ფითრი 01.02-10.02
ფითრის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ძლიერი, რისკიანი ადამიანები არიან, გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობით, უყვართ მოგზაურობა, კომფორტულად ცხოვრება და ყველაფერი საუკეთესო, რაც კი არსებობს ცხოვრებაში.
ფიზიკურად მიმზიდველები და მოხდენილები არიან, მისდევენ მოდას და შესანიშნავად ფლობენ საწინააღმდეგო სქესის მოხიბვლის ხელოვნებას.
სიყვარულში და ზოგადად გრძნობებში უკიდურესობა ახასიათებთ, ან თავგამოდებით უყვართ და ყველაფერზე მიდიან ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად, ან პირიქით მიუდგომლობისა და გულცივობის საბურველში გაეხვევიან ხოლმე და ახლოს არ უშვებენ მათი გულის დაპყრობის მოსურნეებს.