მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეორგანიზაცია-რეკონსტრუქცია. ამასთან, საიტის ფეისბუქ გვერდი გატეხილია. ვცდილობთ დავაჩქაროთ დაბრუნების პროცედურები. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

საიტების მონეტიზაცია

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 704 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შემოაბიჯე...

 

ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.

ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის მკვიდრნი.

ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა.

მოკლე ხანში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის“ თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები.

1936 წელს ლადო ასათიანი რამდენიმე თვით მშობლიურ სოფელ ბარდნალაში დაბრუნდა. ამ პერიოდში თარგმნა პუშკინის, მამინ-სიბირიაკის ნაწარმოებები.

ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ლადო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. განსაკუთრებით იყო გატაცებული ფოლკლორისტული ძიებებით.

1937-38 წლების რეპრესიები ლადო ასათიანის ოჯახსაც შეეხო: დედამისი - ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დააპატიმრეს „ხალხის მტრის“ ბრალდებით.

1937 წლის 16 ივლისს გაზეთ „სტალინელში“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც რამოდენიმე სხვადასხვა მწერალთან ერთად, მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლადო ასათიანი.

„კრიტიკოსები“ პოეტს „პოლიტიკური შეცდომების“ გამოსწორებისაკენ მოუწოდებდნენ, ურჩევდნენ, თავი დაენებებინა „მავნე ლაყბობისათვის“.

ასეთი გამოხდომები მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა ახალგაზრდა პოეტზე; მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით გამოწვეული გულისტკივილი კარგად ჩანს პოეტის ჩანაწერებში, პირად წერილებში, თანამედროვეთა მოგონებებში.

დედის დაპატიმრების შემდეგ ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან გარიცხეს. ოფიციალური მიზეზი ასეთი იყო: „კონტრევოლუციური ლაყბობა“. ასეთი ბრალდება 1937-38 წლებში, რეპრესიების დროს, გაწირვის ტოლფასი იყო და, ბუნებრივია, ამ ფაქტმაც ძლიერ იმოქმედა პოეტზე.

ამგვარი ბრალდებით „დაღდასმული“ ლადო ამაოდ დადიოდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში სამუშოს საძიებლად, მაგრამ მატერიალურ სიდუხჭირეში ჩავარდნილ „მტრის შვილს“ ხელს არავინ უმართავდა.

1938 წლიდან მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა, რეპრესიების ტალღამ თითქოს გადაიარა. 1938 წლის 29 მარტს კი საქალაქო კომიტეტის დადგენილებით ლადო ასათიანი ინსტიტუტში აღადგინეს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1938 წლის ზაფხულიდან, ლადო ასათიანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, თანამშომლობდა ჟურნალ „ჩვენი თაობის“ რედაქციასთან. მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, "პიონერში“ და სხვ.

1938-39 წლებში პოეტი მუშაობდა გაზეთ „ნორჩ ლენინელში“, აქვეყნებდა ლექსებს, ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს. სტატიები მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვანო სარაჯიშვილის, შიო მღვიმელის, უოლტერ სკოტის, ჟორჟ სანდის და სხვათა შემოქმედებას.

პატრიოტული განწყობილება პოეტის სიცოცხლეში მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა. ლადო ასათიანს ნაციონალისტობა დასწამეს, არაჯანსაღი განწყობილების გავრცელებას უკიჟინებდნენ, იდეური თვალსაზრისით უწუნებდნენ პატრიოტულ ლექსებს.

1939 წელს ლადო ასათიანი ჯარში გაიწვიეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო თბილისში დააბრუნეს. იგი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული, არაერთი თვე გაატარა აბასთუმანში, მაგრამ ვერ განიკურნა.

ლადო ასათიანი გარდაიცვალა 1943 წელს სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა, ისე რომ სიცოცხლეში თავისი წიგნის გამოცემით მონიჭებული სიხარული არ უგრძვნია. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 25 წლის შემდეგ, 1968 წელს პოეტი გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

წყარო:

Wikipedia.Org

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

Loading...

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ