მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 11729 - ჯერ |  
შრიფტის ზომა


დომენზე ინფორმაციის დადგენა 

შესაძლებელია, შეგექმნათ ისეთი სიტუაცია, რომ საჭირო გახდეს თქვენი საკუთარი ჰოსტინგის მისამართის გადამოწმება, შეიძლება ინტერესის, ან სხვა რაიმე მიზეზით დაგჭირდეთ გაიგოთ, თუ რომელი ჰოსტინგი ემსახურება ამა თუ იმ კონკრეტულ, და სერთოდ, ნებისმიერ საიტს.

შეიძლება დაგჭირდეთ მონაცემები ნებისმიერი დომენის შესახებ, თავისუფალია თუ არა იგი, ვის ეკუთვნის და სხვა საჭირო ინფორმაციები. ამას გარდა  შეგიძლიათ  შეუკვეთოთ თავისუფალი დომენი ონლაინ რეჟიმში.

ინტერნეტ სივრცეში ასეთი უამრავი ონლაინ-სერვისია. აქ მოყვანილია ყველაზე პოპულარული, უნივერსალური ონლაინ სერვისები (მათ შორის ქართული), რომელის საშუალებითაც მოახერხებთ ამ ამოცანების ძალიან მარტივად შესრულებას.

 

www.domain.com - ცნობილი, მძლავრი  ონლაინ სერვისი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ნებისმიერ COM, NET, ORG, BIZ, INFO, MOBI, CO, TEL და უამრავ სხვა დომენზე ინფორმაციის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ დომენი თავისუფალია, სერვისი გიჩვენებთ მის ფასს, ყველა სხვა თავისუფალ, ანალოგიური სახელის დომენებზე.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დომენი დაკავებულია, სერვისი ავტომატურ რეჟიმში გთავაზობთ თქვენთვის სასურველ სახელთან, ყველაზე მეტად  მიახლოებული სახელის მქონე თავისუფალი დომენების არჩევანს.

 

 

domain.com
 დომენზე და ჰოსტინგზე ინფორმაციის დადგენა - domain.com

 

ერთ-ერთი უმსხვილესი დომენური სახელების დამრეგისტრირებელია, რომლის სერვისითაც სარგებლობს თავად Google. ამ უნივერსალური ონლაინ სერვისით შეგიძლიათ გაიგოთ ნებისმიერ COM, NET, ORG, BIZ, INFO, MOBI, CO, TEL და უამრავ სხვა დომენებზე ინფორმაცია, ისევე, როგორც www.domain.com-ზე, მისი საშუალებითაც შეგიძლიათ სასურველი დომენის მოძიება, ან მასთან მიახლოებული დომენური სახელების ავტომატურ რეჟიმში მიღება.

გარდა ამისა საიტზე შეიძლება ჰოსტინგის შეძენა, სასურველი  ვებ-საიტის ონლაინ რეჟიმში დამზადება ყოველგვარი ტექნიკური ცოდნის გარეშე., ბლოგის, პერსონალური საფოსტო ყუთის, ფოტოალბომების მიღება და უამრავი სხვა. და ეს ყველაფერი ფაქტიურად დომენის რეგისტრაციის ფასად.

 

godaddy.com
დომენზე და ჰოსტინგზე ინფორმაციის დადგენა - godaddy.com

 

 

ქართული ონლაინ სერვისი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გაიგოთ ნებისმიერი ქართული დომენის შესახებ თითქმის ყველაფერი, რაც გაინტერესებთ:  - თავისუფალია თუ არა, ვის ეკუთვნის, რომელი ჰოსტინგი ემსახურება, მიიღოთ ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია, გააკეთოთ შეკვეთა ონლაინ რეჟიმში.

 

 

nic.net.ge
დომენზე და ჰოსტინგზე ინფორმაციის დადგენა - nic.net.ge

 

 

 ჰოსტინგზე ინფორმაციის დადგენა

რა თქმა უნდა არსებობს ონლაინ-სერვისები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, ნებისმიერი საიტის მისამართით ჰოსტინგის დადგენა. www.hostlogr.com თუმცა ზოგჯერ ხდება, რომ whois სერვისებში საიტის მისამართით, ჰოსტინგის მდებარეობის დადგენა შეუძლებელია.

ამის მიზეზია ის, რომ ზოგიერთ საიტს, რომელსაც მომხმარებლების მაღალი რაოდენობა ჰყავთ, არ ჰყოფნის ვირტუალურ სერვერი და ასეთ დროს ხდება ან სერვერის იჯარით აღება, ან სერვერის კოლოკაცია. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ  მისამართით, ასეთი საიტის ჰოსტერს ვერ დაადგენთ.

როგორც წესი ნებისმიერ სერიოზულ ჰოსტინგ-კომპანიას გააჩნია ip მისამართების საკუთარი დიაპაზონი, ამიტომ ნებისმიერი საიტის ჰოსტერის ვინაობის დადგენის უტყუარი გზაა პირველ რიგში საიტის ip მისამართის დადგენაა.

ნებისმიერი საიტის ip მისამართის დადგენა (და არა მარტო), ონლაინ სერვისებითაც შეიძლება, მაგალითად www.proverim.net . თუმცა ყველაზე უტყუარი და მარტივი გზა ნებისმიერი საიტის ip მისამართის დასდგენად შემდეგია: - შეხვალთ მენიუში - «Start» - შემდეგ - «Run», (თუ რუსული ვინდოუსი გაქვთ  - «пуск» - შემდეგ «выполнить») გამოვა გრაფა, რომელშიც ჩაწერთ -  «cmd» და დააჭერთ «ок». თქვენს წინ გაიხსნება ფანჯარა შავი ფონით, მასში აკრებთ ბრძანებას «ping» - შემდეგ გააკეთებთ  ინტერვალს («პრაბელს») და აკრებთ სასურველი საიტის მისამართს (http://-ს გარეშე), დააჭერთ «enter« და შავ გრაფაში დაიწერება აღნიშნული საიტის ip მისამართი.

ამის შემდეგ, აღნიშნულ ip მისამართს შეიყვანთ ქვემოთ მოყვანილი ორი პოპულარული ონლაინ-სერვისიდან რომელიმეში და სერვისი მოგცემთ სრულ ინფორმაციას, თქვენთვის საინტერესო საიტის ჰოსტინგის შესახებ.

 

 

Domaintools
დომენზე და ჰოსტინგზე ინფორმაციის დადგენა - Domaintools
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ