• სარეკლამო სამყაროს მთავარ მოვლენას წარმოადგენს - კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი (Cannes Lions International Festival of Creativity).
მძიმე, მასიური ლომის ფიგურა რეკლამის სფეროს წარმომადგენლებისთვის არანაკლებ სანუკვარი და მნიშვნელოვანია ვიდრე კინოაკადემიის ჯილდო „ოსკარი“ და „ოქროს პალმის რტო“ კინომატოგრაფებისთვის.
სხვათა შორის, სწორედ კანის კინოფესტივალის მაგალითმა შთააგონა კონკურსის დამფუძნებლები, მოეწყოთ მსგავსი მასშტაბის ღონისძიება, მაგრამ სარეკლამო ინდუსტრიის ფარგლებში.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 1940 წლიდან იმართება, „კანის ლომები“ კი როგორც ფესტივალი 14 წლის შემდეგ - 1954 წელს დაფუძნდა.
ფესტივალი ნამდვილად წააგავს კინემატოგრაფიულ კონკურსს. ვითარება საზეიმოა, მღელვარე, წარმოდგენილია დიდი რაოდენობით სტუმრები.
„კანის ლომები“ იმართება ფესტივალებისა და კონგრესების ცნობილ სასახლეში (თავისი წითელი ხალიჩებით). ღონისძიება ტარდება ივნისის მესამე კვირას. ეს არის დრო, როდესაც კანი განსაკუთრებით მომხიბვლელი და სტუმართომყვარეა.
რეკლამის სფეროში ჩართული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლის აღიარება და დაჯილდოვება ხდება ნომინაციების მიხედვით. ამასთან, ფესტივალზე რეკლამა ფასდება არა მხოლოდ განხორციელების ხარისხით, არამედ ეკონომიკური ეფექტის მაჩვენებლებით.
• ამერიკული ფარმაცევტული კომპანიები მარკეტინგისა და რეკლამისთვის ორჯერ მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე კვლევების ჩასატარებლად. მოგების წილიდან - 24% მიდის პროდუქციის რეკლამაზე და მხოლოდ 13% კვლევებზე.
• კომპანია მარსმა იმდენად მახინჯად მიიჩნია ფილმის - „უცხოპლანეტელი“ (ET: The Extra-Terrestrial) მთავარი გმირი, რომ არ დართეს ნება ფილმში M&Ms-ის კანფეტები გამოეყენებინათ უსიამოვნო გარეგნობის არსებისთვის.
M&M's-ის ნაცვლად, ფილმის შემქმნელებმა გამოიყენეს Reese's Pieces-ის კანფეტები, რომლის გაყიდვებიც ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ 65%-ით გაიზარდა.
• „რეკლამა არის ხელოვნება დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში“ - ამბობდა ამერიკელი პუბლიცისტი ვენს პაკარდი.
• ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში გარე რეკლამა არ არსებობს. სარეკლამო ბანერების, ბილბორდების და აბრების აკრძალვის გადაწყვეტილება ქალაქის მერმა ჯერ კიდევ 2007 წელს მიიღო, ქალაქის დაბინძურების კონტროლის პროგრამის ფარგლებში. ასევე აკრძალულია ქუჩებში ბროშურებისა და ბუკლეტების გავრცელებაც.
ბევრი ექსპერტი თვლიდა, რომ ეს ინიციატივა ზიანს მიყენებდა ქალაქის ეკონომიკას, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, ხოლო ადგილობრივმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა მერის იდეას. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ქალაქი გარე რეკლამის აკრძალვით მხოლოდ მოიგებდა.
• გინესის რეკორდების წიგნში შესულია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული რეკლამა, რომელიც შანელმა შექმნა.
რეკლამის ღირებულება იყო 42 მილიონი დოლარი. ამ თანხიდან 3 მილიონი დოლარი მიიღო ნიკოლ კიდმანმა სარეკლამო ვიდეო რგოლში მონაწილეობისთვის.
• ნებისმიერი მაჯის საათის შექმნისას, საათის ისრებს ყოველთვის აყენებენ 10 საათსა და 10 წუთზე, ან 8 საათსა და 20 წუთზე. უპირველეს ყოვლისა, ეს კეთდება იმისთვის, რომ ისრები არ ფარავდეს ბრენდის სახელს. გარდა ამისა, ისრების ამგვარი განლაგება გარეგნულად წააგავს ღიმილს, რაც ადამიანებში პოზიტიურ განწყობას იწვევს.
• რეკლამა ადამიანის ცხოვრების ისეთი განუყოფელი ნაწილი გახდა, რომ მის საპატივსაცემულოდ მუზეუმებიც კი შეიქმნა. ყველაზე ცნობილი სარეკლამო მუზეუმი საფრანგეთში, პარიზში მდებარეობს. იგი დაარსდა 1978 წელს და თავდაპირველად „პლაკატების მუზეუმი პარიზში“ ეწოდებოდა. მოგვიანებით, 1982 წელს მას უწოდეს რეკლამის მუზეუმი.
დღეს მუზეუმში განთავსებულია 100 000-ზე მეტი პლაკატი, რომლებიც დათარიღებულია დროის სხვადასხვა პერიოდით, - მე-18 საუკუნიდან დღემდე.
• რეკლამისტების ყველაზე დიდი ჯგუფს მარკეტერები წარმოადგენენ, რომლებიც ახდენენ კვების მრეწველობის პროდუქტების რეკლამირებას.
• პირველი სარეკლამო ბილბორდი შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1930 წელს Jared Bell-ის მიერ. თავდაპირველად ბილბორდები საცირკო სანახაობის რეკლამებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ 1860 წლიდან ამერიკელებმა აქტიურად დაიწყეს ბილბორდების განთავსება ავტომაგისტრალებისა და ცენტრალური ქუჩების გასწვრივ.
მე-20 საუკუნისთვის ამერიკელებს თითქმის შესყიდული ჰქონდათ მთელი საბილბორდე სივრცე და ამ სახის რეკლამა უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.
• სტამბის გამოგონებამდე რეკლამა ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა. ხალხი ხშირად იდგა მაღაზიების გარეთ და ქუჩაში გაჰყვიროდა.
• 2013 წელს, შეერთებული შტატების NFL-ის (ნაციონალური საფეხბურთო ლიგა) ფინალური მატჩის (Super Bowl) პირდაპირი ტრანსლიაციის დროს გაშვებული 30 წამიანი სარეკლამო რგოლის ღირებულება შეადგენდა 3 მილიონი დოლარს.
• მსახიობი ბავშვები, რომელთაც საბავშვო პროდუქციის რეკლამებში იღებენ, სამიზნე აუდიტორიაზე უფროსები არიან. მაგალითად 7-8 წლის ბავშვების სათამაშოების რეკლამაში იღებენ 11-12 წლის ბავშვებს. მარკეტოლოგები ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, რათა უფროსი ბავშვები მისაბაძი მაგალითები გახდნენ უმცროსებისთვის.
• ჯორჯ ორუელის ანტიუტოპია (დისტოპია) მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს ინგლისურ ლიტერატურაში. მისი ნამუშევრები იმდენად გავლენიანი იყო, რომ Apple დაუკავშირდა რიდლი სკოტს, რათა გადაეღო "1984"-ის რეკლამა, რომელიც დარჩებოდა სარეკლამო ისტორიაში.
რეკლამა მხოლოდ ერთხელ გავიდა ამერიკულ ტელევიზიაში - ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის გათამაშების დროს. თუმცა მისი გაშუქება უპრეცედენტოდ გახლდათ - არანაკლები, ვიდრე რეკლამირებული პროდუქტი.
• პირველი სატელევიზიო რეკლამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პერსონაჟის მონაწილეობით ეკრანზე გავიდა 1984 წელს. ეს იყო Levi's-ის კამპანია, რომელშიც ინვალიდის ეტლში მჯდომი მომხმარებელი ხტოდა ეტლის უკანა საბურავებზე.
• მალაიზიაში აიკრძალა Toyota Corolla Altis-ის რეკლამა, რომელშიც ბრედ პიტი მონაწილეობდა. ხელისუფლებამ შეშფოთება გამოთქვა, რომ ვარსკვლავის გარეგნობა დამთრგუნველად იმოქმედებდა მალაიზიელი მამაკაცების თვითშეფასებაზე.
• დიდ ბრიტანეთში მოქმედებს კანონი სატელევიზიო რეკლამის ხანგრძლივობის შესახებ, რომელიც შეადგენს საათში 12 წუთს, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვაა.
საპირისპირო ვითარებაა შეერთებულ შტატებში, სადც სატელევიზიო გადაცემის დაახლოებით მეოთხედი რეკლამებისგან შედგება.
• რეკლამის მარტივი ფორმები ჩვენს წელთაღრიცხვამდეც არსებობდა. პირველ წერილობითი რეკლამად მიიჩნევა ეგვიპტურ პაპირუსი, რომელიც დაცულია ლონდონის მუზეუმში. პაპირუსზე შესრულებული ტექსტში იკითხება ინფორმაცია მონის გაყიდვის შესახებ და მასში ნათქვამია შემდეგი:
„მას მშვენივრად ესმის ორივე ყურით, ხედავს ორივე თვალით. მე გარანტიას ვიძლევი საკვების მიღების დროს მის ზომიერებაში, პატიოსნებასა და მორჩილებაში.
• ალბათ თითოეულ თქვენგანს უნახავს მცენარეული ზეთის პაკეტზე დატანილი ფრაზა "ქოლესტერინის გარეშე". საინტერესოა რატომ იზიდავს მომხმარებელს ასეთი რეკლამა, რადგან ცნობილია, რომ ქოლესტერინს შეიცავს მხოლოდ ცხოველური ცხიმი და არა მცენარეული.
მაგრამ ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი სარეკლამო ტრიუკი - მომხმარებლებს ჰგონიათ, რომ ყიდულობენ ხარისხიან, ჯანსაღ და ორიგინალურ პროდუქტს.
• კომპანია Dove-ს სარეკლამო რგოლი - "სილამაზის ევოლუცია", პირველი ვირუსული სენსაცია იყო თანამედროვე რეკლამის ისტორიაში.
მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში სარეკლამო ვიდეო-რგოლი, რომელიც ამხელდა მოდის ინდუსტრიის კულისებს, მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა.
• მსოფლიოს ღირშესანიშნაობები ხშირად გამოიყენებოდა რეკლამის გასათავსებლად. 1925 წლიდან 1934 წლამდე პარიზის ეიფელის კოშკზე განთავსებული იყო Citroën-ის რეკლამა. საავტომობილო კონცერნის ხარჯზე კოშკზე დამონტაჟებული იყო 125 ათასი მანათობელი ნათურა. ნაგებობის სამ მხარეს განთავსებული იყო კომპანიის მოციმციმე სახელწოდება, რომელსაც დროდადრო ცვლიდა კომეტების ფრენა, ვარსკვლავური წვიმა, სინათლისგან ნაქსოვი კოშკის სილუეტი, ზოდიაქოს ნიშნები და სხვა ეფექტები.
ასეთი რეკლამა ძალიან მოსწონდათ და ახარებდათ პარიზელებს.
• ამერიკული კინოინდუსტრიის ცნობილი სიმბოლო, რომელიც ჰოლივუდში, ლოს-ანჯელესის მთაზე მდებარეობს, თავდაპირველად სარეკლამო კონსტრუქციას წარმოადგენდა და არანაირი კავშირი არ ჰქონდა კინომატოგრაფთან.
1923 წელს განთავსებული გიგანტური ასოები ახალი საცხოვრებელი კვარტალის მშენებლობის შესახებ იუწყებოდა. განსხვავებული იყო წარწერაც: „Hollywoodland“. ნიშანი ამერიკული კინოს სიმბოლო უფრო გვიან გახდა, ხოლო მისი თანამედროვე ვერსიის პრეზენტაცია შედგა 1978 წელს.
• სწრაფი კვების პროდუქტების რეკლამა ლიდერია რეკლამოს მსოფლიო ბაზარზე. მხოლოდ აშშ-ში, ფასტფუდის კომპანიები საშუალოდ 1,6 მილიარდ დოლარს ხარჯავენ რეკლამაზე.
• ეგვიპტის უძველეს ქალაქ მემფისის ნანგრევებში, ქვის სვეტზე ამოკვეთილი უძველესი რეკლამა აღმოაჩინეს.
„აქ ვცხოვრობ მე, მინოსი, კუნძულ კვიპროსიდან. ღმერთების მადლით სიზმრების ახსნის უნარით დაჯილდოვებული, ძალიან მოკრძალებული საფასურით“ - ასე გამოიყურება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წლით ადრე შექმნილი წარწერა.
• პირველი სარეკლამო ბანერი, ზომით 468 x 60 პიქსელი, გამოჩნდა ონლაინ ჟურნალ Hotwired-ში 1994 წლის 27 ოქტომბერს.
კონკრეტული ზომის საიდუმლო (რომელიც მოგვიანებით ყველაზე პოპულარული საბანერო ზომა გახდა), ძალიან მარტივი გახლდათ: ვებ გვერდზე ყველა სტატიის განთავსების შემდეგ თავისუფალი სწორედ ამ ზომის სივრცე დარჩა, სადაც მოხდა რეკლამის განთავსება.
• 65 წლის ასაკისთვის თითოეული ადამიანი ნახულობს დაახლოებით 2 მილიონ სარეკლამო ვიდეო-რგოლს.
• რეკლამას წარმატებით იყენებდნენ ჯერ კიდევ ძველ რომში, თუმცა თავისებურად და არაკანონიერად.
ქალაქში ხშირად იმართებოდა გალდიატორთა ორთაბრძოლები, ცხოველთა და მონათა ბაზრობები. ამის შესახებ ხალხისთვის რომ ეცნობებინათ, ისინი იყენებდნენ მარტივ, მოსახერხებელ მეთოდს - წერდნენ მნიშვნელოვან განცხადებებს სახლების კედლებზე.
ქალაქის მმართველობა ცდილობდა ამ მოვლენასთან გამკლავებას, თუმცა ხშირ შემთხვევებში წარუმატებლად.
• იმისათვის, რომ რეკლამაში მოყვანილი საკვები უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურებოდეს, გადაღების დროს გამოიყენება არანატურალური საკვები.
მაგალითად, სასმელებში (ლუდი, შამპანური და ა.შ) ეფექტური ქაფი და ბუშტუკები წარმოიქმნება ჭიქაში წყალში გაზავებული სარეცხი საშუალებების დამატებით;
ყინულის კუბიკებს ამზადებენ აკრილისგან, რათა არ მოხდეს მათი დადნობა გადაღებების დროს; საკვებს კი ასხამენ სპეციალურ გამჭვირვალე წებოს, რათა იგი უფრო მადისაღმძვრელად გამოიყურებოდეს.
ნაყინის ნაცვლად, რეკლამის განმთავსებლები თითქმის ყოველთვის იყენებენ ფერად კარტოფილის პიურეს, რადგან ნათურების ძლიერი შუქის გამო ნაყინი ძალიან სწრაფად დნება.
• ყველაზე მეტი პრეტენზია რეკლამასთან დაკავშირებით მიიღო კლინიკა Advanced Medical Institute-ის ავსტრალიურმა ვიდეო-რგოლმა ერექციული დისფუნქციის საწინააღმდეგო აბის შესახებ.
ვიდეო-რგოლის სიუჟეტის მიხედვით, ცოლმა აბებით მკურნალობის ეფექტურობის დემონსტრირებისთვის, მაღალი კარადის თავიდან რაღაც ნივთის გადმოსაღებად, სკამის ნაცვლად ქმრის ერექცია გამოიყენა.
• ეშმაკური სარეკლამო სტრატეგია მოიგონა ვინმე მაიკ შუსტოვმა, რომელიც კონიაკის წარმოების ინდუსტრიით იყო დაკავებული.
შუსტოვი ქირაობდა აქტიური სტუდენტებს, რომელთა ამოცანა იყო სხვადასხვა ტავერნებში შესვლა და შუსტოვის კონიაკის მოთხოვნა. თუ აღმოჩნდებოდა, რომ ეს სასმელი ტავერნაში არ იყიდებოდა, ახალგაზრდები სკანდალს აწყობდნენ.
ეს სკანდალები სწრაფად ქვეყნდებოდა ჟურნალ-გაზეთების გვერდებზე, რამაც კონიაკი ძალიან პოპულარული გახადა, რადგან ყველა ჯენტლმენს სურდა სკანდალური კონიაკის დაგემოვნება.
• ყოველწლიურად, მთელ მსოფლიოში რეკლამაზე იხარჯება 500 მილიარდ დოლარზე მეტი.
• ყველაზე მაგარი ბრენდად მიიჩნევა ის ბრენდი, რომელის ლოგოსაც სხეულზე სახით ტატუს სახით იკეთებენ.
• მომხმარებლებში ყიდვის მოტივაციის გაზრდის მიზნით, რეკლამის განმთავსებლები ადამიანის ფსიქოლოგიურ საჭიროებებს იყენებენ. ყველაზე მეტად გამოიყენება: შიში, სექსი, თვითგადარჩენის ინსტინქტი, საკუთარი ღირსების გრძნობა და ძალაუფლებისადმი ლტოლვა.
• არსებობს კვების სტილისტის პროფესია. ეს ადამიანები რეკლამისთვის განკუთვნილი საკვების გარეგნულ იერ-სახეზე მუშაობენ, რატა იგი რაც შეიძლება მადისამღვძრელად გამოიყურებოდეს.
მაგალითად, შემწვარი ქათამის რეკლამისთვის „ფუდ-სტილისტები“ ფრინველის კანს ძაფებისა და ნემსების საშუალებით ჭიმავენ და აფიქსირებენ. ქათმის შიგთავსში ათავსებენ დატენიანებულ ქაღალდის ხელსახოცებს, რომელიც არა მხოლოდ მოცულობითს ხდის ქათამს, არამედ ეფექტურობისთვის გაცხელების დროს გამოყოფს ორთქლს.
ქათამს წვავენ მხოლოდ გარედან (შიგნიდან რჩება უმი), სანამ კანი მზად არ იქნება. ბოლოს კი ღებავენ მოოქროსფრო-მოყავისფერო საღებავით.
• არსებობს ერთგვარი პარტიზანული მარკეტინგი. ასეთი რეკლამის მაგალითია საცვლების რეკლამა ნიუ-იორკის ქუჩაში - წარწერა ტროტუარზე: „ამ ადგილად ჩანს, რომ სავარაუდოდ უკვე დროა იყიდოთ ახალი საცვლები“.
• ერთი პერიოდი, ცნობილმა მოტოციკლების მწარმოებელმა ჰარლი დევიდსონმა შეიმუშავა ფასდაკლების სისტემა იმ ბაიკერებისთვის, რომლებსაც ექნებოდათ ტატუ - Harley Davidson.
• მას შემდეგ, რაც საღეჭი რეზინის რეკლამებში, მსახიობი ერთდროულად იღებდა ორი საღეჭი რეზინის ბალიშს, მათი გაყიდვები გაორმაგდა, რადგან მომხმარებლებმა დაიწყეს იგივეს გაკეთება.