მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1809 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შემოაბიჯე...
ივანე (ივი) ყიფიანის პოეზია

 

დაიბადა 1893 წელს, სოციალური წარმოშობა - აზნაური.

„ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში 1911 წელს შეიქმნა ახალგაზრდა მთარგმნელთა წრე, რომელშიც შედიოდნენ; ი. ყიფიანი, ვ. ნოზაძე, დ. ბერეკაშვილი, ლ. ელიაშვილი, ალ. ჭირაქაძე და სხვ...

სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე.

1911 წ. ქუთაისში გამოსცა მოთხრობათა კრებული (გადმოკეთებული), 20 გვერდიანი... პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს სამეცნიერო წრემ პროფ. ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით შეადგინა ბიბლიოგრაფია 1852-1910 წლების მანძილზე გამოსული ქართული ჟურნალ-გაზეთებისა. ამ

ბიბლიოგრაფიის შედგენაში მონაწილეობდა 25-ზე მეტი სტუდენტი, მათ შორის ივანე ყიფიანიც. წიგნი დაისტამბა 1916 წელს.

ივანე (ივი) ყიფიანი იყო ლიტერატურული დაჯგუფება - ცისფერყანწელების წევრი. მიი ლექსები: „სონეტი“ (1916, თებერვალი), „ზამთარი“ (1916, დეკემბერი) გამოქვეყნდა ჟურნალში „ცისფერი ყანწები”.

შემდგომაც მისი ლექსები იბეჭდებოდა ქართულ გაზეთებსა და ჟურნალებში: „მეგობარი“, „სახალხო საქმე“, „ტრიბუნა“, „მეოცნებე ნიამორები“, კრებულებში: „ჩანგი“ (1916), „ახალი პოეზიის ანთოლოგია“ (1919) და სხვ.

ივი ყიფიანის რედაქტორობით გამოიცა გაზეთები: 1. „Арлекин“ (1920); აქ გამოქვეყნდა კონსტანტინე ბალმონტის ლექსი „С молнიем“ (#15, 16 ოქტომბერი, გვ. 11) და 2. „Театр Арлекин“ (1920).

ივანე ყიფიანი არის ავტორი ფანტასტიკური ხასიათის რომანისა „ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ” (1936), რომელმაც იმ დროს მაღალი შეფასება დაიმსახურა ალექსანდრე აბაშელის რომანთან "ქალი სარკეში" ერთად.

ივანე ყიფიანის წინაპრები ცხოვრობდნენ სოფელში სახელწოდებით - წყნორი (ტყიბული). 

 (1921, #48, 15 ოქტომბერი) გამოქვეყნდა ივი ყიფიანის ლექსი „შევარდნებს (ანაზდეულათ)“. იგი მიძღვნილია საქართველოს ტანმოვარჯიშეთა საზოგადოების „შევარდენის“ (1918-1923) წევრებისადმი, აგრეთვე ლექსი „ტირილი ღამეში”, 1921 და სხვა ლექსები.

საქართველოს მწერალთა კავშირის ცნობარში (თბ., 2012) მისი დაბადება-გარდაცვალების შესახებ მითითებულია (გვ. 191): 1893-1948 წლები.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ