მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5991 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პროზისა და პოეზიის ნიმუშები

(წაუკითხეთ თქვენს პატარებს!)

მომდევნო მეცადინეობაზე პედაგოგი საკითხთან დაკავშირებით აქაც პოეზიისა და პროზის ნიმუშებს შემოიტანს გაკვეთილის პროცესში.

მშობლების ფუნქცია ბავშვების შემზადებაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ წაუკითხონ ან შეასწავლონ თავიანთ პატარებს აქ მოცემული და აგრეთვე სხვა მოთხრობები, ლექსები და ამბები, რათა ბუნებრივად ჩაერთონ შემაჯამებელი გაკვეთილების მსვლელობაში.

ამ გაკვეთილზე განამტკიცებენ მეორე ეტაპზე ნასწავლ მომდევნო ექვს სიტყვას. ესენია:  კუზი, კუჭი, სკამი, ქვაბი, ჭაღი და ძმარი.

ბიჭმა იარა, იარა ...

ძველი წყლის წისქვილიიყო და არა იყო რა, იყო ერთი ზარმაცი ბიჭი. მოსწყინდათ მშობლებს ბედოვლათი შვილის შენახვა და უთხრეს: გვეყო შენი რჩენა, ახლა საითაც გინდა, იქით წადი, შენს თავს მიხედეო. მისცეს საგზლად ერთი ნატეხი პური და გაისტუმრეს.
ბიჭმა იარა, იარა და ის პური გზად შემოეჭამა. რა უნდა ექნა, შინ ვერ დაბრუნდებოდა, მშობლები არ მიიღებდნენ მუქთამჭამელს, მაშ, ვინ აჭმევდა პურს?
იარა, იარა და ერთ ჭაობს მიადგა. ჭაობში წერო ჩამდგარიყო, ჩაჰკრავდა ნისკარტს და ბაყაყებს მიირთმევდა.
- წერო, წერო! - დაუძახა იმ ბიჭმა, - შიმშილით კუჭი მიხმება, მითხარი, პური როგორ ვიშოვო?
- გაისარჯე და იშოვი! - მიუგო წერომ.
- შენც ერთი, მოგცლია, - წაიბურტყუნა ზარმაცმა და გზას გაუდგა.
იარა, იარა და წინ ძაღლი შემოხვდა, ძვალს ღრღნიდა.
- ჩემო ლამაზო ცუგა, შიმშილით კუჭი მიხმება, იქნება ერთი ლუკმა პური მაშოვნინო!
- გაისარჯე და იშოვნიო. - ძაღლმა ისე შემოუღრინა, რომ გულგატეხილი ბიჭი მაშინვე გაშორდა.
იარა, იარა და დიდ, დაბურულ ტყეში შევიდა, წინ კურდღელი შემოეყარა. ყურცანცარა ბალახს იკიკნებოდა.
- კურდღელო, ტუჩებცმაცუნავ, კუჭი მიხმება, იქნება პური მაშოვნინო, ლამის სული გამძვრეს!
- გარჯა თუ არ გეზარება, ლუკმაპურსაც იშოვი, - მიუგო კურდღელმა და წაცანცალდა.
გაღონებული და შიმშილით გაწამებული ბიჭი ერთ ქოხს მიადგა. ქოხში დედაბერი იჯდა და ხორბალს ცხრილავდა.
- რა გაგჭირვებია, ასე რატომ დაღონებულხარ? - ჰკითხა მოხუცმა.
- ლამის შიმშილით სული ამომხდეს, პურს დავეძებ და ვერ მიშოვია, - უპასუხა ბიჭმა. დედაბერმა ჩაიცინა და უთხრა:
- გაისარჯე და პური თვითონ მოვა!
- აბა, რა გავაკეთო?
- აი, ეს გაცხრილული ხორბალი ჯერ წისქვილში წაიღე, დამიფქვი და მერე გეტყვი.
ზარმაც ბიჭს ძალიან ეზარებოდა, მაგრამ რას იზამდა, ხორბლით სავსე ტომარა ზურგზე მოიკიდა, წისქვილში წაიღო და დაფქვილი ხორბალი დედაბერს მიუტანა, გასამრჯელოდ პურს მომცემსო. მაგრამ, ნურას უკაცრავად, დედაბერმა ლუკმაც არ გაიმეტა.
- სანამ ცომს მოვზელ, ფიჩხი მომიტანე თონის გასახურებლადო, - უთხრა დედაბერმა.
რას იზამდა ის ბიჭი, ფიჩხის მოტანა ეძნელებოდა, მაგრამ შიმშილმა გააბედვინა, წავიდა და ერთი კონა ფიჩხიც მოიტანა.
- ახლა ეგ ფიჩხი დაკუწე და თონე გამიხურეო, - უთხრა დედაბერმა.
ბიჭმა თონე გაახურა. დედაბერმა პური ჩააკრა და მალე მკლავის სიგრძე შოთები ამოყარა. აიღო რამდენიმე ცალი, ბიჭს იღლიაში ამოუდო და უთხრა: აი, შვილო, ესეც შენი შრომის გასამრჯელოო.
გახარებული ბიჭი შინ მივიდა, მშობლებს პური მიუტანა და უთხრა:
- ლუკმაპურის შოვნა ადვილი არ ყოფილა, თურმე გარჯა - შრომით მოიპოვებაო.


კუზიანი აქლემი

კუზიანი აქლემი

არასოდეს გინახავს?

კუზიანი ქალემიამბობენ, რომ კუზებში

წყალს და საჭმელს ინახავს.

კუზში საჭმელს რა უნდა?

ჩემო კარგო, არადა...

საწყალს ალბათ არა აქვს

განჯინა და კარადა.

კენჭები თუ ესროლე,

ცოტა თუ შეაწუხე,

ვითომ არაფერია,

ისე შემოგაფურთხებს.

მერე რა, რომ მთასავით

გაზრდილა და გრძელია,

მე თუ მკითხავ, ნამდვილად

დიდი გაუზრდელია.

 

ჩემი ბავშვობის კურიოზი

ბაღში გვასწავლიდნენ, სხვის სკამზე არ დაჯდეთო.. ჰოდა, ერთ დღეს, ვსადილობთ. თითო მაგიდასთან რამდენიმე ბავშვი ვიჯექით. რატომღაც ჩემს სკამზე დაჯდა მომვლელი, რომ  ერთ-ერთი მტირალა ბავშვი გამოეკვება. მეც იქვე ვდგევარ. არ ვაცადე დაჯდომა და სკამი გამოვუწიე. მასწავლებელი მსუბუქად დაეცა, მე კი დოინჯშემოდებული ვეუბნები: ეს სკამი ჩემია, ხომ გვასწავლეთ, სხვის სკამზე არ დაჯდეთოოო!?

ჩემს ნათქვამზე ბევრი იცინა, თუმცა მკაცრად გამაფრთხილა ასე აღარ მოვქცეულიყავი. იმ დღეს კუთხეში დადგომასაც გადავურჩი.

ბებიას ქვაბიბებიას ქვაბს

ვფერავ, მაინც შავია,

ქვაბი მაინც ქვაბია!

მაგრამ ეს ვერ გავიგე,

ჯაჭვით რატომ აბია.

 

*******
მეთევზის ცოლო,

როცა შენი ქმარი გადის წყალში

შორეული ზღვებისკენ, სადაც

ამინდს ჩვევად აქვს ქარი,

გადმოდგი ქვაბი,

ნახშირის ღუმელს

საკმარისი  ასმინე ლოცვა

- ბავშვზე და შენზე…

თავკიდურა

 

თავკიდურა (ჭაღი)

ჭერში ჰკიდია ჩახჩახა,

ანათებს კედელ - ყურესა,

ღვივის, სახლს შვენის საყურე,

ისე, ვით დედის ყურებსა.



*******
ეს იყო დიდი ხნის წინათ. მაშინ მე 3-4 წლის ვიყავი და მქონდა ერთი ჭაღი, ბროლის. ჭაღი იყო ბროლის და 'ზალაში" მეკიდა, ანუ როგორც მაშინ ვეძახდი - ”დიდ ოთახში”. მაშინ სახლიც პატარა და მყუდრო იყო და საღამოობით მზე რომ ჩადიოდა ხოლმე, იჭყიტებოდა შიგნით.

მე ძალიან მიყვარდა ეს ჭაღი, რადგანაც როცა მზე ჩასვლის წინ შემოიხედავდა ოთახში, მზეც და ჭაღიც ორივე ერთად მიღიმოდა...


დარიგება

ძმრის საუკეთესო თვისებებიიმისათვის, რომ ორგანიზმი ნორმალურად ფუნქციონირებდეს, არ გროვდებოდეს შლაკები, ორგანიზმის რეაქცია ოდნავ მჟავე უნდა იყოს (ტუტიანობის მომატება მავნეა), ხალხური მედიცინა გვირჩევს ვაშლის ძმრის გამოყენებას
ორგანიზმის შლაკებისაგან გასაწმენად სვამენ დღეში 1-2 ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს განზავებულს 1 ჩაის ჭიქა წყალში, შეიძლება თაფლის დამატებაც.

ვაშლის ძმრის მიღება სასურველია ჭამის წინ, რადგან იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და შლაკების დაგროვებას ეწინააღმდეგება. ამ სითხის გამოყენება ყოველდღიურად შეიძლება და სასურველიცაა, მაგრამ აუცილებელია წნევის კონტროლი, თუ წნევა ძალიან დაქვეითდა, შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ სხვა ღონისძიებებს.

ვაშლის ან ყურძნის ძმრის გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია ისეთი კერძების გაკეთება, როგორებიცაა: თევზის ფილე, ბადრიჯნის საცივი, სოკოს სალათის მრავალი ვარიანტი, მწვადი, საცივი, ბაჟე... ნებისმიერი ტორტი თუ ნამცხვარი...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ