Alfa Romeo
იტალიური კომპანია ალფა-რომეო დაარსდა 1910 წელს. გამოსახულება მის ლოგოზე დაკავშირებულია ქალაქ მილანის გერბთან და ჯვაროსნების ეპოქასთან.
ალფა-რომეოს პირველივე ნაბიჯები საავტომობილო ბაზარზე წარმატებული იყო. შემდგომში მან თავი გამოიჩინა სხვადასხვა შეჯიბრებში და რბოლებში მონაწილეობით.
პიკი იყო 1975 წელი, როცა მოდელმა ZZ TT 12 - გაიმარჯვა ჩემპიონატში და გადაუსწრო იმ დროისთვის ისეთ პოპულარულ მოდელებს, როგორიც იყო PORSHE და RENAULT-ALPINE.
1977 წელს მან ისევ მიაღწია წარმატებას და გახდა ერთადერთი ავტომობილი მსოფლიოში, რომელმაც 7-ჯერ ზედიზედ გაიმარჯვა 24 საათიან რბოლაში (1970-1977).
1997-1998 წლებში ALFA-ROMEO156 და ALFA-ROMEO166 წლის ავტომობილებად დასახელდა.
დღესდღეობით ალფა-რომეო შედის უმსხვილესი იტალიური კონცერნის, ფიატის შემადგენლობაში, ის დიდი წარმატებით აგრძელებს სპორტული და ქარიზმატული ავტომობილების წარმოებას.
ოფიციალური საიტი: www.alfaromeo.com