მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 12817 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ნილოსი - ეგვიპტური ჰოროსკოპი

ნილოსი    1-7 იანვარი, 19-28 ივნისი, 1-7 სექტემბერი, 18-26 ნოემბერი

მდინარე ნილოსი და მისი ღმერთი, ეგვიპტელებისათვის უშრეტი ენერგიის წყაროს წარმოადგენდა. იგი იყო მდინარე, რომელიც სიცოცხლეს ანიჭებდა ეგვიპტის მაცხოვრებლებს. ნილოსით არა მარტო ნათესები ირწყვებოდა, არამედ ის, ნაპირებიდან გადმოსვლის დროს ანაყოფიერებდა და მოსავლიანს ხდიდა მიწას.

სწორედ ამიტომ, ნილოსი ეგვიპტელებისთვის წარმოადგენდა არა მარტო მდინარეს, არამედ ღვთაებას, რომლის წინაშეც ქედს იხრიდნენ და შიმშილობის წლებში შველას თხოვდნენ. ნაყოფიერების ღმერთს, თმების მაგივრად ბოსტნეულით და დიდი რაოდენობით ძღვენით გარშემოტყმულს გამოსახავდნენ.

ნილოსის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მგზნებარე და იმპულსურები არიან. მათი დევიზია  - "უკეთესია გააკეთო და არ ინანო, ვიდრე არ გააკეთო და ინანო". ისინი წარმატებულად ერგებიან ნებისმიერ პროფესიას, სადაც საჭირო არ არის მთელი დღე სამუშაო ადგილზე ჯდომა და ადვილადაა შესაძლებელი როგორც სწრაფი გადაადგილება, ასევე მოღვაწეობის სფეროს შეცვლა.

ამ ნიშნის ვეშ დაბადებული ადამიანების ზებუნებრივ თვისებას წარმოადგენს მკურნალობის უნარი, მათ შეუძლიათ თავის ტკივილის მოხსნა, გათვალვისაგან და ნეგატიური ენერგეტიკისაგან დაცვა. მათ გვერდით ადამიანები თავს კარგად და მშვიდად გრძნობენ, მათი ბიოველი დადებითად იმუხტება.

ხასიათის მიხედვით ნილოსის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სიცოცხლისმოყვარულები და მომთმენები არიან, ადვილად ადაპტირდებიან ნებისმიერ სიტუაციაში. ისინი გამჭრიახობით გამოირჩევიან და სწორედ ამიტომ მათი რჩევები ხშირად ამართლებს. ისინი ყოველთვის იქ აღმოჩნდებიან ხოლმე, სადაც მათი დახმარებაა საჭირო.  ამ თვისების გამო მათ ხშირად იყენებენ, თუმცა ისინი ღალატს არ პატიობენ, გამოირჩევიან ფეთქებადი ხასიათით და იმპულსურად მოქმედებენ.

ნილოსები თავგადადებული მეოჯახენი არიან. ისინი ახლობელ ადამიანებს განსაკუთრებული სინაზით ეპყრობიან, გვერდით უდგანან და ხელს უწყობენ წარმატების მიღწევაში.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ