მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 300 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

კამერუნი პატარა სახლმწიფოა ცენტრალურ აფრიკაში, რომელიც ბევრისთვის ნავთობით მდიდარ ქვეყანასთან ასოცირდება და ერთადერთი სახელმწიფოა აფრიკაში, სადაც ნავთობპროდუქტების და სხვა სასარგებლო წიაღისეულის ინდუსტრიის წყალობით, მოსახლეობის შემოსავლის დონე აჭარბებს ათას დოლარს.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ერთ-ერთი ერთი ძირითადი პროდუქტი, რაც გადის ექსპორტზე  ბანანებთან, თამბაქოსთან და ბამბასთან ერთად, არის ყავა. 

მიიჩნევა, რომ პირველი ყავა კამერუნში პორტუგალიელებმა ჯერ კიდევ 1472 წელს ჩაიტანეს.  მასიურად ყავის გაშენება კი ქვეყანაში 1884 წლიდან იწყება, გერმანიის კოლონიური ეპოქის პერიოდში, როცა  გერმანელებმა საცდელი პლანტაციები გააშენეს ქვეყნის შიდა რეგიონებში.

თითქმის ყველა ყავის პლანტაცია მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომელიც დაფარულია მაღალი მთის პლატოებითა და ფერდობებით, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან აღწევს ათას ხუთასს მეტრს.

კამერუნის ბუნებრივი და კლიმატური პირობები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ამ ქვეყანას ხშირად "მინატურულ აფრიკას" ეძახიან. ქვეყნის სამხრეთით, ჰავა ნოტიოა, ხოლო ჩრდილოეთით, პირიქით, მშრალი.

მიუხედავად ამისა, იქ მთელი წლის განმავლობაში ცხელა და საშუალო წლიური ტემპერატურა არ ჩამოდის 26 გრადუსზე დაბლა. ზომიერი კლიმატისა და ნოყიერი ნიადაგის კომბინაცია ყველაზე ხელსაყრელ გარემოს ქმნის ცენტრალური აფრიკის ყავის საუკეთესო ჯიშების გასაზრდელად.

კამერუნის პლანტაციებში მოყვანილი ყავა მაღალხარისხიანად მიიჩნევა. მას აფასებენ და აღიარებენ მთელს მსოფლიოში. საუკეთესო ყავა, რომელსაც იყენებენ ელიტური კუპაჟების მისაღებად, ბამილეკესა და ბამუნის რაიონებში მოჰყავთ.

კამერუნში წარმოებული ყავის 70% პროცენტი რობუსტაა, რომელიც ქვეყნის დაბლობ რაიონებშია გაშენებული.

კამერუნული რობუსტა არ არის მწარე, გამოირჩევა განსაკუთრებული სირბილით, ხოლო მის გემოში იგრძნობა ხილის მსუბუქი ნოტები. კამერუნის რობუსტას ხშირად იყენებენ სუფთა სახით, მისი მაღალი ხარისხის გამო.

დანარჩენი 30% პროცენტი არაბიკაზე მოდის, რომელიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ვულკანურ პლანტაციებში მოჰყავთ. კამერუნის არაბიკა გამოირჩევა გემოში მჟავიანობის  არ არსებობით, სასმელის ღია ფერით და სასიამოვნო ყვავილოვანი  ბუკეტით. 

კამერუნში ყავის კულტურის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სველი და მშრალი გადამუშავების სადგურებიდან ფერმერული მეურნეობების დაშორება. ფერმერები ძალიან დიდ დროს ხარჯავენ მოსავლის მოწოდებაზე, რაც უარყოფითად აისახება ხარისხზე. 

მიუხედავად იმისა, რომ კამერუნში ყავის ხარისხს და რეალიზაციას აკონტროლდებს კაკაოს და ყავის ეროვნული საბჭო (NCCB), ყავის საერთაშორისო ბაზარს ძალიან ხშირად მიეწოდება დაბალი ხარისხის პროდუქცია, რაც აფრთხობს უცხოელ ინვესტორებს და სახელს უფუჭებს კამერუნულ ყავას.

პრობლემას ნაწილობრივ აგვარებს კამერუნ ბოიო (Boyo). ეს არის ფერმერთა გაერთიანება, რომელიც წარმოადგენ ცალკეულ ჯგუფთა ერთობლიობას. თითოეული ჯგუფის შემადგენლობაში შედის 20 მიწათმოქმედი. გაერთიანების წევრები ერთმანეთს ეხმარებიან სატრანსპორტო, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებში, რითაც თავიდან იცილებენ რეგრესს და აღწევენ სტაბილიზაციას.

ყველა ფერმერი არ არის გაწევრიანებული ბოიოს რიგებში და მუშაობას ძველი მეთოდებით აგრძელებენ, ამიტომ მხოლოდ ბოიოს  წევრები აჩვენებენ პოზიტიურ დინამიკას და ინარჩუნებენ ყავის ბიზნესს ქვეყანაში. 

სხვათა შორის, თავად კამერუნელებს ყავის მოყვარულებს ვერ ვუწოდებთ. შესაძლოა საშუალო სტატისტიკურმა კამერუნელმა დილით მიირთვას ფინჯანი ყავა, მაგრამ ამის შემდეგ, დღის განმავლობაში ისინი უპირატესობას მწვანე დან შავ ჩაის ანიჭებენ.

კამერუნული ყავა გამოიყენება როგორც სუფთა სახით, ასევე სხვადასხვა კუპაჟების მოსამზადებლად. როგორც წესი, კამერუნის ყავას ურევენ უფრო ძლიერ ჯიშებში, რომლებსაც აქვთ სუსტი არომატი. გარდა ამისა, ადგილობრივი ყავა გამოიყენება სწრაფად ხსნადი ყავის დასამზადებლად.

კამერუნული ყავის ცნობილი ბრენდებია: Cameroon Boyo Peaberry, Aroma Ridge, Cameroon Boyo Coffee, Aroma Ridge, Cameroon Mt Oku, Atlanta freshest, Cameroon Peaberry Coffee და სხვა...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ