|
დაუკრა წვიმამ სევდის კლავიშზე, მინაც წვეთებად დამსხვრევას ითხოვს. ერთად მოვიწყენთ ალბათ სამივე, სარკმელი, მე და ოთახში სითბო...
ღამის სიგრილე სავლებად ვივლე. ოდნავ თვალღია დავტოვე კარი, იქნებ, წვიმიდან მოვიდეს ვინმე...
გუბეები კი გუგებს ხურავენ. სევდის კლავიშზე კვლავ წვიმა უკრავს და თავჩაქინდრულს ჰგავს სახურავი... |
















