• ლუდის წარმოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დანიელმა ბოტანიკოსმა ემილ კრისტიან ჰანსენმა. 1881 წელს მან პირველად მიიღო ლუდის საფუარის სუფთა კულტურა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პროდუქტის ხარისხი. ჰანსენის მიერ შექმნილი ლუდის საფუარი დღესაც იწარმოება.
• Fucking Hell არის მსუბუქი გერმანული ლუდი, რომელსაც ავსტრიული სოფლის ფუკინგის სახელი ეწოდა. სიტყვა " Hell" გერმანულად ითარგმნება როგორც "ნათელი". მიუხედავად იმისა, რომ სახელი საკმაოდ პროვოკაციულია და ინგლისურენოვან ქვეყნებში მას გინებად აღიქვამენ, ლუდის გერმანელმა მწარმოებელმა მაინც მოახერხა მისი რეგისტრაცია. დღეს ეს ლაგერის ლუდი საერთაშორისო მასშტაბით იყიდება.
• ნატურალისტმა ჯონ ლაბოკმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი და ჭიანჭველებს უსხამდა ლუდს. მან შენიშნა, რომ მწერები, ისევე თვრებოდნენ, როგორც ადამიანები. მან ასევე აღმოაჩინა საინტერესო ფაქტი - ის ჭიანჭველები, რომლებსაც არ „დაუგემოვნებიათ ლუდი“, ეხმარებოდნენ „ნასვამ“ ჭიანჭველებს და მიათრევდნენ სოროში, რადგან ისინი ამას დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ.
• მსოფლიოში პირველი ლუდის აუზები დამონტაჟდა ავსტრიული ლუდსახარშის - Starkenberger's Castle-ის ტერიტორიაზე.
• ხოლო ყველაზე გრძელი ლუდის ბარის მაგიდა მდებარეობს ქალაქ კიტჩენერის (ონტარიო, კანადა) ლუდის ბარში - Lulu's Roadhouse. მისი სიგრძეა - 103,6 მეტრი. ბარი გაიხსნა 1984 წლის 3 აპრილს.
• ისლანდიაში 1915 წელს აიკრძალა ალკოჰოლური სასმელების მოხმარება აიკრძალა. მომდევნო ათწლეულებში მოცდა ბევრი ალკოჰოლური სასმელის ლეგალიზება, თუმცა კანონი სრულად მხოლოდ 1989 წლის 1 მარტს გაუქმდა. მას შემდეგ ისლანდიელები 1 მარტს ოფიციალურად აღნიშნავენ როგორც ლუდის დღეს (Bjórdagur). თუმცა, დღესდღეობით, ეს დღე აღარ აღინიშნება ისე პომპეზურად, როგორც მეოცე საუკუნეში.
• სვიის ყველაზე დიდი პლანტაცია, ეკუთვნის ჯონ I. Haas-ს. Inc, რომელიც მსოფლიოში სვიის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა. პლანტავიის ფართობი 753,9 ჰექტარია და მდებარეობს ტოპენიშის მახლობლად (ვაშინგტონის შტატი). კომპანიის პლანტაციების საერთო ფართობი კი შეადგენს 1497,4 ჰექტარს და განთავსებულია აიდაჰოში, ორეგონსა და ვაშინგტონში, ასევე ბრიტანეთის საგრაფო კენტში და ავსტრალიაში.
• ბელგიის სკოლის სასადილოების მენიუში 1980-იან წლებამდე შედიოდა 1,5-2,5% ალკოჰოლის შემცველი სუფრის ლუდი. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის Limburg Beer Friends მიიჩნევდა, რომ სუფრის ლუდი გაცილებით ნაკლებად მავნე და პირიქით, უფრო სასარგებლო იყო ორგანიზმისთვის, ვიდრე ტკბილი გაზიანი სასმელები. ისინი აქტიურად უჭერდნენ მხარს ამ ტრადიციის აღორძინებას. თუმცა, ბელგიის ყველა სკოლამ მათ მოწოდებაზე უარი თქვა.
• New England Journal of Medicine-ის კვლევის მიხედვით, ქალები, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ ლუდს, უფრო ადვილად ამუშავებდნენ ინფორმაციას და უკეთესი მახსოვრობა ჰქონდათ იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ იღებდნენ ლუდს. ექიმების თქმით, ლუდის საფუარები შეიცავს ეგრეთ წოდებულ „კარგ ქოლესტერინს“, ანუ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინს, რომელიც პასუხისმგებელია ინფორმაციის აღქმის უნარის გაუმჯობესებაზე; ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
• ჟურნალისტ მაიკლ ჯულიან ჯექსონს უდიდესი წვლილი მიუძღვის 1970-იან წლებში ლუდის მიმართ საზოგადოების ინტერესის გაღვივებაში. განსაკუთრებით აშშ-ში. ჯექსონმა გამოსცა რამდენიმე პოპულარული წიგნი ლუდისა და ვისკის შესახებ, რომლებიც ბესტელერებად იქცა და სამ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. გარდა ამისა, მისი გადაცემათა სერიის - ლუდზე მონადირე (The Beer Hunter) ტრასლირება ხდებოდა 15 ზე მეტ ქვეყანაში.
• მას შემდეგ, რაც 1920 წელს შეერთებულ შტატებში მიიღეს „მშრალი კანონი“, ოჯახურ პირობებში ლუდის წარმოება უკანონო საქმიანობად ითვლებოდა. 1978 წლის 14 ოქტომბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ლუდის წარმოება სახლის პირობებში ლეგალური გახდა და გათავისუფლდა ფედერალური გადასახადებისგან. კანონი ძალაში შევიდა 1979 წელს და მძლავრი იმპულსი გახდა შეერთებულ შტატებში კრაფტ ლუდის (ხელნაკეთი ლუდი) მრეწველობის განვითარებისთვის.
• იტალიის ქალაქ ფორლის ციხის ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, რომ საკნებიდან სამი პატიმარი იყო დაკარგული. მთელი პერსონალი ფეხზე დადგა. გაქცეულები ახლომდებარე ლუდის პაბში იპოვეს, სადაც გაქცეულები ციხის უფროსთან ჩახუტებულები ერთ-ერთი მათგანის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
• ყველაზე გრძელი ლუდის ბარი, სიგრძით მეტრი,1938 წელს გაიხსნა ქალაქში - მილდიურა (ავსტრალია, შტატი ვიქტორია). ლუდით ვაჭრობისთვის ბარში 27 ჩამომსხმელი მანქანა იყო დამონტაჟებული.
• უალკოჰოლო ლუდი სხვადასხვა მეთოდებით მიიღება, მათ შორის დუღილის სრული აღმოფხვრით, ან მზა ლუდიდან მემბრანული ფილტრების საშუალებით ალკოჰოლის ამოღებით. კლასიკური ლუდის წარმოებასთან შედარებით, უალკოჰოლო ლუდის წარმოების ტექნოლოგია უფრო რთული და ძვირადღირებული პროცედურაა.
• ლუდის პირველი რეკლამა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000 წლით თარიღდება. რეკლამა იყო საშუალო ზომის თიხის ფირფიტის სახით, რომელზეც გამოსახული იყო გოგონა დიდი ბიუსტით, რომელსაც ხელში ლუდის სასმისი ეჭირა. აბრის ბოლოში ამოკაწრული იყო წარწერა: "დალიეთ ლომგულოვნებით!"
• ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთში სწრაფად ლუდის მოხმარება მაღალი ტემპებით იზრდება. რამდენიმე წელიწადში მათ მოიხმარეს 350 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდი, რითაც ხელი შეუწყვეს ლუდის შიდა ბაზრის განვითარებას.
ჩინეთში წარმოებული თითქმის ყველა ლუდი წარმოადგენს ღია ფერი ლაგერს (pale lager") ლაგერს, ხოლო ჩინური ლუდის რეცეპტში ქერის გარდა შედის ბრინჯიც.
• მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუდის ბარია მატჰაიზერი Mathäser, რომელიც მიუნხენში, ბაიერშტრასე 3-5-ში მდებარეობს. ბარში ყპველდღიურად იყიდება 56 448 ლიტრი ლუდი.
• ყველაზე პატარა პაბი (ინგლისური ლუდის ბარი) სახელწოდებით The Lakeside Inn - დიდ ბრიტანეთში, საუტპორტში (Southport ) მდებარეობს. ბარის ზომებია - 6,7х4,878х4,57 მეტრი.
• ძველ ეგვიპტეში გლობალური პრობლემას ნილოსის ძლიერი დაბინძურება წარმოადგენდა. მდინარის წყალი სასმელად უვარგისი იყო, ამიტომ მაცხოვრებლები წყალს ლუდით ანაცვლებდნენ. პირამიდების მენებელი მუშები და ხელოსნები წყურვილს ლუდის საუალებით იკლავდნენ. ერთ ადამიანს დღეში სამი ჭიქა ლუდი ერგებოდა. ასევე ითვლებოდა, რომ ანიჭებდა გამძლეობას და ამაღლებდა შრომის ნაყოფიერებას.
• ძველად ლუდის სასმელით მკურნალობდნენ. მაგალითად, კბილის ტკივილის დროს პირში ლუდს ივლებდნენ, იყენებდნენ თირკმელებიდან ქვების გამოსადევნად, ქალები თმას ლუდით იბანდნენ, კაცები კი ცდილობდნენ დაუმორჩილებელი თმა ლუდით დაესველებინათ და მეტ-ნაკლებად წესრიგში მოეყვანათ.
• იაპონურმა საიუველირო კომპანიამ - Ginza Tanaka , შექმნა ნამდვილი შედევრი - ლუდის კათხა სახელწოდებით "Summer Cool" („ზაფხულის სიგრილე“). სასმისი დამზადებულია სუფთა ოქროსგან, რომელიც ლუდს მართლაც ანიჭებს წარმოუდგენელ სიგრილეს ლითონის თვისებების გამო.
ძვირფასი ჭურჭლის შესაქმნელად იაპონელებმა დახარჯეს 1 კგ-მდე სუფთა ოქრო, მისი ღირებულება კი 50 000 დოლარია.
• 1950 წელს კარლსბერგმა (Carlsberg), კოპენჰაგენში ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ვიზიტის აღსანიშნავად გამოუშვა ლუდი Special Brew.
• როდესაც ნილს ბორი 1922 წელს ფიზიკაში ნობელის პრემიის მფლობელი გახდა, კომპანია Carlsberg-მა საჩუქრად სახლი გადასცა, რომელიც ლუდსახარშის გვერდით მდებარეობდა. სახლში დამონტაჟდა ონკანი, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული კომპანიის ლუდის ჩამოსასხმელ ხაზთან. ამგვარად, ნილს ბორს ნებისმიერ დროს შეეძლო საკუთარი თავსა და სტუმრების უფასო ლუდით გამასპინძლებოდა.
• ლუდის გამომგონებლებად ძველი ეგვიპტელები მიიჩნევიან, რომლებიც სასმელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 9500 წელს ამზადებედნენ, მაგრამ მათ არ იცოდნენ ლუდის გაფილტვრა, ამიტომ მარცვლეულის ნარჩენები რომ არ გადაყლაპათ, ლუდს ჩალის ღეროს საშუალებით სვამდნენ.
შეხვედრისას ეგვიპტელები ერთმანეთს ესალმებოდნენ ფრაზით „პური და ლუდი“. ლუდის ჭურჭლის უძველესი ნაშთების ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ შესწავლის შემდეგ, ბრიტანელებმა მოახერხეს ეგვიპტური ლუდის რეცეპტის ზედმიწევნით აღდგენა. სასმელს „ტუტანხამონი“ ჰქვია და ბოთლი 50 ფუნტ სტერლინგად იყიდება.
• ლუდის ქილების ყველაზე დიდი კოლექციის (25000 ცალზე მეტი), მფლობელია ჯონ არენსი მაუნტ ლოურენსიდან (ნიუ ჯერსი, აშშ).
• ფინეთი ყოველწლიურად ატარებს ცოლის ზურგზე შემოსმისა და ტარების ტრადიციულ ჩემპიონატს. ჩემპიონატის მთავარი პრიზია ლუდი, რომლის ლიტრაჟობა შეესაბამება ცოლის წონას. შესაბამისად, რაც უფრო დიდი წონა აქვს ქალს, მითუ უფრო მეტი ლუდი გადაეცემა საჩუქრად მის მეუღლეს.
• ლუდის ეტიკეტების ყველაზე დიდი კოლექციის მფლობელია ნორვეგიელი იან სოლბერგი. მისი კოლექცია350 000-ზე მეტ ეგზემპლარს ითვლის.
• 1814 წლის 17 ოქტომბერს, ლონდონის ლუდსახარშში Meux and Company ლუდის უზარმაზარი ავზები აფეთქდა, რის შედეგადაც ქუჩაში 323 000 გალონზე მეტი ლუდი დაიღვარა. ეს მოვლენა ცნობილია როგორც "ლუდის წყალდიდობა". კატასტროფას რვა ადამიანი ემსხვერპლა.
• ძველად ლუდს მღრნელებისგანაც თავის დასაღწევად იყენებდნენ: ამისთვის რძიან თასში ამატებდნენ ლუდს და ტოვებდნენ მთელი ღამის განმავლობაში. დილით მღრღნელები თასის მახლობლად დალასლასებდნენ და წინააღმდეგობის ყოველგვარი უნარი ჰქონდათ დაკარგული.
• ლუდი შეიძლება კარგი დამხმარე იყოს დიასახლისებისთვის სახლის დასალაგებლად. ავეჯის გასაპრიალებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ნარევი: აადუღეთ ერთი ჭიქა ლუდი, შემდეგ გააცივეთ და დაუმატეთ ცვილის პატარა ნაჭერი.
ნაზავი რბილი ქსოვილით დაიტანეთ მშრალ ავეჯზე და დარწმუნდებით რომ იგი მას მიანიჭებს ბზინვარებას.
• კომპანია Pabst Brewery პირველი იყო, რომელმაც1940 წელს პირველად გამოუშვა ლუდის ექვსპაკეტიანი შეკვრა. კომპანიამ წინასწარი კვლევები ჩაატარა და დაადგინა, რომ საშუალოსტატისტიკური დიასახლისისთვის თუნუქის ექვს ქილას იდეალური წონა ჰქონდა იმისთვისმ რომ იგი მაღაზიიდან სახლამდე მიეტანა.
• ლუდის საერთაშორისო დღე აგვისტოს პირველ პარასკევს აღინიშნება. ლუდის პირველი დღე 2007 წელს აშშ-ში იზეიმეს. 2012 წლისთვის დღესასწაული უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტ ქალაქში აღინიშნა.
• შუა საუკუნეების ევროპის მაცხოვრებლები, წყლის უხარისხობის გამო წელიწადში 300 ლიტრ ლუდს სვამდნენ. საქმე იმაშია, რომ დუღილის პროცესში ნადგურდებოდა პათოგენური ბაქტერიების უმეტესობა, რის გამოც ყველაზე ცუდი ლუდიც წყალზე ბევრად უსაფრთხო იყო.
ნახშირწყლების, დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროელემენტებისა და ვიტამინების მაღალი შემცველობის წყალობით, ლუდმა მიიღო მეორე სახელწოდება - "თხევადი პური".
მონასტრის ბერებს, როლებიც ლუდის დამზადებით იყვნენ დაკავებული, უფლება ჰქონდათ დღეში მიეღოთ რამოდენიმე ლიტრი ლუდი, დღესასწაულებისა და მარხვების პერიოდის მიუხედავად.
• ყველაზე დიდი ლუდის ბოთლი, სიმაღლით 6 ფუტი 11 დიუმი და გარშემოწერილობა 5 ფუტი 4,5 ინჩი, 1989 წლის 2 სექტემბერს აავსეს 92 გალონი ხორბლის ლუდით Laidley Gold (ქუინსლენდი. ავსტრალია).
• ინკების უძველეს ტომს ჰქონდა ლუდის დამზადების საკუთარი ტრადიცია. პროცესში მონაწილეობდნენ 10-დან 15 წლამდე გოგონები, რომლებსაც ძლიერი და ჯანსაღი კბილები ჰქონდათ.მათ ევალებოდათ სიმინდის მარცვლების საფუძვლიანად დაღეჭვა. დაღეჭილ მასას წყლის დიდ ჭურჭელში ათავსებდნენ და ტოვებდნენ მზის გულზე, ხანგრძლივი დუღილისთვის. როცა დუღილი დასრულდებოდა, მასას მარლის მსგავსი ქსოვილით ფილტრავდნენ და მიირთმევდნენ.
• კერძო ირგანიზაცია Rainbow Foundation Project-მა ალკოჰოლიკებს ყოველდღიურად ურიგებდა ხუთი ქილა ლუდს, ნახევარ შეკვრა თამბაქოს და ათ ევროს - ამსტერდამის ქუჩების გასასუფთავებლად (2013 და 2014 წლებში). დაფინანსების ნაწილი ორგანიზაციამ მიიღო ნიდერლანდების მთავრობისგან.
• აშშ-ს პრეზიდენტები ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი და ბარაკ ობამა ლუდს საკუთარ ლუდსახარშებში ამზადებდნენ. მაგალითად, ჯორჯ ვაშინგტონს საკუთარი ლუდსახარში, სახლში (მაუნტ ვერნონში) ჰქონდა მოწყობილი.
ბარაკ ობამა კი გახდა პირველი ამერიკელი ლიდერი, რომელმაც მოახდინა თეთრ სახლში ელის წარმოების ორგანიზება. შესაბამისი ტექნიკის შესაძენად მან პირადი სახსრები გამოიყენა. თეთრი სახლის კედლებში მომზადებულ პირველ ლუდის სახელწოდება იყო White House Honey Ale.
• მსოფლიოში უძველესი ლუდსახარშია ვაინშტეფანი (Weihenstephan), რომელიც დაფუძნებულია 1014 წელს. კომპანია მდებარეობს გერმანიაში მიუნხენის მახლობლად, კერძოდ: ფრაიზინგის წმინდა სტეფანეს მონასტერში. საინტერესოა, რომ იქვე განთავსებულია ლუდის აკადემია, რომელიც საკმაო ავტორიტეტით და პატივისცემით სარგებლობს ლუდის სფეროში.
• ყველაზე ძველი ლუდის პაბი U Fleku მდებარეობს პრაღაში. მას საკუთარი ლუდსახარში გააჩნია, სადაც ლუდს ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ამზადებდნენ.
• ლუდის წარმოება მესოპოტამიაში, ბაბილონის მმართველის, მეფე ჰამურაბის (ხამურაბი) სახელს უკავშირდება. ცნობილია ხამურაბის კანონთა კოდექსი, სადაც მან
სხვა კანონებთან ერთად, დააწესა ლუდის წარმოებასა და მოხმარებასთან დაკავშირებული წესები (პარაგრაფები 108-110).
• ლუდის ჭიქების სადგამების ყველაზე დიდი კოლექციის მფლობელია ავსტრიის დედაქალაქ ვენის მკვიდრი ლეო პისაქერი. მან 140 000 სადგამი 155 ქვეყანაში შეაგროვა. უცნაურია, მაგრამ თავად პისაქერი ლუდს საერთოდ არ გეახლებათ.
• იაპონიაში ლუდის ქილებს ზედა ნაწილში აქვს ბრაილის შრიფტის მარკირება, რაც მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს ეხმარება განასხვაონ ლუდის ქილა სხვა სასმელებისგან.