მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 584 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ბელგიური ყავის კულტურას აშკარად ეტყობა ლათინური და გერმანული გავლენა.

ბელგიური სამზარეულო მთელს მსოფლიოში ცნობილია ვაფლებით, შემწვარი მიდიებით და კარტოფილო ფრით. თუმცა ბელგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სასმელების, კონკრეტულად ლუდის წარმოებას. ბელგიაში იწარმოება 500-მე სხვადასხვა ბრენდის ლუდი. ადგილობრივი ლუდის მწარმოებლების კონფედერაცია შეიქმნა ჯერ კიდევ მე-XIX საუკუნეში.

ბელგიური ყავის ისტორია გაცილებით გვიან დაიწყო, თუმცა იგი არანაკლებ საინტერესო ტრადიციებს უკავშირდება.

ბელგიისთვის ყავა მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტის პროდუქტია. ქვეყანა ყოველწლიურად ყიდულობს დაახლოებით 40 ათასი ტონა ყავის მარცვლებს. თითოეული ბელგიელი წელიწადში მოიხმარს დაახლოებით 7,8 კგ ყავას. 

მიუხედავად იმისა, რომ ბელგიაში ყავის მარცვლები არ მოჰყავთ, ადგილობრივი სპეციალისტები ქმნიან ყავის უნიკალურ ნაზავებს მოხალვის სპეციალური მეთოდების გამოყენებით. 

ბელგიურ ყავას იმდენად სურნელოვანი და დახვეწილი გემო აქვს, რომ მისი დაგემოვნება ბელგიურ შოკოლადთან ერთად, რომელიც მთელს მსოფლიოშია განთქმული, ნამდვილ სიამოვნებს წარმოადგენს.

ცნობილია, რომ შავი შოკოლადი სწორედ ბელგიელებმა მოიგონეს პირველებმა შექმნეს შოკოლადის კანფეტები. ამიტომ, ბელგიური ყავა ხშირად მზადდება საერთოდ შაქრის გარეშე და აგილობრივები მას ცოტაოდენ შოკოლადთან ერთად მიირთმევენ. გარდა ამისა, სპეციალური ადგილობრივი რეცეპტებით მომზადებული ბელგიური ყავა ხშირად შეიცავს შოკოლადს.

ყავის მოხმარების კულტურაზე გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ბელგიელების სიყვარულმა რძის პროდუქტების მიმართ. ამიტომ, ადგილობრივ ყავახანებში ფართოდ გამოყენება რძე და ნაღები. ბელგიური ყავის ტრადიციულ რეცეპტებში ხშირად იყენებენ კვერცხს.

ბრიუსელში შეხვდებით მრავალრიცხოვან კაფეებსა და ყავახანებს, რომლეთა უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ქალაქის ისტორიულ ნაწილში. მათ შორის ყველაზე ძველი კაფე A La Mort Subite მდებარეობს Grand Place-ს სახელით ცნობილ მოედანზე, რომელიც გაიხსნა ჯერ კიდევ 1911 წელს და დღემდე ინარჩუნებს ძველი ეპოქის დროინდელ დიზაინის კონტურებს.

აქვე ბელგიური ყავის მოყვარულებს, ან უბრალოდ ყავის მოყვარულებს ვთავაზობთ ორ ყველაზე ცნობილ ბელგიური ყავის რეცეპტს:

Cafe Liegeois - „ლეჟუას“ მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხის გული შაქართან ერთად და კრემისმაგვარი მასით გაავსეთ ფინჯანი ნახევრამდე. 

შემდეგ შეავსეთ ფინჯანი ახლადმოდუღებული შავი ყავით და სასმელი ზემოდან მორთეთ მოთქვეფილი ნაღებითა და გახეხილის შოკოლადით (შოკოლადის ფანტელი).

ფორთოხლის ყავა - ამ შემთხვევაში იყენებთ კვერცხის ცილას. დაუმატეთ ცილას ცოტაოდენი მარილი და ათქვიფეთ მყარი ფენის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ სამი სუფრის კოვზი შაქარი, ცოტაოდენი დარიჩინი და მასა კვლავ კარგად ათქვიფეთ. 

შემდეგ ნაღებს დაუმატეთ ცოტაოდენი ვანილი, კარგად ათქვიფეთ და გაურიეთ კვერცხის ცილისგან მიღებულ ნაღებს.

მიღებული მასა გადაანაწილეთ თანაბრად ოთხ ფინჯანში. შემდეგ ოადუღეთ სამი ფინჯანი ყავა, დაუმატეთ ნახევარი ფინჯანი ფორთოხლის ლიქიორი და ფრთხილად დაასხით ზემოდან კვრცხის ცილისა და ნაღების ფნჯანებში გადანაწილებულ მასას ისე, რომ წარმოიქმნას ორი ფენას. მიღებულ ბელგიურ ფორთოხლის ყავას გემოსთვის მოაყარეთ ცოტაოდენი დარიჩინი.

ბელგიური ყავის ცნობილი ბრენდებია: Beyers, Bresor, Maes, Miko, Mokapi, Rombouts, T'molentje, Verheyen და სხვა...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ