|
წვიმს... და იღვრება წვიმის წვეთი ფანჯრის მინაზე... თითქოს სამყაროც ინისლება წვიმის ფერებად... როგორ მაკლია ახლა შენი გრძნობის სინაზე... შორს დარჩენილი ძველი ტანგოს ნაწყვეტ ბგერებად...
დაღლა ეტყობა ღამენათევ, ფერმკრთალ ალიონს... დრო - ბუნებრივი თანამდევი და მასლაათი... მშვიდად უკიდებს წუთისოფლის ჩამქრალ ყალიონს...
გიჟივით გვდევდა მონატრების ჩუმი სიშორე... და იყო რაღაც... - ბავშვობიდან... - რაღაცა წმინდა... და ეს სიწმინდე წლების მერეც ვერ მოვიშორე...
თითქოს სამყაროც ინისლება წვიმის ფერებად... როგორ მაკლია ახლა შენი გრძნობის სინაზე... შორს დარჩენილი ძველი ტანგოს ნაწყვეტ ბგერებად... |
















