მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10088 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სფინქსი - მითოლოგიური ჰოროსკოპი(23 ოქტომბერი -  30 ნოემბერი)

სფინქსი, ანუ სფინგა, ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად, ფრთოსანი არსებაა, ქალის სახით, მკერდით და ლომის ტანით. სფინქსი ტიფონისა და ექიდნას ნაყოფია. მისი სახელი დაკავშირებულია ზმნასთან "სფინგო", რაც "შეკუმშვას", "დახრჩობას" ნიშნავს. ეგვიპტეში კი მას "შესეფ - ანხ" - ის სახელწოდებით იცნობენ, რაც "ცოცხალ ხატს"  ნიშნავს და  ღმერთის ან მბრძანებლის ცოცხალ ხატებას გულისხმობს.

ლეგენდის თანახმად, სფინქსი ფივას მისადგომებთან, ან ქალაქის მოედანზე ბინადრობდა, სადაც იგი გზად ხვდებოდა და შეკითხვებს უსვამდა გმირებსა და წარჩინებულ მოქალაქეებს, ხოლო ვინც ვერ უპასუხებდა, კლავდა. სწორედ მან მოკლა მეფე კრეონტის ვაჟი, სასოწარკვეთილმი მეფე მას, ვინც ფივას სფინქსისგან გაანთავისუფლებდა, სამეფო და საკუთარი დის ხელი შესთავაზა. სფინქსის გამოცანა ედიპმა გამოიცნო, სფინქსი უფსკრულში გადაიჩეხა, ედიპი კი ფივას მეფე გახდა.

ეგვიპტეში ქვის სფინქსების გამოსახულებები (ფრთების გარეშე) ხშირად იცავდნენ ტაძრებსა და სხვა წმინდა ადგილებს. სფინქსის ქანდაკებები საკმაოდ ხშირად გვხვდება, მათ შორის ყველაზე ცნობილია დიდი სფინქსის ქანდაკება. ეგვიპტური სფინქსი ძალისა და ჭკუის სიმბოლოა, ლომის ტანი ძალას ნიშნავს, ადამიანის სახე კი ჭკუას. ძალაცა და ჭკუაც სჭირდებოდა სფინქსს, რათა დაეცვა განძით სავს ტაძრები და პირამიდები.

ადამიანი - სფინქსი ცივსისხლიანი, ჭკვიანი, ეშმაკი და  ანგარებიანია, შეუძლია მოიტყუოს, თუმცა ამას მოხერხებულად აკეთებს. ის ყოვეთვის პრაქტიკული, პრაგმატული და რეალისტურია. მიდრეკილია იმ თანხებისა და მატერიალური სიკეთის მითვისებაზე, რომელიც მას არ ეკუთვნის. უყვარს სხვის ხარჯზე ცხოვრება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ