წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 




—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  — 

საათები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

 
  ნანახია 3455 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

შემაჯამებელი მუშაობა
(წაუკითხეთ და შეასწავლეთ თქვენს პატარებს)

აღნიშნული მეცადინეობა დაეთმობა წინა სამ თემატიკას - ექვსივე პროცედურითა და მოცემულ სიტყვებზე პროზისა და პოეზიის ნიმუშების წარმოდგენით.


         
*******
რვეული მაქვს სახატავი,

ვხატე, ვხატე ვარიკა,

მაგრამ ფეხი და ვერც თავი

ვერ მოვაბი, არ იქნა.

 

*******
„იმ ცულს თავი რკინისა აქვს,

ჩვენისთანა ხე აქვს ტარად;

ჩვენი მოძმე ჩვენ გვღალატობს,

მძლავრს სურს სუსტზე გაბატონდეს.

რას დაგვაკლებს ჩვენ ის კაცი,

ცულს რომ ტარად ხე არ ჰქონდეს?“


*******
„ჭუპა, ჭუპა! წყალი! მალე!

თავი უკვე დავიბანე,

უჰ, რამდენი ქაფი დადგა,

შიგ ყელამდე დავიმალე...“:



ანდაზა

„სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო“.

 

*******
ერთხელ, როცა დედა-ჩიტი

სანადიროდ წავიდა,

ჭრელი კატა ჩამოცოცდა

სახლის სახურავიდან.


მიეპარა საწყალ ბარტყებს

და კლანჭს როცა ჭიდებდა,

თვალი მოჰკრეს მსუნაგ ფისოს

მეზობელმა ჩიტებმა.


დასჭყივლეს და მოძალადეს

თავში ჩაუნისკარტეს,

მათი წერა გახდებოდა,

რომ არ ეხსნა სისხარტეს.

 

ბევრზე ბევრი

გოგის ძალიან უყვარს ხილი. რაც არ უნდა მისცეთ, მაინც ბევრს თხოულობს.

- ბები, მომე ვაშლი! ბევრი ვაშლი!

- ბები, მომე თხილი! ბევრი თხილი!

- ბები, მომე ბევრი, ბევრი კანფეტი!

ერთხელ ბებიამ ჩაისვა კალთაში და უთხრა:

- გოგი, რა ამბავია, რომ პირზე მხოლოდ ბევრი გაკერია?! აბა, ვნახოთ, რა გაქვს ბევრი:
 
თავი? - ერთი!

ხელი? - ორი!

შუბლი? - ერთი!

თვალი? - ორი!

ფეხი? - ორი!

ხომ ხედავ, ყველაფერი ან ერთი გაქვს ან ორი.

გოგი დაფიქრდა.

- მე თმები მაქვს ბევრზე ბევრი!

ბებიას გაეცინა და ისევ ბევრი თხილი მისცა.

 

გამოცანა

მრავალი წელი ვატარებ,
სულ რამდენია, არ ვიცი.
(თმა)

 

*******
ფეხი დამადგით,

გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,

წყალობა ჰყავით...

საქართველოის ყოვლის მპყრობელმან

ვისურვე, დავით...

ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი

ყურძნის მტევნებით...

- ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო,

მიუტევები?

 

ანა კალანდაძეს

- ეგ ბილიკი ზეცისკენ მიდის,

ფეხი დაადგი

ღრუბლის ქულას, ჩემო დაია!

 

*******
რომ აღარ ჩავდგათ ფეხი ცოდვაში,       
დრო გავატაროთ ხშირად ლოცვაში...


ერთი და ორი

შენ პირი ერთი გაქვს, ყური კი - ორი. რისთვის? შენ თვითონ მიხვდი!  ბევრი ისმინე და ცოტა ილაპარაკე.

პირი ერთი გაქვს, თვალი კი ორი. რატომ?  იმიტომ, რომ ორჯერ შეხედო და ერთხელ თქვა.

პირი ერთი გაქვს, ხელი კი - ორი. რატომ?  იმიტომ, რომ ბევრი იმუშაო და ცოტა ჭამო.

 

*******
"თითები მაქვს ლამაზი,

თვალები მაქვს ლამაზი

კატო, ვისი გოგო ხარ?

ვისი ვარ და მამასი!"


გამოცანა

ღამით ორი ფანჯარა, თვითონ იკეტება,

გათენდება თუ არა, ისევ გაიღება.
(თვალები)

 

*******
„დავიბანე  პირი, დავიბანე ხელი,

„ნანინაო,  ნანა“, ახლა ასე ვმღერი.

დედა როცა მხედავს, თვალებს  მაგრად ვხუჭავ,

შენც ხომ გეძინება, ჩემო თმახუჭუჭავ.

 

თითები

ჩემო კარგო თითებო,  მე თქვენ ყველგან მჭირდებით,

მეხმარებით ჭამაში, კოვზს რომ ჩაეჭიდებით.

თვლას მასწავლით ათამდე, ჩხირებივით ითვლებით.

სუფთა წერაც ისწავლეთ, მელნით რატომ ითხვრებით?

დედიკოსთან თქვენს გამო  დღეში ათჯერ ვწითლდები.

 

ყვავილი ვარ

ყვავილი ვარ, თავ - კისერი

ცისკენ კოხტად შევმართე,

მიწამ მშობა, დედამიწას

შნო და ფერი შევმატე.

 


დედაენა

ერთი დედა, ერთი მამა,

როგორც ერთი ღმერთია,

ორი ენა გველისაა,

კაცის ენა ერთია.


სამშობლოც ხომ ერთი არის,

მისი ენაც ერთია,

ქვეყნად კაცი არ არსებობს,

ენა რომ წაერთმიათ.


ღმერთის ნებით წასასვლელო,

ღმერთის ნებით მოსულო,

ერთადერთი იმ ენის ხარ,

რა ენაზეც ლოცულობ.



კითხვა ვიცი

აი, ია, აი, თხა!

უკვე ვიცი წაკითხვა.

 

გამოცანა

ვაშრე, ვაშრე, ვერ გავაშრე.
(ენა)

 

ანდაზა

„ჩემო ენავ, ძირში ხარ მოსაჭრელიო“.

 

*******
შოთა რუსთაველმა მუხლი მოიყარა თამარ მეფის წინაშე და  უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“ მიართვა.

 


ბაბუას მუხლი ცხენია

დაჯექი, კი ნუ გრცხვენია,

ბაბუას მუხლი ცხენია,

ამ ცხენს თავისი მხედარი

ერთხელ არ შეურცხვენია.

 

იავნანა

იავ, ნანა, ვარდო, ნანა,

გზად გეფინოს ია - ვარდი!

გაიზარდე, გაიხარე

ცის ნათელით, მიწის მადლით,


ძალა დაგყვეს ჭიანჭველის,

მუხლი - მგლისა,

ფრთა - შავარდნის.

გამრჯე იყავ ფუტკარივით

და მზის სხივზე უფრო მარდი.


ჯეჯილივით დათავთუხდი,

ვენახივით დამტევანდი.



გამოცანები

»» თვალწინ მაქვს და ვერ ვხედავ.
(ცხვირი)
   
»» ორი ძმა ვართ ტოლად

ერთმანეთის სწორად,

მაგრამ ერთი გორაკია

ჩვენ რომ გაგვყო ორად.
(ცხვირი)

»» ერთი მოლაპარაკე, ორი მაცქერალი,

და ორი მსმენელი, ერთ კვახზე სხედან.
(ენა, თვალები, ყურები, თავი)

»»ერთი ყუთი მაქვს,

სულ კენჭებით მოწყობილია.
(პირი)

 

მგალობლები

მზე სანამდე წამოდგება

გორებიდან ჩახჩახით,

მანამდე ჩვენ ავფრინდებით

ჭიკჭიკით და ჭახჭახით.


ვივარჯიშებთ, ვიფრთხიალებთ,

ძილს დავუფრთხობთ მძინარეს,

მერე ტანის დასაზელად

შევესევით მდინარეს.


მერე კლასში შევფრინდებით

ფოთლის მწვანე წიგნებით,

იქ ვისწავლით და სამშობლოს

მგალობლები ვიქნებით!



ცხვირი და ტყუილი

პატარა რომ ვიყავი, დედაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, არასოდეს ტყუილი არ თქვა, თორემ ცხვირი გაგეზრდებაო. ჰოდა, მე საცოდავი, პატარას რომ მოვიტყუებოდი რაიმეს, მერე მთელი დღე სარკესთან  ვიდექი და ცხვირს ვიზომავდი  ხოლმე.

ერთხელ, ავად გავხდი, ანგინა დამემართა და მოიყვანეს უბნის ექიმი. ეს ქალი რომ დავინახე, კინაღამ გული წამივიდა იმოდენა ცხვირი ჰქონდა. მოკლედ, ძალიან უარყოფითად განვეწყვე "მატყუარა" დეიდა ექიმის მიმართ.

ჰოდა, მუხანათურმა აზრმაც უცებ გამიელვა თავში. რომ ვწვდი საწყალ ქალს ცხვირში, ძლივს გამომწიწკნეს ხელიდან.  მე შენნაირი მატყუარა ექიმი არ მჭირდებათქო (საწყალს თავისი გაჭირვება არ ეყოფოდა? კავკასიონივით ცხვირი ჰქონდა).

ჰოოოოოოდა, არ მოიტყუოთ პატარებო, თორემ ცხვირები გაგეზრდებათ.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
Loading...

 

 

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

სწრაფი სესხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —