ორქიდეა 03.11-12.11
ორქიდეას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, ისევე როგორც თავად ეს იშვიათი ყვავილი, იდუმალებით გამოირჩევიან, ძნელად გამოსაცნობია მათი შინაგანი მონაცემებიც.
ისინი მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ ეჭვი შეიტანონ საკუთარ შესაძლებლობებში, ახასიათებთ სხვა ტიპის ეჭვებიც, რაც უსიამოვნებების და კომფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს.
ორქიდეები არ არიან გახსნილები და იშვიათად გადაუშლიან ხოლმე გულს ადამიანებს, ძალიან ახლობლებსაც კი. შეიძლება მათთან წლობით მეგობრობდეთ, მაგრამ მისი ჭეშმარიტი ხასიათი და ბუნება ვერ გამოიცნოთ.
გრძნობებში ძუნწია და ისეთივე გამოუცნობი, როგორიც სხვა ცხოვრებისეულ საკითხებში. საკუთარი სურვილით დაქორწინება საერთოდ არ სურს ხოლმე, რადგან ეძნელება უღალატოს უკვე არჩეულ და ,,მიჩვეულ" ცხოვრების წესს.