მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 407 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ეპიგონების გალაშქრება თებეს წინააღმდეგ არგოსის მკვიდრსა და ძლევამოსილ მხედრობას არ ასვენებდათ ფიქრი, რომ თებელებმა შვიდკარიბჭიანი თებეს გარშემო ბრძოლის დროს მთლიანად გაანადგურეს არგოსელთა მხედრობა და მისი სახელოვანი სარდლები.

ათმა წელმა განვლო მას აქეთ, რაც არგოსელთა მხედრობას ეს უბედურება თავს დაატყდა. ბრძოლის ველზე დახოცილ არგოსელ სარდლების შვილები, ეგრეთ წოდებული ეპიგონები (შემდეგ დაბადებულნი), უკვე დავაჟკაცდნენ და სულ იმას ცდილობდნენ, რომ სამაგიერო გადაეხადათ თებელებისათვის.

ეპიგონებმა და უკვე ღრმად მოხუცებულმა არგოსის მეფემ ადრასტემ გადაწყვიტეს თებეს წინააღმდეგ გალაშქრება და თებელების სასტიკად დასჯა. მთელი სახელმწიფო ომის სამზადისს შეუდგა. არგოსელების ძლევამოსილი მხედრობა სასწრაფოდ ირაზმებოდა. სახელმწიფოს მშვიდობიანი მოსახლეობა ჯარისკაცებს სიტყვით, საქმით ამხნევებდა და გულში გამარჯვების იმედს უნერგავდა.

მართალია, მეფე ადრასტე მონაწილეობას იღებდა განზრახულ ომში, მაგრამ მხედრობის მთავარსარდლობაზე ხანშესულობის გამო უარს აცხადებდა. რადგან ღირსეული მთავარსარდლის არჩევა მეტად საძნელო შეიქნა, ეპიგონებმა რჩევისათვის მიმართეს დელფოს მისანს.

აპოლონ ღმერთის მისანმა ეპიგონებს უწინასწარმეტყველა, რომ ისინი მტერზე აუცილებლად გაიმარჯვებენ, თუ მხედრობის მთავარსარდლობას ამფიარაეს სახელოვან და მამაც შვილს ალკმეონს ჩააბარებენ. ალკმეონი კი ყოყმანობდა მხედრობის მთავარსარდლობის მიღებაზე. ალკმეონი ორცეცხლშუა იყო. ჭაბუკმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, მხედრობის მთავარსარდლობა მიეღო, თუ საკუთარი დედისათვის სამაგიერო გადაეხადა, როგორც ეს საყვარელმა მამამ ანდერძით დაავალა.

ამ მძიმე მდგომარეობიდან რომ გამოსულიყო, ალკმეონი დელფოში გაემგზავრა აპოლონ ღმერთის მისნისაგან რჩევა-დარიგების მისაღებად. გულთამხილავმა ალკმეონს ასეთი რჩევა მისცა: „დედას სამაგიერო გადუხადე და არგოსელთა მხედრობის მთავარსარდლობაც მიიღეო“.

პოლინიკეს შვილი ტერსანდრი ყოველგვარ ზომას ღებულობდა, რომ ანგარების მოყვარულ ერიფილეს თავისი შვილები, ალკემეონი და ამფილოხი, ომში წასასვლელად აეძულებინა. ტერსანდრმა ერიფილეს ამ მიზნით მიუძღვნა საჩუქრად ის ძვირფასი ტანსაცმელი, რომელიც ათენა ქალღმერთმა ოდესღაც აჩუქა ჰარმონიას, როცა იგი თებეს მეფეს კადმოსს გაჰყვა ცოლად.

ეს ძვირფასი ტანსაცმელი პოლინიკეს ხვდა წილად მემკვიდრეობის განაწილების დროს. ცბიერი ერიფილე შვილებს მოუწოდებდა ომში წასასვლელად, მაგრამ ალკმეონმა კარგად იცოდა დედის ამ მოწოდების ფასი. ამიტომ ამფიარაეს ღირსეულმა შვილმა, ალკმეონმა, გადაწყვიტა ომიდან დაბრუნების შემდეგ გადაუხადოს დედას სამაგიერო. ამრიგად საკითხი არგოსელთა მხედრობის მთავარსარდლის არჩევის შესახებ საკეთილოდ დამთავრდა.

როგორც კი ალკმეონმა მთავარსარდლობაზე თანხმობა გამოაცხადა, ეპიგონების ძლევამოსილი მხედრობა საბრძოლო წესით დარაზმული გაემართა შვიდკარიბჭიან თებესაკენ. ეპიგონები ღრმად დაიმედებული იყვნენ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთების დახმარებით მტერზე ბრწყინვალედ გაიმარჯვებდნენ. გაიმართა საშინელი ბრძოლები შვიდკარიბჭიან თებეს მიდამოებში.

მამაცი ალკემეონის მიერ გამხნევებული ჯარისკაცები სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთებოდნენ თებელთა მხედრობის ურიცხვ რაზმებს და ირგვლივ ყველაფერს ანადგურებდნენ.

თებელთა მხედრობა, რომელმაც ათი წლის წინათ დაამარცხა ეპიგონების მამები, ამჟამად ეტეოკლეს შვილის ლაოდამოსის მთავარსარდლობით თუმცა მედგარ წინააღმდეგობას უწევდა არგოსელების მცირერიცხოვან მხედრობას, მაგრამ ეპიგონების თავდადებული გმირობის წინაშე ძრწოდა და გამარჯვების იმედს ჰკარგავდა. მეფე ლაოდამოსმა ამ საბედისწერო ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრა მეფე ადრასტეს შვილი ეგიალევსი.

ამ ახალგაზრდა გმირის დაკარგვამ საშინლად გააბრაზა არგოსელების მხედრობის მთავარსარდალი ალკმეონი, რომელიც ხმალამოღებული ეკვეთა მეფე ლაოდამოსს და გულ-მკერდი სასიკვდილოდ განუგმირა. მეფის ასე მოულოდნელად სიკვდილმა თებელებს თავზარი დასცა. უხელმძღვანელოდ დარჩენილი თებელთა მხედრობა შედრკა, შეტორტმანდა და უწესრიგოდ ქალაქის კარიბჭესაკენ დაიხია.

ეპიგონებმა პირველ ყოვლისა დიდის პატივისცემით დაასაფლავეს ბრძოლის ველზე დახოცილთა ჯარისკაცების გვამები, საფლავებზე აღმართეს ყრილები და შემდეგ დაუყოვნებლივ გაემართნენ შვიდკარიბჭიან თებეს კედლებზე იერიშების მისატანად.

თებელთა მხედრობას დიდი საფრთხე მოელიდა. ჯარისკაცები სულით დაეცნენ და გამარჯვების იმედი დაკარგეს. ასეთი მძიმე მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად თებელებმა მიმართეს რჩევისათვის გულთამხილავ ტირეზიას. მოხუცმა ტირეზიამ თებელებს ურჩია შუაკაცები გაეგზავნათ სასწრაფოდ მტრის ბანაკში მოსალაპარაკებლად და ამავე დროს ბავშვები და ქალები სადმე შორს გაეხიზნათ.

თებელებმა სიამოვნებით მიიღეს გულთამხილავ მოხუც ტირეზიას რჩევა. საღამოზე თებელებმა ჩასხეს ქალები და ბავშვები ეტლებში, ფარულად დატოვეს ქალაქი და გაემართნენ მახლობელ გაუვალ ტილფოსიონის მთისაკენ, რომლის ძირას ჩამოჩუხჩუხებდა ცივი, ანკარა წყარო ტილფოსი.

ამ წყაროსთან თებელებს დიდი უბედურება დაატყდათ თავს: გულთამხილავი მოხუცი ტირეზია, რომელიც გზაში მეტად დაიღალა და დაიქანცა, წყაროს ცივ წყალს ხარბად დაეწაფა და უეცრივ გარდაიცვალა. თებელებმა დიდის პატივისცემით დაასაფლავეს თავისი კეთილისმყოფელი მოხუცი გულთამხილავი, რომელსაც არაერთხელ გაუწევია დაუფასებელი სამსახური კადმოსის სამეფო გვარეულობისათვის.

არგოსელების მხედრობამ, როგორც კი შეიტყო, რომ თებელებმა ქალაქი დატოვეს, დაუყოვნებლივ მიიტანა იერიშები ქალაქზე, დაანგრია ქალაქის კოშკები, შეანგრია კარიბჭეები და ქალაქში დარჩენილ მცირერიცხოვან მხედრობასთან მცირედი შებრძოლების შემდეგ საბოლოოდ დაიპყრო ოდესღაც ძლევამოსილი შვიდკარიბჭიანი თებე.

ძლევამოსილმა ალკმეონმა მოქალაქეები ყველანი მონებად გამოაცხადა, მთელი სიმდიდრე ჩამოართვა და არგოსში გადაგზავნა. თებეს მძლეველმა მთავარსარდალმა, თანახმად აღთქმისა, მოხუც ტირეზიას ასული, გულთამხილავი მანტო, როგორც ყველაფერზე უფრო ძვირფასი ნადავლი, აპოლონ ღმერთის სამისნოს შეწირა და ქალაქ დელფოში გაგზავნა.

ქალაქ თებეს უზენაესი ძალაუფლება ეპიგონებმა ლაბდაკეს სამეფო გვარეულობის ერთადერთ დარჩენილ შთამომავალს პოლინიკეს შვილს ტერსანდრეს ჩააბარეს და თვითონ კი დიდის ნადავლით დატვირთულნი განუსაზღვრელი სიხარულით და ზეიმით სამშობლო ქვეყანაში დაბრუნდნენ.

მეფე ადრასტე, როცა მხედრობა არგოსს ბრუნდებოდა, გზაში გარდაიცვალა. საბრალო მეფემ ვერ აიტანა შვილის ეგიალევსის მოულოდნელად დაღუპვა ბრძოლის ველზე და სამუდამოდ სიცოცხლეს გამოესალმა. ასე დამთავრდა შვიდკარიბჭიანი თებეს წინააღმდეგ ეპიგონების გალაშქრება.

ეპიგონებმა ღირსეულად შეასრულეს თავისი ზნეობრივი მოვალეობა საყვარელი სამშობლოსა და თებეს კედლებთან დახოცილი მშობლების წინაშე. 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ