მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 459 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ვენესუელაში ყავა პირველად შეიტანა ესპანელმა მოგზაურმა, მისიონერმა და ახალი გრანადას ვიცე გუბერნატორმა ხოსე გუმილიამ.

ახალი გრანადა ესპანეთის სამეფოს საკუთრებაში შედიოდა და აერთიანებდა ვენესუელას, კოლუმბიას, ეკვადორსა და პანამას (არსებობდა 1717-1821 წლებში).

1732 წელს გუმილიამ ვენესუელაში იაფად შეიძინა დიდი რაოდენობით მიწები და ყავის პლანტაციები გააშენა. სამუშაო ძალად იგი მონებსა და დაბალანაზღაურებად მუშახელს იყენებდა, ამიტომ მისი ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა. ყავის პირველი მარცვლები გუმილიამ ბრაზილიაში გაიტანა.

ძალიან მალე გუმილია ევროპაში დაბრუნდა, თუმცა ყავის ინდუსტრიამ, რომელიც მან ვენესუელაში დატოვა, განაგრძო განვითარება. ადგილობრივმა მიწათმოქმედებმა ყავას კაკაოც დაუმატეს და ისე წარმატებულად, რომ 1770-იან წლებში შემოსავლის მხრივ თამბაქოსაც კი გადაასწრო, რომელიც ადრე ყველაზე მომგებიან კულტურად ითვლებოდა.

1810-1823 წლის ომმა ესპანეთთან, რომელიც დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მიმდინარეობდა კაკაოს ინდუსტრია თითქმის გაანადგურა, ყავის მრეწველობა კი პირიქით, გაიზარდა და ვენესუელის ყავა წარმატებით იყიდებდა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებზე.

1830 წელს ყავის გაშენების მოცულობით ვენესუელა მესამე ადგილზე იყო მოცულობით. პლანტაციების გაფართოება მე-19 საუკუნის დასაწყისამდე გრძელდებოდა, თუმცა 1920 წლიდან ყავის ინდუსტრია წავიდა დაღმა სვლისკენ.

ვენესუელაში ყავის ინდუსტრიის განვითარებას ხელს უშლიდა მაღალი ინფლაცია, ნედლეულის, აღჭურვილობისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი. ასევე, დანაშაულის მაღალი დონე. 

ვენესუელაში ნიადაგები იყო ეროზირებული და გამოფიტული, ამიტომ ინვესტორები არ დებენ ინვესტიციებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, რადგან ქვეყნის ბიუჯეტში ძირითადი თანხა ნავთობიდან მოდიოდა (ექსპორტის 80%).

ინდუსტრია სწრაფი ტემპებით ეცემოდა და 2001 წელს მსოფლიო ყავის წარმოებაში ვენესულას წილი შეადგენდა მხოლოდ 1%-ს.

ქვეყნის პრეზიდენტის უგო ჩავესის რეგულაციებმა, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა ყავის წარმოება ამაო გამოდგა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 2009 წელს ვენესუელას მარკეტებიდან ყავა საერთოდ გაქრა. ქვეყანა იძულებული გახდა დეფიციტი ბრაზილიიდან, ჰონდურასიდან, კოსტა-რიკიდან და ნიკარაგუადან შესყიდული ყავის მარცვლებით შეევსო.

რაც შეეხება ვენსუელური ყავის ხარისხს, მიიჩნევა, რომ საუკეთესო ჯიშის ყავა მოჰყავთ ქვეყნის დასავლეთით მდებარე პლანტაციებში, კოლუმბიასთან ახლოს.

არაბიკა გაშენებულია ვენესუელას მთიან რეგიონებში, ხოლო ვაკეზე - რობუსტა.

ახალგაზრდა ყავის ხეები ნაყოფის მოცემას იწყებენ 4 წლის შემდეგ, ხოლო თითოეული ყავის ხის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 50 წელი. 

შტატის დასავლეთით, ანდებში (კოლუმბიის საზღვარზე), არაბიკა მოჰყავთ - 300-1520 მ სიმაღლეზე (სხვა წყაროების მიხედვით - 800-1700 მ). აქ მცენარეები უზრუნველყოფილი ჩრდილით, რაც აუცილებელია ხარისხიანი ყავის მოსაყვანად. არაერთი კარგი ჯიშია გაშენებული ზღვის დონდან 1800 მეტრზე მაღალ მთიან რეგიონებში, თუმცა პროდუქტიულობა დაბალია და ხეები ძალიან ნელა იზრდება.

ვენესუელას სამრეწველო სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ პრაქტიკულად მთელი ყავა მოიხმარება ქვეყნის შიგნით.

ვენესუელაში წარმოებულ საუკეთესო ყავად მიიჩნევა „Maracaibo“, რომელიც პორტის სახელია, საიდანაც ხორციელდებოდა მსოფლიოს ქვეყნებში ვენესუელური ყავის ექსპორტი. მარაკაიბო დამუშავებულია სველი მეთოდით, მიჩნევა ელიტურ ყავად და მოთხოვნით სარგებლობს ყავის გურმაენბს შორის.

ვენესუელის აღმოსავლეთ ნაწილში მოყვანილ ყავის ჯიშებს შორის ყველაზე ცნობილი ჯიშია „Caracas“, რომელიც ატარებს ქვეყნს დედაქალაქის სახელს.

ვენესუელური ყავის საუკეთესო ნიმუშების მარკირება ხდება წარწერით - "Lavado Fino". მისი ძირითადი მყიდველები არიან ამერიკული, გერმანული და ბელგიური კომპანიები.

ბოლო პერიოდში ქვეყნის მთავრობა ცდილობს მოახდინოს ყავის გაშენებისა და წარმოების სტიმულირება და პერეორიენტაცია საერთაშორისო ბაზრებზე.

ვენესუელური ყავის ცნობილი ბრენდებია: Maracaibo coffees,  Cúcuta,  Mérida, Trujillo, Táchira და სხვა...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ