|
სახურავებზე ხმაურობს წვიმა: თითქოს ბავშვები გაყარეს გარეთ და უსუსური ხელებით მძიმედ უკაკუნებენ დაკეტილ კარებს…
აიყოლიებს ფოთლებს უვიცებს, სარკმელს მიხურავს კაცი, რომელსაც წვიმა შორეულ წყლულებს უღვიძებს.
ნაფიქრალს ხელის ჩაქნევით წაშლის… სახურავებზე იძინებს წვიმა: ალბათ ბავშვები შეუშვეს სახლში. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















