მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 12646 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ამონ-რა - ეგვიპტური ჰოროსკოპი

ამონ-რა    8-21 იანვარი, 1-11 თებერვალი 

მზის კულტმა, რომელიც არსებობდა ძველ, ეგვიპტურ ცივილიზაციაში, განსახიერება ჰპოვა ღვთაებაში ამონ-რა. ამონს, რაც ნიშნავს (დაფარულს) ეთაყვანებოდნენ ძველ ეგვიპტეში. როდესაც ეგვიპტის დედაქალაქი მემფისი გახდა, ამონ-რა "ღმერთების მეფედ" გადაიქცა. ამონი აერთიანებდა ღმერთების უმრავლესობის მთელ რიგ თვისებებს: რა (მზის ღმერთი), მინი (შექმნისა და გამრავლების ღმერთი), მონტუ (მეომარი ღმერთი). დროთა განმავლობაში ამონ-რა დამცველი გახდა.

მას გამოსახავდნენ როგორც მამაკაცს, ცხვრის თავით, ზოგ შემთხვევაში კი თავი ადამიანისა იყო, თუმცა მას ცხვრის რქები, ან მზის დისკო ამშვენებდა. ამონ-რა ნუტის მეუღლე იყო, რომელიც "დედა ღმერთად" მიიჩნეოდა.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ბრძენი და მიზანმიმართული ნატურები არიან, მათი ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება, ჭარბი ოპტიმიზმია. კოლექტივში ისინი, როგორც წესი ლიდერის როლს თამაშობენ, ხოლო საქმიანობის სფეროდან ირჩევენ ისეთ პროფესიას, რომელშიც ბოლომდე შეუძლიათ გამოავლინონ საკუთარი ნიჭი. დიდებისკენ სწრაფვა მათ სისხლში აქვთ. შეაქეთ ამონ-რა და ის მთებს შეძრავს. მათ გააჩნიათ მომავლის პროგნოზირებისა და წინასწარ  განჭვრეტის უნარიც.

ხასიათის მიხედვით, ამონ-რას ნიშნის ქვეშ დაბადებულები, მამაცები და სიცოცხლისმოყვარულები არიან. მათ შესწევთ უნარი დაამშვიდონ ადამიანები, რომლებიც მის გვერდით თავს მოწოდების სიმაღლეზე გრძნობენ. ისინი ლიდერის აურას ფლობენ, არ არიან დიქტატორები.

ამონ - რას ნიშნის მატარებლები კარგი დიპლომატები არიან, რისთვისაც საჭირო მომენტში ეშმაკობასაც არ ერიდებიან, აქვთ ორატორული ნიჭი, მიზანდასახულობა და ქარიზმა კი მათდამი ნდობასა და ყურადღებას იწვევს ადამიანებში.

ისინი ისეთი პოპულარულები არიან მეგობრებისა და კოლეგების წრეში, რომ ზოგჯერ საყვარელი ადამიანისთვის დრო აღარ რჩებათ. პირად ურთიერთობებში საკვირველია, მაგრამ უჭირთ პარტნიორთან ბოლომდე გახსნა, მათ სულში წვდომა ძალიან ძნელია.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ