(4 ივლისი - 10 აგვისტო)
როგორც გადმოგვცემს აპოლოდორი (მითოლოგიური ბიბლიოთეკა), სირინოზები იშვნენ მუზა მელპომენასგან და აქელოიასგან, რომელიც იგივე სახელწოდების მდინარის ღმერთი იყო.
ბერძნული მითოლოგიის მიხედვით სირინოზები ზღვის ნიმფები არიან, ნახევრად თევზები, თევზის კუდითა და ქალის იერსახით. მათ დედისგან მემკვიდრეობით ღვთაებრივი სილამაზის ხმა ერგოთ.
სირინოზები ცხოვრობდნენ კუნძულზე, რომლის კლდოვანი ნაპირებიც მოფენილია მათი მსხვერპლის გამომშრალი კანითა და ძვლებით. ისინი ენით აუწერელი სიმღერით იტყუებდნენ გემებსა და მეზღვაურებს კუნძულზე, შემდეგ კი ღუპავდნენ მათ.
ადამიანი - სირინოზი ცხოვრებაშიც წარმატებულად იყენებს საკუთარ მომხიბვლელობას პირადი მიზნების მისაღწევად ისე, რომ არ ითვალისწინებს სხვის ინტერესებს. ქალი სირინოზები ადვილად ახერხებენ მამაკაცებით მანიპულირებას, ისევე, როგორც მამაკაცი სირინოზები ქალებით.