პუერტო-რიკო სუვერენული სახელმწიფოა კარიბის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, პუერტო-რიკოს კუნძულზე. იგი ეკუთვნს დიდი ანტილის არქიპელაგს. ქვეყანას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ვირჯინიის კუნძულები, ხოლო დასავლეთიდან დომინიკელთა რესპუბლიკა.
პუერტო-რიკოს ტერიტორიაზე ყავის ნერგები პირველად 1736 წელს ესპანელებმა კუნძულ მარტინიკიდან შეიტანეს.
ყავის კულტურას თავდაპირველად დიდი ყურადღება არ ექცეოდა, თუმცა თითქმის საუკუნე ნახევრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კუნძულის კლიმატური პირობები საშუალებას იძლეოდა ეწარმოებინათ ძალიან გემრიელი და უჩვეულო არომატის ყავა.
მე-XIX საუკუნის ბოლოს, საერთაშორის ბაზარზე ყავის მიწოდების მხრივ პუერტო-რიკოს მე-6 ადგილსაც კი იკავებდა მსოფლიოში. ყავის ხარისხი და გემო იმდენად კარგი იყო, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში პუერტო-რიკოში წარმოებული ყავით მარაგდებოდა ვატიკანი.
მე- XX საუკუნის დასაწყისი ყავის ინდუსტრიისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა რამდენიმე დიდი ქარიშხლისა და შტორმის გამო, რადგან გარდა იმისა, რომ დაიტბორა და განადგურდა ყავის პლანტაციები, მოხდა ქვეყნიდან სამუშაო ძალის გადინება.
დღესდღეობით, პუერტო-რიკოში ინტენსიურად მიმდინარეობს ყავის პლანტაციების აღდგენა და ახალი პლანტაციების გაშენება, რამაც ხელი შეუწყო მსოფლიოში მისი ცნობადობისა და პოპულარობის გაზრდას.
აღსანიშავია, რომ პუერტო-რიკოში მოქმედებს ამერიკული შრომის მინიმალური ანაზღაურების სავალდებულო წესი, ამიტომ მწარმოებლებს მუშახელი ძვირი უჯდებათ ყავის სხვა მწარმოებელ ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, პუერტო-რიკული ყავის საბითუმო ფასები შედარებით მაღალია.
პუერტო-რიკო აწარმოებს ელიტარულ ყავას - Specialty Coffee, რომლის ექსპორტი ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და იაპონიაში.
ქვეყანაში ყავის მოყვანასა და გადამუშავებას უდგებიან კომპეტენტურად, უახლესი სამეურნეო და სამეცნიერო და ტექნიკური მიღწევების გამოყენებით, მაგრამ ქიმიური სასუქების გამოყენების გარეშე.
პუერტო-რიკოში კლიმატი ტროპიკულია, რბილი, მცირე სეზონური ტემპერატურული ცვლილებებით. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურა ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე ჩრდილოეთ ნაწილში, ხოლო ცენტრალური მთიანი ნაწილი უფრო გრილია, ვიდრე დანარჩენ კუნძულზე. საშუალო წლიური ტემპერატურაა 28 ° C.
პუერტო რიკოში ნიადაგი ვულკანურია და მდიდარია მინერალებით, რაც გავლენას ახდენს ყავის ხარისხსა და გემოზე.
პუერტო-რიკოში ყავის პლანტაციები გაშენებულია ზღვის დონიდან 1000 მ-ზე მეტ სიმაღლეზე კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იაუკოს რაიონში და ქალაქ ლარესის მიდამოებში - პუერტო რიკოს სამხრეთით მდებარე მთებში.
შესაბამისად, ორი უმაღლესი ხარისხის ყავის ჯიში - Yauco Selecto და Grand Larec მიეკუთვნება მსოფლიოში საუკეთესო არაბიკის ყავის ჯიშებს.
Yauco Selecto არაბიკა ქვეყნის მხოლოდ სამ ფერმაში მოჰყავთ. ყავა საკმაოდ იშვიათი და უნიკალურია, აქვს ჰარმონიული გემო, რომელშიც იგრძნობა ნაღების და შოკოლადის სიტკბო, სანელებლების გამყოლი გემო, ძალიან შესამჩნევი კაკლისა და შოკოლადის ნოტები.
არაბიკა - Grand Larec ძალიან წააგავს ცნობილ იამაიკურ არაბიკას - Blue Mountain. მის გემოში აშკარად იგრძნობა სასიამოვნო სიმჟავე და ხილის ნოტები, არომატი ნაზი და სასიამოვნოა, შავი შოკოლადის ნოტებით.
კიდევ ერთი ცნობილი ყავაა - CRUZ, რომელიც იშვიათად ხვდება მსოფლიოს ბაზარზე. იგი გამოირჩევა დელიკატური მჟავიანობით, ტროპიკული ხილის ნოტებით, სასიამოვნო არომატი და კვამლის მსუბუქი ელფერი.
პუერტო რიკოს პლანტაციებში მოყვანილ არაბიკის ყველა სახეობას აქვს თანაბარი და ლამაზი მსხვილი მარცვლები. ხშირად პუერტო რიკოს არაბიკა გამოიყენება, როგორც ინგრედიენტი ყავის ბლენდების შემადგენლობაში.
პუერტო რიკოს ყავა არ შეიძლება ეწოდოს ყავას, რომელიც სუპერმარკეტებს დიდი რაოდენობით მიეწოდება, ეს მარკეტინგული სვლაა და პოპულარიზაციისთვის არის განკუთვნილი.
პუერტო რიკული ყავის ცნობილი ბრენდებია: Alto Grande, Volcanica Puerto Rico, Cafe Yaucono, Cafe Rico Ground, Cafe Crema, Cafe Lareno და სხვა...