|
წვიმდა და წვიმდა, გაურბოდნენ თავსხმას წვეთები, მინაზე წვიმა ანაბეჭდად ხაზებს ტოვებდა. იდგა ოთახში ვნება ერთი სულისკვეთებით, რომ გაეხადა ჩემთვის ტანზე სიმარტოვე და...
ერთსხეულობდნენ ჭერზე ღამის მკრთალი ჩრდილები... სიჩუმეს ფეხზე ბალერინას ეცვა პუანტი და ნაბიჯს დგამდა მოფარფატე გამოცდილებით...
თავში აზრები რა თვალთმაქცად იმალებოდნენ, წვიმანასვამი თეთრი ღამე ჩემს წინ თავს ხრიდა, ვიღაც უკრავდა ჩემს საყვარელ "მამა ლეონე"-ს...
განცდა საწოლთან ნამარხულევ დღეებს ითვლიდა... ჭერზე ჩრდილები ირხეოდნენ უფრო სხვა გზნებით და ღამეს მკლავზე ეწვა ჩემი ჩამოშლილი თმა...
მინაზე წვიმა ანაბეჭდად ხაზებს ტოვებდა, იდგა ოთახში ვნება ერთი სულისკვეთებით, რომ ერთი ღამით გავეყარე სიმარტოვესთან... |
















