მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 224 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

• გინესის რეკორდების წიგნის (Guinness Book of World Records) გამოცემის იდეის ავტორი გახლდათ გინესის ლუდსახარშის (Guinness Brewery) აღმასრულებელი დირექტორი ჰიუ ბივერი.  მას გაუჩნდა იდეა, ლუდსახარშის და ლუდის პაბების ვიზიტორებისთვის შეექმნა ავტოროტეტული წყარო (სპეციალური ცნობარი), რომელსაც შეეძლო გადაეჭრა კამათი და დავა ამა თუ იმ მოვლენის რეკორდულობასთან დაკავშირებით.

 

• ცენოსილიკაფობია (ჩენოსილიკაფობია) - ცარიელი ლუდის კათხის შიში. ფობია ოფიციალურად არის აღიარებული და ექვემდებარება მკურნალობას.

 

• ბრიტანეთში ლუდის უმსხვილესი კომპანიაა Bass. მის მფლობელობაშია 7337 ლუდის პაბი, 709 ალკოჰოლური სასმელების მაღაზია და 100-ზე მეტი სასტუმრო) მის კონტროლს ექვემდებარება ლუდის მწარმოებელი 13 საწარმო. დასაქმებულთა რაოდენობაა 76 922.

 

• მიიჩნევა, რომ ლუდისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მისაყოლებელი - ჩიფსები, შემთხვევით გამოიგონეს. შეფ-მზარეულმა, სახელად ჯორჯ კრამმა, ერთ-ერთი მაგნატის კრიტიკას, რომ მისი კარტოფილი „ზედმეტად მსუქანი“ იყო. კრამმა პრეტენზიის საპასუხოდ, კარტოფილი ქაღალდის სისქეზე დაჭრა, შეწვა და მაფნატს ისე მიართვა. მაგრამ მაგნატს და მისი მეგობრებს კერძი ძალიან მოეწონათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩიფსები  ყველაზე პოპულარული კერძი გახდა რესტორანში, სადაც ჯორჯ კრამი მუშაობდა.

 

• აღმოსავლეთ აფრიკაში, ბანანის ლუდი ტრადიციული სასმელს წარმოადგენს. მის დასამზადებლად, ლუდის დადუღების დროს იყენებენ East African Highland სახეობის გახეხილ ბანანს.

 

• 1947 წელს ამერიკელმა კრიტიკოსმა, პუბლიცისტმა და სატირიკოსმა ჰენრი ლუის მენკენმა საკუთარი წიგნის ეკრანიზაციის უფლება კანადურ კინოკომპანიას გადასცა. კონტრაქტის მიხედვით კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ ავტორისთვის სიცოცხლის ბოლომდე, ყოველთვიურად მიეწოდებინა ორი ყუთი მსუბუქი ელის ლუდი.

 

• ერთხელ, პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩის რამდენიმე კვარტლის მაცხოვრებლებს ლოყების დაჩქმეტა მოუწიათ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ცხადში იყვნენ და არა სიზმარში. საქმე იმაში გახლდათ, რომ ონკანებში წყლის ნაცვლად ნამდვილი ლუდი მოდიოდა. შემთხვევის მიზეზი ადგილობრივ ლუდსახარშში გამშვები სარქველის დაზიანება აღმოჩნდა, რის შემდეგაც ლუდი დიდი წნევით შეიჭრა ქალაქის წყლის მილსადენში.

 

• 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ლუდის წამყვანი ბრენდი იყო Budweiser. ბრენდის ღირებულება იმ დროისთვის 15 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა. მეორე ადგილზე აღმოჩნდა Heineken, მესამეზე Bud Light. ხუთეულში ასევე მოხვდნენ  Stella Artois და Corona.

 

• ნორვეგიის ისტორიაში თვითმფრინავის გატაცების პირველი მცდელობის დროს, 24 წლის გამტაცებელი ფრენის დროს თვითმფრინავის ეკიპაჟს განუწყვეტლივ თხოვდა ლუდს. საბოლოოდ იგი ისე დათვრა რომ ლუდის მორიგი პორციის სანაცვლოდ უპირობოდ დანებდა ეკიპაჟის წევრებს.

 

• კანზასის შტატში ექიმებს უფლება აქვთ პაციენტებს ლუდი დაუნიშნონ, როგორც მედიკამენტი, მაგრამ სასტიკად ეკრძალებათ ამ "მედიკამენტის" მიღება პაციენტებთან ერთად.

 

• ძველად ჩეხეთსა და სხვა ქვეყნებში დიდი ყურადღება ექცეოდა ლუდის ხარისხს. ლუდსახარშის მფლობელს მუხის გრძელ სკამზე  უნდა დაესხა ერთი ვედრო ლუდი, ხოლო სკამზე სვამდნენ ადგილობრივი მაგისტრატის წევრებს, რომლებიც ტყავის შარვლებში იყვნენ გამოწყობილი. თუ გარკვეული დროის შემდეგ მათი შარვალი სკამზე დაეკვრებოდა, ლუდი რეალიზაციისთვის მზად იყო.

 

• ბავარიაში ლუდს 1 ლიტრიანი და არა ნახევარლიტრიანი მოცულობის კათხებიდან მიირთმევენ, როგორც ეს მიღებულია დანარჩენ მსოფლიოში.

 

• ლუდთან დაკავშირებული ტრადიციებით მდიდარი იყო ბაბილონი. უძველესი ჩვეულების თანახმად, ქორწინების პირველ თვეში სიმამრი სიძეს თაფლის ლუდს ასმევდა, რის გამოც  ამ პერიოდს "თაფლობის თვეს" უწოდებდნენ.

თუ მეწარმის ლუდი უხარისხო იყო, შესაძლოა იგი სიკვდილით დაესაჯათ. მსჯავრდებულს ეძლეოდა არჩევნის საშუალება: ან საკუთარ ლუდში ჩაეხრჩოთ, ან ესვა ლუდი სანამ არ მოკვდებოდა.

 

• ლუდის ყველაზე პატარა ბოთლის მოცულობა 1.3 მილილიტრია. ხოლო მსოფლიოში ყველაზე პატარა და ძვირადღირებული ლუდის ბოთლი დაამზადეს ციურიხის მახლობლად შვეიცარიის სოფელ ვედენსვილში. მასში თავსდება 40 მილილიტრი ლუდია, ფასი კი შეადგენს 9 შვეიცარულ ფრანკს.

 

• მსოფლიოში ბევრი პროფესიაა, რომლებსაც ვერცერთ ცნობარში ვერ შეხვდებით. მაგალითად, ავსტრალიაში, მელბურბში მდებარე ერთ-ერთ ლუდსახარშში ჰყავთ სპეციალისტი, რომელსაც აქვს უჩვეულო სამუშაო: იგი ყნოსავს გარეცხილ ბოთლებს სანამ ისინი მიეწოდება ჩამოსხმის განყოფილებას. მისი ამოცანაა დაადგინოს, აქვს თუ არა ბოთლებს ნავთის ან სხვა მინარევების სუნი, რომელიც შესაძლოა გარეცხვის დროსაც კი არ აღმოიფხვრას.

 

• მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ლუდია  Vielle Bon Secours. 12 ლიტრიანი ბოთლის ღირებულება 1000 დოლარზე მეტია. (არსებობს სამი ფერის - ღია, ქარვისფერი და მუქი). ლუდი 10 წლიანი დაძველებისაა და  მხოლოდ ლონდონის ბარში - „Bierdrome“ იყიდება. ლუდის ბოკლებში ან კათხებში ჩამოსასხმელად საჭიროა მინიმუმ 2 ადამიანი.

 

• ყველაზე დიდი ლუდის კათხა კალისგან დაამზადეს 1985 წელს კუალა-ლუმპურში (მალაიზია). მისი სიმაღლე - 198,7 მეტრია, მოცულობა - 2796 ლიტრი.

 

• ზოგიერთი ლუდის მწარმოებელი კომპანია ინტერესდება ექსპერიმენტებით, რომელიც იკვლევს უწონადობის გავლენას საფუარის სოკოებზე. ამ მიზნით გერმანიაში, ბრემენის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე  ააშენეს 146 მეტრის სიმაღლის კოშკი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ექსპერიმენტები დედამიწაზე უფრო იაფია, ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ  - Becks and Company საკუთარი ლუდის საფუარი კოსმოსში გააგზავნა ლოსმოსური ხომალდით Columbia.

 

• მრავალრიცხოვანი კვლევების თანახმად, ზომიერი მოხმარების შემთხვევაში ლუდი ამაგრებს ძვლებს და ამცირებს თირკმლებში ქვების წარმოქმნის რისკს 40%-ით.

 

• ბოსტონში დგას სამუელ ადამსის ძეგლი, რომლის კვარცხლბეკზე ნახავთ მოკრძალებულ წარწერას - „ლუდის მხარშველი, პატრიოტი“.

 

• ამერიკელთა შორის სასმელებს პოპულარობით პირველ ადგილზეა ლუდი, ხოლო ყველაზე პოპულარული ბრენდებია - Budweiser, შემდეგ Miller, მესამეზე ადგილს კი იკავებს Coors.

 

• 2010 წელს ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ BrewDog,  გამოუშვა ლუდი სახელწოდებით The End of History („ისტორიის დასასრული“), რომელიც შეფუთული იყო ცხოველების ფიტულებით. ერთი ბოთლი ამგვარად შეფუთული ლუდის ღირებულება იყო 500 ფუნტი. ცხოველებს შორის, რომელთა ფიტულები გამოიყენებოდა ორიგინალური "შეფუთვისთვის", იყო ყარყუმი, ციყვი და კურდღელი, ხოლო ლუდის სიმაგრე შეადგენდა არანაკლებ 55%-ს. დღესდღეობით ასეთი ბოთლები კომპანიის ვებგვერდზე არ იყიდება.

 

• მსოფლიოში ლუდის უმსხვილეს მწარმოებელად რჩება ბელგიური კორპორაცია Anheuser-Busch InBev. კომპანია ფლობს 400-მდე ლუდის ბრენდს 50 ქვეყანაში (Budweiser, Corona, Stella Artois, Beck's, Hoegaarden, Leffe და სხვა).

 

• ლუდის გემოთი დასატკბობად, საჭიროა სასმისის სწორად შერჩევა. ლუდის თითოეული სახეობა მოითხოვს განსხვავებულ სასმისს. ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება არის ბოთლიდან ლუდის დალევა. 

საინტერესოა, რომ ლუდის ბარის საშუალოსტატისტიკური მომხმარებელი ლუდის სწორი ცილინდრული ფორმის ბოკალს სვამს 11 წუთში, ხოლო ბოკალს, რომელიც ზემოთ ფართოვდება - 7 წუთში (ორივე შემთხვევაში სასმისის მოცულობა 0,5 ლიტრია).

 

• მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუდის ქარხნა არის „Adolf Course Company“, რომელიც მდებარობს  გოლდენში (კოლორადო, აშშ). ლუდსახარში წელიწადში აწარმოებს 2,5 მილიარდ ლიტრ ლუდს.

 

• მსოფლიოში ყველაზე პატარა ლუდსახარად მიიჩნევა ჩეხეთის რესპუბლიკაში, პილსენში მდებარე ლუდსახარშის მუზეუმის ექსპონატი. ეს არის მოქმედი ლუდსახარშის ასლი, რომლის წარმადობა 30 ლიტრია.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ