მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1120 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მსოფლიო ყავის ბაზარზე ერთ-ერთი ახალბედა მოთამაშეა, თუმცა ყავის მოყვარულთა შორის კენიური ყავა ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა აფრიკის კონტინენტზე.  

კენიაში ყავის ისტორია დაიწყო 1893 წელს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ტერიტორიულად ძალიან ახლოს იყო ყავის წარმოების მსოფლიო რეკორდსმენებთან - ეთიოპიასთან და იემენთან.

ამგვარად,  მე-XIX საუკუნის დასასრულამდე კენიელი ფერმერები არც კი ფიქრობდნენ ყავის ბიზნესზე, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაფუძნდნენ ფრანგი მისონერები, რომლებიც მიხვდნენ, რომ ადგილობრივი ნიადაგი და კლიმატი იდეალური პირობები იყო ყავის კულტივირებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ეკლესიამ ითამაშა გადამწყვეტი როლი კენიური ყავის  კულტურის განვითარებაში. პირველი ნარგავები კენიაში ჩამოიტანეს კუნძულ რეუნიონიდან (ყოფილი ბურბონი), რომელიც ყავის ისტორიაში ცნობილია, როგორც უიშვიათესი ელიტური ჯიშების სამშობლო.

კენიური ყავა აფრიკული ქვეყნების პროდუქციის  ეტალონია, ხოლო კენია ყველაზე მსხვილი ყავის მომწოდებელია აფრიკაში, რომლის მიერ წარმოებულ ყავის მარცვლებს საკმაოდ მაღალი ადგილი უჭირავს ყავის ჯიშების მსოფლიო რეიტინგში. 

პრიმიტიული სოფლის მეურნეობის პრაქტიკებიდან, პლანტატორები გადასული არიან წარმოების უახლეს მეთოდებზე, რაც გულისხმობს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებას და უახლეს სამეცნიერო მიღწევებს. 

გაზვიადება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ აფრიკის ქვეყნებს შორის კენია ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა ყავის ხეების მოყვანისა და დამუშავების კულტურის თვალსაზრისით. შედეგი აშკარაა: კენიური ყავა აფრიკის ქვეყნებში ყავის პროდუქტების სტანდარტად მიიჩნევა.

დღესდღეობით, კენიაში ყავის კულტივირება ხდება როგორც დიდ პლანტაციებში, ასევე მცირე ფერმერულ მეურნეობებში. ყავა გაშენებულია კილიმანჯაროს ფერდობებზე. მას ახასიათებს ნაჯერი გემო და არომატი პურის ნოტებით და მაღალი მჟავიანობით. 

კენიელი ფერმერები უაღრესად პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმიანობას და ექსპორტზე გაგზავნამდე მკაცრად აკონტროლებენ ყავის ხარისხს.

ყავის მარცვლების კლასიფიკაცია ხდება ყოველკვირეულ აუქციონზე კენიის დედაქალაქ ნაირობიში. სტატისტიკის მიხედვით, დღეს კენია აფრიკის კონტინენტზე მწვანე ყავის წამყვან ექსპორტიორთა შორისაა. ყოველწლიური მიწოდება  აღემატება 800 000 ტომარას. 

კენიური ყავა კლასიფიცირებულია რამდენიმე ტიპად, რაც დამოკიდებულია რეგიონზე, სადაც იზრდება ყავა. საუკეთესო ყავის პლანტაციები გაშენებულია „მერუსა“ და „კილიმანჯაროს“ ფერდობებზე.  აქ მოყვანილი მოსავალი ყავის მოყვარულებს ხიბლავს რთული გემოთი და მკაფიოდ გამოხატული ღვინის მოტივებით. მისი გამოცნობა ათასი ჯიშიდან შეიძლება განსაკუთრებული მჟავიანობით, რაც კენიურ აყენებს ყავის პრემიალური ბრენდების გვერდით.

შეიძლება ცალკე გამოიყოს კენიური ყავის ჯიში „რუირუირუ“ (Kenya AA Ruiruiru), რომელიც არ ჰგავს სხვა ჯიშებს, მაგრამ შესანიშნავი და განსხვავებული გემო გააჩნია.

სხვა კენიური ჯიშებიდან აღსანიშნავია:

 „პიბერი“ (Peaberry) - ციტრუსის ბუკეტითა და  სიმაგრით და „მოლინარი“ (Molinari) - ჰარმონიული არომატით, ხილის ნოტებით და მუქი შოკოლადის მდიდრული ფერით.

კენიაში მოყვანილი ყავის მარცვლები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ზომისაა, ამიტომ ქვეყანაში არსებობს მარცვლების ოფიციალური კლასიფიკაცია, რომელიც მარცვლების ზომაზეა დამოკიდებული.

მაგალითად - Elephant Grade ან E - ყველაზე დიდი ზომისა და ძვირადღირებული ნაყოფია, რომელიც იშვიათად გვხვდება; РВ - შედის პიბერის პრაქტიკულად ყველა ჯიშის ყავა. 

Kenya AA – ითვლება საუკეთესო ყავად (ნაყოფის სიგრძე 7.2 მმ). Kenya АВ - ასევე პრემიალური ყავაა, თითქმის უდეფექტო მარცვლებით (ნაყოფის სიგრძე 6.3 მმ)

ხოლო - Kenya С, ТТ, Т, МН, МL - დაბალარისხიანი ყავის მარცვლებია სერიოზული დეფექტებით: ძალიან პატარა ზომის, დაუმწიფებელი, დაზიანებული ან ზედმეტად დამწიფებული.  როგორც წესი, კენია არ ახდენს ყავის ასეთი კატეგორიის მარცვლების ექსპორტს, რადგან საექსპორტო პრიდუქცია მზადდება მხოლოდ  С-კატეგორიის ზემოთ მდებარე ყავის მარცვლებიდან. 

თუმცა, ზოგიერთი კომპანია-მწარმოებელი ზოგჯერ შეისყიდის დაბალი კატეგორიის მარცვლებს და იყენებს მას დაბალხარისხიანი ხსნადი ყავის დასამზადებლად.

კენიური ყავა განსაკუთრებით უყვართ შვედეთის, გერმანიისა და ფინეთის მკვიდრთ, რომლებიც ძალიან აფასებენ მაღალი ხარისხის ყავას სპეციფიკური მჟავიანობით. 

ცნობილი კენიური ყავაა - Volcanica , Cooper’s Cask , Malongo, Henry’s House Of Coffee, Java House, Gevalia Special Reserve, Nairobi, Chiru და სხვა...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ