მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 633 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ინდოეთს ექსპორტის მოცულობით ყავის მსოფლიო ბაზარზე სტაბილურად უჭირავს მეექვსე-მეშვიდე ადგილი, ხოლო აზიაში იკავებს მესამე ადგილს. წელიწადში იგი აწარმოებს დაახლოებით 350 000 ტონა ყავას. 

მუდმივად იზრდება  შიდა ბაზარიც და ბოლო ათი წლის განმავლობაში ინდოეთში ყავის მოხმარება თითქმის გაორმაგდა.

ინდოეთში ყავის პლანტაციების მიერ დაკავებული ფართობი დაახლოებით 388 ათასი ჰექტარია, რომელზეც დაახლოებით 124 ათასი ფერმა მდებარეობს. 

სამ მილიონზე მეტი ინდოელი ყოველდღე მიდის ყავის პლანტაციებში და ჩართულია ყავის მოვლის, აღების, მოხალვის და წარმოების სხვა პროცესებში. 

ქვეყანას აქვს პროდუქტის ხარისხის წარმოუდგენლად განვითარებული სისტემა და მძლავრი სამეცნიერო ბაზა, რომელიც ეწევა ყავის აგროკულტურის შესწავლას და განვითარებას.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, ინდოეთი გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა აფრიკის საზღვრებს გარეთ, რომელმაც ყავის ნარგავები წარმოების მიზნით გააშენა.

ლეგენდის თანახმად, არაბები ძალიან უფრთხილდებოდნენ ყავის ინდუსტრიას და ყავის მარცვლების ქუჩაში გამოტანა და გადატანა აკრძალული იყო.

იემენელმა პილიგრიმმა - ბაბა ბუდანმა (baba budan) მოსასხამში დამალული ყავის შვიდი მარცვალი იემენის პორტ მოკოდან შეიტანა და  დარგო ჩანდრაგირის მთიან ტერიტორიაზე, კაიტანაკში. საუკუნის შემდეგ, მადლიერმა შთამომავლობამ იმ ადგილს ბაბაბუდანის ბორცვები უწოდა, სადაც დღემდე მოჰყავთ შესანიშნავი ხარისხის ყავა.

წინათ, ინდოეთში ყავის პლანტაციები მხოლოდ დეკორატიული მიზნით გამოიყენებოდა. მაშტაბურად ყავის გაშენება დაიწყო მხოლოდ 1840 წელს, ბრიტანელი კოლონიზატორიების მიერ.

როგორც კი ყავის გემო და არომატი საკადრისად დააფასეს, მისი წარმოება დაიძრა და იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ სულ რაღაც რამოდენიმე წლის შემდეგ დაიწყო ინდური ყავის ექსპორტი. ამჟამად ინდოეთი ყავის მსხვილი მწარმოებელია. ყავის პლანტაციების რაოდენობა ქვეყანაში 100 000-ზე მეტია. 

საკმაოდ მაღალი ხარისხისა და მისაღები ფასის გამო ინდოეთი მსოფლიო ყავის ბაზრის სხვა მომწოდებლების მუდმივი კონკურენტია.

წარმოების დიდი ნაწილი მოდის რობუსტაზე, რომლის წილი საერთი მოსავლის 60%-ზე მეტია. თუმცა, მთვარი აქცენტი კეთდება არაბიკაზე, რომელმაც ინდოეთის მიწებზე სრულყოფილების მწვერვალს მიაღწია.

ყავის წარმოება ინდოეთის სხვადასხვა რეგიონებში იყოფა სამ ძირითად ტიპად: ტრადიციული, არატრადიციული და აღმოსავლური. შესაბამისად ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ხარისხით და საგემოვნო თვისებებით.

ტრადიციულ არეალში შედის ინდოეთის სამხრეთ შტატების პლანტაციებში მოპოვებული ყავა, მათ შორის კარნატაკაში, კერალასა და ტამილ-ნადუში. 

არატრადიციული არეალში შედის ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონი, რომელიც მოიცავს შვიდ შტატს: ასამი, მეგალაია, მანიპური, ტრიპურა, მიზორამი, არუნაჩალ-პრადეში და ნაგალანდი. 

აღმოსავლურ არეალში შედის ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონი რომელიც მოიცავდა ორ შტატს: ორისა და ანდხრა პრადეში.

ინდოეთში ყავის მთავარ ჯიშად მიიჩნევა არაბიკა, რომელიც კარგად ხარობს ინდური ნიადაგების თავისებურებების გამო. ინდური არაბიკის ჯიშები ხარისხიან პროდუქტად მიიჩნევა და ყველა კონტინენტზეა გავრცელებული.

ინდოეთში არაბიკის ძირითადი ბოტანიკური ჯიშებია კენტი, კატიმო, S.795 და Sln.9. 

კენტის ჯიშის ყავა გამოირჩევა დაავადების მიმართ შესანიშნავი გამძლეობითა და მიმზიდველი გემოთი. სახელწოდება ყავამ მიიღო ინგლისელი პლანტატორის საპატივცემულოდ, რომელმაც პირველად გამოყვანა ამ ჯიშის ყავა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ინდური არაბიკის ჯიშია - S.795. იგი მდგრადია დაავადებების მიმართ, მაღალმოსავლიანია და გააჩნია შესანიშნავი ბალანსირებული გემო.

ჟანგის სოკოს ეპიდემიას ვერც ინდოეთი გადაურჩა. დაავადებამ მნიშვნელოვნად დააზიანა არაბიკას პლანტაციები, ამიტომ ინდოელ მწარმოებლებმა აქცენტი ყავის კიდევ ერთ პოპულარულ სახეობა - რობუსტაზე, ასევე ჰიბრიდულ და სხვა ჯიშებზე გააკეთეს.

ადგილობრივი ყავის ძირითად პრობლემას წარმოადგენს ზედმეტად მაღალი ტენიანობა, რომელიც იწვევს ნაყოფის დაობებას და ლპობას, რაც ნეგატიურად აისახება მოსავალზე.

ინდოელი მწარმოებლები დიდ ყურადღებას აქცევენ და მკაცრად აკონტროლებენ საკუთარ პლანტაციებს. ყავის ხეეების კულტივაციას ისინი უფრო მაღალი, დამცავი ხეების საშუალებით ახორციელებენ. 

კულტურის მოყვანის ამ ტექნოლოგიას ეწოდება Shade Grown („ჩრდილში მოყვანილი“). იგი საშუალებას იძლევა მიღწეული იქნას ბუნებრივი პირობები, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია მთიან, ტროპიკულ ტყის მასივებში მზარდი ყავის ხეების გარემო პირობებთან.

ინდოეთში ყავის ხეები იზრდება უნიკალურ ორსართულიან შერეულ ჩრდილში, რომელსაც უზრუნველყოფს მარადმწვანე პარკოსანი მცენარეების გვირგვინები. საერთო ჯამში, ყავის პლანტაციებში 50-მდე სხვადასხვა ტიპის ეგრეთ წოდებული ჩრდილის ხე გვხვდება. 

გარდა ისეთი მკაცრი პირობებისა, როგორიცაა ძლიერი ქარი და წვიმა, ჩრდილის ხეები იდეალურ პირობებს ქმნის მავნებელი მწერების ბუნებრივი მტრები ფრინველებისთვის. ასევე ხელს უწყობენ ნიადაგის ეროზიის მნიშვნელოვნად შემცირებას.

ყავის ხეების გაშენების ეს სისტემა მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული, ამიტომ ინდოეთიდან ექსპორტირებული არაბიკა მაღალი რეიტინგითაა შეფასებული ყავის მსოფლიო ბაზარზე.

ინდოეთში ყავის ხეები რეგულარულად ისხვლება, რაც მოსავლის აღების პროცესს ბევრად აადვილებს. სხვათა შორის, ინდური ყავის მოკრეფა და დამუშავება მხოლოდ ხელით ხდება.

ინდური ყავა გემოვნური თვისებებით წააგავს ინდონეზიურ ყავას. ყავის გურმანები მას აფასებენ როგორც რბილი, განუმეორებელი გემოს მქონე პროდუქტს, სასიამოვნო არომატითა და მცირე მჟავიანობით. ინდური ყავის მირთმევა შეიძლება როგორც მონოსორტის სახით, ასევე როგორც ბაზა კუპაჟისთვის.

ინდოეთში, ყავა იზრდება იმავე პლანტაციებში, სადაც სხვადასხვა ეგზოტიკური სანელებლებია გაშენებული. საწყობებშიც კი ინდური ყავის მოსავალი ინახება მშრალი სანელებლების მეზობლად, ამიტომ ყავა იძენს ილის (კარდამონი), ვანილის, დარიჩინის და სხვა სანელებლების მომხიბვლელ არომატს. 

არსებობს სრულიად უნიკალური ჯგუფის ინდური ყავა, რომელსაც მუსონურ ყავას უწოდებენ. იგი სრულიად განსხვავდება ტრადიციული ჯიშებისგან. ამ ტიპის ყავა ცნობილი იყო ჯერ კიდევ მე-XIX საუკუნეში, თუმცა ტერმინი „მუსონური“ გაჩნდა უფრო მოგვიანებით.  

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, როცა ინდოეთიდან ევროპაში ყავა ხომალდებით გადაქონდათ, თვეების განმავლობაში უწევდათ ოკეანეში ყოფნა. ამგვარად, ყავა, რომელსაც ხომალდის ტრიუმებში და პორტის საწყობებში ინახავდნენ, იღებდა შესანიშნავ, ცინცხალ მარილიანი ზღვის ჰაერის გემოს.

რა თქმა უნდა დღესდღეობით ყავის ტრანპორტირება დალუქული ჰერმეტული კონტეინერებით ხდება და არ იცვლის თავის თვისებებს, თუმცა იმისთვის, რომ ყავას მიიღოს „მუსონური“ თვისებები, მწარმოებლები ყავას ინდოეთის ოკეანის პირას განსაკუთრებულ ღია საწყობებში ათავსებენ. ამ დროის განმავლობაში, მარილიანი ქარი, რომელიც მუსონის სეზონზე უბერავს (ივნისიდან სექტემბრამდე), განსაკუთრებულ, „ოკეანის სულს“ შთაბერავს ყავის მარცვლებს.

როდესაც მარცვლეული ინახება სანაპიროზე, ხდება უნიკალური გარდაქმნები - ზღვის ტენიანი ჰაერის ზემოქმედებით, მარცვლები ოდნავ ღვივდება, იძენს დამახასიათებელ გემოსა და არომატს და იცვლის ფერს. მუსონის ყავა ინდოეთიდან ნამდვილი საგანძურია ყავის გურმანებითვის, რომლებიც აუწერელ სიამოვნებას იღებენ მუსონური ყავის ღრმა, ძლიერი, შებოლილი და თამბაქოს არომატით.

ინდური ყავის ცნობილი ბრენდებია: Mysore coffee, Monsooned Malabar Coffee, Caffè BABA BUDAN და სხვა...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ