|
ბედს ისევ უღმერთოდ ვერკინები და ისევ ვმარცხდები ხალიჩამდის... წვიმების მიმყვება რექვიემი და სულის მღვიმეში წყალი ჩამდის.
(როცა ამ ჟინით და ასაკით ხარ!) როცა ვერც რაიმე სასწაული დავწერე - ვარგოდეს წასაკითხად.
და მკლავზე შემახო მკლავი შენი... თორემ ამ წვიმიან კლავესინზე ჩამოწყდნენ მტრედების კლავიშები...
არც ის გზა - გულში რომ გეფერები... აღარც ეს ფიტული ნარჩიტების, აღარც ეს ქაღალდის გერბერები...
სიკვდილთან ამაო ჩალიჩამდის.... ... წვიმს... წვიმს და წვიმებით დავიღალე... და სულის ნაპრალში... წყალი ჩამდის... |
















