მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1408 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შემოაბიჯე...
გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

 

 

დაბადების ადგილი: სოფელი ჭყვიში, ახლანდელი ვანის რაიონი.  

დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910 – 1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად.

გ. ტაბიძე არის ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი დამაარსებელი (1924). გ. ტაბიძის შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება.

1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა "ლექსები" და განსაკუთრებით 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" მას საყოველთაო აღიარება, "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანა.

"მე და ღამემ", "მთაწმინდის მთვარემ", "მერიმ" მკითხველს წარუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება და სიტყვის მოქნილობა. 

40-იანი წლებიდან გალაკტიონი აქვეყნებს ლექსებს: "ლურჯა ცხენები", "მთაწმინდის მთვარე", "პოეზია უპირველეს ყოვლისა", "ნიკორწმინდა" და სხვ, რომლებშიც რეალობის სფეროში სიკეთის, მშვენიერების და ჰარმონიის მიკვლევაა გადმოცემული.

მის თითქმის ყველა ლექსს უაღრესად დახვეწილი მელოდიურობა, აუხსნელი მუსიკალურობა, რითმის ბუნება, ლექსიკა და ფრაზის წყობა ახასიათებს.

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში.

მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9. - თბ., 1986. - გვ. 634-635;

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ