მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1187 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ოვიდიუს ნაზონი - „მეტამორფოზები“

 

სახენათელმა, მხიარულმა ღმერთმა აპოლონმაც იცის სევდა, მასაც ეწია ერთხელ მწუხარება, როდესაც იგი, სიამაყის გრძნობით აღვსილი, თავს ადგა მისი ისრებით განგმირულ საშინელ ურჩხულ პითონს, მან იქვე ახლო თვალი მოჰკრა სიყვარულის ახალგაზრდა ღმერთს ეროტს, - მას ოქროს მშვილდ-ისარი მოემარჯვებია და ტყორცნას აპირებდა.

აპოლონს გაეცინა და უთხრა ეროტს:

- რად აგიღია ხელში, ყმაწვილო, ეს მრისხანე იარაღი! ნუ მეტოქები მშვილდ-ისრის მომარჯვებაში, რომლითაც ახლახან სიცოცხლე მოვუსპე ამ საშინელ პითონს. განა შეძლებ ჩემი ბადალი გახდე, მეტოქეობა გამიწიო მე, ისრისმტყორცნელს? იქნებ ფიქრობ ჩემზე მეტი სახელის მოხვეჭას?

შეურაცხყოფილმა ეროტმა ამაყად უპასუხა:

- შენი ისრები, ფებ-აპოლონ, აუცდენლად ხვდება მიზანს, ყველას კოდავს ისინი, ხოლო ჩემი ისარი შენ დაგკოდავს. თქვა ეს ეროტმა, აიქნია თავისი ოქროს ფრთები და თვალის დახამხამებაში მაღალ პარნასზე აფრინდა.

აქ მან ამოიღო თავისი კაპარჭიდან ორი ისარი: ერთი - ოქროსი, მახვილწვეტიანი, სიყვარულის ჩამსახავი, მეორე - ტყვიის, ბლაგვწვეტიანი, სიყვარულის ჩამხშობი. ოქროს ისარი მან აპოლონს სტყორცნა, ტყვიის ისარი კი - ნიმფა დაფნეს...

და აი ერთხელ აპოლონი დაფნეს შეხვდა და უსაზღვროდ შეუყვარდა იგი. აპოლონი მოხიბლა მისმა ვარსკვლავისებრ ნათელმა თვალებმა, მისმა ვარდისფერმა ბაგეებმა, მარმარილოსებრ თეთრმა ხელებმა, მისმა ხუჭუჭა კულულებმა, მაგრამ დაინახა თუ არა დაფნემ ოქროსთმიანი აპოლონი, უმალ პირი იბრუნა და ქარივით გაქანდა. აპოლონი მყისვე გამოუდგა მას.

- შეჩერდი, მშვენიერო ნიმფა, - ემუდარებოდა აპოლონი, - რად გამირბიხარ, ვით კრავი - მგელს, ვით მტრედი - არწივს? მე ხომ შენი მტერი არა ვარ? აგედევნე, რადგან სიყვარულით ვარ შეპყრობილი. შეანელე ნაბიჯი! დახე, როგორ დაისისხლიანე ფეხები ნარ-ეკალში! მე ხომ აპოლონი ვარ, ყოვლისშემძლე ზევსის ვაჟი და არა უბრალო მოკვდავი მწყემსი ვინმე.

ჩემი თაყვანისმცემელია დელფოსი, დელოსი და კლაროსი. მე შევქმენი კითარა და მშვილდ-ისარი. მე მკურნალი და მხსნელი ვარ ყოველგვარი გაჭირვებიდან, ოღონდ ვერ ვუშველე ჩემს საკუთარ თავს, ვერ ვიხსენი თავი შენდამი სიყვარულისაგან.

კიდევ ბევრი რამის თქმა უნდოდა აპოლონს, მაგრამ მშვენიერმა ნიმფამ კიდევ უფრო აუჩქარა ფეხს.

ქარივით მისდევს მას აპოლონი. თანდათან ეწევა. აი სადაცაა კიდევაც... დაფნე გრძნობს მის მხურვალე სუნთქვას, ძალ–ღონე ღალატობს, სირბილი აღარ შეუძლია.

მაშინ აღაპყრო მან ხელები და მიმართა მუდარით თავის მამას, თესალიის მდინარის ღმერთს პენეოსს:

- მშობელო მამავ, ღმერთო პენეოს, მიხსენი განსაცდელისაგან! გაიხსენ დედამიწავ და შთანთქე ჩემი სხეული, ანდა მიცვალე სახე, ესოდენ დიდ ტანჯვა-წამებას რომ მაყენებს!

წარმოთქვა თუ არა დაფნემ ეს სიტყვები, მყისვე გაუშეშდა მთელი სხეული. ხის ქერქი გადაეკრა მის ნაზ გულ-მკერდს, თმები მწვანე ფოთლებად გადაექცა, ცისკენ აპყრობილი ხელები - შტოებად, მარდი ფეხები კი ფესვებად წავიდა მიწაში.

გულმოკლული აპოლონი ნაზად შემოეხვია ხედქცეულ დაფნეს და ქერქიდან შემოემა მშვენიერი ნიმფას მისუსტებული გულისცემა. ეხვევა და ეალერსება აპოლონი მშვენიერ ხეს და მწუხარებისაგან დიდხანს, დიდხან ვერ ახერხებს ხმის ამოღებას. ბოლოს ასე ამბობს:

- შენ ვერ შეიქენ ჩემი მეუღლე, მშვენიერო დაფნე, მაშ ჩემი ხე მაინც იყავ! დეე, შენი ფოთლებით დაწნული გვირგვინი ამკობდეს ჩემს თავს, ჩემს კითარას და ჩემს კაპარჭს. დეე, არასოდეს არ დაჭკნეს, დაფნე, შენი ფოთლები! იყავ მარადმწვანე!

დაფნემ წყნარად ააშრიალა ხშირი ფოთლები და, თითქოს თანხმობის ნიშნადო, დახარა თავისი ამწვანებული კენწერო.

 

მთარგმნელი: შალვა გვინჩიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ