მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1036 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ესქილე - „მავედრებელი ქალები"

 

ეპაფეს შთამომავალს - ბელეს ორი ვაჟიშვილი ჰყავდა - ეგვიპტოსი და დანაე.

მთელ იმ მხარეს, რომელსაც მდინარე ნილოსი რწყავს, ეგვიპტოსი ფლობდა; მისგან მიიღო ამ მხარემ სახელწოდება - ეგვიპტე. დანაე ფლობდა ლიბიას.

ეგვიპტოსს ჰყავდა ორმოცდაათი ვაჟიშვილი, ხოლო დანაეს ამდენივე ქალიშვილი.

ასე მრავალრიცხოვანი იყო მშვენიერი იოს შთამომავლობა, მაგრამ ქალღმერთ ჰერას ჯერ კიდევ ახსოვდა ის შეურაცხყოფა, რომელიც იომ მიაყენა მას ყოვლისშემძლე ზევსთან კავშირის დაჭერით. ამიტომ ჰერა იოს შთამომავლობასაც სასტიკად სდევნიდა და ყოველგვარ უსიამოვნებას აყენებდა.

ჰერას შთაგონებით მეფე ეგვიპტოსმა ომი გამოუცხადა თავის ძმას დანაეს, სძლია იგი და სამეფო ტახტი წაართვა. ეგვიპტოსის ვაჟიშვილებმა გადაწყვიტეს დანაეს ქალიშვილების ცოლად შერთვა, მაგრამ დანაიდები გადაჭრით უარზე იდგნენ. მათ ყოვლად შეუძლებლად,

დაუშვებლად მიაჩნდათ ასე ახლო ნათესავებთან დაეჭირათ ცოლ-ქმრული კავშირი.

ეგვიპტიდებმა, როცა დანაიდებისაგან გადაჭრილი უარი მიიღეს, გადაწყვიტეს ძალმომრეობისათვის მიემართათ. ყოველგვარ უსიამოვნების თავიდან ასაშორებლად დანაემ და მისმა ქალიშვილებმა გადაწყვიტეს სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინათ.

საბრალო მამამ სასწრაფოდ გამოაწყო ორმოცდაათ ხოფიანი ხომალდი და თავის ქალიშვილებთან ერთად შორეულ ქვეყნისაკენ ააფრიალეს იალქნები. ხომალდი ელვის სისწრაფით სერავდა ზღვის აბობოქრებულ ზვირთებს და ლტოლვილებს შორეული ქვეყნისაკენ მიაცურებდა.

მცირედი მოგზაურობის შემდეგ დანაე და დანაიდები მიადგნენ კუნძულ როდოსის ამწვანებულ ნაპირებს. კუნძულ როდოსზე ღმერთების მოშიშარმა ლტოლვილებმა ქალღმერთ ატენას სახელობაზე ააგეს მშვენიერი ტაძარი და ამ კუნძულზე სამუდამოდ დაამყარეს ამ ქალღმერთის კულტი.

კუნძულ როდოსიდან დანაემ შეაცურა ხომალდი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში და ელვის სისწრაფით გაემართა თავისი წინაპრის, უმშვენიერესი იოს, სამშობლო არგოსისაკენ.

დანაემ და დანაიდებმა უვნებლად შეაცურეს ხომალდი არგოსის ნავსადგურში და დაუყოვნებლივ გამოვიდნენ ზღვის თვალწარმტაც ნაპირებზე. 

დაშინებული ლტოლვილები, დაფნის ხის ფოთლებით თავზე ჩამოფარებულნი, ერთ-ერთი ტაძრის საკურთხევლის კვარცხბეკზე ჩამოსხდნენ და ამრიგად სურდათ მოეპოვათ ამ უცხო ქვეყანაში დაცვისა და ხელშეუხებლობის უფლება.

არგოსის ძლევამოსილი მეფე პელაზგე, როგორც კი გაიგო მან უცხო სტუმრების მოსვლა, დაუყოვნებლივ გაემართა ტაძრისაკენ ჯარისკაცებისა და თავისი ამალის თანხლებით. მეფემ გამოკითხა ტაძარში თავშეფარებულებს არგოსში მოსვლის მიზეზი.

დანაემ დაწვრილებით მოახსენა მეფეს, რომ თავისმა ღვიძლმა ძმამ უსამართლოდ ჩამოართვა სამეფო ტახტი, მოძალადე მეფის ვაჟიშვილებმა ამავე დროს განიზრახეს ძალდატანებით ჩემი ქალიშვილების ცოლად შერთვა, რის გამოც იძულებული შევიქენით სამშობლო მხარე დაგვეტოვებინაო. უეჭველია, დასძინა დანაემ, მოძალადე ბიძაშვილები სადაცაა მოვლენ თავისი ჯარებით არგოსშიც და შეეცდებიან ძალდატანებით წაიყვანონ ჩემი ქალიშვილებიო.

თვალცრემლიანმა დანაიდებმა მიმართეს ძლევამოსილ არგოსის მეფეს: „დიდებულო მეფეო, გთხოვთ დახმარება აღმოგვიჩინოთ და მოსალოდნელ განსაცდელს გადაგვარჩინოთ! დიდებულო მეფეო, თუ თქვენ ჩვენს გულწრფელ თხოვნას არ შეიწყნარებთ, ყველანი აქვე, ამავე ტაძრის კვარცხლბეკზე ყელებს გამოვიჭრით და უსინდისო მოძალადეებს ცოცხალი ხელში არ ჩავუვარდებით!“

მეფე პელაზგეს ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. ერთის მხრივ მეფეს ეგვიპტიდების ძლევამოსილი მხედრობის ეშინოდა, მეორეს მხრივ კი ყოვლისშემძლე ღმერთების რიდი და პატივისცემა მოითხოვდა ლტოლვილებისათვის საჭირო შველა და დახმარება აღმოეჩინა.

დიდი ფიქრისა და ბჭობის შემდეგ მეფემ საბოლოოდ გადაწყვიტა ტაძარში შეხიზნული ლტოლვილებისათვის, რადაც უნდა დაჯდომოდა, დახმარება აღმოეჩინა და თავის სახელმწიფოში უშიშრად შეეკედლებინა.

ეგვიპტიდების უამრავი ჯარი, რომელსაც მოუძღოდნენ დანაეს ძმისწულები, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთა მეფე პელაზგეს მხედრობას.

ატყდა საშინელი ბრძოლა. მეომრები სისხლის ღვარს აყენებდნენ ბრძოლის ველზე. მთელი დღის განმავლობაში ეს საშინელი და საბედისწერო ბრძოლა ოდნავადაც არ შენელებულა დახოცილთა გვამები უთავბოლოდ ცურავდნენ ბრძოლის ველზე დაყენებულ სისხლის მორევში. დაჭრილთა და დასახიჩრებულთა კვნესა, გმინვა მთელს არემარეს აყრუებდა და ბრძოლის ველზე ჯოჯოხეთურ საშინელებას ატრიალებდა.

საღამო ჟამს ეგვიპტიდების ძლევამოსილმა მხედრობამ სძლია პელაზგეს მიერ ბრძოლის ველზე გამოყვანილ თავგანწირულ მეომრებს. ამრიგად ამ საშინელსა და სამკვდრო-სასიცოცხლო ომში გამარჯვება ეგვიპტიდების მხედრობის მოძალადე სარდლობას ხვდა წილად.

პელაზგე საბოლოოდ დამარცხდა. მხედრობამ იარაღი დაჰყარა და მტერს დამორჩილდა. არგოსელების მხედრობამ მეფედ დანაე აირჩია, როგორც მშვენიერი იოს ძლევამოსილი შთამომავალი.

პელაზგე გადასხლდა სახელმწიფოს ჩრდილოეთ ნაწილში და იქ გაიჩინა ახალი სამფლობელო. დანაე, თავისი სამეფო ტახტი რომ განემტკიცებინა, იძულებული შეიქნა მოძალადე ძმისწულების მიერ წამოყენებული პირობები მიეღო.

მოძალადეები ზავის შეკვრას თანხმდებოდნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ დანაე თავის ქალიშვილებს მათ მიათხოვებდა. დანაე ძალას დაემორჩილა და ასეთ შეუწყნარებელ პირობაზე თანხმობა განაცხადა.

მოძალადეებმა შეირთეს დანაეს ქალიშვილები და ქორწილიც გადაიხადეს, მაგრამ შეურაცხყოფილი მამა თავის მოძალადე სიძეებს დიდ განსაცდელს უმზადებდა.

ქორწინების დღეს დანაემ საიდუმლოდ დაურიგა თავის ქალიშვილებს ბასრი ხანჯლები და უბრძანა მეუღლეებისათვის ღამით გულ-მკერდი სასიკვდილოდ გაეგმირათ.

დანაიდებმა დიდის სიამოვნებით მიიღეს საყვარელი მამის წინადადება და, როგორც კი ქმრებს ჩაეძინათ, ბასრი ხანჯლებით განგმირეს ისინი და სამუდამოდ სიცოცხლეს გამოასალმეს.

მხოლოდ ერთმა ქალიშვილმა, ჰიპერმნესტრამ შეიბრალა თავისი მეუღლე ლინკევსი და საყვარელი მამის ბრძანება სისრულეში არ მოიყვანა. ჰიპერმნესტრას ასეთმა საქციელმა დები მოთმინებიდან გამოიყვანა. შეურაცხყოფილი დანაიდები დაჟინებით მოითხოვდნენ მოღალატე დის სასტიკად დასჯას. დანაემ თავისი უღირსი ქალიშვილი დააპატიმრა და ისიც მოითხოვდა მის სასტიკად დასჯას.

გასამართლების დღეს სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე გამოცხადდა სამსჯავროში და მთელი თავისი ღვთაებრივი მჭევრმეტყველებით მოითხოვდა მოსიყვარულე მეუღლე ქალი სრულიად უდანაშაულოდ ეცნოთ და საპყრობილედან დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ.

ხალხმა დიდი ბჭობისა და თათბირის შემდეგ ჰიპერმნესტრა სრულიად უდანაშაულოდ სცნო და დაუყოვნებლივ საპყრობილედან გაათავისუფლა. ჰიპერმნესტრა და მისი უსაზღვროდ მოსიყვარულე მეუღლე ლინკევსი დიდხანს, დიდხანს ბედნიერად და სიამტკბილობით ცხოვრობდნენ.

დანაემ, ხელმეორედ რომ თავისი ქალიშვილები გაეთხოვებია, საჯარო თამაშობები მოაწყო სახელმწიფოში. ამ თამაშობებში გამარჯვებულებს დანაემ საჩუქრის სახით მიათხოვა თავისი ქალიშვილები.

იმ დიდი დანაშაულისათვის კი, რომელიც დანაიდებმა თავისი პირველი ქმრების და ნათესავების მკვლელობით ჩაიდინეს, საიქიოში სასტიკ სასჯელს იხდიან და განუწყვეტლივ იტანჯებიან.

ყოვლისშემძლე ზევსის ბრძანებით დანაიდები ყოველდღე უძირო კასრში წყალს ასხამენ და ამ კასრის ამოვსებას ბოლო არ ეღება. აი ეს-ესაა უნდა გაივსოს ჭურჭელი, მაგრამ უეცრად გაეცლება წყალი და კასრი კვლავ ცარიელია.

ისევ მოაქვთ დანაიდებს წყალი, ასხამენ უძირო ჭურჭელში, და ასე დაუსრულებლად გრძელდება მათი უნაყოფო მუშაობა. 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ