მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 11939 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

თანამედროვე მოდა და ინტერიერის დიზაინერების მოთხოვნები სულ უფრო ახალ მიმართულებებს კარნახობს კერამიკული ფილების მწარმოებლებს და ისინიც ყოველწლიურად გვაოცებენ ახალი ნოუ-ჰაუთი.

კერამიკული ფილების მწარმოებელი თანამედროვე ქარხნები წარმატებით აწარმოებენ მრავალფეროვანი სტრუქტურის ფილებს და ახდენენ ხის, მეტალის, ქვის და ა.შ უამრავი სახის იმიტაციას და შელკოგრაფიასაც კი. 

ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა დაკმაყოფილებული იქნას ყველაზე მომთხოვნი დიზაინერისა და ჭირვეული მომხმარებლის ინტერესი.

კერამიკული ფილის შერჩევა საკმაოდ რთული საკითხია და განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.

ბევრი მომხმარებელი თვეების განმავლობაში არჩევს კერამიკულ ფილას, დადის ახალ მშენებლობებზე, ათვალიერებს უახლეს ინტერიერებს, ეცნობა მოდურ ჟურნალებს თანამედროვე ინტერიერის დიზაინზე და მაინც ვერ ახერხებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ უამრავი ფერის, სტრუქტურის, ფაქტურის და ზომის კერამიკულ ფილებს შორის მომხმარებელი იკარგება და ვერ ახერხებს სასურველი არჩევანის გაკეთებას.

შევეცადოდ გავამარტივოთ კერამიკული ფილის შერჩევის პროცესი და გავერკვეთ, თუ რა ძირითადი წესების დაცვაა საჭირო მისი შეძენის წინ.

 

კერამიკული ფილის სამომხმარებლო ხარისხი

 

მასალა, რომლისგანაც დამზადებულია კერამიკული ფილა, შესაძლოა განკუთვნილი იყოს როგორც კედლების, ასევე იატაკის მოსაპირკეთებლად.

შესაძლოა კომპლექტს (კოლექციას) თან ახლდეს დამატებითი აქსესუარები (ბორდიურები, დეკორატიული ფილები). ამ შემთხვევაში სტილი შესრულებულია ერთ ფერთა გამაში - დამახასიათებელი უზორებით და განსაზღვრული თემატიკით.

ზოგადად, კერამიკული ფილების მასალა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

»» გეომეტრიული ფორმების სისწორე და იმ ზომებთან შესაბამისობა, რომელიც დატანილია ფილის შეფუთვაზე;

»» მასალის მთლიანობა - ფილები არ უნდა იყოს დაბზარული და ატკეჩილი, კიდეები არ უნდა იყოს ჩამომტვრეული და დაზიანებული.

»» ფილის ზედაპირი უნდა იყოს მდგრადი, მასზე გამოსახულება არ უნდა ცვდებოდეს და იშლებოდეს;

»» ფილა უნდა იყოს ამტანი ტემპერატურული ცვლილებების მიმართ;

»» ფილა უნდა იყოს მდგრადი მექანიკური დაზიანების მიმართ (ადვილად არ უნდა იკაწრებოდეს);

»» ფილა უნდა იყოს ნესტგამძლე. არ უნდა იწოვდეს და ატარებდეს ნესტს;

»» ფილა უნდა იყოს მდგრადი გამწმენდი ქიმიური საშუალებების ზემოქმედების მიმართ;

»» ფილამ არ უნდა დაკარგოს ფერთა გამის ხარისხი და ნახჭების ხაზი;

»» ფილა ადვილად არ უნდა გაცვდეს, არ უნდა დაკარგოს მისთვის დამახასიათებელი ბზინვარება და სხვა თვისებები;

»» იატაკის ფილა უნდა ფლობდეს მოცურების საწინაააღმდეგო ეფექტს (ამის შესამოწმებლად ფილაზე დააწვეთეთ წყალი და თითით შეამოწმეთ რამდენად სრიალებს იგი მის ზედაპირზე)

ფასადისთვის განკუთვნილი კერამიკული ფილა თავისი თვისებებით განსხვავდება სტანდარტული იატაკის ფილისგან.

იგი ადვილად უნდა იჭრებოდეს და ემორჩილებოდეს სპეციალისტს, რათა მან მისცეს ფილას სხვადასხვა ფორმა საჭიროების შემთხვევაში.

რაც შეეხება ნესტგამძლეობას, იდეალურად მიიჩნევა ვარიანტი, როცა მასალის წყლის შთანთქმის მაჩვენებელი შეადგენს 20 %-ს.

ფილის კერამიკულ ზედაპირზე დატანილი ემალი, ანიჭებს ბზინვარებას და იცავს ფილის ზედაპირს რღვევისგან. ასევე ეწინააღმდეგება სარეცხი და საწმენდი საშუალებების ზემოქმედებას.

იმ ადგილებში, სადაც ფილისა და წყლის კონტაქტი მაქსიმალურია და სუსტ ადგილად მიიჩნევა ფილებს შორის არსებული ნაპრალები (ე.წ. შოვები), უმჯობესია მოჭიქული კერამიკული ფილის გამოყენება, რომლის სისქე სტანდარტით შეადგენს 6-9მმ-ს

 

კერამიკული ფილის ფერი

 

კერამიკული ფილის ფერი განსაზღვრავს სააბაზანო ოთახის მიერ შექმნილ საერთო შთაბეჭდილებას.

ფერი არ უნდა იყოს ძალიან მკვეთრი, გამაღიზიანებელი, არ უნდა ღლიდეს თვალს. მთავარია შეიქმნას განსაკუთრებული განწყობილება და აბაზანაში კომფორტულად გრძნობდეთ თავს.

ამ ამოცანას წარმატებით გაუმკლავდება სწორად შერჩეული კერამიკული ფილის ფერი.

 თეთრი კერამიკული ფილა - ნეიტრალური კლასიკაა, რომელიც ზოგიერთებს ძალიან მოსაწყენად ეჩვენებათ. თუმცა ეს ფერი საუკეთესოა, რაც შეიძლება მოიფიქრო პატარა სივრცის ფართოდ წარმოსაჩენად.

ამასთან, თეთრი ფერი კარგად ეხამება პრაქტიკულად სხვა ნებისმიერ ფერთა გამას და ქმნის მრავალფეროვან კომპოზიციებს.

ერთადერთი რასაც უნდა ერიდოთ, არის ცივი, მკვეთრი ფერის თეთრი, იგი საავადმყოფოს კედლების ასოციაციებს აღძრავს ხოლმე.

არსებობს თეთრი ფერის ბევრი სასიამოვნო ვარიაციები: სპილოს ძვლის ფერი, რძისფერი, კარამელისფერი, კრემისფერი და აშ

 ცისფერი და მწვანე ფერის ფილა - ქმნის სიგრილისა და სიახლის შთაბეჭდილებას, მუხტავს ენერგიით და სიმხნევით.

 ყავისფერი, ბეჟი და მერქნის შეფერილობის ფილა - ამშვიდებს, ანიჭებს აბაზანას სიმყუდროვესა და სითბოს.

 მკვეთრი ფირუზისფერი, ოქროსფერი და წითელი - ძირითადად გამოიყენება აქცენტირებული მოტივებისთვის. აბაზანა, რომელიც მთლიანად არის მოპიკეთებული ძალიან მკვეთრი ფერის ფილებით, გამოიწვევს ემოციონალურ დაძაბულობას.

 შავი ფერის ფილა - ამცირებს სივრცეს, მოქმედებს დამთრგუნველად. თუ სააბაზანოში არ არის ფანჯარა, მუქი კერამიკული ფილები საგრძნობლად აძლიერებს ჩაკეტილობისა და შეზღუდულობის შეგრძნებას.

ამას გარდა შავი ფერის კერამიკულ ფილას განსაკუთრებულად ეტყობა დაბინძურება: წყლის კვალი, სარეცხი საშუალებებისგან დარჩენილი ლაქები და ა.შ.

 

კერამიკული ფილის ზომა

 

რომელი კერამიკული ფილა უკეთესია აბაზანისთვის, დიდი თუ პატარა? დიდ სააბაზანოებში კერამიკული ფილის ზომა განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს. აქ შესანიშნავად გაკეთდება როგორც მოზაიკური მოპირკეთება, ასევე დიდი ზომის ფილები და  კერამიკული პანოც, რომელიც მთელს კედელზეა განთავსებული.

შესაძლებელია სხვადასხვა ფაქტურის და ფერის ფილების კომბინირება, მოცულობითი სურათების შექმნა, ცალკეული ზონების გამოყოფა და ა.შ. ერთი სიტყვით ფართო გასაქანი მისცეთ თქვენს ფანტაზიას.

რაც შეეხება მცირე ფართის სააბაზანოს, ამ დროს კერამიკული ფილის შერჩევის საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგეთ.

შესაძლებელია იფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში იდეალური იქნება მოზაიკის გამოყენება, მაგრამ ეს ასე არ არის. პატარა ზომის ფილას შეუძლია საკუთარ ვიზუალზე მოახდინოს სივრცის კორექტირება და შესაბამისად საგრძნობლად დააპატარავოს იგი.

იგივე პრობლემას ქმნის ხშირად გამეორებული პატარა ზომის ჭრელი დეკორატიული კომბინაციები, ამიტომ მცირე ფართობში ასეთი ფილების გამოყენება დიდი შეცდომააა.~

პატარა სააბაზანოში დიდი კერამიკული ფილების გამოყენება, განსაკუთრებთ, მაშინ, თუ მათი ნაწიბურების ფერი ძირითად ფერთან ქმნის კონტრასტს. ეს კედლებს რამოდენიმე, დიდი ზომის გეომეტრიულ ფიგურად დაყოფს (კვადრატად ან მართკუთხედად). რაც არ არის სასურველი, რადგან პატარა ზომის სააბაზანო კიდევ უფრო მიზერულად გამოჩნდება.

დიზაინერები რეკომენდაციას იძლევიან, რომ პატარა ზომის სააბაზანოში გამოყენებული იქნას საშუალო ზომის კერამიკული ფილები (როგორც კედლის, ასევე იატაკის). თუ ფილა კვადრატულია - ზომით 20X20, ხოლო თუ მართკუთხედია - ზომით 20X30.

სხვათა შორის, მართკუთხედი ფორმის კერამიკული ფილები ექსპერიმენტების კარგ საშუალებას იძლევა: ჰორიზონტალურად დაწყობილი ასეთი ფილები თითქოსდა განზე გასწევს კედლებს და შესბამისად გააფართოვებს სივრცეს, ხოლო ვერტიკალურად დაწყობილი  ვიზუალურად აამაღლებს დაბალი ჭერის დონეს.

იატაკის ზომას ვიზუალურად გაზრდის როგორც კვადრატული, ასევე მართკუთხა ფორმის ფილები, თუ ის დაეწყობა დიაგონალურად.

 

კერამიკული ფილის სტილი და დიზაინი

 

დიზაინის შერჩევა ყველაზე მნიშვნელოვანი რთული საკითხია კერამიკული ფილის შერჩევის დროს.

უზადო გემოვნებისა და ფანტაზიის გარეშე, რთულია მოიფიქრო საკუთარი ვარიანტი, თუ რა სტილით და დიზაინით უნდა შეირჩეს, დაეწყოს და კონკრეტულად რომელი კერამიკული ფილაა საჭირო თქვენი სააბაზანოსთვის.

ამიტომ, ფასადის შესრულების დროს, უმჯობესია დაეყრდნოთ უკვე არსებულ, ინტერიერის დიზაინერების მიერ შემუშავებულ და გამოცდილ პოპულარულ სქემებს, რომლებიც უკვე აპრობირებულია პრაქტიკაში.

კლასიკა - ყველაზე უბრალო და უნივერსალური გადაწყვეტაა, რომელიც არასოდეს გადადის მოდიდან.

ხშირად კედლის ზედა ნაწილს აპირკეთებენ ღია ფერის, ხოლო ქვედა ნაწილს მუქი ფერი კერამიკული ფილებით. გადასვლის ზონებში კი სვამენ სპეციალურ ბორდიურებს (ე.წ. კანტებს) - ვიწრო, მართკუთხა ფორმის ნახატიან ფილებს.

კლასიკურ დიზაინში იატაკის ფერი უნდა იყოს მუქი და იდეალში ემთხვეოდეს კედლის ქვედა ნაწილის შეფერილობას.

თუ ამ პრინციპს გვერდს აუვლით და ღია ფერის იატაკს გააკეთებთ, სააბაზანოს სტილი გამოვა უფრო კონტრასტული და გაძლიერდება მისი ვიზუალური სიღრმე.

ბუნებრივი მოტივები - ბუნებრივი მოტივებით სააბაზანოს გასაფორმებლად გამოიყენება მწვანე, ცისფერი, ბეჟი, მერქნის და სხვა შეფერილობის კერამიკული ფილები.

თუ ძირითადი ფილა ერთ ტონშია გადაწყვეტილი, მას კომბინაციაში შეურჩევენ რამოდენიმე ზღვის ან ბუნების თემით გაფორმებულ დეკორატიულ ფილას. ამისთვის შეიძლება გამოდგეს როგორც ბორდიური (კანტი), ასევე სრულყოფილი ზომის ფილა (ე.წ დეკორი). როგორც წესი ერთ კედელზე საკმარისია 4-5 ასეთი ფილა ან ბორდიური.

დიდი ზომის სააბაზანო ოთახში კი უფრო მარტივად და ბუნებრივად შეიძლება აყვავებული მდელოს, ზღვის პლაჟის, უდაბნოს ოაზისის და სხვადასხვა პეიზაჟების ეფექტის მიღება, თუ მთელი ფასადი მოპირკეთდება მოზაიკური კერამიკული ფილებით.

ასეთი გადაწყვეტილების განხორციელებისთვის განსაკუთრებით ეფექტურია 3D კერამიკული ფილები, რომელიც ქმნის საოცრად რეალისტურ შეგრძნებებს. წარმოიდგინეთ, რომ აბაზანაში, თქვენს ირგვლივ ხედავთ არა ბრტყელ კედლებს, არამედ სამგანზომილებიან ზღვის სანაპიროს, რომელიც რომელიც მიემართება სიღრმეში და იკარგება ჰორიზონტს იქეთ.

აღმოსავლური სტილი - აღმოსავლური სტილი ყოველთვის ნათელი, მკვეთრი, მდიდარი ფერთა პალიტრით გაფორმებული და გამორჩეულია.

თუ ასეთ სტილს გადაწყვეტთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ ფილა აღმოსავლური ორნამენტებით: ეგზოტიკური ყვავილებით, ფრინველებით, დამასკოებით, იეროგლიფებით და ა.შ.

ფერი შეიძლება იყოს: ოქროსფერი, მუქი ლურჯი, ქორფა მწვანე, ფირუზისფერი, ყვითელი, წითელი და ა.შ.

განსაკუთრებით კარგად გადმოსცემს აღმოსავლურ სტილს მკვეთრი მოზაიკა, რომლის საშუალებით შეიძლება არა მხოლოდ კედლებისა და იატაკის, არამედ სანტექნიკის ელემენტების (ხელსაბანი, ბიდე, აბაზანა) მოპირკეთება.

ტრადიციული აღმოსავლური სტილი მკვეთრი მოტივებით და მდიდრული ფერთა გამით უფრო ეფექტურია დიდი ზომის სააბაზანოებისთვის. თუმცა, თუ ამ სტილის მოყვარული ხართ და გაქვთ პატარა სააბაზანო, არ ღირს საერთოდ უარი თქვათ ამ გადაწყვეტილებაზე.

შეეცადეთ აირჩიოთ ნაკლებად მყვირალა ფერი, ნაკლებად ექტრემალური და ნაკლები ზომის ნახატი. უკიდურეს შემთხვევაში, ძირითადი ფასადი შეიძლება იყოს ერთტონიანი, მშვიდი ფერი, ხოლო ბორდიური (კანტი) ტრადიციული აღმოსავლური ორნამენტებით.

სარკისებრი კერამიკული ფილა - ექსტრაორდინარული გადაწყვეტილებების მოყვარულებისთვის რეკომენდებულია კერამიკული ფილა სარკისერი ანარეკლით.

ასეთი ფილა შესაძლოა გაიკრას მთელს კედელზე და ამით ვიზუალურად 2-ჯერ გაზარდოთ სააბაზანოს ზომა.

შეიძლება იმოქმედოდ ნაკლებად რადიკალურად და ჩასვათ სარკისებრი ფილები ჩვეულებრივ ფილებს შორის, როგორც დეკორატიულ ელემენტები. ამასთან, ასეთმა დანამატებმა შეიძლება სრულიად ჩაანაცვლოს აბაზანის სარკე.

თუ სააბაზანო ოთახი პატარაა, სარკისებრი ფილების სხვადასხვა დეკორატიული კომბინაციებით შესაძლებელია შექმნათ სივრცის სიღრმის ილუზია.

ამისთვის საკმარისია სარკისებრი ფილები დაეწყოს დიაგონალურად კედლებზე და იატაკზე. კიდევ ერთი მეთოდი - ჭერზე სარკისებრი ფილის გაკვრა საშუაებას იძლევა ვიზუალურად გაიზარდოს აბაზანის ჭერის სიმაღლე.

 

კერამიკული ფილის სახეობები

 

ძირითადა გვხვდება ოთხი სახის ფილა

 პრიალა

 მქრქალი

• ნახევრადმქრქალი

 ფაქტურიანი 

პრიალა კერამიკული ფილა - ყველაზე ხშირად გვხვდება გაყიდვაში. იგი მარტივი მოსავლელია, რადგან მისი გაწმენდა-გასუფთავება არ წარმოადგენს არავითარ სირთულეს და ლამაზად ირეკლავს შუქს, რაც მის ვიზუალს ეფქტურს ხდის.

ბევრი ადამიანისთვის პრიალა კერამიკული ფილა უფრო ეფექტურად გამოიყურება, ვიდრე მქრქალი. მას უფრო მეტად ირჩევენ დახვეწილი, მდიდრული გარემოს მოყვარულები, რომელთაც მოსწონთ ნათელი და მკვეთრი გლამურული ინტერიერი.

თუმცა, პრიალა ფილები ასეთივე წარმატებით გამოიყენება სადა ინტერიერებში, სადაც ის არანაკლებ ეფექტურია.

უნდა ითქვას, რომ მუქი ფერის პრიალა კერამიკული ფილა, მკვეთრი ელექტრო განათების შემთხვევაში იძლევა ძლიერ ანარეკლს, რომელიც აღიზიანებს თვალებს.

რა თქმა უნდა ასეთ ანარეკლს იძლევა ღია ფერის ფილაც, მაგრამ იგი არ არის კონტრასტული და ამიტომ პრაქტიკულად შეუმჩნეველია.

რა თქმა უნდა ყველა ადამიანის გემოვნება ინდივიდუალურია, მაგრამ ძირითადად პრიალა კერამიკული ფილა რეკომენდებულია აბაზანის კედლებისა და ზოგადად, ფასადების მოსაპირკეთებლად.

ნაკლებადაა რეკომენდებული პრიალა ფილის იატაკად გამოყენება, რადგან იგი სრიალებს და სააბაზანოში ტრამვების საშიშროებას ქმნის.

მქრქალი კერამიკული ფილა - მქრქალ ფილას ადამიანის თვალები აღიქვამს, როგორც უფრო მშვიდი ეფექტის მქონეს.

მქრქალი კერამიკული ფილა უფრო სადად და „კეთილშობილურად“ გამოიყურება, ვიდრე პრიალა ფილა. იგი არ ბზინავს და არ ირეკლავს შუქს.

აბსოლიტურად ერთნაირი შეფერილობის შემთხვევაში, პრიალა ფილა უფრო მკვეთრი და ნათელი ჩანს, ვიდრე მქრქალი, რადგან მქრქალი ფილა ოდნავ ხაოიანია.

მოვლის თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ პრიალა ფილისგან განსხვავებით, მქრქალ ფილას ნაკლებად აჩნდება წყლის წვეთები და სხვადასხვა სახის ნადები. თუმცა დროთა განმავლობაში ნადები მაინც ჩაჯდება და მათი მოცილება უფრო ხანგრძლივი და რთული პროცესია, ვიდრე პრიალა ფილის შემთხვევაში. 

მქრქალი ფილა პრიალასთან შედარებით უფრო მარტივად და „ღარიბულად“ გამოიყურება, თუმცა შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას მყუდრო ინტერიერი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს მქრქალი კერამიკული ფილებით შექმნილი მდიდრული და სოლიდური გარემო.

მრქალი, ან ნახევრად მქრქალი კერამიკული ფილები რეკომენდებულია აბაზანის და ზოგადად, სხვადასხვა ინტერიერის იატაკის მოსაპირკეთებლად, რადგან იგი არ სრიალებს და უფრო პრაქტიკულია მოხმარების თვალსაზრისით, ვიდრე პრიალა კერამიკული ფილა.

ნახევრადმქრქალი კერამიკული ფილა - პრიალა და მქრქალი ფილების გარდა არსებობს ნახევრადმქრქალი კერამიკული ფილაც.

ასეთი ფილის ზედაპირზე ერთმანეთს ცვლის პრიალა და მქრაქლი მონაკვეთები. ეს შეიძლება იყოს მაგალითად მქრქალი ლაქები პრიალა ფონზე, რომელიც ჩანს გარკვეული კუთხიდან საკმარისი განათების შემთხვევაში.

ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ ასეთ ფილაზე სიმქრქალე ან სიპრიალე სხვადასხვაგვარად გამოიყურება ხელოვნური და ბუნებრივი განათების შემთხვევაში. ამიტომ, შეძენის წინ კარგად შეამოწმეთ სხვადასხვა სინათლეზე (ზედმეტი არ იქნება თუ გახვალთ ქუჩაში და ნახავთ კარგ განათებაზე).

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ფილას აკრავთ ისეთ შენობაში, რომელსაც აქვს ფანჯარა.

ფაქტურიანი კერამიკული ფილა - კერამიკული ფილის კიდევ ერთი, მრავალფეროვანი სახეობაა, რომელიც ახდენს კენჭების, გველის ქერცლის, ტყავის, ხის სხვადასხვა ფაქტურის, დაბზარული ქვების, ჰაერის ბუშტულების, მეტალის და ა.შ იმიტირებას.

ასეთი ფილები საოცარი ბუნებრიობით იმეორებს სხვა მასალის ზედაპირს. მაგალითად, თუ ეს მასალა მეტალია, ფაქტურიან ფილას შეიძლება ჰქონდეს ჟანგის, პლატინის, გაცვეთილი რკინის და ა.შ ეფექტები.

ფაქტურიანი ფილებს გამოყენებით დიზაინერები ქმნიან ორიგინალურ, განუმეორებელ და ეფექტურ ინტერიერებს აბაზანაში, სამზარეულოში და შენობის სხვადასხვა ნაწილებში.

 

კერამიკული ფილის რაოდენობის დათვლა

 

მას შემდეგ, რაც შეარჩევთ სასურველ ფილას, აუცილებლად უნდა გამოთვალოთ რაოდენობა, რომელიც საჭიროა არსებული ფართობის დასაფარად.

ამისათვის კი უნდა იცოდეთ:

»» ფასადის საერთო ფართობი, რომელიც შედგება კედლებისა და იატაკის ფართობების ჯამისგან. ამ ფართში არ შედის კარების ღიობი, რომლის ფართობიც უნდა გამოაკლოთ.

»» არჩეული ფილის ზომები და განსაზღვროთ რამდენი კვადრეატული მეტრი მოდის ერთ ერთეულ ფილაზე, რაც საშუალებას მოგცემთ დააზუსტოთ რა რაოდენობის ფილა თავსდება 1 კვადრატულ მეტრზე.

»» გეცოდინებათ რა დასაფარი სივრცის საერთო ფართობი და ფილების რაოდენობა 1 კვადრატულ მეტრზე, მარტივად დაადგენთ ფილების საერთო რაოდენობას ამ მონაცემების ეთმანეთზე გამრავლებით.

»» არ დაგავიწყდეთ, რომ შესაძლოა ფილა გატყდეს, დასჭირდეს არასტანდარტული დაჭრა, დარჩეს გამოუყენებელი პატარა ნაჭრები და ა.შ. ეს ყველაფერი ზრდის იატაკისთვის განკუთვნილ ფილების რაოდენობას 12%, ხოლო კედლებისთვის განკუთვნილი ფილების რაოდენობას 10%-ით.

»» არასოდეს შეიძინოთ ფილები ნაწილ-ნაწილ, რადგან მეორედ შეძენის დროს, შესაძლოა იგივე ფერთა გამა ვეღარ იყიდოთ, რადგან ფილების სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა შეფერილობა აქვს ხოლმე.

»» ის რასაც ეკონომია ჰქვია, არ შეიძლება გავრცელდეს კერამიკულ ფილაზე, რადგან შესაძლოა რამოდენიმეჯერ მოგიწიოთ თანხის გადახდა ხშირ რემონტებში უხარისხო ფილის გამო.

»» შეიძინეთ მხოლო სანდო მწარმოებლების ან ოფიციალურ სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კერამიკული ფილები. გაეცანით ფილების დოკუმენტაციას და საგარანტიო ვალდებულებებს.

ზოგადად, კერამიკული ფილების შერჩევის დროს, ყურადღება მიაქციეთ ყველა ნიუანსს: ფერს, ზომას, ფაქტურას და რა სტილშია ფილა გადაწყვეტილი. თანამედროვე კერამიკულ ფილას სააბაზანოში ნებისმიერი განწყობის შექმნა შეუძლია.

საჭიროა მხოლოდ სწორად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და შექმნათ თქვენთვის საოცნებო გარემო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ