პერუ რეგულარულად იკავებს მე-10 ადგილს ყავის მწარმოებელთა ათეულში წელიწადში 250 000 ტონა ყავით. მოსავლის დაახლოებით 70% არაბიკაა, ხოლო 30% რობუსტა.
პერუში ყავის ისტორია სათავეს უძველესი დროიდან იღებს. 1936 წელს უილიამ აკერმა საკუთარ წიგნში „ყველაფერი ყავის შესახებ“ დაწერა, რომ პერუს ყავას არ აქვს განსაკუთრებული ხარისხი, მაგრამ ის ადვილად ამოსაცნობია უხეში, მჟავე გემოთი.
თითქმის 80 წლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა და პერუ გახდა ყავის მარცვლების ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელი შეერთებულ შტატებში.
პერუში ყავის კლიმატი მერყეობს ტროპიკულიდან (ქვეყნის დასავლეთი ნაწილი) მშრალ კლიმატამდე (ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი). ყავის პლანტაციების უმეტესი ნაწილი განთავსებულია ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში, თუმცა გასაშენებლად ვარგისია პრაქტიკულად მთელი ქვეყნის ტერიტორია. ამიტომ პერუში უამრავი ყავის პლანტაციაა, რაც განაპირობებს რეკორდულ მოსავალს.
პერუს ყავა ტრადიციებისა და პროგრესის ჰარმონიული შერწყმის ნათელი მაგალითია. ადგილობრივი ყავის გემო გამოირჩევა სირბილით, შესამჩნევი მჟავიანობით, ღრმა არომატით, მოტკბო გემოთი ვანილის ნოტებით.
პერუში წარმოებული ყავა გამოიყენება საკუპაჟედ ესპრესოსთვის, სხვა ქვეყანაში წარმოებულ ყავის ჯიშებთან ერთად, ანუ ნაკლებად მკვეთრად გამოხატული არომატის ყავას აძლიერებენ პერუს ყავის შერევით.
ყავის ინდუსტრიაში 160 ათასი პერუსელი ოჯახია დასაქმებული, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან წარმოებული პროდუქტის ხარისხს. წარსულში სახელმწიფო მხარს არ უჭერდა ყავის კულტურის საექსპორტო მიმართულების განვითარებას, თუმცა ამჟამად ყავის ხარისხი მკაცრად კონტროლდება ყავის სახელმწიფო პალატის მიერ.
კერძოდ, ყავის მარცვლების გადის არა მხოლოდ ვიზუალურ კონტროლს, არამედ პრაქტიკულად ყველა პარტიიდან იღებენ ნიმუშებს, რათა შეამოწმონ, რამდენად შეესაბამება ყავის მარცვლები ბიო-ყავის სტანდარტებს.
მართალია სახელმწიფოს მიერ ყავის ხარისხი კონტროლდება, მაგრამ ყავის მაღალი ორგანული თვისებები, პირველ რიგში განპირობებულია მოსახლეობის სიღარიბით, რომელთაც ხშირად არ აქვთ საკმარისი თანხები ქიმიური სასუქების შესაძენად.
პერუში ყავის დამუშავება ხდება სველი მეთოდით პირდაპირ პლანტაციებში, რაც არაერთგვაროვნად აისახება ყავის ხარისხზე..
თავისი საგემოვნო თვისებებით პერუს ყავა ყველაზე ახლოს დგას მექსიკურ ყავასთან. ისევე, როგორც მექსიკა, პერუც რეგულარულად ზრდის წარმოების მოცულებას და მტკიცედ უჭირავს წამყვანი პოზიციები ყავის მსოფლიო ბაზარზე. პერუდან საუკეთესო ყავის ექსპორტი ხდება იაპონიაში, იტალიაში, გერმანიასა და აშშ-ში.
2006 წელს, ამერიკის ყავის ასოციაციამ (Speciality Coffee Association of America) 25 ქვეყნიდან სადეგუსტაციოდ წარმოდგენილ 139 ყავის ნიმუშებში, საუკეთესოდ შეაფასა პერუში, ანდის მთისწინეთში მოყვანილი ორგანული ყავა, რომელიც გაშენებულია ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე.
მიუხედავად იმისა, რომ პერუ კარტოფილის სამშობლოდ მიიჩნევა, ტრადიციული პერუს ყავის სმის ცერემონიალი მოიცავს სულ სხვა დამატებით ინგრედიენტს, კერძოდ - კოკას ფოთლებს. დიახ, საუბარია მცენარეზე, რომლისგანაც მზადდება მსოფლიოში ცნობილი არალეგალური ნარკოტიკი.
მათ, ვინც პერუში მოხვდა, აუცილებლად უნდა დააგემოვნოს ნამდვილი „Inca Coffee“. ინკების ყავას ამზადებენ არაჩვეულებრივი მეთოდით: დასაწყისში, ბარისტა ასხამს კოკას ფოთლებისგან დატენებულ ჩაის, ამატებს ესპრესოს და შემდეგ ზემოდან ათავსებს კოკას რამდენიმე ფოთოლს.
ეს სასმელი წააგავს გაზავებულ ამერიკანოს, მაგრამ კარგად ხსნის თავის და სხვა ტკივილებს. ბევრი აღნიშნავს, რომ ინკების ყავამ ისინი იხსნა ალბათ ის გიშველის პერუს მაღალმთიანეთში წნევის ცვალებადობით გამოწვეული პრობლემებისგან.
პერუს ყავის ცნობილი ბრენდებია: Norte, Chan-chamayo, Cuzco, Urambama, Madeo, Puno, San Martín, Piura Cajamarca და სხვა...
















