მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 22110 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

დამცავი ბადეების ტიპები


დამცავი ბადეების ტიპებიგაზაფხულის დადგომისთანავე - ბუზების, ქინქლებისა და კოღოების მთელი ამალა ემზადება საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმისათვის.

ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ პრობლემის თავიდან ასაცილებად არის მწერებისგან დამცავი ბადეების შეძენა, რომელიც უზრუნველყოფს სიმშვიდეს მთელს სახლში დღისა და ღამის განმავლობაში.

გარდა მწერებისა, ამგვარი ფამცავ ბადეები უზრუნველყოფებს მტვრისგან, ჭუჭყისგან, ჩამქრალი თუ ჩაუმქრალი სიგარეტის ნამწვევებისგან და სხვა და სხვა...

დამცავი ბადის შერჩევის წინ, არჩევანის გაკეთებამდე, უმჯობესია კარგად გაერკვეთ თუ როგორი ტიპის დამცავი ბადის შეძენაა უმჯობესი. რომელი მათგანი უფრო ეფექტურად გაააკეთებს თავის საქმეს და შეავსებს სახლის დიზაინს ესთეტიკური თვალსაზრისით.

დიახ, მწერებისგან დამცავი ბადე უნდა იყოს არა მხოლოდ ეფექტური და მოსახერხებელი, არამედ ლამაზიც და ეს ყველაფერი ერთად ქმნიდეს სახლში სიმყუდროვეს.

არსებობს მწერების ფანჯრიდან და კარებიდან შენობაში შეღწევის საწინააღმდეგო ბადეების რამდენიმე ტიპი.

ზოგადად მიმოვიხილოთ თითეული ეს სახეობა, რათა ჩამოვყალიბდეთ, თუ კონკრეტულად რაზე დაყრდნობით უნდა გააკეთოთ არჩევანი.

ბადე ჩარჩოებზე

ეს ყველაზე პოპულარული და გავრცელებული მწერების საწინააღმდეგო ბადის ტიპია, რომელიც გამოიყენება კარ-ფანჯრებისთვის.

ბადე ჩარჩოებზე

მისი უპირატესობაა მარტივი მონტაჟი ნებისმიერი ტიპის ფანჯარაზე (მეტალოპლასტმასი, ალუმინი და ხე) ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე.

ამგვარი ბადე არის ორი ტიპის:

პირველი - ყენდება შენობაში - ფანჯრის საგდულის შიგნით,

მეორე - ყენდება შენობის გარეთ - ფანჯრის ღიობზე.

თუ ბადე უნდა დამონტაჟდეს ფანჯრის გარეთ, საჭიროა ფანჯრის კონსტრუქციის შესაბამისი ცვლილებები მისი დაყენების დროს. ამიტომ უფრო პოპულარულია პირველი ვარიანტი, როცა ბადე ყენდება შიგნიდან - გასაღებ საგდულზე (რაზაზე).

ჩარჩოს ტიპის ბადის არჩევის დროს, ყურადღება უნდა მიაქციოთ ჩარჩოს მასალის ხარისხს. ჩარჩო შეიძლება იყოს:

- პოლივინილქლორიდის (მაღალმოლეკულური ნაერთი, რომელიც მიიღება ვინილქლორიდის პოლიმერიზაციით. მას იყენებენ კოროზიისაგან ქიმიური აპარატების დასაცავად, მილების წარმოებაში, კარ-ფანჯრების წარმოებაში, ელექტროტექნიკაში და სხვა...);

- ალუმინის;

უფრო მტკიცეა და უმჯობესია ალუმინის ჩარჩო.

რაც შეეხება თავად ბადის სისქეს, მეტი სიმყარისთვის უმჯობესია თუ იგი იქნება 1მმ. (იწარმოება 0.6-დან 1,5 მმ-მდე სისქის ბადეები).

ფანჯრის პროფილებისა და კუთხეების ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, ყოველგვარი ჩაღრმავებებისა და ნაპრალების გარეშე, რადგან დროთა განმავლობაში მათში გროვდება მწერები და აფუჭებს გარეგნულ იერ-სახეს.

დამცავი ბადის ჩარჩო იდეალურად მჭიდროდ უნდა იჯდეს ფანჯრის მთელს პერიმეტრზე.

სახელურები - სასურველია თუ ყურადღება მიექცევა ბადეზე არსებულ სახელურებს, რომელიც შექმნილია მათი მოსახერხებელი მონტაჟისთვის.

ყველაზე ხშირად ეს სახელურები დამზადებულია:

1. რბილი პლასტმასისგან და მაგრდება რეზინების საშუალებით;

2. მყარი პლასტმასისგან და მაგრდება მოქლონების საშუალებით;

3. მეტალოპლასტმასისგან და მაგრდება მოქლონების საშუალებით;

პირველი ვარიანტის ექსპლუატაციის ვადა - 2 წელია, მეორე ვარიანტის - 5 წელი, ხოლო მესამე ვარიანტისა - 10 წელი.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩარჩოს ტიპის ბადის შეკვეთა ხდება ფანჯრის ღიობების სწორი გაზომვით. ამიტომ, უმჯობესია თუ ამას გააკეთებს სპეციალისტი.


რულონური ბადე

რულონური ბადერულონური მწერებისგან დამცავი ბადე ძალიან წააგავს ე.წ. „როლშტორს“.

მოწყობილობა ანალოგიურია და მუშაობს ჟალუზის პრინციპით - საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი მარტივად ჩამოშვება - მწერებისგან თავს დაცვის მიზნით და მარტივადვე აწევა - თუ საჭიროა ფანჯრიდან გახედვა.

რულონური ტიპის მწერების ბადე - ე. წ. ბადე როლეტი - ელეგანტურია და ძალიან ესთეტიურად გამოიყურება.

იგი საკმაოდ პრაქტიკულიცაა, თუმცა დამოუკიდებლად ასეთი ტიპის ბადის დაყენება საკმაო სირთულეს წარმოადგენს და მის დასამონტაჟებლად საჭიროა  სპეციალისტების დახმარება.

სამაგიეროდ, რულონური ბადის და მისი მიმმართველების დამონტაჟების შემთხვევაში, თავიდან აირიდებთ ერთდროულად რამდენიმე პრობლემას:

»» არ იქნება საჭირო ზამთარში ბადეების მოხსნა და მათი სპეციალურ ადგილზე შენახვა;

»» აბსოლიტურად გამორიცხულია ბადის შეთხვევით გადავარდნა და ეზოში დაყენებულ მანქანებზე, ან გამვლელებზე დაცემა.

»» რულონური დამცავი ბადის კონსტრუქციის ძირითადი ნაწილი ალუმინია, რის გამოც იგი მდგრადია და გამოირჩევა ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით;

»» ასეთი დამცავი ბადის მოვლა ძალიან მარტივი და პრაქტიკულია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ნოტიო ჩვარი და მტვერსასრუტი.

რულონური დამცავი ბადის კონსტრუქციის ყველა ელემენტი შეიძლება შეღებილი იყოს დამკვეთის სურვილით ნებისმიერ ფერად და მინიჭებული ექნას სხვადასხვა ტექსტურა.

 


გასაწევი სლაიდური ბადე

 

გასაწევი სლაიდური ბადეგასაწევი მწერების ბადე მუშაობს იმ პრინციპით, რომ გაიღოს ან დაიხუროს კარ-ფანჯრის ღიობი.

ამგვარი ბადე ლამაზი და მოსახერხებელია, თუმცა მისი დაყენება ძირითადად ხდება ალუმინის ფანჯრებზე ან აივნის პროფილურ სისტემებზე - რომელთაც აქვთ გასაწევი საგდულები.

გასაწევი ბადეების დაყენება იდეალური დიდი ფართობის შემინული სისტემებისთვის. მათ შეიძლება ჰქონდეთ ერთი ამ ორი საგდული (სხვადასხვა მხარეს გასაწევი).

თუ საგდულების რაოდენობა ორზე მეტია, ამ შეთხვევაში გასაწევი ბადეების დაყენება არაეფექტურია და უმჯობესია არჩევანი სხვა ტიპის მწერების ბადეზე გააკეთოთ.

ამ ტიპის დამცავი ბადეების პლუსია ის, რომ ერთხელ დაყენებული ადგილიდან შეიძლება მისი გადაწევა იმ მხარეს, რა მიმართულებითაცაა იგი საჭიროა კონკრეტულ მომენტში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არსებობს დამცავი ბადის გამოყენების აუცილებლობა აივნის მთელს სიგრძეზე.

გასაწევი ბადის მინუსს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ზოგჯერ ზომებიდან  გამომდინარე საჭიროებს  შუაში  ტიხარს, რათა არ მოხდეს მისი დეფორმირება. 


პლისე/გოფრე ბადე

 

პლისე/გოფრე ბადეპლისე ბადე ერთი შეხედვით რულონურ ბადეს წააგავს და ვერტიკალურ ჟალუზებსაც მოგვაგონებს, თუმცა მოძრაობის მიმართულება აქ ჰორიზონტალურია.

გასაწევი პლისე ბადე - საკმაოდ საინტერესო ტიპის ბადეა. მისი მთავარი ღირებულება ორიგინალური და ესთეტიური იერ-სახეა.

პლისე ბადეები საკმაოდ ეფექტურია. ძირითადად გამოიყენება დიდ, ღია ფართობებში მწერებისათვის ბარიერის შესაქმნელად (ტერასები, აივნები და ა.შ).

პლისე ბადეებს გააჩნია სამონტაჟო გაბარიტები - სიმაღლე - 3 მეტრი და სიგანე 2 მეტრი, რაც მისი მრავალფეროვანი გამოყენების საშუალებას იძლევა.

დაკეცვის პრინციპი, საკმაოდ მოცულობით გოფრე ბადეს ნაკლებად შესამჩნევს ხდის, რაც მისი უდავო უპირატესობაა.

პლისე ბადეების ზოგიერთ მოდელს შუქის არეკვლის ეფექტი გააჩნია, რაც ზაფხულის ცხელ დღეებში კიდევ ერთი სასიამოვნო ბონუსია.

 

ბადე ფხრიწებზე

 

ბადე ფხრიწებზემწერებისაგან დამცავი ბადის ყველაზე მარტივი, პრიმიტიული და იაფფასანი ტიპია. მიიჩნევა მწერების საწინააღმდეგო ბადეების ალტერნატიულ, მოსახსნელ საშუალებად.

ამგვარი ბადეები გამოიყენება იმ პლასტმასისა და ხის ფანჯრებზე, რომლებზეც ამა თუ იმ მიზეზით ვერ ხერხდება ჩარჩოს ან სხვა ტიპის კონსტრუქციის მწერებისაგან დამცავი ბადეების დამონტაჟება.

ბადე მაგრდება ფანჯარაზე სპეციალური „ფხრიწების“ (თვითწებვადი ელემენტების) საშუალებით, რომელიც განთავსებულია ფანჯრის მთელს პერიმეტრზე.

თვითწებვადი ელემენტებით დამაგრებული ბადე საკმაოდ მტკიცეა, ადვილად არ ზიანდება, კარგად უძლებს ტემპერატურულ ცვლილებებს და ნესტს.

სიმტკიცის გარდა, ამგვარი ბადეების უპირატესობა გამოყენების სიმარტივეა. მას არ სჭირდება მონტაჟი და დემონტაჟი. ადვილია მისი მოვლა და შენახვა (შეიძლება სარეცხი მანქანაში გარეცხვაც).

„ფხრიწებიანი“ მწერებისაგან დამცავი ბადე ყენდება ფანჯრის საგდულების შიგნით და სიმარტივის მიუხედავად საკმაოდ ეფექტურად მიიჩნევა თავისი მთავარი დანიშნულების - მწერებისა და მტვრის ნაწილაკების მაქსიმალურად ეფექტურად შეკავების თვალსაზრისით.

თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა გსურთ ხარისხიანი და გამძლე ბადეების დაყენება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ, "ფხრიწებიანი" ბადეების დაყენება არ არის რეკომენდებული.


ბადე მაგნიტზე


ბადე მაგნიტზეწარმოადგენს შესუბუქებულ კონსტრუქციას, რომელიც მიღებულია ალუმინის პროფილის ექსტრუდირებით. იგი სპეციალურად არის გაძლიერებული და აღჭურვილია სახელურებით.

ასეთი კონსტრუქციის გამო უზრუნველყოფილია სიმტკიცე, ამიტომ ამ ბადეების დაყენება შესაძლებელია დიდი ზომის როგორც შესასვლელ, ასევე სხვადასხვა სახის აივნის კარებებზე და ფანჯრებზე.

კარებისთვის განკუთვნილი ბადეები მაგრდება კარზე სპეციალური ანჯამების საშუალებით, რომელსაც აქვს თვითჩამკეტი მექანიზმი, ხოლო იმისთვის, რომ კარებზე უფრო მჭიდროდ იყოს მიდგმული და უზრუნველყოფდეს კარგ ფიქსაციას, ბადეები აღჭურვილია მაგნიტის რაზებით.

როგორც ავღნიშნეთ, ასეთი დამცავი ბადეები მაგრდება ძირითადად კარებებზე, თუმცა წარმატებით გამოიყენება ფაბჯრებზეც - წებოვანი ლენტის ან ღილაკების („კნოპკები“) საშუალებით.

მაგნიტების გამოყენება აუმჯობესებს ჩარჩოს ტიპის ბადეების საექსპლუატაციო თვისებებს, რადგან იგი მჭიდროდაა მიკრული და მამკვრივებელ რეზინასთან ერთად ქმნის მეტ დაცვის შესაძლებლობას. თუმცა, მწერებისგან დამცავი მაგნიტიანი ბადე ეს არის ნაკეთობა ჩარჩოების გარეშე, რომელიც უფრო წააგავს ფარდას.

კარებში გავლის დროს, ადამიანი ან შინაური ცხოველი გასწევს კარებს ორ - მარჯვენა და მარცხენა მხარეს, რის შემდეგაც კარების ნახევრები ავტომატურად უბრუნდება საკუთარ ადგილს.

მათი დაფიქსირება ერთმანეთის მიმართ ხდება სპეციალური 6-8 წყვილი მაგნიტის საშუალებით, რომლებიც განთავსებულია ბადის კიდის გასწვრივ.

მაგნიტური ბადეების ძირითადი უპირატესობებია:

უნივერსალურობა (ადვილად მონტაჟდება ყველა ტიპის სივრცეში, მარტივია მისი ზომების - სიგძისა და სიგანის კორექტირება);

ესთეტიურობა (ნაჭრის ან სხვა მასალის ფარდებთან შედარებით გამოიყირება უფრო სულიდურად და პრეზენტაბელურად, არ აფუჭებს იტერიერის იერსახეს);

 პრაქტიკულობა (მსუბუქია, პრაქტიკული, ადვილად ხდება მათი დაყენება, მოხსნა, გაწმენდა. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია არ მოიხსნას ზამთრის განმავლობაში. იხურება დამოუკიდებლად, ყოველი გავლა-გამოვლის დროს. არ ფრიალებს ქარში და არ საჭიროებს მუდმივ ყურადღებას);

მოვლის სიმარტივე (მაგნიტური მწერების ბადე ადვილად იწმინდება, გააჩნია მაღალი სიმტკიცე, არ ზიანდება ადვილად და დიდი ხანის არ კარგავს გარეგნულ იერ-სახეს).

ეფექტურობა (იცავს შენობებს მწერებისგან, მტვრისაგნ და სხვა სახის ნაწილაკებისაგან ისე, რომ ხელს არ უშლის ჰაერის ცირკულაციას);

მაგნიტური ბადეების მინუსებია:

ბადე ძალიან მალე ისვრება (2-4 კვირა), ამიტომ საჭიროებს რეგულარულ წმენდას;

დროთა განმავლობაში იწელება და კარგავს ფორმას, რაც საგრძნობლად ამცირებს მისი ექსპლუატაციის ვადას (მაქსიმუმ 4-5 წელი);

მაგნიტური ბადეები დამზადებულია რბილი მასალისგან, ამიტომ, ძალიან მალე, ცხოველების ბრჭყალებთან და ადამიანის ფრჩხილებთან კონტაქტის დროს იგი იგლიჯება და მარტივად ფუჭდება;

არ ეთავსება ყველანაირი კარებების ღიობებს (განსაკუთრებით თუ ისინი არასტანდარტული ფორმისაა);

ხშირად ასეთი ბადეები დამზადებულია უხარისხო მასალისგან, რომელიც ძალიან ხურდება და აქვს არასასიამოვნო სუნი;

აუცილებელია დემონტაჟი ზამთრის პერიოდში;


არასტანდარტული ბადეები

არასტანდარტული ბადეები

როგორც წინა მასალებში ავღნიშნეთ, შესაძლებელია ფანჯრის საგდულების მრავალი კონფიგურაცია, რომელიც შესაბამისად მოითხოვს მწერების საწინააღმდეგო ბადეების არასტანდარტული ფორმის კონსტრუქციას.

თუ ფანჯრის ღიობები არასტანდარტულია, გააჩნია ძალიან დიდი ზომები, შეიცავს არაპროპორციულ და ასიმეტრიულ კუთხოვან, ან მრგვალ ელემენტებს, ამ შემთხვევაში საიჭიროა ინდივიდუალური შეკვეთის გაკეთება.

ეს არის სპეციალური მასალებისგან დამზადებული ბადეები, რომელსაც ამზადებენ თაღოვანი, ტრაპეციის, ოვალური (ილუმინატორის ფორმის) და სხვა ფორმის ფანჯრებისთვის.

ამგვარი არასტანდარტული დამცავი ბადეებისთვის შერჩეული უნდა იყოს შესაბამისი არასტანდარტული დამაგრების მეთოდი, დამაგრების ინდივიდუალური წესი და ფანჯრების დიზაინთან თავსებადი ფერი.

ხარისხიანად შესრულებულ კონსტრუქციებს ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე სტანდარტული ბადეების დამზადების დროს, რადგან მისი დაზიანების ან არასწორი მონტაჟის შემთხვევაში მთელი სამუშაო (დამზადება + მონნტაჟი)  თავიდან იქნება შესასრულებელი.


როგორი ბადე ავირჩიოთ?


როგორი ბადე ავირჩიოთძირითადი განსხვავება ჩარჩოებში ჩამჯდარ ბადეებს შორის გამოიხატება ორ ნიუანსში: მასალა, რომლისგანაც დამზადებულია ბადე და მისი ნასვრეტების დიამეტრი.

მასალა - მწერებისგან დამცავი ბადეები ძირითადად მზადდება ისეთი მასალებისგან, როგორიცაა:

პოლიესტერი;

ნეილონი;

ბამბა;

ფიბერგლასი;

არსობრივად, მასალებს შორის განსაკუთრებული სხვაობა თითქმის არ არსებობს. ეს არის გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე მტკიცე ბადე, რომელიც უძლებს ატმოსფერულ ცვლილებებს: ტემპერატურას, ულტრაიისფერ გამოსხივებას, წვიმას და რაც მთავარია არ იკრავს მტვერსა და ჭუჭყს, რაც მის მოვლას უფრო მარტივს ხდის.

მთავარია ბადის ძაფები იყოს დაუზიანებელი, მძაფრი სუნის გარეშე და საკმარისად მკვრივი, რათა შემთხვევით მასზე შეხების ან დაწოლის შემთხვევაში არ მოხდეს მისი მარტივად დაზიანება.


ბადის დიამეტრი

 

ბადის დიამეტრიყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მწერებისგან დამცავი ბადის არჩევის დროს, არის ბადის შემადგენელი უჯრედების (ნასვრეტების) ზომის სწორი შერჩევა.

მწერებისგან დამცავი ბადის უჯრედების (ნასვრეტების) დიამეტრი შეიძლება მერყეობდეს 0,6 მმ-დან 1.2 მმ-მდე.

რა თქმა უნდა, რაც უფრო მცირე ზომისაა უჯრედები, მით უფრო მეტია დაცვა და ნაკლები შანსია მწერებმა შენობაში შეაღწიონ, მაგრამ მეორეს მხრივ, დამცავი ბადის უჯრედი (ნასვრეტი) რომლის ზომა 0,6 მმ-ია - ძალიან ცუდად ატარებს სუფთა ჰაერს, რაც ცხელ ზაფხულში ცუდად აისახება ოთახის განიავებასა და გაგრილებაზე.

აქედან გამომდინარე, ღამის განმავლობაში ღიად დატოვებული ფანჯრები ოთახის განიავებისა და გაგრილების თვალსაზრისით, ფაქტიურად არ იქნება არავითარი ეფექტის მომტანი.

ამიტომ, ასეთ წვრილი დიამეტრის ნასვრეტებიანი ბადე რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენობა (სახლი, აგარაკი) დგას წყალსაცავთან,  ტბასთან მდინარესთან ახლოს და ძალიან გაწუხებთ ქინქლები.

ქინქლებისთვის 1,2 მმ დიამეტრის ნასვრეტების ბადე წინაღობას არ წარმოადგენს, ამიტომ აუცილებელია არჩევანი გააკეთოთ ყველაზე მცირე დიამეტრის ნასვრეტების ბადეზე - 0,6-1 მმ-მდე.

ამგვარი დიამეტრის ბადე რეკომენდებულია  იმ შემთხვევაშიც, როცა გარემო, სადაც ცხოვრობთ, ძალიან მტვრიანია და შენობაში ფანჯრების გაღების შემდეგ შემოდის დიდი რაოდენობით მტვერი.

ქალაქის მშვიდ პირობებში, როცა ახლოს არ არის წყალსაცავები და შენობა არ დგას განსაკუთრებულად მტვრიანი ზონაში - უმჯობესია 1.1-1.5 მმ-დე დიამეტრის ნასვრეტების მქონე დამცავი ბადეები.

დამატებითი დაცვის მიზნით, შესაძლებელია სპეციალური სპრეის შეძენა, რომლის დატანა ხდება ბადეზე და ვერც ერთი მწერი ვერ გაბედავს მასზე მიკარებასაც კი. თუმცა ეს სპრეი შეიძლება ქიმიურ ნივთიერებებს და თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.


დამცავი ბადე ალერგეტიკებისთვის

 

დამცავი ბადე ალერგეტიკებისთვისმწერებისგან დამცავ ბადეს, ძირითადი დამცავი ფუნქციების გარდა გააჩნია მტვრის ნაწილაკების, განსაკუთრებით მცენარეებისა და ყვავილების ალერგიული მტვრის შეკავების უნარი

ამიტომ, მათთვის, ვისაც აწუხებს სეზონური ალერგია, უმჯობესია აირჩიონ ბადეები, რომლებსაც შეუძლიათ შეაკავონ ყველაზე მცირე მტვერის ნაწილაკების (0.6-1მმ). არსებობს ძალიან წვრილი დიამეტრის სტრუქტურის ალერგიის სწინააღმდეგ ბადე - Micro mesh - რომლის ნასვრეტების დიამეტრი იწყებ  0.25 მმ-იდან.

გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს საქმე არ არის მხოლოდ ნასვრეტების ფორმაში და დიამეტრში, მნიშვნელოვანია ბადის ძაფების სისქეც.

უნდა ავღნიშნოთ, რომ არსებობს სპეციალური დამცავი ბადეები (ეკრანები) ალერგეტიკებისთვის სადაც ყველა მცირე დეტალიც კი გათვალისწინებულია.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური სტრუქტურის საშუალებით იგი იჭერს და არ ატარებს მტვრის ყველაზე უმცირეს ნაწილაკებსაც კი, მაგალითად მცენარეებისა და ყვავილების მტვრის 87%-ს. აგრეთვე უცირესი ზომის მწერებს (ფლებოტომუსის გვარის მდედრი მოსკიტები), რომლებიც ლეიშმანიოზის გავრცელების ერთ-ერთ ყვცელაზე გავრცელებულ წყაროდ მიიჩნევა.

ალერგიული სეზონის დასრულების შემდეგ მისი მოხსნა და შენახვა ხდება ყოველგვარი კვალის დატოვების გარეშე, მიუხადავად იმისა, თუ რა მასალისგან არის დამზადებული ფანჯარა (პოლივინილქლორიდი, ალუმინი თუ ხე).

მოვლაც ძალიან მარტივია, კომპლექტში სისტემას მოჰყვება სპეციალური ქსოვილი, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელს ხდის ბადე გაიწმინდოს მოუხსნელად, პირდაპირ ფანჯარაზე.

ასეთი ბადეები მრავალჯერადია და ასრულებს საკუთარ ფუნქციებს ხანგრძლივი წლების განმავლობაში.


ცხოველების დამცავი ბადეები

 

ცხოველების დამცავი ბადეებიარსებობს დამცავი ბადეები, რომელთა ნასვრეტების დიამეტრი 5 სმ (50 მმ)-ია.

თუმცა, ეს უკვე არა მწერების საწინააღმდეგო, არამედ შინაური ცხოველების (კატა, ძაღლი) დასაცავი ბადეა, რომლის დანიშნულებაა დაიცვას რაფაზე შემხტარი შინაური ცხოველები ფანჯარაში შემთხვევითი გადავარდნისაგან (ჩვეულებრივი მწერების ბადე ყოველთვის ვერ გაუძლებს შინაური ცხოველების სიმძიმეს).

გასაგებია, რომ კოღოებისგან, ბუზებისგან და ქინქლებისგან თავის დასაცავად ასეთი ბადე არ გამოდგება, მაგრამ თუ სახლში შინაური ცხოველები გყავთ, კლასიკურ მწერების ბადესთან ერთად ტანდემში ამგვარი ბადე - ნამდვილად კარგი არჩევანია.

ასეთი ბადეების ძაფები უფრო მსხვილი და მკვრივი მასალისგანაა დამზადებული, რომელსაც შეუძლია გაუძლოს საშუალო წონის შინაური ცხოველის წონას.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ არც კლასიკური მწერების ბადე და არც შინაური ცხოველების დამცავი ბადე არ გამოდგება ანცი და მოუსვენარი ბავშვების დასაცავად.

რამდენად ხარისხიანიც არ უნდა იყოს მწერებისგან თავის დასაცავი და შინაური ცხოველების დამცველი ბადე, არასოდეს დატოვოთ ბავშვები მარტონი ფანჯრის რაფაზე, გასანიავებლად დატოვებულ ღია ფანჯარასთან.


მწერებისგან დასაცავი ბადის მოვლა


გაითვალისწინეთ:

მწერებისგან დასაცავი ბადის მოვლა»» ხარისხიანი მწერებისაგან დამცავი ბადე არ უნდა იყოს მოშვებული და მჭიდროდ უნდა იჯდეს ჩარჩოში;

»» არ უნდა გააჩნდეს მკვეთრად გამოხატული რეზინის ან პლასტმასის სუნი;

»» მთელი კონსტრუქცია უნდა იყოს მყარი და ხარისხიანად აწყობილი;

თუ მწერებისაგან დამცავ ბადეებს არ მოუვლით, ყველაზე ძვირფასი მოდელიც კი მწყობრიდან გამოვა უკვე 2 წლის შემდეგ.

უხეში მოპყრობა და ბადეზე ხშირი მექნიკური ზემოქმედება მისი მუშაობის ეფექტურობას რამდენადმე შეამცირებს.

დამცავი ბადეების ყველა ეგზემპლიარს ექსპლუატაციის ინდივიდუალური ვადა გააჩნია. ზოგიერთი მათგანი სათანადო მოვლის გარეშე, ერთი წელი მოგემსახურებათ, ზოგიერთი კი - ხუთი და მეტი წელი (გაჩნია ვის როგორ გაუმართლებს).

ზოგადად კი მიჩნეულია, რომ მწერებისაგან დამცავი ბადეების ექსპლუატაციის ვადა არის 2-დან 10 წლამდე.

იმისათვის, რომ მწერებისგან დამცავი ბადე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გემსახუროთ, ზამთრის (ზოგადად სიცივის) მოახლოებისთანავე საჭიროა მისი მოხსნა, რადგან ყინვის გამო შესაძლოა დაიწყოს როგორც თავად ბადის, ასევე ჩარჩოს პლასტმასის რღვევა.

ასევე სასურველია, თუ წელიწადში მინიმუმ ორჯერ (ზამთრის სეზონის წინ) და გაზაფხულის სეზონის დაწყებამდე იგი ფრთხილად გაირეცხება საპნიან ხსნარში ან სარეცხი საშუალებით შეზავებულ წყალში დასველებული ნოტიო ტილოს საშუალებით.

ამ ორი უმარტივესი პირობის დაცვით შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაახანგრძლივოთ თქვენი მწერებისგან დამცავი ბადეების ექსპლუატაციის ვადა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თანამედროვე მწერებისგან დამცავი ბადეების მოხსნა ზამთრის სეზონის წინ აღარ არის აუცილებელი, რადგან ჩარჩო დამზადებულია ალუმინის სპეცალური შენადნობისგან, რომელიც მდგრადია ყინვისა და კოროზიის მიმართ.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩარჩოს ტიპის ბადის შეკვეთა ხდება ფანჯრის ღიობების სწორი გაზომვით. ამიტომ უმჯობესია თუ ამას გააკეთებს გამოცდილი სპეციალისტი.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ