მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 564 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ლუდოვიკო XIV-ემ საფრანგეთში ყავის მოხმარებას მხარი სპეციალური ბრძანებით ჯერ კიდევ 1664 წელს დაუჭირა, ხოლო პირველი ყავახანა პარიზში გაიხსნა 1672 წელს სენ ჟერმენის მოედანზე, თეატრის მოპირდაპირე მხარეს. იგი წარმოადგენდა კონსტანტინეპოლში მედებარე ანალოგიური დაწესებულებების ზუსტ ასლს.

ფრანგული ყავა მალევე ისეთი პოპულარული გახდა, რომ ხელხი მასიურად გადავიდა ყავის მოხმარებაზე, რის გამოც ღვინის მწარმოებელების შემოსავალი მკვეთრად შემცირდა. 

ღვინით მოვაჭრეთა გილდიის წარმომადგენელებმა ყავა წყალში გახსნილ ჭვარტლად გამოაცხადეს. როცა ამან საქმეს არ უშველა, მათ დაიწყეს ადგილობრივი სასულიერო პირების დაფინანსება, რათა მათ ყავა ანათემისთვის გადაეცათ.

საბედნიეროდ მათი  ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა, რადგან ყავა ისეთი პოპულარული იყო, რომ ლუდოვიკო მე-XV მას საკუთარი ხელითაც კი ადუღებდა.

ყავას სიამოვნებით მოიხმარს ქვეყნის მოსახლეობის 90%, მათ შორის 85% აღიარებს, რომ ვერ წარმოუდგენიათ დღე თუნდაც ერთი ლამბაქი ყავის გარეშე.

საფრანგეთში ყავა არ მოჰყავთ, ქვეყანა შეისყიდის  და გადაამუშავებს უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვლებს ყავის მწარმოებელი ლიდერი ქვეყნებიდან. ფრანგები უპირატესობას არაბიკას ანიჭებენ და ძირითადად მას მოიხმარენ.

ფრანგები შესანიშნავად ფლობენ ყავის მოხალვის ხელოვნებას, რამაც სახელი გაუთქვა ფრანგულ ყავას მთელს მსოფლიოში.

ფრანგული მეთოდით მოხალული ყავა გამორჩევა ძლიერი ინტენსივობით, რომელიც ჩამოუვარდება მხოლოდ იტალიურს. მოხალვის შემდეგ ყავის მარცვლები ხდება მუქი ფერის და ბზინვარე დიდი რაოდენობით გამოყოფილ ეთერზეთების გამო. დამზადებულ სასმელს კი დაკრავს დამახასიათებელი მომწარო გემო, რომელიც ნარჩუნდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

სხვათა შორის, ფრანგები ყავას ურევენ არა ჩვეულებრივ, რაფინირებულ, არამედ ლერწმის ყავისფერ შაქარს. ისინი ამტკიცებენ, რომ ფრანგული ყავა ასე უფრო გემრიელია და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

ზოგადად, ფრანგული შაქრიანი ყავა საკმაოდ სპეციფიკური სასმელია, თუმცა მასში არაფერია განსაკუთრებული, უბრალოდ ფრანგები მას თავისებურად ამზადებენ. 

ისინი იღებენ წვრილად დაფქვილ არაბიკას, ყრიან ფინჯანში და ასხამენ ადუღებულ წყალს. ფინჯანის თავზე წარმოიქმნება ყავის ქაფი, რომელზეც აყრიან შაქარს. ამას ძალიან ფრთხილად, მცირე პორციებით აკეთებენ. ამასტან, შაქრის ნაწილი, ფიზიკის კანონების საწინაააღმდეგოდ რჩება ქაფზე, რაც მას სიტკბოს და განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.

საფრანგეთში ძალიან უყვათ ყავა ვანილით, რასაც მოწმობს ფრანგული ყავის უძველესი რეცეპტები. ამიტომ ფრანგი მწარმოებლები ყავის მარცვლებში მცირეოდენი რაოდენობით სურნელოვან ვანილს უმატებენ.

და მართლაც, ვის შეეძლო ისე დაეფასებინა ნატურალური ყავის მარცვლებისა და ნაზი ვანილის დახვეწილი კომბინაცია, თუ არა ფრანგებს?

თუმცა ფრანგული ყავა ვანილით, არა მხოლოდ არომატიზირებული ყავის მარცვლებია. ადგილობრივ ყავახანებში ამზადებენ შესანიშნავ სასმელს, სახელწოდებით - „ფრანგული ვანილი“.

„ფრანგული ვანილის“ მოსამზადებლად საჭიროა 10 მლ. ახლადმოდუღებული ყავა, 50 მლ. მსუბუქად აქაფებული რძე და 30 მლ. სიროფი „გრენადინი“. ბოკალში ჯერ ასხამენ სიროფს, შემდეგ ფრთხილად უმატებენ რძეს, რომ ინგრედიენტები დალაგდეს ფენებად და არ აიჭრას, ბოლოს კი, მესამე ფენად ხდება ყავის დამატება. 

ამგვარ თავისებურ კოქტეილს მიირთმევენ საწრუპავის საშუალებით. ზოგიერთი წინასწარ ერთმანეში ურევს ყველა კომპონენტს, თუ რა თქმა უნდა არ ენანება ისეთი სილამაზის დარღვევა, როგორაც ეს სასმელი გამოიყურება.

საფრანგეთში უაღრეასად პოპულარულია ფრანგული ყავა კონიაკით. კონიაკის დამატება ყავაში საფრანგეთში ჩვეულებრივი მოქმედებაა.

ორი პორცია კონიაკიანი ფრანგული ყავის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოებით 6 სუფრის კოვზი კონიაკი, რომელსაც ასხამენ პატარა ჯამში და წინასწარ შეათბობენ (გაზზე, ან მიკროტალღურ ღუმელში). 

შემთბარ კონიაკს ასხამენ ბოკლებში, ზემოდან ფრთხილად ასხამენ 200 მლ. წყალში მოდუღებულ 1 სუფრის კოვზ ყავას და უმატებენ ორ არასრულ სუფრის კოვზ ლერწმის შაქარს. ყავას აუცილებლად წურავენ, რომ ნალექმა სასმელი არ გააფუჭოს.

ამ ყველაფერს აკეთებენ ფრთხილად, ისე, რომ კონაკის, ყავისა და შქარის ფენები ერთმანეთში არ აირიოს, ხოლო შემდეგ ყავას ზემოდან ათქვეფილ ნაღებს ათავსებენ (საჭიროა 150 მლ. ნაღები. საკმარისია ათქვეფა ბუშტუკების გაჩენამდე).

ნაღებს ბოკალში კოვზის საშუალებით ამატებენ, ხოლო ზემოდან შოკოლადის ფანტელებით ან კაკაოს ფხვნილით ამშვენებენ.

ამგვარად მომზადებული ყავა არა მხოლოდ უგემრიელესი, არამედ ძალიან ლამაზი სასმელია. სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ფანგული ყავა.

ფრანგული ყავა არა მხოლოდ რეცეპტია, არამედ ცხოვრების სტილი. ატმოსფერო. საფრანგეთში ძალიან პოპულარულია ყავა ქაფით, ნაღებით, კონიაკით და ა.შ...

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა პარიზში, არასოდეს დაავიწყდება ადგილობრივი ყავახანები, ლაკონური დიზაინი, ხალხმრავლობა, თამბაქოს ბოლი და რა თქმა უნდა შესანიშნავი ფრანგული ყავა.

ფრანგული ყავის ცნობილი ბრენდებია: Paulig, Malongo, Lobodis, Planteur des tropiques, Broceliande და სხვა...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ