• ისტორიის მანძილზე სანტა-კლაუსის სამოსი სხვადასხვა ფერის იყო: მწვანე, ყვითელი და თეთრიც კი... მაშ, რატომ არის დღესდღეობით იგი წითელი?
მიუხედავად იმისა, რომ მხატვარ-კარიკატურისტი თომას ნასტი (Thomas Nast) მე-19 საუკუნეში სანტას სამოსს წითელი ფერებში ხატავდა, სანტას თანამედროვე ვერსია პოპულარული გახდა Coca-Cola-ს საშობაო სარეკლამო კამპანიის წყალობით.
ილუსტრატორმა Haddon Hubbard-მა გამოიყენა ეს შესაძლებლობა და სანტას სამოსი კოლას ბრენდის ფერის იდენტური გახადა.
სანტა-კლაუსის გარდერობის ფერის არჩევანი ისტორიაში შევიდა და კოკა-კოლას რეკლამა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ - ბრენდის პოზიციონირების კამპანიად მიიჩნევა. სხვათა შორის, კოკა-კოლას იმიჯის გამოყენება სხვა ბრენდების რეკლამებშიც დასაშვებია.
• კვლევები აჩვენებს, რომ ოდნავ შესამჩნევი გამაღიზიანებლის მრავალგზის ზემოქმედება ქმნის ე.წ „ექსპოზიციის ეფექტს“ (exposure effect), რომელიც აძლიერებს ობიექტის დადებით აღქმას.
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა არ გადადის სარეკლამო ბანერებზე, რეკლამა მაინც ახდენს პოზიტიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას რეკლამირებული პროდუქტის მიმართ. გარდა ამისა, ბანერის ოცჯერ ნახვის შემდეგაც კი არ ხდება "მოწყენის ეფექტის" (Wear-out Effect) ფორმირება.
• ბრიტანეთის ნაციონალური ელექტრო ქსელი მზად უნდა იყოს ძაბვის ცვალებადობისთვის, რადგან ბევრი ადამიანი პოპულარული შოუების სარეკლამო შესვენების დროს მასიურად რთავს ელექტრო ჩაიდნებს.
• ამტკიცებენ, რომ მაიკროსოფტმა Rolling Stones-ს გადაუხადა 9 მილიონი დოლარი, რათა Windows 95-ის რეკლამაში გამოეყენებინათ მათი სიმღერა "Start Me Up".
ახალგაზრდა შემსრულებლის უცნობი სიმღერა რეკლამაში გამოყენების შემდეგ შეიძლება ერთ ღამეში გახდეს გახდეს ჰიტი. ამის მაგალითია ბრაზილიური ჯგუფის Cansei de Ser Sexy-ის კომპოზიცია "Music is My Hot, Hot, Sex", რომელიც გაჰიტდა Apple iPod-ის რეკლამაში გამოყენების შემდეგ.
• 1992 წელს, ამერიკის საკალათბურთო ნაკრების დაჯილდოების ცერემონიაზე მაიკლ ჯორდანი რატომღაც ამერიკის დროშაში გახვეული იდგა. ასეთი უცნაური ჩაცმულობის მიზეზი შემდეგი იყო: სპორტსმენმს დიდი ხნის კონტრაქტი აკავშირებდა Nike-თან, მაგრამ იმ დღეს Reebok-ის ბოტასები ეცვა, რაც არ უნდა გამხდარიყო ცნობილი მილიონობით გულშემატკივრისთვის.
• წონის დაკლების შესახებ გადაღებული სარეკლამო რგოლებისთვის მიღებულია პრაქტიკა, როცა გამხდარ ადამიანს უხდიან თანხას, რათა მოიმატოს წონაში.
ეს კეთდება იმისთვის, რომ მომხმარებელს აჩვენონ მისი ფოტო ან ვიდეო თითქოსდა „წონაში დაკლებამდე“, ნაცვლად იმისა, ვინც მართლაც რეალურად დაიკლო წონაში.
• კომპანია მარსმა იმდენად მახინჯად მიიჩნია ფილმის - „უცხოპლანეტელი“ (ET: The Extra-Terrestrial) მთავარი გმირი, რომ არ დართეს ნება ფილმში M&Ms-ის კანფეტები გამოეყენებინათ უსიამოვნო გარეგნობის არსებისთვის.
M&M's-ის ნაცვლად, ფილმის შემქმნელებმა გამოიყენეს Reese's Pieces-ის კანფეტები, რომლის გაყიდვებიც ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ 65%-ით გაიზარდა.
• 1950-იანი წლების ბოლოს, სააგენტო Doyle Dane Bernbach-ის მიერ წარმოებული Volkswagen-ის სარეკლამო კამპანია "Think Small", გამორჩეულ სარეკლამო რგოლად მიიჩნევა.
რეკლამა მოუწოდებდა ახალგაზრდებს არჩევანი სიმარტივეზე და დროის მოთხოვნებზე გაეკეთებინათ.
რეკლამის წყალობით, ჰიტლერის დაკვეთით დამზადებული: პატარა, „საყვარლად მახინჯი“ და იაფი Volkswagen Beetle (ხოჭო) უპრეცედენტო წარმატებით იყიდებოდა შეერთებულ შტატებში 60-იან წლებში.
• უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ რაიმეს შესაძენად სკეპტიკოსის დარწმუნების საუკეთესო გზა რეკლამაში არა კონკრეტულ ფაქტებზე ფოკუსირება, არამედ ემოციურ მხარეზე აქცენტის გაკეთებაა;
და პირიქით, ადამიანები, რომლებიც არ არიან მიდრეკილნი სკეპტიციზმისკენ, რეკლამაში უფრო მეტად არწმუნებთ ფაქტები და ინფორმატიულობა.
• 1440 წლამდე (სტამბის გამოგონებამდე) რეკლამა არსებობდა მხოლოდ ხმოვანი განცხადებების სახით.
• რეკლამის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ცრემლი 1970-იან წლებში დაიღვარა, შეერთებულ შტატებში.
„მტირალი ინდიელის“ რეკლამები იმ დროისთვის ნოვატორული იყო და არა მხოლოდ ახალი ერა შექმნა გარემოს დაცვის თვალსაზრისით, არამედ სათავე დაუდო დედამიწის დღის ( EPA) დაარსებას და ეკოლოგიისთვის გაძლიერებულ ზრუნვას.
რეკლამის პრეზენტაციიდან პირველივე ოთხ თვეში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვის ღონისძიებებში. ამ სფეროში ჩართული ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა; შედეგად, 1983 წლისთვის მავნე ნარჩენების წილი შეერთებულ შტატებში 88%-ით შემცირდა.
„მტირალი ინდიელი“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კრეატიულ რეკლამას წარმოადგენს.
• მკვლევარები აცხადებენ, რომ ქალთა ჟურნალებში 10,5-ჯერ მეტი რეკლამა და სტატიაა, რომლებიც ეწევიან წონის დაკლების პროდუქტების პოპულარიზაციას, ვიდრე მამაკაცების ჟურნალებში.
ქალთა ჟურნალების პრიალა გარეკანების 75%-ზე მეტი შეიცავს მინიმუმ ერთ სათაურს იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალოთ თქვენი სხეული დიეტის, ვარჯიშის ან პლასტიკური ქირურგიის საშუალებით.
• NIKE (ნაიკის) რეკლამის სლოგანი - Just do it (უბრალოდ, გააკეთე ეს!), ყველაზე ცნობილი სლოგანია რეკლამის ისტორიაში.
წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ფრაზა, რომელიც დღეს ყველა იმეორებს, შთაგონებული იყო 1970-იან წლებში სიკვდილმისჯილი ჩრდილო-ამერიკელი სერიული მკვლელის გარი გილმორის (Gary Gilmore) უკანასკნელი სიტყვებით - Let's do it (მიდი, გააკეთე ეს!).
დენ ვიდენმა (Dan Wieden), რომელიც წარმოადგენდა სარეკლამო კომპანიას - Wieden+Kennedy, უბრალოდ მცირედით შეცვალა ფრაზა - Let's do it / Just do it (მიდი, გააკეთე ეს! / უბრალოდ, გააკეთე ეს!).
აღსანიშნავია, რომ Nike-ის მფლობელს ფილ ნაიტს ეს სლოგანი თავდაპირველად კატეგორიულად არ მოეწონა და მას ნაგავი უწოდა, თუმცა საბოლოოდ დაუჯერა დენ ვიდენს და მართალიც გამოდგა.
• პროდუქციის რეალიზაციისთვის სექსის გამოყენების მავნე პრაქტიკა ახალი არ არის. იგი რეკლამის არსებობის პირველივე დღეებიდანვე არსებობდა, ხოლო მიზანს კონკრეტული დემოგრაფიული ჯგუფების მოზიდვა წარმოადგენდა. მაგალითად, მე-19 საუკუნეში თამბაქოს რეკლამებზე გამოსახული იყო შიშველი ქალების დურათები.
• რონალდ მაკდონალდი რეკლამაში პირველად გამოჩნდა 1963 წელს. 2010 წელს კი, ორგანიზაცია „Corporate Accountability International“-ის ამერიკელი აქტივისტების ჯგუფმა ჯამბაზი დაადანაშაულა იმაში, რომ თითქმის 50 წლის განმავლობაში მოუწოდებდა ბავშვებს მავნე საკვების მიღებისკენ, რაც ხელს უწყობდა მათ სიმსუქნეს და არაჯანსაღ პროდუქტებთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელებას.
• 1965 წელს ბობ დილანმა განაცხადა, რომ თუ ოდესმე გაყიდა საკუთარ სიმღერებს რეკლამის მიზნით, ეს იქნებოდა ქალის ტანსაცმლის რეკლამა. და მართლაც, 2007 წელს დილანი და მისი მუსიკა გამოჩნდა Victoria's Secret-ის რეკლამაში.
• ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგა (NFL) კრძალავს რეკლამებში ცეცხლსასროლ იარაღის, საბრძოლო მასალისა და ქალის ჰიგიენური საშუალებების გამოყენებას.
• იაპონიაში, სავაჭრო ავტომატიდან ცხელი ყავის ქილის გაყიდვა პოზიციონირდება როგორც -"ამერიკული ცხოვრების წესი" .
ასეთ რეკლამებში გადაღებულია ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიცაა ტომი ლი ჯონსი, ბრედ პიტი და არნოლდ შვარცენეგერი.
• შეერთებულ შტატებში მიიღეს სპეციალური კანონი CALM (კანონი სტელევიზიო რეკლამის ხმის კონტროლის შესახებ), რომელიც ეყრდნობოდა მომხმარებელთა მრავალრიცხოვან პრეტენზიებს, რომლითაც ისინი მიმართავდნენ კავშირგამბულობის ფედერალურ კომისიას.
• ხშირად, მაღალი კლასის მანქანების ზოგიერთი რეკლამა გადაღებულია მათი მინიატურული მოდელების გამოყენებით, რათა მიაღწიონ სრულყოფილ ეფექტს და შეამცირონ ხარჯები.
Audi-მ ასეთი რეკლამის გასაკეთებლად დაიქირავა მინიატურული ფოტოგრაფიის ოსტატი - ფელიქს ერნანდესი.
• შეერთებულ შტატებში, ფილმის - Groundhog Day (ზაზუნას დღე) ჩვენებისას, ყოველი სარეკლამო პაუზის დროს მეორდება ერთი და იგივე ექვსი სარეკლამო რგოლი, რაც ფილმის ფენომენზე მიანიშნებს.
• Ambient Media რეკლამა, რომელიც ლეგალურად და არალეგალურად არის განთავსებული მოულოდნელ ზედაპირებზე (კიბეები, საზოგადოებრივი ტუალეტები, მოაჯირები და ა. შ) ან მოულოდნელ ადგილებზე (ქუჩები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ) იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ რეკლამისტებმა დაიწყეს უფრო მეტი არატრადიციული ადგილების ათვისება.
თუმცა, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ამ ტიპის რეკლამა იწვევს მომხმარებელთა უნდობლობას და გაუცხოების გრძნობას. ადამიანები ამგვარ სარეკლამო ხრიკებს საეჭვოდ და დაგეგმილ ქმედებად მიიჩნევენ.
• 1938 წელს რადიო რეკლამის შემოსავალმა გადააჭარბა ბეჭდური რეკლამის შემოსავალს. 60-იან წლებში სატელევიზიო რეკლამამ დაჩრდილა შემოსავლების მხრივ რადიო რეკლამა და ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა პირველობას, მაგრამ 2016 წელს დადგა ახალი ერა რეკლამის სამყაროში, როცა ინტერნეტ რეკლამამ (დესკტოპი და მობილური) პირველად გადააჭარბა სატელევიზიო რეკლამას (შემოსავლით 72.5 მილიარდი დოლარი).
• 1920-იან წლებამდე, არც სამედიცინო და არც სოციალური თვალსაზრისით. ჰალიტოზი (არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან) დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა.
Listerine-ს რეკლამის საშუალებით, ჰალიტოზი მიეყიდა ფართო საზოგადოებას როგორც პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენდა ახალგაზრდა მამაკაცებისა და ქალების ქორწინება/პარტნიორობაზე.
ლისტერენი წარმატებული გახდა როგორც "არასასიამოვნო სუნის სამკურნალო საშუალება", ხოლო კომპანიის შემოსავალი 7 წლის განმავლობაში 115 000 დოლარიდან გაიზარდა 8 მილიონ დოლარამდე.
• თამბაქოს საწინააღმდეგო კომპანიების რეკლამების ღირებულების უდიდეს ნაწილს (ზოგჯერ მთელს ღირებულებას), იხდიან თავად თამბაქოს კომპანიები.
• კვლევებმა აჩვენა, რომ ინტერნეტ-რეკლამა 63%-ით უფრო ეფექტურია, ვიდრე ის, რასაც ჟურნალ-გაზეთებში განთავსებული რეკლამა.
• კვლევების მიხედვით, მომხმარებლები იმახსოვრებენ იმის 58%-ს, რასაც უყურებენ და 20%-ს რასაც კითხულობენ. 60% - თავს ანებებს ვიდეოს ყურებას 90 წამის შემდეგ (გააჩნია ვიდეოს), 40% - კი კითხვას 2000 სიტყვის შემდეგ (გააჩნია ტექსტს).
მობილური ინდუსტრიის განვითარების შემდეგ მობილურმა ციფრულმა რეკლამამ მნიშვნელოვნად გაუსწრო დესკტოპ რეკლამას. GOOGLE, Meta, Snapchat, TikTok, Twitter და სხვა საძიებო სისტემებისა და სოციალური მედიის, ასევე პოპულარული ინტერენტ პორტალების საშუალებით, დიდი ხანია ინტერნეტ რეკლამამ უკან ჩამოიტოვა სატელევიზიო რეკლამაც.
• 2000 წელს შეერთებულმა შტატებმა 8,1 მილიარდი დოლარი დახარჯა ინტერნეტ რეკლამაში. 2022 წელს კი ციფრული რეკლამაზე დახარჯულმა საერთო თანხამ 600 მილიარდს გადააჭარბა. ეს ტენდენციაა ევროპის ქვეყნებშიც და მალე იქნება განვითარებად ქვეყნებსა და მთელს მსოფლიოში.
• ინტერნეტში ციფრული რეკლამის უმსხვილესი გამყიდველები არიან Google და Facebook. ბოლო დროს მათ აქტიურად მისდევს კომპანია Amazon, რომელიც ახლა მე-3 ადგილზეა მსოფლიოში.
• ციფრული რეკლამის მესვეურთათვის ყველაზე დიდი პრობლემას წარმოადგენს რეკლამის ბლოკირება ბრაუზერში ჩაშენებული გაფართოებების საშუალებით, რაც იწვევს კითხველთა რაოდენობის შემცირებას და გამომცემლების შემოსავლის დაკარგვას.
თუმცა რეკლამის ბლოკატორების გამოყენებამ ბოლო წლებში ის მცირდება და ციფრული სარეკლამო ინდუსტრიის მესეურები სულ უფრო ხვეწენ პრობლემის მოგვარების გზებსა და საშუალებებს.
• ლონდონელ თომას ჯ. ბარატს (1841–1914) „თანამედროვე რეკლამის მამას“ უწოდებენ. იგი გახლდათ საპნის მწარმოებელი კომპანიის A&F Pears-ის თავმჯდომარე, რომელმაც შექმნა მარკეტინგული კამპანია საკუთარი კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.
2014 წელს ბარატი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოში პირველი ბრენდ-მენეჯერი.
• Nescafe-მ რეკლამაში ნებართვის გარეშე გამოიყენა Muse სიმღერა "Feeling Good". ჯგუფმა მათ სასამრთლოში უჩივლა და მოუგო საკმაოდ სოლიდური თანხა, რომელიც საქველმოქმედო ფონდს გადასცა.
• ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, მომხმარებლებს უწევთ სულ უფრო მეტ რეკლამების ნახვა. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ დღის განმავლობაში ერთი აქტიური ინტერნეტ მომხმარებელი ხედავს დაახლოებით 3000 რეკლამას.
• მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარეკლამო ბილბორდი მდებარეობს დუბაიში. მისი სიგრძე 1500 მეტრია და მთლიანად დამზადებულია ბიოდეგრადირებადი მასალებისგან. სარეკლამო ფარი შექმნილიაი ცნობილი სააგენტო AdRock-ის მიერ.
• ყველაზე ხანგრძლივი სატელევიზიო რეკლამა ხანგრძლივობით 14 საათს შეადგენს. იგი დამზადდა Procter & Gamble-ის მიერ (ბრაზილია) Old Spice დეოდორანტის პოპულარიზაციისთვის და გავიდა სან პაულოში 2018 წლის 8 დეკემბერს.
რეკლამა გადიოდა დილიდან საღამოს 8 საათამდე ტელეარხ - Woohoo-ს საშუალებით.
მანამდე, ყველაზე გრძელ სატელევიზიო რეკლამად ითვლებოდა ყაზახურმა ბანკის ForteBank-ის ვიდეორგოლი, რომლის ხანგრძლივობა თითქმის 9 საათია. რგოლში ბანკმა გაათამასა ტელეფონის ნომერი, რომელზეც SMS-ის გამგზავნი მოიგებდა 1 000 000 ყაზახურ ტენგეს.
ვიდეო რგოლის მთავარი გმირი მანქანით ალმათიდან შიმკენტში მიდიოდა, მეგობრისთვის ფულის გადასაცემად.
• 1994 წელს IKEA-მ გამოაქვეყნა პირველი რეკლამა ჰომოსექსუალური წყვილისთვის, ვიდეო-რგოლში ორი შეყვარებული მამაკაცი, რომელიც გეგმავდა ერთად ცხოვრებას, არჩევდა ავეჯს მომავალი ოჯახისათვის.
რეკლამა ეთერში მხოლოდ ერთხელ გავიდა, რადგან მას მომხმარებელთა და აცეჯის კოპანიების მესვეურთა მძაფრი პროტესტი მოჰყვა.
მიუხედავად ამისა, ეს არის უმსხვილესი ბრენდის პირველი რეკლამა, რომელმაც გადადგა ასეთი ნაბიჯი და ამით შევიდა ისტორაში.
• მამაკაცების მაისურების კომპანიამ C.F. Hathaway, პირველი რეკლამის გაკეთება 1951 წელს გადაწყვიტა, რათა კონკურენცია გაეწია ბევრად უფრო პოპულარული ბრენდებისთვის. კამპანიის გასატარებლად მათ დაიქირავეს ცნობილი მარკეტოლოგი დევიდ მაკენზი ოგილვი, რომელმაც ფოტოსესიისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე თვალის ასახვევი შეიძინა 50 ცენტად.
დევიდმა ზოგიერთ მოდელს აიძულა მაისურების სარეკლამო სურათებისთვის ფოტოსესიები თვალახვეულებს გაკეთებინათ. ამ უცნაურმა ფანდმა მასებში დიდი ცნობისმოყვარეობა გამოიწვია და მყისიერი წარმატება მოუტანა როგორც CF Hatahway-ს, ასევე დევიდ ოგილვისთვის. ქალაქში C.F. Hathaway-ის ყველა მაისური ერთ კვირაში გაიყიდა.
















