• 1955 წელს, Marlboro-ს გაყიდვებმა 5 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 3000%-ით მეტი იყო წინა წელთან შედარებით. ეს მოხდა ცნობილი Marlboro Man-ის რეკლამის წყალობით, რომელიც სწორედ 1955 წელს გამოვიდა. მანამდე Marlboro-ს რეკლამა ფოკუსირებული იყო მოწევის პრაქტიკულ სარგებელზე (როგორიცაა ექიმების მიერ თაბაქოს მოწევა, მოწევით მიღებული სიამოვნება და ა.შ.)
კოვბოი Marlboro-ს რეკლამაში თავდაპირველად მამაკაცის სარეკლამო სახედ სხვა პერსონაჟები გამოიყენებოდა: სპორტსმენი, იარაღის ოსტატი და კაპიტანი. მაგრამ უდიდესი კომერციული წარმატება უხეშმა კოვბოიმ მოიპოვა.
სამი მსახიობი, რომლებმაც ითამაშეს კოვბოი მარლბოროს როლი, მოგვიანებით ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ბრენდმა კი მოიპოვა მეტსახელი "Cowboy Killer" (კოვბოების მკვლელი).
• საბავშვო პროდუქციის რეკლამა განკუთვნილია ეგრეთ წოდებული „ღრიალის ფაქტორისთვის“ (nag factor). ის შთააგონებს ბავშვებს იყიდონ გარკვეული პროდუქტები, რომლებიც მათ თითქოსდა უფრო „მაგარს“ და პოპულარულს ხდის თანატოლებში.
შემდგომ კი ეს უკვე მშობლების მოთმინების საკითხია. კვლევის მიხედვით, ამერიკელმა მოზარდებმა, საშუალოდ, 9-ჯერ უნდა სთხოვონ მშობლებს რეკლამაში ნანახი ნივთის ყიდვა, სანამ ისინი არ დანებდებიან და დათანხმდებიან.
• 1910 წელს, დამნაშავის სიკვდილით დასჯის დროს, ეშაფოტის წინ ცნობისმოყვარე ხალხის უზარმაზარი ბრბო შეიკრიბა. სიკვდილამდე, სიკვდილმისჯილმა დაიწყო ყვირილი: იყიდეთ Van Gutten-ის კაკაო!
რა თქმა უნდა ფაქტი სწრაფად გავრცელდა, იგი მხატვრულად აღწერეს ჟურნალ-გაზეთებშიც. ხალხმა აჟიტირებულმა დაიწყო ვან გუტენის კაკაოს ყიდვა და პროდუქტის გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.
როგორც აღმოჩნდა, კაკაოს ბრენდის მფლობელმა მოკლულის ოჯახს სოლიდური თანხა გადაუხადა, რათა სიკვდილმისჯილს ფრაზა საზოგადოებისთვის ეთქვა.
• 1997 წელს სსრკ-ს ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი, გადაიღეს სარეკლამო ვიდეო რგოლში ამერიკული რესტორნების ქსელის Pizza Hut-ისთვის.
• ტაიმზ სკვერი (მანჰეტენის (ნიუ-იორკი) ერთ-ერთი უბანი) - არის ადგილი, სადაც რეკლამის განთავსება სავალდებულოა. ქალაქის მთავრობა აიძულებს ტაიმზ სკვერში მდებარე შენობა-ნაგებობების მფლობელებს გასცენ არენდით ყველა არსებული გარე ფასადები რეკლამის განთავსებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს მოთხოვნები გამყარებულია კანონით.
ტაიმზ სკვერი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალს და მონახულებად ადგილს წარმოადგენს. იქ სიცოცხლე ჩქეფს დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში. რეკლამას, რომლის ტრანსლიაცია ხდება უზარმაზარი ეკრანებიდან, ყოველდღიურად ნახულობს უამრავი ადამიანი.
ტაიმზ სკვერზე ჰაერი ელექტროენერგიით არის გაჟღენთილი. ხშირად ცვლადი კადრები და სურათები თითქოსდა აჰიპნოზებს გამვლელებს. გადმოკიდებული ნეონის რეკლამები ასხივებენ მძაფრ შუქს. აქ შეხვდებით ახალ ტექნოლოგიებს, მაგალითად ინტერაქტიულ რეკლამას, რომელშიც ქუჩიდან აბსოლუტურად ნებისმიერი გამვლელი შეიძლება იყოს ჩართული.
• ბავშვი წელიწადში საშუალოდ უყურებს 40000 სატელევიზიო რეკლამას. ეს არის 100-ზე მეტი ვიდეო-რგოლი დღეში.
• რეკლამაში სექსუალური გამოსახულებების გამოყენება ახალ მეთოდს არ წარმოადგენს. შიშველი ქალების სურათები გვხვდება ჯერ კიდევ 1800-იანი წლების თამბაქოს კოლოფებზე ნაბეჭდ რეკლამებზე.
• რეკლამებში ქალის სხეული იშვიათად არის ნაჩვენები მთლიანად. ჩვეულებრივ, მას ანაწევრებენ და სხეულის თითოეულ ნაწილს ცალ-ცალკე აჩვენებენ.
მიუხედავად ამისა, პრეზენტაციის ეს ხერხი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ფარულ ძალადობაზე მინიშნების და ქალის „ობიექტად“ დემონსტრირების გამო.
• ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი თანხები იხარჯება რეკლამისთვის. სარეკლამო ხარჯების დაახლოებით 37% აშშ-შია.
თუ ავიღებთ რეკლამის ხარჯების მაჩვენებელს შეერთებულ შტატებში 1990 და 2022 წლებში, იგი გაიზარდა დაახლოებით 70-ჯერ. ასეთი მაჩვენებლები მსოფლიოს არ არსებობს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში.
• Interpublic, WPP და Omnicom Group - სამი უდიდესი სარეკლამო კომპანიაა მსოფლიოში.
• ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ რვა წლამდე ბავშვები ნებისმიერ ინფორმაციას სიმართლედ აღიქვამენ, მათ შორის რეკლამას.
ეს შესანიშნავად იციანს ამ ასაკობრივი ჯგუფის პროდუქციის მწარმოებლებმა, ამიტომ ისინი ზემოქმედებენ ბავშვებზე, რათა მათ თავის მხრივ, გავლენა მოახდინონ მშობლებზე.
• რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა სარეკლამო ბანერებია. საუბარია იმ ბანერებზე, რომლებიც სხვადასხვა საიტებზე სხვადასხვა ფორმითაა განთავსებული. ექსპერტების აზრით, ადამიანებს თანდათან უვითარდებათ პოზიტიური დამოკიდებულება იმ პროდუქციის თუ მომსახურების მიმართ, რომელიც რეკლამირებულია ბანერის საშუალებით.
• კვენტინ ტარანტინოს არ მოსწონდა ის მომენტები, როდესაც მის ფილმებში ფარულ რეკლამას აჩვენებდნენ. კვენტინს დიდხანს არ უფიქრია და გამოიგონა საკუთარი სავაჭრო ნიშანი (მაგალითად სიგარები: Red Apple), რომელიც შეუმჩნევლად გამოჩნდებოდა ხოლმე მის ფილმებში.
• ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ რეკლამა ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ხელოვნების ფორმაა დედამიწაზე.
• შეერთებულ სთატებში, დაახლოეობით 1980 წლამდე არ ხდებოდა საკაბელო ტელევიზიით რეკლამების ტრანსლირება.
• მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორ რიდლი სკოტის მიერ გადაღებული Apple Macintosh-ის სარეკლამო ვიდეო-რგოლი "1984" - მხოლოდ ერთხელ აჩვენეს ტელევიზიის საშუალებით სუპერ თასის ფინალის დროს, მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ყველა შემდგომ რეკლამაზე.
ეს რეკლამა გახლდათ პირველი "ივენთ მარკეტინგის“ ნიმუში, რომელმაც აჩვენა, რომ პროდუქტის პოპულარიზაცია იმსახურებს არანაკლებ ყურადღებას, ვიდრე თავად პროდუქტი.
• Disney Channel არ იღებს სხვა კომპანიების რეკლამას. ერთადერთი რეკლამა, რომელსაც ის უშვებს საკუთარ არხზე, არის დისნეის შოუები და პროდუქტები.
• Google-ის წარმომადგენელი ერიკ ემერსონ შმიდტი (Eric Emerson Schmidt) ციტირებდა: „ჩვენ ყოველ ორ დღეში ვქმნით იმდენ ინფორმაციას, რამდენიც შექმნილა ცივილიზაციის დაბადებიდან 2003 წლამდე“.
• ტრეილერი (თრეილერი) არის ახალი ფილმის სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც შეიცავს ფილმიდან აღებულ და მუსიკალურად გაფორმებულ რამდენიმე კადრს ან სცენას. წინათ, ფილმის დასრულების შემდეგ აჩვენებდნენ რეკლამას, საიდანაც მოდის სახელწოდება - Trailer.
• დისნეის ერთ-ერთი რეკლამის პოსტერზე გამოსახული იყო გოგონა, რომელსაც მაისურზე ეწერა: “Lift my shirt to see more” („ასწიე ჩემი მაისური მეტის სანახავად“). ეს იყო რეკლამა ფილმისთვის Adventureland.
რეკლამა ფართოდ იყო გავრცელებული ინტერნეტშიც, სადაც Yahoo-ს მომხმარებელს წახალისების მიზნით საშუალება ეძლეოდათ აეწიათ ქალის მაისური თაგვის („მაუსის“) დახმარებით.
რეკლამამ საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია, თუმცა დისნეი იცავდა რეკლამას და ამტკიცებდა, რომ ქალის მკერდის გამოსახულება ჩვეულებრივი მოვლენა იყო და არ მიაჩნდათ იგი შეურაცხმყოფელად.
მიუხედავად ამისა დისნეის ეს რეკლამა აკრძალული იქნა 2009 წელს, ზედმეტი სექსუალურობის გამო.
• Pepsi-მ გაუშვა რეკლამა, რომელიც ჰპირდებოდა Harrier-ის რეაქტიულ თვითმფრინავს ყველას, ვინც შეძლებდა 7 000 000 პეპსის ქულის დაგროვებას.
ხუმრობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ერთ-ერთი კონკურსანტი ცდილობდა გამოეყენებინა შესაძლებლობა, ეყიდა დამატებითი ქულები თითო 10 ცენტად და ამ გზით მიეღო 700 000 დოლარიანი თვითმფრინავი.
• ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია აცხადებს, რომ 8 წლამდე ბავშვებს არ შეუძლიათ რეკლამის კრიტიკული შეფასება. ისინი მიწოდებულ ყველა ინფორმაციას 100%-იან სიმართლედ მიიჩნევენ.
• ტკბილი გაზიანი სასმელების მწარმოებლებმა 2006 წელს რეკლამაზე ჯამში 492 მილიონი დოლარი დახარჯეს. შედარებისთვის, რძის მწარმოებელი კომპანიის Milk Processor Education დამფუძნებლება, კომპანია - Got Milk-ის ფარგლებში, იმავე წელს რეკლამაზე დახარჯეს 67 მილიონი დოლარი.
• კვლევის ფარგლებში გამოკითხული ბავშვების ნახევარზე მეტმა თქვა, რომ რეკლამირებული პროდუქტების ყიდვა მათ თავდაჯერებულობას მატებს.
• პირველი სპამი ელ-ფოსტით გაგზავნილი იქნა 1994 წელს იურიდიული ფირმა Canter & Siegel-ის მიერ.
• ჟურნალი KIDS DISCOVER არ აქვეყნებს რეკლამას თავის ნომრებში, რადგან არ სჯერა არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი მარკეტინგის.
• პირველი რადიო რეკლამა ამერიკაში შეთავაზებული იქნა 1922 წელს: 10 წუთი რეკლამის ღირებულება იყო 100 დოლარი.
• საგაზეთო რეკლამის გამოჩენა დაკავშირებულია 1631 წელს საფრანგეთში La Gazette-ის გამოცემასთან.
1630 წელს, თეოფრასტ რენოდომ, ხელისუფლებისგან ნებართვის მიღების შემდეგ, პარიზში გახსნა სამისამართო ბიურო. ეს იყო დამაკავშირებელი რგოლი გაყიდვისა და შეძენის მსურველებს, დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის.
ბიუროში შემოდიოდა უზღვავი რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც როგორღაც უნდა გავრცელებულიყო. ამგვარად გაჩნდა საფრანგეთის ტერიტორიაზე სარეკლამო ბუკლეტების გავრცელების იდეა.
ერთი წლის შემდეგ, 1631 წელს, რენოდომ დაიწყო გაზეთ - La Gazette-ის გამოცემა, რომელშიც აქვეყნებდა პოლიტიკური შინაარსის ახალ ამბებსა და სტატიებს. გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნებული კერძო განცხადებები ერთმანეთთან ლოგიკურად აკავშირებდა გაზეთის მასალასა და რეკლამას.
La Gazette-ის პარალელურად, გამომცემლობამ - Renaudeau -დაიწყო ბრუშურების Petites Affiches(„პატარა აფიშები“) გამოქვეყნება. ცოტა მოგვიანებით, მსგავსი სარეკლამო განცხადებების დაბეჭდვა დაიწყეს ბელგიაში, შემდეგ კი ინგლისში.
• პირველი ფასიანი საგაზეთო რეკლამა შეერთებულ შტატებში განთავსდა 1704 წელს გაზეთ Boston News Letter-ში. ეს იყო უძრავი ქონების რეკლამა ლონგ აილენდში.
• 1929 წელს Lucky Strike-მა რეკლამაზე დახარჯა 12,3 მილიონი დოლარი, რაც იმ დროისთვის, მხოლოდ ერთი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის დახარჯულ ყველაზე დიდ თანხად მიიჩნეოდა.
• ვიდეოფირი გამოიგონეს 1956 წელს. სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი სარეკლამო რგოლის წინასწარ ჩაწერა, რაც მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა რეკლამის ისტორიაში.
• პირველი სატელევიზიო რეკლამა ეთერში გავიდა 1941 წელს, ბეისბოლის მატჩის დროს - Brooklyn Dodgers და Philadelphia Phillies-შორის. რეკლამა მაყურებელს სთავაზობდა შეეძინათ საათების ბრენდი Bulova. სარეკლამო რგოლის ხანგრძლივობა იყო 20 წამი, ხოლო რეკლამის ღირებულება 9 დოლარი.
• პოლიტიკური რეკლამის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული კამპანია იყო აშშ-ის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც - 2,6 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. აქედან ბარაკ ობამამ დახარჯა $310 მილიონი, ჯონ მაკეინმა კი $136 მილიონი დოლარი.
• 1993 წელს მთელ ინტერნეტს ჰყავდა 5 მილიონი მომხმარებელი - ანუ Facebook-ის ამჟამინდელი მომხმარებლების დაახლოებით 0.45%.
• რეკლამაში ხშირად გამოიყენება ტექნიკა - „აფექტურობის პირობები“, ანუ რეკლამირებული პროდუქტს აჩვენებენ ისეთ საგნებთან ან კონცეფციებთან ასოციაციაში, რომელიც აშკარად აღძრავს მომხმარებელში დადებით ემოციებს.
მაგალითად, მანქანის ბრენდი ხშირად ასოცირდება ცხოვრების სტილთან, თავისუფლებასთან და კომფორტთან; საჯახო საქონლის ბრენდები ასოცირდება ბავშვებთან, მზის შუქთან და ყვავილებთან.
მიიჩნევა, რომ ბრენდის ამგვარი დემონსტრირება ქცეცნობიერად იწვევს მომხმარებელთა პოზიტიურ დამოკიდებულებას რეკლამირებული პროდუქციის მიმართ.
• სერიალ MythBusters-ს არ მიეცა საშუალება გადაეღოთ სერია იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო RFID ჩიპების გატეხვა და კონტროლი, რადგან საკრედიტო ბარათების წამყვანი კომპანიები იმუქრებოდნენ Discovery-დან რეკლამების მოხსნით.
















