ყავა ისრაელის კულტურის შემადგენელი ნაწილია. ისევე, როგორც აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში, ებრაელები ყავას განსაკუთრებული მოწიწებით და პატივისცემით ეპყრობიან.
ისრაელში ყავა არ მოჰყავთ. ქვეყანა შეისყიდის საუკეთესო ხარისხის ყავის მარცვლებს ცნობილი მწარმოებელი ქვეყნებდან და საკუთარი ტექნოლოგიით ახდენს მის გადამუშავებას.
ისრაელის თითეულ ქალაქსა თუ სოფელში შეხვდებით ათეულობით ყავახანას, სადაც შესაძლებელია უგემრიელესი ისრაელის ყავის დაგემოვნება მრავალფეროვან აღმოსავლურ ტკბილეულთან ერთად.
ისრაელური ყავა ებრაელებისთვის იგივეა, რაც ინგლისური ჩაი ბრიტანელებისთვის. ფინჯან ყავასთან ერთად ხდება როგორც მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტა, ასევე განტვირთვა და დასვენება.
ისრაელში, ნებისმიერ ოფისში სტუმარს სთავაზობენ მინიმუმ სამი ტიპის ყავას, აგრეთვე რძს, ნაღებსა და შაქარს.
ისრაელში ყავას მიირთმევენ ყველგან და ყოველთვის. ტრადიციულად, მიირთმევენ 2-3 ფინჯან ყავას, რომელზეც უარის თქმა მასპინძლის უპატივცემულობად მიიჩნევა.
ებრაელები ძირითადად სვამენ ისრაელის ყავას, რომელიც მზადდება არაბიკასა და რობუსტასაგან. ებრაული ყავის ხარისხიანი მარცვლები მთელ მსოფლიოში ცნობილია შესანიშნავი ორგანოლეპტიკური მახასიათებლებით.
ისრაელში პირველ ადგილზე პოპულარობით დგას ესპრესო (ე.წ long espresso), რომელიც შეიცავს უფრო მეტ კოფეინს, ვიდრე სტანდატული ევროპული ესპრესო. ამიტომ, მას აწოდებენ ცედრასთან (გახეხილი ციტრუსი) და ჭიქა მინერალურ წყალთან ერთად - კოფეინის გასანეიტრალებლად.
ესპრესოს გარდა ისაელში ძალიან პოპულარულია ყავა - Afuh Coffee, რომელიც შეიცავს მცირე რაოდენობის ყავას და დიდი რაოდენობით რძეს და ნაღებს.
და ბოლოს, ტრადიციული ებრაული ყავა, რომელსაც ყველა ყავახანაში სთავაზობენ სტუმარს - ეს არის ტკბილი, სქელი, ოდნავ მწველი და მაგარი გამამხნეველი სასმელი, რომელსაც დამატებული აქვს ილი (კარდამონი), დარიჩინი და სხვა აღმოსავლური სპეციები.
ისრაელის ყავის ცნობილი რეცეპტია:
ინგრედიენტები: 200 მილიტრი წყალი, 2 სუფრის კოვზი მაღალხარისხიანი არაბიკა, 1 კბილა ნიორი, შაქარი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მომზადების წესი: ჩაყარეთ ჯეზვეში ყავა, ჩადეთ გასუფთავებული ნიორი და დანის წვერით დაუმატეთ შაქარი, მარილი და წიწაკა (გემოვნებით), ჩაასხით წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე.
მას შემდეგ რაც ყავის ქაფი მაღლა ამოვა, გადმოდგით ჯეზვე ცეცხლიდან და გააგრილეთ 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ კვლავ დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
სულ ეს არის, ებრაული წესით მომზადებული ყავა მზადაა და შეგიძლიათ მიირთვათ და შეექცეთ მწარე შოკოლადთან ერთად. აქვე დავამატებთ, რომ მარილი და წიწაკა არანაირად არ მოქმედებს ყავის გემოსა და არომატზე, ისინი მხოლოდ ოდნავ აძლიერებენ ყავის საგემოვნო თვისებებს.
ისრაელის ყავის ცნობილი ბრენდებია: Aroma Espresso Bar, Arcaffe, Cup O’ Joe, Ilan’s, Café Hillel, Café Neto, Greg და სხვა...