მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 11909 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პედაგოგი დაფაზე გააკრავს ჩაის სურათთან ერთად რძისა და კუს გამოსახულებას და სამივე მათგანს ქვეშ შესატყვის წარწერებს დაუდებს. პირველ რიგში უკვე ნასწავლ სიტყვებს: „ხეს“, „მზეს“, „ჭასა“ და „იას“ გაიმეორებენ პატარები შეკითხვების საფუძველზე, შემდეგ კი გადავლიან ახალი სიტყვების შესწავლაზე.

ჩაი (წარმოსდგება ჩინური სიტყვისაგან 茶 «ჩა») ესაა სასმელი მიღებული ჩაის ფოთლების დაყენებით. უფრო ვრცელი გაგებით - ნებისმიერი ფურცლოვანი და ბალახოვანი დაყენებული სასმელი.

ჩაის ასევე უწოდებენ განსაკუთრებული წესით მომზადებულ ჩაის ფოთოლს, რომელიც ამ სასმელისთვის არის განკუთვნილი.

ჩაის სამშობლოში - ჩინეთში - ეს მცენარე ცნობილი იყო 4600 წლის წინათ, მაგრამ ჩაი განსაკუთრებით გავრცელდა VI საუკუნეში, როცა ჩინელმა ბუდისტებმა იგი წმინდა და სამკურნალო მცენარედ აღიარეს.

საქართველოში, ჩაის პირველი პლანტაციები ბათუმის მახლობლად ჩაქვში გაუშენებიათ, ვინმე ბოტანიკოს ა. კრასნოვსა და აგრონომ ი. კლინგენს. მათ 1895 წელს ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ცეილონიდან შემოიტანეს ჩაის თესლები.

მწვანე ჩაი ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ისეთ დაავადებათა წინააღმდეგ, როგორიცაა ღვიძლის ქრონიკული ანთება, დიზენტერია, სისხლის წნევა, მწვავე ნეფრიტი. ეს სასმელი დაბერების პროცესის შემაფერხებელ ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რაც იაპონელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს.

კერძოდ, იმ ადამიანის ორგანიზმი, რომელიც დღეში 3-4 ფინჯან მწვანე ჩაის სვამდა, 20%-ით გაიწმინდა ტოქსინებისაგან. სამაგიეროდ, ინდოელი მეცნიერების გამოკვლევებმა დაასაბუთეს შავი ჩაის დიდი დამსახურება მხედველობის გაუმჯობესებაში. მათი აზრით, ის ხელს უშლის თვალის დაავადებების განვითარებას.

პედაგოგი უჩვენებს ბავშვებს ჩაით სავსე ჭიქის გამოსახულებას და ეკითხება ჯგუფს, თუ რა არის მასზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) გამოსახული?

სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია ჩაი; დაფაზე გაკრულია ჭიქაში ჩასხმული ჩაის გამოსახულება; ეს არის ჩაი... შემდეგ აიღებს დაფიდან და ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე (ან სახელმძღვანელოში ჩაის გამოსახულების ქვეშ) დაწერილ სიტყვაზე „ჩაი“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „ჩაი“, ხოლო ზემოთ კი ხატია ჩაი.

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია ჩაი; იქ წერია ჩაი;

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი ჩაის გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ჩაი; დაფაზე გაკრულია ჩაის სურათი..,

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია ჩაი, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ჩაი“.

ბავშვებო, როგორია ჩაი? - ისევ ეკითხება მასწავლებელი.

სავარაუდო პასუხები: ჩაი არის არომატული, სასარგებლო, გემრიელი, მწვანე, შავი, წითელი...

 

ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფი კითხვა - ჩაი

 

ჩაი

 

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

რძე, საკვები პროდუქტია, რომელიც მიიღება მდედრი ცხოველისაგან. შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებს, ცილებს. როგორც წესი თეთრი ფერისაა.

საკვებად გამოიყენება ძროხის, კამეჩის, თხისა და სხვა შინაური ცხოველის რძე.

აქვე პედაგოგი უჩვენებს ბავშვებს ჭიქაში ჩასხმული რძის გამოსახულებასაც და ეკითხება ჯგუფს, თუ რა არის მასზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) გამოსახული?

სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია რძე; დაფაზე გაკრულია რძის გამოსახულება; ეს არის რძე...

შემდეგ აიღებს დაფაზე რძის ქვეშ მოთავსებულ წარწერას და ყურადღებას გაამახვილებინებს ამ მუყაოზე (ან სახელმძღვანელოში რძის გამოსახულების ქვეშ) დაწერილ სიტყვაზე „რძე“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „რძე“, ხოლო ზემოთ კი ხატია რძე.

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია რძე; იქ წერია რძე;

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი ჭიქა რძის გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია რძე; დაფაზე გაკრულია რძის სურათი...

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია რძე, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „რძე“.

ბავშვებო, რა დანიშნულება აქვს რძეს? რისთვის გამოიყენება იგი? - კვლავ ეკითხება მასწავლებელი.

სავარაუდო პასუხები: რძე საკვებია; მას ჩვენ დილით გვასმევენ დედიკოები; რძე მარგებელია ჩვენთვის; იგი აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ დიდები და ჯანმრთელები გავიზარდოთ...

 

ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფი კითხვა - რძე

 

რძე

 

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

საქართველოში გავრცელებულია ქვეწარმავლების 50-ზე მეტი სახეობა. მათ შორისაა: 3 სახეობის კუ; 27 სახეობის ხვლიკი და 23 სახეობის გველი.

კუებს სხეული მოქცეული აქვთ ძვლოვანი ჯავშანში, რომელიც შედგება ამობურცული ზურგის ბაკანისაგან და უფრო ბრტყელი მუცლის ფარისაგან.

საქართველოში გავრცელებულია: ხმელთაშუა ზღვის კუები — აღმოსავლეთ საქართველოს ველისა და ნახევრად უდაბნოს ზონაში, ჭაობის კუები - გვხვდება მთელი საქართველოს წყალსატევეებში და კასპიური კუები - ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებში (ხშირად ჭაობის კუებთან ერთად).

პედაგოგი უჩვენებს ბავშვებს კუს გამოსახულებასაც და შეეკითხება ჯგუფს, თუ რა არის მასზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) გამოსახული?

სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია კუ; დაფაზე გაკრულია კუს გამოსახულება; ეს არის კუ... შემდეგ აიღებს დაფიდან და ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე (ან სახელმძღვანელოში კუს გამოსახულების ქვეშ) დაწერილ სიტყვაზე „კუ“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „კუ“, ხოლო ზემოთ კი ხატია კუ.

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია კუ; იქ წერია კუ.

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი კუს გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია კუ; დაფაზე გაკრულია კუს სურათი...

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია კუ, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „კუ“.

ბავშვებო, თუ გინახავთ კუ? რა იცით მის შესახებ?

სავარაუდო პასუხები: კუ ქვეწარმავალია; იგი ზამთარში მიწაში ძვრება რამდენიმე თვის განმავლობაში და იქ გამოიზამთრებს; ვიცით ზღვის კუც; ჩვენ ვისწავლეთ ლექსები კუზე; ჩვენ კი - იგავ - არაკი და ანდაზა...

 

ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფი კითხვა - კუ

 

კუ

 

მეორე პროცედურა

ვარიანტი - ა

დაფაზე მიმაგრებულია ყველა შესწავლილი სურათი. მაგრამ პირველ რიგში, მასალის უკეთ აღქმის მიზნით, ყურადღება გამახვილდება სამ ახალ სურათზე.

პედაგოგი გამოიყვანს ბავშვს და აწვდის მუყაოს ფირფიტას წარწერით „ჩაი“, რათა მოათავსოს შესაბამისი ნახატის ქვეშ. შემდეგი მოსწავლის დავალებაა სიტყვა „რძის“ ნახატ რძესთან მისადაგება. მომდევნოსი - სიტყვა „კუს“ ნახატ კუსთან დაკავშირება.

შეცდომის შემთხვევაში ჯგუფის სხვა წევრი გამოიძახება. საბოლოოდ მუშაობაში მონაწილეობას ყველა მოსწავლე მიიღებს.

სახელმძღვანელოში ყველა მათგანს მიეცემა ასეთი დავალება: შეაერთონ ისრით (ან თითით) ნაწერები - „ ჩაი“, „რძე“ და „კუ“ - შესაბამის ნახატებთან.

 

ნახატისა და ნაწერის გარჩევა - კუ
ნახატისა და ნაწერის გარჩევა - მზე
ნახატისა და ნაწერის გარჩევა - რძე
ნახატისა და ნაწერის გარჩევა - ხე

 

ნახატისა და ნაწერის გარჩევა - ჭა
ნახატისა და ნაწერის გარჩევა - ჩაი
ნახატისა და ნაწერის გარჩევა - ია

 

ჩაი რძე კუ



ვარიანტი - ბ

დაფაზე მიმაგრებულ რამდენიმე შესწავლილ ნაწერს შორის ფიგურირებს ჩაის, რძისა და კუს წარწერებიც.

ამ შემთხვევაში პედაგოგი ბავშვებს თანმიმდევრობით მიაწოდებს ჩაის, რძისა და კუს გამოსახულებებს, რათა შესაბამისი ნაწერების ქვეშ მოათავსონ.

დავალება სახელმძღვანელოში: ჩაის, რძისა და კუს გამოსახულება ისრით (ან თითით) დაუკავშირონ შესაბამის ნაწერებს (გამოიყენეთ მესამე პროცედურის წერითი გამოსახულებები)!



მესამე პროცედურა


თამაში - „აკვარიუმი“

აკვარიუმში უკვე შვიდი მუყაოა მოთავსებული წარწერებით: „მზე“, „ხე“, „ჭა“, „ია“, „კუ“, „რძე“ და „ჩაი“. ბავშვი ხელით ან „ანკესით“ ამოიღებს ერთ - ერთ ფირფიტას, ხმამაღლა წაიკითხავს და გვიჩვენებს დაფაზე გაკრულ შესატყვის სიტყვას.

ასეთივე პროცედურა გაიმართება მეორე, მესამე და ა. შ. მეშვიდე სიტყვის დასადგენადაც.

დავალება სახელმძღვანელოში: მასწავლებლის მითითებით ბავშვები შეარჩევენ ნაცნობ სიტყვებს - „მზე“, „ხე“, „ჭა“, „ია“, „რძე“, „კუ“, „ჩაი“, თითს დაადებენ ტექსტს და წაიკითხავენ ხმამაღლა და ჩუმათ.

 

ნახატისა და ნაწერის გარჩევა - თამაში აკვარიუმი

 

ია ჭა ხე მზე

ჩაი რძე კუ



მეოთხე პროცედურა - ცოდნის განმტკიცება

პედაგოგს მაგიდაზე უწყვია ნახატები; შესაბამისად, დაფაზე მოთავსებულია ნაწერები. მასწავლებელი გამოიძახებს ერთ - ერთ ბავშვს მაგიდასთან და ეუბნება, რომ ამათ შორის ამოირჩიოს კუს სურათი და ქვეშ დაუდოს შესატყვის ნაწერს. ჯგუფის დანარჩენ ბავშვებთან იგივეს გაიმეორებს იის, მზის, ჩაის, რძის, ჭისა და ხის სურათებზეც.

შემდეგ შეიძლება სიტუაციის შეცვლა საპირისპიროდ: დაფაზე ათავსებს ნახატებს, მაგიდაზე კი - ნაწერებს. გამოძახებული ბავშვებიც შესაბამისად ირჩევენ ტექსტებიდან „ჩაის“, „რძის“, „კუს“, „იის“, „ჭის“, „ხისა“და „მზის“ წარწერიან მუყაოებს, წაიკითხავენ ხმამაღლა და მოათავსებენ შესატყვისი გამოსახულების ქვეშ.

სახელმძღვანელოში: რიგრიგობით დაადებენ თითს ჯერ სურათს, ხოლო შემდეგ შესაბამის წარწერას და ხმამაღლა წაიკითხავენ. შემდეგ - პირიქით, ჯერ წაიკითხავენ წარწერას, შემდეგ კი მოძებნიან მის შესაბამის ხატს.

 

ცოდნის განმტკიცება - მზე ცოდნის განმტკიცება - კუ ცოდნის განმტკიცება - ია ცოდნის განმტკიცება - ჩაი

ცოდნის განმტკიცება - ჭა
ცოდნის განმტკიცება - ხე
ცოდნის განმტკიცება - რძე

 

ხე ია ჭა რძე
მზე კუ ჩაი




მეხუთე პროცედურა

ამ შემთხვევაში პედაგოგი დაფაზე განათავსებს ყველა ნასწავლ სიტყვას და რამდენიმე ახალ სიტყვასააც მიამატებს, რომელიც ახლო მომავალში უნდა შეისწავლონ.

რა თქმა უნდა მასშია შერეული ახლად შესწავლილი სიტყვები: „რძე“, „ჩაი“, და „კუ“. ბავშვს (ან ბავშვებს - სახელმძღვანელოში) ევალება ამ სიტყვებიდან უკვე ნაცნობი სიტყვების ამორჩევა. მაგ.: ამოირჩიე ნაცნობი ნაწერი „კუ“, „ჩაი“ ან „რძე“ და წაიკითხე ხმამაღლა (ან ჩუმად). წიგნში მონახეთ ნაწერები: „კუ“, „ჩაი“, „რძე“, თითი დაადეთ ნაცნობ სიტყვას და წაიკითხეთ!

 

კუ ბუ სკა
ჩაი რძე



მეექვსე პროცედურა

პედაგოგი დაფაზე დებს მხოლოდ ახლად ნასწავლ სიტყვებს: „რძეს“, „კუსა“ და „ჩაის“ და მთელს ჯგუფს ერთდროულად აკითხებს.

თუ ბავშვებმა სიტყვები ვერ წაიკითხეს, აღნიშნულ სიტყვებს შესატყვის სურათებთან ერთად კვლავ ათავსებს დაფაზე.

როგორც ვხედავთ, ამ ბოლო პროცედურაზე ნახატი უკვე არ უნდა ფიგურირებდეს, მაგრამ იგი აუცილებლად შემოაქვს მასწავლებელს, თუ რომელიმე ბავშვს კითხვა შეეშლება. სახელმძღვანელოშიც მოცემულია სამივე სიტყვა, ანუ ტექსტი, რაც წიგნზე მუშაობის საშუალებასაც მისცემს პედაგოგს.

 

ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფი კითხვა ნახატების საშუალებით - ჩაი ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფი კითხვა ნახატების საშუალებით - რძე ვასწავლოთ ბავშვებს სწრაფი კითხვა ნახატების საშუალებით - კუ

 

ჩაი რძე კუ

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ