სიტყვების სწორად წარმოთქმის ონლაინ სერვისები განსაკუთრებით სასარგებლო და მოსახერხებელია მათთვის, ვინც სწავლობს ენებს და არ იცის რამდენად სწორად და ზუსტად წარმოთქვამს სიტყვებს.
აქ მოყვანილია ამ სფეროში საუკეთესო ონლაინ სერვისები
შესანიშნავი ონლაინ სერვისი. ზედა მარჯვენა კუთხეში, საძიებო გრაფაში შეგიძლიათ ჩაწეროთ სასურველი სიტყვა, შემდეგ კი მოუსმინოთ თუ როგორ გამოითქმის იგი. შესაძლებელია სიტყვების მოძებნა კატეგორიების მიხედვითაც. საიტს აქვს სიტყვების უზარმაზარი ბაზა და მრავალი ენების მხარდაჭერა. გარდა ამისა შეგიძლიათ საიტით ისარგებლოთ იმ ენაზე, რომელსაც თავად აირჩევთ.
ცნობილი და ძალიან პოპულარული ონლაინ სერვისი, შეიცავს დაახლოებით 11 მილიონ სიტყვასა და სტატიას, სიტყვები გახმოვანებულია, საკმარისია მხოლოდ საძიებო გრაფაში ჩაწეროთ და მოძებნოთ, შემდეგ კი დააჭიროთ დინამიკის ნიშანს, რომელიც სიტყვის გვერდითაა მოთავსებული. გააჩნია სინონიმებისაა და მსგავსი სიტყვების მოძებნის ავტომატური ფუნქცია.
ძალიან უბრალო და მოსახერხებელი ონლაინ სერვისი, ”იცის” დაახლოებით ასოცი ათასი სიტყვა. საკმარისია მხოლოდ ჩაწეროთ და მოძებნოთ საძიებო გრაფაში სასურველი სიტყვა. გააჩნია მაღალხარისხიანი გახმოვანება.
Oddcast.com - ით ამზადებენ საიტისთვის მოლაპარაკე ავატარებს და ვირტუალურ გიდებს. გამოიყენება როგორც ტექსტისა და ხმის კონვერტორი. სერვისს გააჩნია მრავალრიცხოვანი ენების მხარდაჭერა, შესაძლებელია აირჩიოთ როგორი ხმითა და აქცენტით გსურთ სასურველი ტექსტის გახმოვანება.
ტექსტის კონვერტორი ხმოვან ფაილში, WAV ფორმატში. მუშაობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და ფრანგულ ენებთან. სერვისს გააჩნია შესანიძნავი რობოტი, რომელიც ახმოვანებს ხარისხიანი ხმის ტემრით. თუმცა თუ ცოცხალი ხმის ჩაწერა გნებავთ, ეს სერვისი ფასიანია.
სერვისის საშუალებით შესაძლებელია არჩეული სიტყვებისა და ფრაზების წარმოთქმა ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ენებზე. შეგიძლიათ ისწავლოთ როგორ გამოითქმის ცნობილი ადამიანების სახელი და გვარი, სავაჭრო, საფირმო ნიშნის სახელები, სამეცნიერო ტერმინები და ა.შ.
თემატური კატალოგი, საიდანაც უნდა აირჩიოთ სასურველი კატეგორია, განლაგებულია საიტის მარჯვენა ქვედა კუთხეში
შესანიშნავი ონლაინ სერვისი, რომლითაც შეგიძლიათ ინგლისური აქცენტების შესწავლა. აქ შეგიძლიათ მოისმინოთ თუ როგორი აქცენტით გამოთქვამენ სიტყვებსა და მოკლე ფრაზებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები (პარიზში, ლონდონში, განაში, და ა.შ, საქართველოშიც კი).
ინგლისური ენის შემსწავლელი ყველაზე ცნობილი და ეფექტური ვებ-რესურსების კატალოგი
დაწყებითი ინგლისური ბავშვებისათვის