მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1859 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როგორ ავირჩიოთ ელექტრო სკუტერიელექტრო სკუტერების (თვითმგორავების) პოპულარობა დღითი-დღე იზრდება და ტრანსპორტის ეს ეკოლოგიური და კომპაქტური საშუალება ყოველდღიური ცხოვრების ატრიბუტი ხდება.

რომელი ელექტროსკუტერის მოდელია კონკრეტულად საჭირო თქვენთვის, დამოკიდებულია მის დანიშნულებაზე. 

მაგალითად, თუ თქვენ იგი ყოველდღიურად გესაჭიროებათ სამსახურში გადასაადგილებლად, არჩევანის დროს მთავარი პარამეტრი უნდა იყოს მისი კომპაქტურობა და მსუბუქი წონა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ელექტრო სკუტერის ტვირთამწეობაც. 

ხოლო თუ ელექტრო სკუტერით უგზოობაში გადაადგილდებით და ხშირად გიწევთ აღმართების ავლა, მთავარი პარამეტრი უნდა იყოს ძრავის სიმძლავრე და საბურავის ზომა.

ერთი სიტყვით, ელექტრო სკუტერის შერჩევის წინ აუცილებელია გარკვეულ პარამეტრებზე ყურადღების გამახვილება, რათა შენაძენი წარმატებული აღმოჩნდეს.

მთავარი პარამეტრები, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს არჩევანის დროს:

 

— სარჩევი —

ელექტრო სკუტერის ძრავის სიმძლავრე

ელექტრო სკუტერის აკუმულიატორის ტევადობა და დამუხტვის დრო
ელექტრო სკუტერის წონა
ელექტრო სკუტერის გაბარიტები
ელექტრო სკუტერის სიჩქარე
ელექტრო სკუტერის საბურავების ტიპები და ზომა
ელექტრო სკუტერის ამორტიზაცია
ელექტრო სკუტერის მუხრუჭები
როგორ დავმუხტოთ სწორად ელექტრო სკუტერი
შეიძლება თუ არა ელექტრო სკუტერის გამოყენება წვიმაში
ელექტრო სკუტერის დამატებითი ფუნქციები
როგორ ავირჩიოთ საბავშვო ელექტრო სკუტერი
პს
ელექტრო სკუტერები ®

 

ელექტრო სკუტერის ძრავის სიმძლავრე

 

ელექტრო სკუტერის ძრავის სიმძლავრეელექტრო სკუტერის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს მისი ძრავი. სწორედ მის სიმძლავრეზეა დამოკიდებული ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრები, როგორიცაა - სიჩქარე, გამავლობა და ტვირთამწეობა.

ელექტრო სკუტერებში ძირითადად გვხვდება ორის სახის ძრავი:

ძრავი, რომელიც დაკავშირებულია საბურავთან ჯაჭვით („ცეპი“) ან ღვედით („რემენი“)

ძრავი საბურავი;

ჯაჭვიანი ან ღვედიანი ძრავები ძირითადად აქვთ დიდი გაბარიტის მძლავრ ელექტროსკუტერებს, რომელთაც შესაძლოა სპეციალური მართვის მოწმობაც კი დასჭირდეთ.

თანამედროვე ელექტრო სკუტერებში ძირითადად გვხვდება სწორედ საბურავში ჩამონტაჟებული ძრავები, რადგან მათ გააჩნიათ უკეთესი ჰერმეტულობა და ესთეტიკური იერ-სახე.

ელექტრო სკუტერის ძრავი ძირითადად ჩამონტაჟებულია უკანა საბურავში. ეს არის საბურავი-ძრავი, რომლის სიმძლავრეც  განსაზღვრავს თუ რამდენად სწრაფად გადაადგილდება ელექტრო სკუტერი და რამდენად მარტივად გადალახავს წინაღობებს.

სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ელექტრო სკუტერების ძრავების სიმძლავრე ძირითადად მერყეობს 100 ვატიდან - 1600 ვატამდე, ამიტომ არჩევანი უნდა გააკეთოთ საჭიროებიდან გამომდინარე.

თავშივე ავღნიშნავთ, რომ მოზარდებისა და ქალებისათვის რეკომენდებულია დაახლოებით 250 ვატამდე სიმძლავრის ელექტრო სკუტერები, ხოლო მამაკაცებისა და სიჩქარის მოყვარული პირებისთვის სიმძლავრე უნდა იწყებოდეს 250 ვატიდან ზემოთ.

რაც უფრო მძლავრია ძრავი, მით უფრო სწრაფად გადაადგილება ელექტრო სკუტერი და მეტად თავისუფლად ადის აღმართებზე.

ეს განაკუთრებით აქტუალურია დიდი წონის ადამიანებისთვის. 80 კგ-ზე მეტი წონის პირებისთვის რეკომენდებულია - 350-500 ვატის სიმძლავრის ელექტრო სკუტერი.

უფრო მძლავრ ელექტრო სკუტერებს, რომელთა სიმძლავრეა - 500-1000 ვატი, გარდა მაღალი სიჩქარის განვითარებისა, უძლებენ 100-120 კგ წონის მძღოლს, შეუძლიათ იმოძრაონ უგზოობაში და 35-40 გრადუსიან აღმართებზე.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს იხარჯება აკუმულიატორის დიდ რესურსი, ამიტომ ნუ გადააჭარბებთ და აკონტროლეთ რესურსი, რომ ფეხით არ მოგიწიოთ გზის გაგრძელება.

 

ელექტრო სკუტერის აკუმულიატორის ტევადობა და დამუხტვის დრო

 

ელექტრო სკუტერის აკუმულიატორის ტევადობა და დამუხტვის დროეს ელექტრო სკუტერის არანაკლებ მნიშვნელოვანი მონაცემია. სწორედ მასზეა დამოკიდებული, თუ რა მანძილს გაივლის ელექტროსკუტერი ერთი დამუხტვით.

ელექტრო სკუტერები ძირითადად აღჭურვილია სხვადასხვა სიმძლავრის Li-Ion ტიპის აკუმულიატროებით

შესაბამისად, განსახვავებულია მონაცემებიც, თუ რამდენ კილომეტრს გაივლის სკუტერი ერთი დამუხტვით.

ზოგიერთი მოდელი ერთი დამუხტვით გადის მაქსიმუმ 5-8 კმ-ს, თუმცა დოკუმენტაციაში მითითებული აქვს 10-15 კმ.

ეს ძალიან ცოტაა და ასეთი ელექტროსკუტერის შეძენა აზრს მოკლებულია თუ დღეში მეტი მანძილის გავლა გიწევთ, დამუხტვის დრო და საშუალება კი არ გაქვთ.

ამ შემთხვევაში რეკომენდებულია მოდელები, რომლებიც ერთი დამუხტვით გაივლის მინიმუმ 25-35 კმ-ს.

თუმცა მთავარია არა ის, თუ რა ტექნიკური მონაცემია მითითებული ელექტრო სკუტერის დოკუმენტაციაში, არამედ რა მანძილს ფარავს იგი რეალურად. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამ ფაქტორს და გარანტიის პირობებს.

სამომხმარებლო ბაზარზე არის მოდელები, რომლებიც ერთი დამუხტვით გადის 45-60 კმ-ს. არსებობს ელექტროსკუტერები, რომლებსაც ერთი დამუხტვით 200 კმ-ის დაფარვა შეუძლია.

აკუმულიატორის ტევადობა ელექტრო სკუტერის მოდლებში მერყეობს 5 Ah - დან 35 Ah-მდე (ამპერი/საათში).

შესაბამისად, განსხვავებულია თუ რა დროის მონაკვეთი სჭირდება სკუტერის ბოლომდე დამუხტვას.

ის, თუ რა დროში დაიმუხტება ელექტრო სკუტერი, დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელზე და მის სიმძლავრეზე.

მაგალითად, საშუალო სიმძლავრის აკუმულიატორის 80-100%-მდე დასამუხტად საჭიროა 1.5-2 საათი.  დაახლოებით ეს დროა საჭირო 5 Ah – 10 Ah -მდე ტევადობის აკუმულიატორის დასამუხტად, მაშინ როცა ისეთი „მონსტრი“ მოდელების უზარმაზარი აკუმულიატორის დასამუხტად (სიმძლავრე 35 Ah) – 4-5 სთ-იც არ იყოს საკმარისი.

 

ელექტრო სკუტერის წონა

 

ელექტრო სკუტერის წონაწონა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან ელექტრო სკუტერი არის მოწყობილობა, რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება მსუბუქი (თუმცა არა ხარისხის ხარჯზე).

ელექტროსკუტერების წონა მერყეობს 5-დან 50 კგ-დე. 

ძალიან მსუბუქი - 8 კგ-მდე;

მსუბუქი - 8-დან 12 კგ-მდე;

საშუალო წონის - 12-დან 16 კგ-მდე;

მძიმე - 16-დან 20 კგ-მდე;

ძალიან მძიმე - 20 კგ-დან ზემოთ;

როგორც წესი, საბავშვო სკუტერების წონა მერყეობს - 3 დან 13 კგ-დე. დიდებისთვის განკუთვნილი სკუტერების წონა კი 13-20 კგ-ის ფარგლებში.

ძალიან მძიმე - 50 კგ - ის ფარგლებში ელექტრო სკუტერები გათვლილია 150-180 კგ-მდე მძღოლის გადასაადგილებლად, ამის გამო მისი საკავნძო დეტალები, რომლებიც განიცდის ყველაზე მეტ დატვირთვას, არის გაძლიერებული, რაც შესაბამისად უმატებს სკუტერს მასას.

თუ თქვენი მასა არს 60-80კგ მასის ფარგლებსი, უმჯობესია არჩევანი გააკეთოთ ელექტროსკუტერზე, რომლის წონაც არის 10-15 კგ-ის ფარგლებში. მაქსიმუმ - 20 კგ-მდე.

ასეთ შემთხვევაში, იგი თავისუფლად შეგიძლიათ შეიტანოთ შენობაში, ხოლო აკუმულიატორის განმუხტვის შემთხვევაში მისი საშუალებით გადაადგილდეთ როგორც ჩვეულებრივი თვითმგორავით.

გარდა ამისა, მსუბუქი ელექტრო სკუტერი თავისუფლად შეგიძლიათ გადაიტანოთ: მეტროთი, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით, ტაქსის ან ავტომობილის საბარგულით.

წონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როცა ელექტროსკუტერი უნდა შეარჩიოთ ბავშვისთვის, მოზარდისთვის, ან სუსტი სქესის წარმომადგენელისთვის.

წონას პირველ რიგში განსაზღვრავს მასალა, რომლისგანაც დამზადებულია ელექტრო სკუტერი.

თუ თქვენთვის პრიორიტეტი მხოლოდ მსუბუქი წონა და კომპაქტურობაა, არჩევანი ალუმინისგან ან კარბონისგან დამზადებულ ელექტრო სკუტერებზე გააკეთეთ. ხოლო თუ მტკიცე და გამძლე სკუტერი გსურთ, რომელიც დიდ დატვირთვებს უძლებს, ფოლადისგან ან ქრომომოლიბდენისგან დამზადებული მოდელი შეარჩიეთ.

 

ელექტრო სკუტერის გაბარიტები

 

ელექტრო სკუტერის გაბარიტებიისეთივე მნიშვნელოვანი პარამეტრია, როგორც წონა, ამიტომ, შეარჩიეთ ისეთი ელექტრო სკუტერი, რომელსაც ექნება რაც შეიძლება ნაკლები ზომა. ეს შეგიმსუბუქებთ მის ტრანსპორტირებასა და შენახვას.

ზემოთ ნახსენები ტრანსპორტით: მეტროთი, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით, ტაქსის ან ავტომობილის საბარგულით ელექტრო სკუტერის გადატანა შეუძლებელია, თუ დაბალ წინასთან ერთად მას არა აქვს მცირე გაბარიტები.

მიაქციეთ ყურადღება რამდენად მარტივია ელექტრო სკუტერის დასაკეცი მექანიზმი (თუმცა ამავდროულად მყარია მექანიზმის ფიქსაცია).

ზოგიერთ მოდელს გააჩნია სკამი, რომლის მოხსნაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, თუმცა ამას სჭირდება ინსტრუმენტები, დრო და ადგილი.

ამიტომ, თუ სკამს თქვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, გირჩევთ შეარჩიოთ ელექტრო სკუტერი სკამის გარეშე, რადგან იგი მსუბუქია, იკეცება რამოდენიმე წამში და გააჩნია მინიმალური გაბარიტები.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ არსებობს სწრაფად დაკეცვადი სკამიანი მოდელებიც. 

არჩევანი ინდივიდუალურია, ზოგს მოსწონს გადაადგილება დამჯდარ მდგომარეობაში, მაგალითად ასაკის, ან დიდი დისტანციის გამო, ბევრი კი უპირატესობას ანიჭებს უსკამო მოდელებს ქალაქში გადაადგილების დროს.

 

ელექტრო სკუტერის სიჩქარე

 

ელექტრო სკუტერის სიჩქარემნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ ელექტრო სკუტერი ტრანსპორტის კომპაქტური სახეობაა და რაც უფრო მცირე ზომის და კომპაქტურია ტრანსპორტი, მით უფრო საგრძნობია მისი სიჩქარე გადაადგილების დროს.

ელექტრო სკუტერის ზოგიერთი მოდელის სიჩქარე (სიმძლავრით 120-200 ვატი) არ აღემატება 10-12 კმ/სთ-ს. ასეთი მოდელები განკუთვნილია ძირითადად ბავშვებისთვის და რთულია ისინი მივიჩნიოთ როგორც ტრანსპორტის საშუალება.

არსებობს ელექტრო სკუტერები, რომლებიც ავითარებს 90 კმ/სთ-მდე სიჩქარეს, თუმცა ელექტრო სკუტერების რეკომენდებულ სიჩქარედ მიიჩნევა 35-40 კმ/სთ-მდე (ელექტრო სკუტერები 1000 ვატი სიმძლავრით).

ელექტრო თვითმგორავების მოყვარულთა უმეტესობა, გადაადგილებისთვის ოპტიმალურად მიაჩნია 25-35 კმ/სთ.

ეს არის სიჩქარე, რომლის გადაჭარბების სურვილი მფლობელს არ უჩნდება, რადგან კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობს თავს.

ელექტრო სკუტერების მოდელების უმრავლესობას  აქვს სიჩქარის სამი რეჟიმი:

ეკონომ რეჟიმი;

სტანდარტული რეჟიმი;

სპორტული რეჟიმი;

რეჟიმების არჩევის დროს მნიშვნელობა აქვს გადაადგილების ადგილს. მაგალითად, შეიძლება სკუტერს გააჩნდეს 35-45კმ/სთ სიჩქარე, მაგრამ ქალაქის პირობებში ტროტუარებზე, პარკებში, ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადასაადგილებლად სრულიად საკმარისი იყოს ეკონომ რეჟიმით (10-15 კმ/სთ) სიჩქარით მოძრაობა.

ბულვარში და მცირედ ხალხმრავალ ადგილებში სტანდარტული რეჟიმი - 20-25 კმ/სთ. ხოლო გზატკეცილზე სპორტული რეჟინი 35-45 კმ/სთ.

ბევრ ელექტრო სკუტერს გააჩნია ავტოპილოტის რეჟიმი - ეს ძალიან მოსახერხებელია, როცა გსურთ ერთი სიჩქარით სტაბილური მოძრაობა - მაგალითად 15-20კმ/სთ-ით გადაადგილება.

 

ელექტრო სკუტერის საბურავების ტიპები და ზომა

 

ელექტრო სკუტერის საბურავების ტიპები და ზომაარსებობს ელექტრო სკუტერების სხვადასხვა ზომის საბურავებით - 4 დან 14 დიუმამდე.

გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ნაკლებია ელექტრო სკუტერის საბურავების დიამეტრი, მით უფრო ნაკლები სიმძლავრეა საჭირო გადასაადგილებლად.

თუმცა, ძალიან პატარა ზომის საბურავები არაკომფორტულია მოძრაობის დროს, რადგან მას უჭირს გადალახოს ტროტუარის ფილები, მცირე ორმოები, ნაპრალები, კენჭები და სხვა წინააღმდეგობები. ეს ეხება 5-6 დიუმის ზომის საბურავებს, მათი სფერო მხოლოდ იდეალურად სწორი ასფალტი ან ბეტონია.

რაც შეეხება დიდი დიამეტრის საბურავებს, მართალია მათ უპრობლემოდ შეუძლიათ ზემოთ აღნიშნული წინაარმდეგობების გადალახვა, თუმცა ითხოვს მეტ სიმძლავრეს და შესაბამისად მალე განმუხტავს აკუმულიატორს.

გარდა ამისა დიდი ზომის საბურავები უმატებს ელექტრო სკუტერს მასას და შესაბამისად გაბარიტებს, რაც ასევე არაკომფორტულია.

ქალაქის პირობებში გადასაადგილებლად ყველაზე უნივერსალურია ელექტრო სკუტერი 8-10 დიუმიანი საბურავებით. ასეთი სკუტერი კარგად დადის ასფალტზე,  ტროტუარის უსწორმასწორო ფილებზე, კენჭებზე და სველ მიწაზე ისე, რომ არ ტვირთავს ზედმეტად ძრავსა და აკუმულიატორს.

მნიშვნელოვანია ელექტროსკუტერის საბურავების სიგანეც.

რაც უფრო ფართოა საბურავი, მით უფრო მყარად და სტაბილურად გადაადგილდება იგი.

დღესდღეობით, თანამედროვე ექლქტროსკუტერები აღჭურვილია სამი ტიპის საბურავებით:

- პნევმატური;

- ჩამოსხმული;

- პერფორირებული;

პნევმატური (ანუ გასაბერი) საბურავები ყველაზე რბილია და კარგად ახდენს ამორტიზაციას უსწორმასწორო გზებზე, თუმცა ადვილია მისი დაზიანებაც, რადგან საბურავი ადვილად შეიძლება გაიხვრიტოს რაიმე ბასრი საგნით (მინა, ლურსმანი და ა.შ), რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს კამერის გამოცლა.

ჩამოსხმული საბურავები მაგარია, აქვთ შედარებით ნაკლები ამორტიზაცია და შესაბამისად უფრო ხისტია უსწორმასწორო გზებზე გადასვლის დროს.

თუმცა, მათი დაზიანება (გახვრეტა) შეუძლებელია და ისინი გაცილებით დიდი ხანი ემსახურება მფლობელს.

პერფორირებული საბურავები - ეს იგივე ჩამოსხმული საბურავებია, თუმცა შიგნით აქვს ნასვრეტები, რის გამოც ისინი მსუბუქია ჩამოსხმულ საბურავებთან შედარებით და გააჩნია გაცილებით უკეთესი ამორტიზაცია. ამავდროულად მათი გახვრეტა დაზიანებაც შეუძლებელია.

რომელი საბურავია უკეთესი? - თუ ელექტრო სკუტერი ქალაქის მოვლილ გზებზე და პარკებში სასეირნოდ გესაჭიროებათ, უმჯობესია აირჩიოთ ამოსსხმული ან პერფორირებული საბურავი.

მაგრამ თუ სკუტერი უგზოობაში აქტიური გადაადგილებისთვის გესაჭირეობათ, ჩამოსხმული საბურავები გაგაწვალებთ (კომფორტის თვალსაზრისით), ამიტომ უმჯობესია არჩევანი პნევმატურ საბურავებზე გაააკეთოთ, რომელსაც აქვს შესანიშნავი ბუნებრივი ამორტიზაცია. ერთადერთი მინუსი საბურავის გახვრეტის რისკია, თუმცა თქვენი გადასაწყვეტია რას აირჩევთ, რისკს თუ კომფორტს.

როგორც წესი, თანამედროვე ელექტრო სკუტერების ფრონტალური საბურავი პნევმატურია, უკანა კი ჩამოსხმული ან პერფორირებულია და დამზადებულია პოლიურეთანისგან.

ერთი სიტყვით:

პნევმატურ საბურავებს აქვს უკეთესი ამორტიზაცია;

ჩამოსხმული საბურავები არ იხვრიტება და ძალიან ნელა იცვითება;

დიდ საბურავებს აქვს უკეთესი ამორტიზაცია;

პატარა საბურავებს უკეთესი მანევრირება;

ელექტრო სკუტერის პროტექტორებიპროტექტორები - საბურავები ერთმანეთისგან განსხვავდება ასევე პროტექტორის ტიპის მიხედვით.

შედარებით სრიალა, მცირე პროტექტორიანი მოდელები რეკომენდებულია სწორ, ასფალტზე და ბეტონზე გადაადგილების დროს. ასეთი საბურავები პრაქტიკულად უხმოა იდეალურად სწორ გრუნტზე გადაადგილების დროს, თუმცა ნაზია და ადვილად შეიძლება გაიხვრიტოს ბასრ საგანზე (მინა, ლურსმანი, ჭიკარტი, მავთული და ა.შ) გადავლის დროს.

უფრო სქელი და უხეში პროტექტორი კი კარგია უსწორმასწორო და გრუნტოვან გზებზე გადადგილების დროს. ის უფრო დაცულია ბასრი საგნებისგან გამოწვეული დაზიანებისგან, თუმცა უფრო მძიმეა და ასფალტზე და ბეტონის სწორ გზებზე მოძრაობის დროს უფრო ხმაურიანი.

შენიშვნა - ელექტრო სკუტერის ზოგიერთ მოდელს გააჩნია დაუცველი საბურავები, ანუ საბურავებს არ აქვს ფრთები ("კრილოები").

ამიტომ, შეეცადეთ არჩევანი გააკეთოთ ფრთებიან საბურავებზე, რათა ცუდ ამინდში ან მტვრიან გზაზე გადაადგილების დროს თქვენი სამოსი დაცული იყოს დაბინძურებისგან.

 

ელექტრო სკუტერის ამორტიზაცია

 

ელექტრო სკუტერის ამორტიზაციაელექტრო სკუტერის არჩევის დროს მნიშვნელოვანი პარამეტრია მისი ამორტიზაცია. ამორტიზატორები ახშობს არასასურველ ვიბრაციას უსწორმასწორო გზებზე გადაადგილების დროს.

ამიტომ, უმჯობესია აირჩიოთ ელექტრო სკუტერი, რომელსაც გააჩნია ამორტიზაციის სისტემა.

ელექტრო სკუტერებში ძირითადად გვხვდება ორი სახის ამორტიზაცია - ზამბარის ტიპის და პნევმატური.

ზოგ მოდელს ამორტიზაცია გააჩნია როგორც წინა, ასევე უკნა მხარეს, ზოგიერთ მოდელ ამორტიზატორი აქვს მხოლოდ წინ, ან მხოლოდ უკან.

კარგი ვარიანტია ამორტიზატორისა და პნევმატური საბურავის შეთავსება. ძალიან ბევრი მოდელი სწორედ ამ ტიპის ამორტიზაციის სისტემით არის აღჭურვილი.

ამორტიზატორები არსებობს სხვადასხვა ტიპის - ხისტი, ძალიან ხისტი, რბილი, ძალიან რბილი და ა.შ.

გთავაზობთ მომხმარებლების გამოცდილებით შედგენილ 5 ქულიან სისტემას, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორი სახის ამორტიზაციას ანიჭებენ ისინი უპირატესობას:

ამორტიზაცია + პნევმატური საბურავები - 5 ქულა;

ამორტიზაცია + ჩამოსხმული საბურავები - 3 ქულა;

პნევმატური საბურავები ამორტიზაციის გარეშე - 2 ქულა;

ჩამოსხმული საბურავები ამორტიზაციის გარეშე - 1 ქულა.

აქ არჩევანი ინდივიდუალურია - გააჩნია ვინ როგორ გზებზე გადაადგილდება და მოძრაობის როგორ სტილს ანიჭებს უპირატესობას.

ამიტომ, შეძენის წინ გატესტეთ და არჩევანი ისე გააკეთეთ. ბევრი ავტორიზებული მაღაზია აძლევს მომხმარებელს ამის შესაძლებლობას.

კლირენსი - მნიშვნელოვანია კლირენსიც (მანძილი გრუნტიდან - დეკამდე (ფეხსადგამამდე)). თუ ქალაქის იდეალურად სწორ ასფალტზე გადაადგილების დროს ეს მაჩვენებელი არ არის კრიტიკული, უგზოობაში და უსწორმასწორო გზებზე გადაადგილების დროს უკეთესია თუ ეს მაჩვენებელი იქნება რაც შეიძლება მეტი, რადგან სკუტერის გამავლობა პირდაპირდამოკიდებულია ამ მონაცემზე.

ყურადღება მიაქციეთ ფეხსადგამის სიგანესაც. იგი უნდა შეესაბამებოდეს თქვენი ფეხის ტერფების ზომას და მასზე დგომის დროს თავს უნდა გრძნობდეთ კომფორტულად.

 

ელექტრო სკუტერის მუხრუჭები

 

ელექტრო სკუტერის მუხრუჭებიელექტრო სკუტერებში გვხდება მუხრუჭების რამოდენიმე ტიპი. მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ რა განსხვავებაა მათ შორის და რომელია ყველაზე სანდო.

ფეხის მუხრუჭი - ელექტრო სკუტერების ყველაზე მარტივი ტიპია. მას ფრთის („კრილოს“) მუხრუჭსაც უწოდებენ, რადგან სკუტერის დამუხრუჭება ხდება საბურავის უკანა ფრთაზე ფეხის დაჭერით.

ფრთა აწვება საბურავს და ხდება ელექტრო სკუტერის გაჩერება. თუმცა ეს დამუხრუჭების არც ისე მოსახერხებელი ტიპია. განსაკუთრებით ახალბედებისთვის.

თუ ასეთი ტიპის მუხრუჭს აირჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ სკუტერის ფრთა უნდა იყოს მეტალის, რადგან პლასტმასის ფრთა არასერიოზულია, იგი მალე გაიცვითება და გამოვა მწყობრიდან ან გატყდება ყველაზე შეუფერებელ მომენტში.

V-BRAKE - ტიპის მუხრუჭების მუშაობის  პრინციპი მარტივია. ორი ბერკეტი, რომლებიც აღჭურვილია სამუხრუჭე ხუნდებით, უჭერს საბურავის დისკოს (დისკს), არ აძლევს მას ბრუნვის  საშულებას და ამუხრუჭებს ველოსიპედს

დოლური მუხრუჭი - დამუხრუჭება ხდება საჭეზე განთავსებული ხელის ბერკეტის საშუალებით. თავად სამუხრუჭე ხუნდი კი მდებარეობს საბურავის კორპუსის შიგნით და უკეთესადაა დაცული ნესტისა და ჭუჭყისაგან. შესაბამისად ნაკლებად იცივითება და ძლებს დიდი ხნის განმავლობაში.

დოლური მუხრუჭი ვიზუალურადაც უფრო ეფექტურად და დახვეწილად გამოიყურება, ვიდრე ფეხის მუხრუჭები.

დისკური მუხრუჭი - დამუხრუჭება აქაც საჭეზე განთავსებული ხელის ბერკეტით ხდება. იგივეა დამუხრუჭების პრინციპიც (ისევე, როგორც დოლურ მუხრუჭებში), თუმცა იმ განსხვავებით, რომ დამუხრუჭება ხდება დისკოს როტორის საშუალებით.

დისკური მუხრუჭები ყველაზე გავრცელებული და ოპტიმალური ტიპია, მისი მოვლა და რეგულირება უფრო ადვილია.

ელექტრო სკუტერის დისკური მუხრუჭები, ისევე როგორც ველოსიპედის მუხრუჭები არის ორი ტიპის, თუმცა ვიზუალურად ისინი ერთნაირად გამოიყურება:

მექანიკური - სჭირდება ბერკეტზე კარგად დაჭერა, რათა ეფექტურად დაამუხრუჭოს. მათი მოვლა და ტექნიკური მომსახურება უფრო ადვილია.

ჰიდრავლიკური - ბერკეტზე რბილი დაჭერითაც კი მძლავრად ამუხრუჭებს მექანიკურთან შედარებით (ჰიდრავლიკის ხარჯზე).

ელექტრონული მუხრუჭი - მას დინამიკურ მუხრუჭსაც უწოდებენ. ამ შემთხვევაში დამუხრუჭება ხდება ელექტრო ძრავის საშუალებით. მისი გამოყენება ხდება დამატებითი მუხრუჭების სახით, იგი უბრალოდ აძლიერებს დამუხრუჭების ეფექტს, ძირითად მუხრუჭად კი ხდება დისკური მუხრუჭების გამოყენება.

დამუხრუჭების პრინციპი ასეთია - გაზზე დაჭერისას ელექტრო ძრავი იწყებს ბრუნვას და სკუტერი იწყებს წინ მოძრაობას. ხოლო დამუხრუჭების დროს - ირთვება უკუ ფაზა (თითქოსდა ძრავი ცდილობს იბრუნოს საწინააღმდეგოდ) და ამგვარად ხდება ტრანსპორტის მწყობრი დამუხრუჭება.

არსებობს ელექტრონული მუხრუჭები რეკუპერატიული სისტემით. ამ შემთხვევაში ელექტრო ძრავი დამუხრუჭების მომენტში არა მხოლოდ აჩერებს სკუტერს, არამედ იწყებს ელექტროენერგიის გამომუშავებას და მუხტავს აკუმულიატორს.

ასეთი მუხრუჭები გვხვდება თანამედროვე, ძვირადღირებულ მოდელებში. ისინი არა მხოლოდ მწყობრად და სწრაფად ამუხრუჭებს სკუტერს, არამედ დამუხრუჭებისთვის ითხოვს მძღოლისგან ნაკლებ ძალისხმევას.

 

როგორ დავმუხტოთ სწორად ელექტრო სკუტერი

 

როგორ დავმუხტოთ სწორად ელექტრო სკუტერიდრო, თუ რამდენად სწრაფად იმუხტება ელექტრო სკუტერი, პირდაპირდამოკიდებულია აკუმულიატორზე და დასამუხტ მოწყობილობაზე.

მაგალითად - სკუტერი დიდი მოცულობის აკუმულიატორით და ქარხნული დასამუხტი მოწყობილობით უფრო დიდი ხნის განმავლობაში დაიმუხტება, ვიდრე მცირე მოცულობის აკუმულიატორი არაქარხნული, მაგრამ მაღალამპერიანი დასამუხტი მოწყობილობით.

ყველამ იცის, რომ რაც უფრო მეტია ელექტრო სკუტერის აკუმულიატორის მოცულობა, მით მეტ მანძილს გაივლის სკუტერი ერთი დამუხტვით, თუმცა ამავდროულად იგი საჭიროებს მეტ ენერგიას და შესაბამისად დამუხტვას დასჭირდება უფრო მეტი დრო.

ბევრი რამ არის დამოკიდებული აკუმულიატორის ხარისხზე და მის ვოლტაჟზე .

ზოგჯერ, აკუმულიატორის ერთი მოცულობის მოდელი შეიძლება დაიმუხტოს უფრო სწრაფად, ან უფრო ნელა, ვიდრე ანალოგიური მოდელის აკუმულიატორი.

ზოგჯერ კი ორი აკუმულიატორის მოცულობა ერთი და იგივეა, ხოლო მანძილი, რომლის გავლაც შეუძლება ელექტრო სკუტერით - სხვადასხვა.

ამ პარამეტრების გამოვლენა შეიძლება მხოლოდ გამოცდილი გზით - ელექტრო სკუტერის პრაქტიკაში გამოყენებით.

დასამუხტი მოწყობილობა - აკუმულიატორის დამუხტვის სისწრაფე დამოკიდებულია დასამუხტი მოწყობილობის გამომავალ სიმძლავრეზე.

ამგვარად, სამუხტი მოწყობილობა - 2-3 ამპერით, გაცილებით ნელა დამუხტავს აკუმულიატორს, ვიდრე სამუხტი მოწყობილობა 4-6 ამპერით.

ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ საუბარია ორიგინალ დასამუხტ მოწყობილობაზე, რომლიც მოჰყვება ელექტრო აკუმულიატორს კომპლექტში.

ელექტრო სკუტერის დასამუხტი მოწყობილობაამიტომ, შეეცადეთ მაქსიმალურად მოუფრთხილდეთ და თქვენი სკუტერი მისი საშუალებით დამუხტოთ ხოლმე, რადგან სამუხტი მოწყობილობა, რომელიც მოჰყვება კომპლექტში ელექტრო სკუტერს, სპეციალურად არის გათვლილი იმ კონკრეტული აკუმულიატორის დამუხტვაზე, რომლითაც აღჭურვილია სკუტერი. შესაბამისად აკუმულიატორის ზედმეტი გადატვირთვისა და მისი მწყობრიდან გამოსვლის რისკი დაყვანილია მინიმუმამდე.

ორიგინალის ნაცვლად, მუდმივად სწრაფად დასამუხტის მოწყობილობის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან აკუმულიატორი არ არის გათვლილი მაღალ შემავალ სიმძლავრეზე.

მნიშვნელოვანი მომენტები ელექტრო სკუტერი დამუხტვის დროს - თუ იყენებთ ორიგინალ დასამუხტ მოწყობილობას, ელექტრო სკუტერის აკუმულიატორის დამუხტვა ნებისმიერი შტეფსელიდან შეიძლება, თუმცა, სანამდე ელექტრო სკუტერს დენის წყაროში შეაერთებდეთ, საჭიროა:

აკუმულიატორის ყველა ელემენტი უნდა იყოს სუფთა და მშრალი. ამიტომ, რეგულარულად შეამოწმეთ, გაწმინდეთ და გაასუფთავეთ.

ელექტრო სკუტერის აქტიური გამოყენებისას ხშირად იბიდნება აკუმულიატორის დასამუხტი მოწყობილობის ბუდე (სადაც ხდება დასამუხტის შეერთება). ამიტომ პერიოდულად შეამოწმეთ და გაწმინდეთ ხოლმე იგი.

პირველ რიგში ყოველთვის შეართეთ ხოლმე დასამუხტი მოწყობილობა ქსელში (შტეფსელი). ნუ შეუერთებთ მას ელექტრო სკუტერს, სანამ არ აინთება ბლოკზე ინდიკატორი. თუ ამას მაშინვე გააკეთებთ, მოულოდნელად მწყობრიდან გამოსულმა კვების წყარომ შესაძლოა დააზიანოს აკუმულიატორი, ან საერთოდ - უვარგისი გახადოს იგი.

მნიშვნელოვანი მომენტები ელექტრო სკუტერი დამუხტვის დროს არ დაუშვათ ელექტრო სკუტერის აკუმულიატორის ზედმეტი დამუხტვა. მიუხედავად იმისა, რომ მოდელების უმრავლესობას გააჩნია დაცვა მსგავსი შემთხვევებისგან, არასოდეს დატოვოთ უკონტროლოდ ჩართული და ყოველთვის გამორთეთ ქსელიდან მოწყობილობა დამუხტვის დასრულების შემდეგ.

თითქმის ყველა ელექტრო სკუტერს აქვს აკუმულიატორის დამუხტვის ინდიკატორი რომელიც აჩვენებს დამუხტულია თუ არა იგი და რამდენი პროცენტით.

ზამთარში, როცა ელექტრო სკუტერს აღარ იყენებთ აქტიურად (ან საერთოდ აღარ იყენებთ), რეკომენდებულია აკუმულიატორი დამუხტული იყოს 50-70%ის ფარგლებში, რათა გახანგრძლივდეს მისი ექსპლუატაციის ვადა.

ამიტომ, 1-2 თვეში ერთხელ შამოწმეთ ხოლმე აკუმულიატორი და საჭიროების შემთხვევაში დამუხტეთ იგი ზემოთ აღნიშნულ მაჩვენებელზე.

ელექტრო სკუტერის შენახვა რეკომენდებულია შენობაში, რომლის ტემპერატურა არის 15-20 გრადუსის ფარგლებში.

 

შეიძლება თუ არა ელექტრო სკუტერის გამოყენება წვიმაში

 

შეიძლება თუ არა ელექტრო სკუტერის გამოყენება წვიმაშიელექტრო სკუტერით წვიმაში და უამინდობაში მოძრაობა შესაძლებელია, თუმცა საჭიროა გარკვეული სიფრთხილის ზომების დაცვა.

ცნობილია, რომ ნებისმიერ ელექტრონიკას ეშინია ნესტის. სამწუხაროდ გამონაკლისს არც ელექტრო სკუტერის ელექტრონული დეტალები წარმოადგენს.

ეს დეტალებია: ძრავი, აკუმულიატორი, კონტროლერი (ბორტკომპიუტერი) და დისპლეი.

მართალია ბევრი ელექტრო სკუტერის ძრავსა და ჯაჭვურ მექანიზმს გააჩნია ნესტისაგან დაცვის ფუნქცია, თუმცა არა 100%-ით ჰერმეტული. ამიტომ ღრმა გუბეებმა და კოკისპირულმა წვიმამ შესაძლოა ტექნიკის დაზიანება გამოიწვიოს.

არ არის სასურველი მცირე გუბეებში გადაადგილებაც, რადგან სიფრთხილეს თავი არ სტკივა. გარდა ამისა დიდი შანსია სამოსი შხეფებისგან დაგესვაროთ.

იმისათვის, რომ მოულოდნელ უამინდობაში გადაადგილება უსაფრთხო გახდეს და ტექნიკა მწყობრიდან არ გამოვიდეს, საჭიროა გაააკეთოთ ყველა საკვანძო დეტალის, შეერთების ადგილებისა და ღრეჩოების ჰერმეტიზაცია, რომელიც სილიკონის ან სხვა სახის ჰერმეტიკით არის შესაძლებელი.

თუ ამის გაკეთება არ გეხერხებათ, უმჯობესია დასახმარებად სერვის ცენტრს მიმართოთ.

რაც შეეხება დისპლეის, შეგიძლიათ მას პოლიურეთანის სპეციალური დამცავი ფირი გადააკრათ.

მიუხედავად იმისა, დაცულია თუ არა თქვენი სკუტერი ჰერმეტულად, სპეციალურად ნუ გაივლით წყალში. განსაკუთრებით ღრმა გუბეებში, რომელიც დაფარავს ძრავ-საბურავს და იგი წყლის ქვეშ აღმოჩნდება.

იგივე შეიძლება ითქვას ზამთარში გადადგილებაზე. თოვლი იგივე ნესტია, რომელიც ისევე აზიანებს ელექტრონიკას, როგორც წყალი. ამიტომ, თუ სკუტერს უკვე გაუკეთეთ ჰერმეტიზაცია, იგი გამოგადგებათ ზამთარში გადაადგილების შემთხვევაშიც.

თუ მოგიწიათ წვიმაში ან თოვლი გადაადგილება, სახლში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად გაწმინდეთ და გაამშრალეთ ელექტრო სკუტერი, დაყოვნეთ გარკვეული პერიოდი, სანამ კარგად არ გაშრება და მხოლოდ ამის შემდეგ შეაერთეთ დენის ქსელში დასამუხტად.

თუ დაიცავთ ამ ელემენტარულ უსაფრთხოების წესებს, თქვენი ელექტრო სკუტერი უპრობლემოდ მოგემსახურებათ დიდი ხნის განმავლობაში.

 

ელექტრო სკუტერის დამატებითი ფუნქციები

 

ელექტრო სკუტერის დამატებითი ფუნქციებიელექტრო სკუტერის ბორტკომპიუტერი - ელექტრო სკუტერების ბევრი მოდელს კომპლექტში მოჰყვება დისპლეით აღჭურვილი ბორტკომპიუტერი, რომელიც აჩვენებს მომხმარებელს ყველაზე მნიშვნელოვან მონაცემებს სკუტერის ექსპლუატაციის დროს.

ეს მონაცემებია - სიჩქარე, განვლილი მანძილი, აკუმულიატორის დამუხტვის დონე და ა.შ. უდაოა, რომ ეს საჭირო და კარგი ფუნქციაა, ამიტომ შეეცადეთ აირჩიოთ მოდელი, რომელსაც ექნება ეს ოფცია.

არსებობს მოდელები, რომელთათვისაც შექმნილია სპეციალური აპლიკაცია, რომელიც უკავშირდება სკუტერს სმარტფონის საშუალებით. 

შესაბამისად შესაძლებელია ფუნქციების მინიმალური რეგულირება: ამორტიზაციისა და განათების რეგულირება, პაკინგზე სკუტერის დაფიქსირება, მეგობრებზე სკუტერის გადაცემა და სხვა. ასევე - მნიშვნელოვანი მაჩვენებლებისა და სტატისტიკის დათვალიერება, სხვა სკუტერების მფლობელებთან კომუნიკაცია და სხვა...

ტელესკოპური საჭის ღერძი - ელექტრო სკუტერის ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია ტელესკოპური საჭით. ეს არის საჭე, რომლის სიმაღლეში რეგულირება არის შესაძლებელი, ანუ შეიძლება იგი დააყენოთ თქვენთვის სასურველ სიმაღლეზე.

თუ თქვენი სიმაღლე 170-175 სმ-ია, შეგიძლიათ ამ მონაცემს არ მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ თუ თქვენ უფრო მაღალი ან დაბალი ხართ, უმჯობესია არჩევანი ტელესკოპური საჭის ღერძით აღჭურვილ მოდელზე გააკეთოთ.

დაკეცვადი საჭის სახელურები - ზოგადად, ელექტრო სკუტერი ვიწრო სატრანსპორტო საშუალებაა და მათი სიგანე იშვიათად აჭარბებს 20 სმ-ს, რისი თქმაც არ შეიძლება მის საჭეზე, რომლის სიგანეც ხშირად აჭარბებს 40 სმ-ს.

ამიტომ, მათთვის, ვისთვისაც სკუტერის გაბარიტებს მნიშვნელობა აქვს, დაკეცვადი საჭის სახელურები მნიშვნელოვანი ოფციაა, რადგან სკუტერის სიგანემდე საჭის დაკეცვა მის ტრანსპოტირებასა დაშენახვას გაცილებით მოსახერხებელს ხდის.

ელექტრო სკუტერის განათება - თუ ელექტრო სკუტერით დღის გვიან მონაკვეთებში ან ღამით გადაადგილდებით, სკუტერი აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი ფარით ან ფანარით და გაბარიტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს დაინახავთ და ვერც თქვენ შეგამჩნევენ, რაც საფრთხის შემცველია.

თუ ელექტრო სკუტერს არ მოყვება განათება, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან შეგიძლიათ ცალკე შეიძინოთ და მარტივად დაამაგროთ ნებისმიერ სასურველ ადგილზე, რის საშუალებასაც თავისუფლად იძლევა სკუტერის კონსტრუქცია.

ზედმეტი არ იქნება თუ სკუტერს ექნება ხმოვანი სიგნალიც.

ელექტრო სკუტერის სკამი - თუ დიდ დისტანციებზე გადაადგილდებით, აირჩიეთ მოდელი სკამით, რათა კომფორტულად იგრძნოთ თავი და არ გადაიღალოთ. 

კარგია, თუ კომპაქტურბის თვალსაზრისით მიუხედავად სკამის არსებობისა, სკუტერი იქნება დასაკეცი.

ელექტრო სკუტერის აპლიკაციაელექტრო სკუტერის საბარგული - თუ სკუტერით ხშირად დადიხართ საყიდლებზე, კარგია თუ მას ექნება საბარგული. მართალია პარკი საჭეზეც შეგიძლიათ ჩამოკიდოთ, მაგრამ უდაოა, რომ საბარგული უფრო მოსახერხებელია.

ელექტრო სკუტერის დიზაინი და ფერი - დიზაინი და ფერი გემოვნების საქმეა. დღეს სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია ელექტრო სკუტერების იმდენად ფართო ასორტიმენტი, რომ სასურველი დიზაინის და ფერის შერჩევა  სირთულეს არ წარმოადგენს.

თუმცა, მრავალრიცხოვანი მომხმარებლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ისინი პრაქტიკულობის თვალსაზრისით უპირატესობას ანიშებენ შავ ფერს.

არჩევანს ისინი ხსნიან იმით, რომ ნაკაწრების შენიღბვა მარტივად არის შესძლებელი ჩვეულებრივი შავი მარკერით.

 

როგორ ავირჩიოთ საბავშვო ელექტრო სკუტერი

 

როგორ ავირჩიოთ საბავშვო ელექტრო სკუტერიბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილ ელექტრო სკუტერებს აქვთ: ნაკლები წონა, ნაკლები სიმძლავრე, ნათლად გამოხატული დიზაინი და ფართო, მოსახერხებელი პლატფორმა.

საბავშვო ელექტრო სკუტერების უმრავლესობას გააჩნია ტელესკოპური (სიმაღლეში რეგულირებადი) საჭის ღერძი, რაც საშუალებას იძლევა ბავშვებმა მოწყობილობით ისარგებლონ დიდი ხნის განმავლობაში და მალევე არ გახდეს საჭირო ახალი სკუტერის შეძენა.

მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ელექტრო სკუტერებს არ გააჩნიათ მაღალი სიჩქარე, ძალიან მოსახერხებელი და საჭიროც კია სკუტერს გააჩნდეს სიჩქარის შეზღუდვის ფუნქცია.

როცა ბავშვი გაივლის ადაპტაციას, და თავდაჯერებლად დაიწყებს ელექტრო სკუტერის მართვას, მშობლებს შეუძლიათ საერთოდ მოხსნან სიჩქარის შეზღუდვის ფუნქცია, ან საჭიროებისამებრ შეცვალონ სიჩქარის მახასიათებლები.

ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილ ელექტრო სკუტერის მოდლებს გააჩნიათ მცირე გაბარიტები და საშუალო სიმძლავრე და სიჩქარე.

თუმცა, ბევრი მოზარდი თავდაჯერებულად მართავს დიდებისთვის განკუთვნილ ელექტრო სკუტერებს. ბევრ ასეთ სკუტერს ინსტრუქციაში მითითებული აქვს კიდეც მძღოლის ასაკი - 12 წლიდან.

ასეთ მოდელებს გააჩნიათ მცირე სიმძლავრე და განკუთვნილია ძირითადად ქალაქში გადასაადგილებლად.

 

პს

 

რა თქმა უნდა ნებისმიერი არჩევანი სუბიექტურია, თუმცა ამ მასალიდან გამომდინარე, ქალაქის პირობებში იდეალური იქნება ელექტრო სკუტერი, რომელსაც ექნება შემდეგი მახასიათებლები:

ერთი დამუხტვით გავლის 20 + ... კმ-ს;

ექნება სიჩქარე 25-35 კმ/სთ;

როგორ შევარჩიოთ ელექტრო სკუტერი საბურავების დიამეტრი 8-10 დიუმი;

წინა და უკანა ამორტიზაცია;

დისკური მუხრუჭები;

წონა მაქსიმუმ 20 კგ-მდე;

კომპაქტური და მარტივად დაკეცვადი;

წინა და უკანა განათებით;

ფერი გემოვნებით;

 ფუნქციებიდან - საჭიროების მიხედვით;

პს - ბევრ ქვეყანაში მოქმედებს ელექტრო სკუტერების გაზიარების სერვისი. აღსანიშნავია, რომ ასეთი სერვისი მოქმედებს საქართელოშიც (თბილისში და ბათუმში).

ელექტრო სკუტერების გაზიარების ქართული სერვისის სახელწოდებაა სქროლი/SCROLL.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ