მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1598 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შემოაბიჯე...
ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

 

 

დაბადების ადგილი: სოფელი ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რაიონი. 

8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877-1879 წლებში - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში.

1883 - 1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში. ვაჟას პირველი კორესპონდენცია "წერილი ხევსურეთიდან" 1879 წელს დაიბეჭდა ("დროება" №1);

პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა "ფეოდალის აღზრდა" - 1880 წელს ("ივერია", № 4); პირველი ლექსი "მეომარი" - 1881 წელს ("იმედი", № 3-4); პირველი მოთხრობა "სურათი ფშავლის ცხოვრებიდან" – 1881 წელს ("დროება", № 184).

მისი შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი;

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას.

ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულყოფილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება - ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა.

ამ თემას ეძღვნება მისი ეპიკური პოემები: "ალუდა ქეთელაური" (1888), "ბახტრიონი" (1892), "სტუმარ-მასპინძელი" (1893), "გველის მჭამელი" (1901) და სხვ.

ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკული პროზის ნიმუშები: "შვლის ნუკრის ნაამბობი" (1883), "ხმელი წიფელი"(1888-1889), "ქუჩი" (1892), "მთანი მაღალნი" (1895) და სხვ.;

დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია დრამა "მოკვეთილი" (1894); იგი დაუზარებლად კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს "ლაშარობა" (1888), "ფშავლები"– "ძველი და ახალი ფშავლების პოეზია" (1896) და სხვ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979. - გვ.296

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ