მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 833 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ყველამ იცის, რომ ჩინეთი ჩაის სამშობლოდ მიიჩნევა, რომელიც ჩაის კულტურის წამყვანი მწარმოებელი და მომხმარებელია მსოფლიოში, მაგრამ ძალიან ცოტას აქვს ინფორმაცია, რომ ეს საოცარი ქვეყანა აწარმოებს მაღალხარისხიან ყავას.

ჩინური ყავას არა აქვს ისე დიდი ისტორია, როგორც მსოფლიო ყავის მწარმოებელ ლიდერ ქვეყნებს, თუმცა პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა.

ყავის ხეები პირველად ჩინეთში ფრანგმა სასულიერო პირმა შეიტანა და გააშენა ჩინეთის დასავლეთ პროვინცია - იუნანში (Yunnan), რომელიც  ცნობილი იყო ნაყოფიერი ნიადაგებით.

მაგრამ, ქვეყანამ, სადაც საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და ხდებოდა ტრადიციული ჩაის კულტურების კულტივირება - ყავა არ მიიღო.

ყავის ხეების გაშენებამ და მარცვლების დამზადება ნამდვილად მაშტაბური გახდა მხოლოდ 1990 წლიდან. სხვათა შორის, ძირითადი პლანტაციები, სადაც მოჰყავდათ სურნელოვანი ყავა, გაშენებული იყოს სწორედ იუნანში, პროვინციაში, საიდანაც ყავის კულტურა პირველად გავრცელდა ჩინეთში.

ჩინეთში ყავის ძირითადი რეგიონები მდებარეობს ზღვის დონიდან 700-დან 1700 მეტრ სიმაღლეზე, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურაა 19-22 ° C. ნალექების წლიური რაოდენობა 600-1800 მმ.

ჩინეთში ყავა ძირითადად სამ რეგიონში მოჰყავთ:

ფუჯიანის პროვინციაში და ჰაინანის კუნძულზე - რობუსტა - მთლიანი წარმოების დაახლოებით 5%.

ხოლო იუნანის პროვინციაში - არაბიკა - სწორედ აქ მოდის ჩინეთში წარმოებული ყავის 95%. პროვინციას ესაზღვრება ვიეტნამი, ლაოსი და ბირმა. ყავის გავრცელების ზონებია იუნანის პროვინციის ქალაქები: პუერი, სიშუანბანა, ვენშანი, ბაოშანი და დეხუნი.

ტერიტორიების უმეტესი ნაწილი მდებარეობს ზღვის დონიდან 1000-2000 მეტრ სიმაღლეზე. ნაყოფიერი მიწები, კაშკაშა მზე, ნალექი და დიდი ტემპერატურული სხვაობა ქმნის იუნანის ყავის განსაკუთრებულ გემოს: მკვრივი, მაგრამ სიმწარის გარეშე, ხილის ნოტებით.

ყავის მარცვლების დამუშავება ძრითადად ხდება სვლი მეთოდით, იშვიათად ნატურალური და „ჰანი“ მეთოდით („ჰანი“ არის დამუშავების მეთოდი, რომლის დროსაც ყავის ნაყოფს აშორებენ კანს და რბილობის ნაწილს. გაშრობისას ასეთი მარცვლები თაფლის ფერს იძენს და წებოვანი ხდება. ამიტომ მეთოდს უწოდებენ "Honey", რაც ნიშნავს "თაფლს").

ჩინეთში უყვართ ფერმენტირებული ყავა, ამიტომ ყავის ფერმებში ხშირად მიმართავენ  ყავის ფერმენტირების ექსპერიმენტებს.

დღესდღეობით, ჩინური ყავა საოცარი, ეგზოტიკური სასმელია. მწარმოებლები ძირითად აქცენტს აკეთებენ შესაბამისობაზე - „ფასი-ხარისხი“. თუმცა მუდმივად ხვეწენ ყავის ხარისხს და ამტკიცებენ, რომ ყავა, რომელსაც სვამთ დღეს, განსხვავებული იქნება ყავისგან, რომელსაც დალევთ ხვალ. 

ამრიგად, მუდმივი განვითარების ტენდენცია ჩინური ყავის მწარმოებლების თვალსაჩინო პრეროგატივას წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ გასულა, რაც ჩინური ყავა გავიდა ყავის მსოფლიო ბაზარზე, მას თავის დამფასებლები გამოუჩნდა, რომლებიც ხედავენ ჩინური ყავის თვალსაჩინო უპრატესობას სხვა ქვეყნების ყავასთან შედარებით.

ევროპის ტერიტორიაზე, კონკრეტულად გერმანიაში, ჩინეთიდან იგზავნება ყავის მარცვლების უზარმაზარი შეფუთვები, მაგრამ ჩინური ყავის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ამერიკის შეერთებული შტატებია. სწორედ იქ ხდება ჩინეთში წარმოებული ყავის დიდი ნაწილის ექსპორტი. გარდა ამისა, ჩინური ყავის აქტიური მომხმარებლები არიან სამხრეთ კორეა და საფრანგეთი.

ბოლო დროს, დაბალფასიან და ხარისხიან ჩინურ ყავას ყიდულობენ ყავის უმსხვილესი მსოფლიო ბრენდები, რომლებიც იყენებენ მას როგორც ძირითად ნედლეულს. ასე, რომ ჩინური ყავის 98%-ის შესყიდვა ხდება მსოფლიოს ცნობილი კომპანიების მიერ.

ჩინური ყავის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა - Unnan Hogood, რომლის პლანტაციების საერთო ტერიტორიამ 2009 წელს - 5300 ჰექტარი შეადგინა.

ჩინელები საკუთარ ყავას აქტიურად არ მიირთმევენ სტერეოტიპების გამო: ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი ყავის მარცვლები ხარისხით ჩამოუვარდება იმპორტირებულს. ყავის უცხოელ მწარმოებლებს არაფერი აქვთ საწინააღმდეგო ამ სტერეოტიპებისა და ცდილობენ მოიპოვონ 1.3 მილიარდიანი ჩინური ბაზრის მომხმარებლების ნდობა.  

მაგალითად, ამ დროისთვის ჩინეთში დიდი პოპულაროობით სარგებლობს ამერიკული კომპანია - Starbucks, რომელიც კონკურნეციას უწევს ჩინურ ყავის გამყოდველ კომპანიას - Luckin Coffee. მხოლოდ შანხაიში Starbucks-ის ასზე მეტი სავაჭრო ობიექტია. 

დღესდღეობით, ჩინური ყავა პერსპექტიული, განვითარებადი პროდუქტია, რომლის მომავალზეც დიდ იმედებს ამყარებენ. ხარისხის კონტროლი და მისაღები ფასი ხელს უწყობს მის პოპულარობას მთელს მსოფლიოში.

ჩინური ყავის ცნობილი ბრენდებია: Shangrila Farms, Lisun, Hogood, Nanguo, Fushan Coffee, Chun Guang, Flying Turtle, Xinzhai Manor და სხვა...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ