მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
დაბადების ადგილი: სოფელი ჯურუყვეთი, ლანჩხუთის რაიონი.
ლიტერატურული მოღვაწეობა პოეზიით დაიწყო, შემდეგ კი ბელეტრისტიკაშიც სცადა ბედი, მაგრამ ლექსების წერა არ შეუწყვეტია.
ის ქართული პრესის ფურცლებზე გამოჩნდა ფსევდონიმებით; გაზეთებიდან მას ყველაზე ხშირად მასპინძლობდნენ: "კავკასიონი", "ჩვენი გზა", "ტრიბუნა", "კომუნისტი", "ხმა ქართველი ქალისა";
ჟურნალებიდან: "ლიტერატურული საქართველო“, "პროლეტარული მწერლობა“, "ლომისი“, "ქართული მწერლობა“, "მნათობი".
მისი პირველი ლექსი "საქართველო", დაიბეჭდა 1908 წელს. პირველი წიგნი (პოემა "ბახმარო“) გამოვიდა 1927 წელს.
"ლიანა ლორდია" იმ დროის ახალგაზრდების საყვარელ წიგნად იქცა. ამ რომანმა მწერალ ქალს "სიყვარულის წიგნის ოსტატის“ და "ლამაზი სიყვარულის ლამაზი მხატვრის" სახელი დაუმკვიდრა.
საფოს პოეზია ფერთა სიუხვითა და თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბევრი ლექსი სატრფიალო ლირიკის ჟანრს განეკუთვნება.
საფო განსაკუთრებით პოპულარული იყო ქალებს შორის. მისი ნაწარმოებების გმირები არიან ქალები, რომლებიც თვითონ იბრძვიან საკუთარი ცხოვრების შესაქმნელად. თანამედროვენი მას ქართველ ჟორჟ სანდს უწოდებდნენ.
წყარო: wikipedia.org
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები