx.ge

ელ-ფოსტა: info@trinx.ge

ტელეფონი: 577 43 47 48

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ