წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 




—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  — 

საათები
საათების ონლაინ მაღაზია

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

 
  ნანახია 5375 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

შემდეგი ორმარცვლიანი სიტყვების ჯგუფია:  „კუდი“, „კუჭი“ და „კუზი“.

ამ შემთხვევაში ვამეორებინებთ სიტყვას „კუ“. ბავშვები თვითონვე გამოიცნობენ ახალი სიტყვებს უკვე ნასწავლი პირველი მარცვლისა და სურათების დახმარებით.

პროცედურა ნაცნობი მეთოდით წარიმართება. პედაგოგი ბავშვებს უჩვენებს ცხენის, მტრედისა და ფარშევანგის გამოსახულებებს, აქცენტს გადაიტანს მათ კუდებზე  და ეკითხება, თუ რისი კუდი არის მუყაოზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

სავარაუდო პასუხებია: აქ დახატულია ცხენი. ცხენს აპრეხილი კუდი აქვს; დაფაზე გაკრულია სურათი კუდგაშლილი ფარშევანგისა და მტრედის გამოსახულებით;

შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე  დაწერილ სიტყვაზე „კუდი“ და განუმარტავს მათ (ან მისცემს მათ გამოცნობის საშუალებას), რომ აქ წერია სიტყვა „კუდი“, ხოლო დაფაზე გაკრულ ნახატებზე ცხოველსაც და ფრინველებსაც კუდები აქვთ.

პედაგოგი ბავშვებს ისევ ეკითხება:

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია კუდი;  იქ წერია კუდი;

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი ჯერ ცხენის, შემდეგ ფარშევანგისა და მტრედის  სურათებზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ცხენი ლამაზი კუდით; დაფაზე გაკრულია ულამაზესი ფარშევანგის სურათი დიდი კუდით; აქვეა კუდაზიდული მტრედიც.

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, ამ ცხოველს და ფრინველს აქვთ  „კუდი“,  ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „კუდი“.

ბავშვებო, კიდევ რომელ ცხოველს და ფრინველს აქვს კუდი?

კუდი აქვს: ძროხას, ვირს, მაიმუნს, ვეფხვს; პაწაწინა კუდი აქვს უზარმაზარ სპილოს; დიდი და ფუმფულა კუდი აქვს მელაკუდას, ციყვს, ძაღლს; კუდი აქვს მამალს, არწივს, მიმინოს, ხოხობს, იხვს...

 

კუდი

 

კუდი

 

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

„კუდის“ გაცნობის შემდეგ ბავშვებს „კუჭზე“ ვესაუბრებით და ვეცდებით, რომ თვითონვე გამოიცნონ ახალი სიტყვა ნასწავლი პირველი მარცვლისა და სურათის მეშვეობით. პედაგოგი ბავშვებს მოკლედ გაარკვევს იმაში, რომ კუჭი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მეტ-ნაკლებად გაფართოებული ნაწილია, რომელშიც ხდება საკვების ქიმიური და მექანიკური გადამუშავება. აქვე  პედაგოგი ბავშვებს  უჩვენებს კუჭის  გამოსახულებას ცალკე და ადამიანის ორგანიზმის კვეთაში, რათა გააცნობიერონ  კუჭის რაობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეეკითხება მათ, თუ რა არის მუყაოზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული.
სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია კუჭი; დაფაზე გაკრულია სურათი კუჭის  გამოსახულებით; ეს არის კუჭი... შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე დაწერილ სიტყვაზე „კუჭი“ და წარმოათქმევინებს  მათ, რომ აქ წერია სიტყვა „კუჭი“, ხოლო  დაფაზე გაკრულია ნახატი კუჭის  გამოსახულებით.

პედაგოგი ბავშვებს ისევ ეკითხება:

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია კუჭი;  იქ წერია კუჭი; წიგნში წერია კუჭი.

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი კუჭის  გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია კუჭი; დაფაზე გაკრულია კუჭის  სურათი;

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია „კუჭი“,  ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „კუჭი“.

ბავშვებო, ყველა თქვენთაგანს აქვს კუჭი, რითაც ინელებთ საკვებს. ამ საკვებიდან კუჭი და ნაწლავები შეითვისებს ყველა საუკეთესო ვიტამინებს და სხვადასხვა აუციელებელ ელემენტებს, რაც აუცილებელია თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის. როგორ ფიქრობთ, ადამიანის გარდა კიდევ რას შეიძლება ჰქონდეს კუჭი?

 - თითქმის ყველა ცოცხალ არსებას; ძაღლს, კატას, ქათამს, იხვს, ვირს, ხარს, მელას, ვეფხვს და ა. შ.


კუჭი

 

კუჭი

 

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

მესამე სიტყვა „კუზია“. აქაც შეეცდება პედაგოგი ნახატისა და ნასწავლი პირველი მარცვლის მეშვეობით ბავშვებს გამოაცნობინოს ნაწერი „კუზი“.

პედაგოგი ჩვეულ დიალოგს წარმართავს ბავშვებთან სიტყვისა და ნახატის კარგად აღსაქმელად: აუხსნის, რომ გიბუსი ანუ კუზი ზურგის სპეციფიკური გამოდრეკაა და წარმოადგენს ხერხემლის დაავადების გამოვლინებას. გააანალიზებინებს აქლემის გამოსახულებას და აქცენტს ამ ცხოველის კუზზე გადაიტანს.

შემდეგ უჩვენებს კუზის გადიდებულ  გამოსახულებას და ეკითხება, თუ რა არის მუყაოზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?
სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია კუზი; დაფაზე გაკრულია სურათი კუზის  გამოსახულებით; ეს არის აქლემის კუზი.  პედაგოგი  კვლავ ეკითხება ბავშვებს:

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია კუზი; იქ წერია კუზი;

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი აქლემის კუზის  გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია კუზი; დაფაზე გაკრულია აქლემის კუზის სურათი;

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ გამოსახულია „კუზი“  ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „კუზი“.

ბავშვებო, გინახავთ ეს კუზიანი ცხოველი?

ზოოპარკში გვინახავს. იქ ერთკუზიანი და ორკუზიანი აქლემებიც ჰყავთ; მე ცხოველების წიგნში ვნახე; მე ინტერნეტში და ა.შ...

 

კუჭი

 

კუზი

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
Загрузка...

 

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

სწრაფი სესხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —