საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 280 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჰომეროსი - „ოდისეა“

 

მშვენიერ ანტიოპესა და ყოვლისშემძლე ზევსის შვილები, ზეთოსი და ამფიონი, მას აქეთ რაც თებეს სახელმწიფოს უზენაესი ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ძმურად, მეგობრულად ერთიმეორეს შენაცვლებით განაგრძობდნენ თებეს სახელმწიფო საქმეების გამგებლობას.

გულკეთილი ძმების მთელი ცოდნა, გამოცდილება სახელმწიფოს საკეთილდღეოდ იყო მიმართული.

სამწუხაროდ, ძმების ამ იშვიათმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა.

მეფე ზეთოსს ჰყავდა ცოლად ეფესელი პანდარეს ასული აედონი, ხოლო ამფიონს - ტანტალეს ასული ნიობე.

აი, სწორედ ცოლები გახდნენ ერთგული მეფეების სამაგალითო ბედნიერების დამრღვეველნი, სწორედ ცოლების ავი ზნის გამო მოევლინათ მეფეებს ის ოჯახური უბედურება, რომელმაც ეს მეგობრულად განწყობილი ორი სამაგალითო ოჯახი მოსპო და გაანადგურა.

მეფე ამფიონის მეუღლე ნიობე მთელს სახელმწიფოში თავისი სილამაზით სახელგანთქმული იყო.

დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი განცვიფრებაში მოდიოდნენ ნიობეს კალმით აუწერელი სილამაზით. და, შეიძლება ითქვას, ქალღმერთების თანსწორადაც კი სახავდნენ.

ნიობეს ამაყობას, ზვიადობას და ამპარტავნობას საზღვარი არა ჰქონდა. ამაყი დედოფალი იმდენად გაკადნიერდა, რომ სილამაზით სახელგანთქმულ ქალღმერთებსაც კი დიდ მეტოქეობას უწევდა და მათ ღვთაებრივ ძლიერებას ოდნავადაც ანგარიშს არ უწევდა.

ამფიონსა და ნიობეს მოწყვეტილი ვარსკვლავივით ექვსი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი ჰყავდათ.

სახელმწიფოს მკვიდრნი ამფიონისა და მშვენიერი ნიობეს ოჯახს დიდბედნიერ ოჯახად თვლიდნენ.

ზეთოსსა და აედონს, თუმცა ამფიონისა და ნიობესავით მრავალრიცხოვანი ოჯახი არ ახარებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი კმაყოფილებას გამოსთქვამდნენ თავისი ბედითა და თავის ერთადერთ შვილს იტისს შესტრფოდნენ და შეჰხაროდნენ.

სამწუხაროდ, აედონს მრავალ კარგ თვისებასთან ერთად, გულჩახვეულობა და გადამეტებული შურიანობა ახასიათებდა.

აედონი შურის თვალით შეჰყურებდა ნიობეს ბედნიერებას და ყოველი ღონისძიებით ცდილობდა თავისი ამაყი რძლის ეს ბედნიერება როგორმე დაერღვია, მოეშალა.

შურით აგზნებულმა აედონმა, რადაც უნდა დაჯდომოდა, გადაწყვიტა ნიობეს უფროსი შვილი მოეკლა და ამნაირად ეს ბედნიერი ოჯახი დაერღვია, გაეუბედურებინა.

ერთ კუნაპეტივით შავბნელ ღამეს, როცა ნიობეს უფროს ვაჟსა და იტისს მშვიდად ეძინათ ოთახში, შურით აგზნებული აედონი ბასრი მახვილით ხელში ფეხაკრეფით შეიპარა მათ ოთახში და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მძინარე ყმაწვილს ბასრი მახვილი ჩაჰკრა გულ-მკერდში და სასიკვდილოდ განგმირა.

მაგრამ, დახეთ საბრალო დედის, აედონის განუსაზღვრელ მწუხარებას, როცა მან მეორე დილით ოთახში თავისი მაზლიშვილის მაგივრად გულმკერდგანგმირული თავისი საყვარელი პირმშო იტისი დაინახა. უსაზღვრო და უნუგეშო იყო საბრალო დედის ენით გამოუთქმელი მწუხარება.

შეშლილივით სახეგაფითრებული მწუხარე დედა მდუმარედ თავს დასდგომოდა თავისი საყვარელი შვილის გასისხლიანებულ გვამს და გონებადაკარგული გულამოსკვნით ქვითინებდა და ქვითინებდა.

უსაზღვრო და უნუგეშო იყო საბრალო აედონის მწუხარება, იგი სულით და გულით იტანჯებოდა და შველას კი ვერსაიდან ხედავდა.

ყოვლისშემძლე ღმერთების მამამთავარმა ზევსმა შეიბრალა საცოდავი დედა და ბულბულად გადააქცია იგი.

ყოველწლივ, როგორც კი გაზაფხულის ცხოველმყოფელი მზის პირველი სხივები დედამიწას მოეფინება და ტყეები და მინდორ-ველები ფოთლებითა და ყვავილნარევი ბალახებით იმოსება, მაღალი ხის ტოტზე შემჯდარი პანდარეს საცოდავი ასული, ფერმკთალი და უზომოდ შეწუხებული, მგლოვიარედ იწყებს გალობას და თავის წკრიალა ხმით ქვეყანას ამცნობს უბედური დედის უსაზღვრო მწუხარებასა და გულისტკივილს.

ტირის და გოდებს, კვნესის და ქვითინებს საბრალო აედონი, და მისი გულის სიღრმიდან ამონახეთქი გლოვის ზარი შორს, შორს გაისმის და მსმენელს სევდას სევდაზე უმატებს.

უნუგეშოდ მწუხარე აედონი ქვეყანას შესჩივის და სევდიანის ხმით განუწყვეტლივ გაჰკივის:

„იტის, იტის, ჩემო კარგო!

გულამოსკვნით ვსტირი მეო,

იტის, იტის, გენაცვალე,

იტის, შენი ჭირიმეო!“

მთელი სულიერი და უსულო ბუნება, საცოდავი დედის სიბრალულით გამსჭვალული, გულისტკივილით ისმენს ხშირ ტყეში სადღაც მიმალულ ბულბულის სევდიან ხმას და საბრალო დედის უსაზღვრო მწუხარებას იზიარებს. გზის პირად მორცხვ იას თავი ნაზად დაუხრია და გულამოსკვნით იცრემლება.

ტყის ნადირნი ბულბულის სევდიან ხმას ბუნაგში დაუტყვევებია და სიბრალულით გამსჭვალულნი ადგილიდან ვერ იძვრიან.

ფრინველებს თავისი ჩვეულებრივი ჭიკჭიკი შეუწყვეტიათ და თანაგრძნობის ნიშნად ხის ტოტებზე თავები დაუხრიათ და მწუხარედ გამოიყურებიან.

პანდარეს ასული, საბრალო აედონი კი ისევ გულამოსკვნით შესჩივის ქვეყანას თავის უსაზღვრო მწუხარებას და ისევ სევდიანის ხმით გაჰკივის და გაჰკივის:

„იტის, იტის, ჩემო კარგო!

გულამოსკვნით ვსტირი მეო,

იტის, იტის, გენაცვალე,

იტის, შენი ჭირიმეო!“ 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ